Thursday 8 May 2014

ფოტოხელოვანი

 2011წლის 19 დეკემბერი                                                
          ფოტოხელოვანის სამყარო
   


    ,,ყურადღება!  ჩიტი გამოფრინდება! -  ამ სიტყვების მაგიური ძალა ბევრს განუცდია. იქნებ არც გვჯეროდა, მაგრამ, როცა ფოტოგრაფი ფოკუსის გასასწორებლად თავზე შავ ქსოვილს გადაიფარებდა და ობიექტივის მომნუსხველი თვალი მოგვაჩერდებოდა, ძალაუნებურად ეჭვი გვიპყრობდა – ერთიც ვნახოთ და, მართლაც გამოფრინდესო. იქნებ ამიტომაც არის, რომ ბავშვობის სურათებში თვალები დაჭყეტილი გვაქვს’’. – ასე იწყება ფოტოხელოვან ჯემალ კასრაძის წიგნი ,,ჩიტებით სავსე ყუთი’’, სადაც მისი წერილების კრებულულია თავმოყრილი. წიგნს ძველებურფოტოაპარატინი კაცი ახატია და იქიდან, ისე როგორც სიცოცხლეში, ბევრი ჩიტი და ამბავი მოფრინავს....
  ძალიან დიდხანს, ჯემალ კასრაძეს, მხოლოდ ფოტოკორესპონდენტად  იცნობდა მკითხველი, მოგვიანებით კი, წერილების წერაც დაიწყო... რაც ძალიან გავდა ჟურნალისტის დასურათებულ დღიურს და ამითაც იყო საინტერესო... არაერთხელ გამიგია, ბატონ ჯემალს არამარტო მახვილი თვალი, არამედ კალამიც იჭრისო... მისი საგაზეთო წერილები და ფოტოები, ყოველთვის მკითხველის მოწონებას იმსახურებს.. ჯადოსნურ ფოტოობიექტივში მის მიერ დანახული სამყარო, ჩვენთვის ნაცნობია, მაგრამ განსხვავებული – რაღაცით უფრო სრულყოფილი და უკეთესი,  მომაჯადოებელი ხიბლით მოსილი...  

-ბატონო ჯემალ, როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ ნაბიჯებს ფოტოგრაფიაში?
 
  -ფოტოების გადაღებას ბავშვობიდანვე მივეჩვიე. მამაჩემს გერმანული ფოტოაპარატი ჰქონდა ,,გრომზა’’ ძველი, ომამდე ნაყიდი და  მახსოვს,  მე და ჩემი ძმა რაღაც გამოსახულებას ვიღებდით.  ფოტოების გადაღება დამოუკიდებლად  მე-5 კლასიდან დავიწყე...დავიბადე და გავიზარდე ოსეთში, სკოლის დამთავრების შემდეგ, გაზეთ ,,საბჭოთა ოსეთში’’ იუმორისტულ ჩანახატებს ვაქვეყნებდი... რახან, წერა მიყვარდა და მეხერხებოდა ჩავაბარე თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. პირველი ნაბიჯები სპორტულ პრესაში გადავდგი. ვმუშაობდი ჟურნალ ,,სკოლა და ცხოვრების’’ დამატება ,,მართვეში’’ ფოტოკორესპონდენტად, სადაც სერიოზულად მოვკიდე ხელი ფოტოგრაფიას. 1985 წელს ,,ლელოში’’ დავიწყე კორესპონდენტად მუშაობა და ჩემს მასალებზე მე ვიღებდი ფოტოებს. შემდეგ, გაზეთ ,,კაბადონის’’ დაარსებიდან მისი აქტიური თანამშრომელი ვიყავი, სადაც ვაქვეყნებდი როგორც წერილებს, ისე ფოტოსურათებს. რამდენიმე წელი ვმუშაობდი გაზეთებში: ,,საქართველო’’ და ,,საქართველოს პარლამენტი’’, მოგვიანებით კი, ,,დილის გაზეთში’’. ამჟამად, ,,საქართველოს რესპუბლიკის’’ ფოტოკორესპონდენტი ვარ.

 - ვინ დაგეხმარათ პროფესიულ დაოსტატებაში?

 -ჩემი, როგორც ფოტოხელოვანის  გემოვნების დახვეწაში და პროფესიულ დაოსტატებაში დიდი როლი ითამაშა მხატვარმა ვახტანგ რურუამ. მისი რჩევები ძალიან დამეხმარა, რათა ფოტო ოსტატობის ახალ საფეხურზე ავსულიყავი.

  -ბატონო ჯემალ, თქვენს წიგნში ,,ჩიტებით სავსე ყუთი’’ ასეთი ფრაზა ამოვიკითხე: ,,სიტყვა ფოტოგრაფი, თუ რბილად ვიტყვით, ამაყად აღარ ჟღერდა’’..... თქვენ ალბათ, იმ პერიოდს გულისხმობთ, როცა ფოტოგრაფია, ხელოვნებად არ ითვლებოდა?

 -მართალი ბრძანდებით, საბჭოთა პერიოდში, ფოტოგრაფია თითქოს დამამცირებელ პროფესიად ითვლებოდა,. მაშინ ფოტოგრაფები საყოფაცხოვრებო მომსახურების კაბინეტებში გააერთიანეს, მექისეებთან და მეეზოვეებთან ერთად. შედეგმაც არ დააყოვნა – ხელოვნება, ხელოსნობამდე დაეცა. შესაბამისად, შეიცვალა ამ პრესტიჯული პროფესიისადმი ხალხის განწყობაც. ეს პროფესია, მანდილოსნებისთვისაც უჩვეულო იყო. დღეს კი, პირიქითაა, ფოტოგრაფია პრესტიჟული გახდა და იგი, ბევრმა მანდილოსანმაც კარგად შეისწავლა.

 - თქვენ 34 წელიწადია ფოტოგრაფიაში მოღვაწეობთ… თქვენი აზრით, რა არის მათავარი ფოტოხელოვნებაში?

 -მთავარი ძიებაა, როგორც მწერალი ვერ გახდება თუ არ შეისწავლა მსოფლიო ლიტერარურა, ისეა ფოტოგრაფიაშიც, შემოქმედი ხელოვანი ვერ გახდება თუ მუდმივ ძიებაში არ იქნება, არ შეისწავლის  უცხოეთის გამოცდილებას და არ გაეცნობა სიახლეებს.. ფოტოსაქმეში მოღვაწეობამ დამარწმუნა, რომ ნათელი აზრი სიბნელეშიც შეიძლება მოგივიდეს და აი, ლაბორატორიაში, ყოველგვარი სტიმულატორის, ანუ ვაშლის დაცემის გარეშე, აღმოვაჩინე ახალი კანონი - ,,რაღაა იგი სიბნელე, რასაცა ახლავს ნათელი’’, ეს ფრაზა ,,ვეფხისტყაოსნის’’ ჩემეულიინტერპრეტაციაა…...

 -  ბატონო ჯემალ, თქვენი ექსპონატების გამოფენა პარლამენტში მოეწყო, სადაც თქვენმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.... ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა და პოეტმა ლექსიც კი მოგიძღვნათ, გვიამბეთ ამის შესახებ?

 -ფოტოგრაფიაში გაწეული ჩემი ღვაწლი ობლის კვერივით გვიან დაფასდა. რამდენიმე წლის წინ, პარლამენტში მოეწყო ჩემი ექსპონატების პირველი ქრონიკული გამოფენა. ამ ფაქტის გამო, მადლობელი ვარ ხათუნა გოგორიშვილის, რომელმაც საშუალება მომცა წინა მოწვევის ფოტოკადრები შთამომავლობისთვის შემენახა. გმოფენა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ბენრი ქართველი და უცხოელი კოლეგა დაინტერესდა ჩემი შემოქმედებით. მერიკელმა ჟურნალისტმა და პოეტმა ედ პოუკინსმა ლექსი მომიძღვნა, რომელიც საქართველოში გამომავალ, ინგლისურენოვან გაზეთ ,,მაცნეში’’ დაიბეჭდა.

 -საინტერესო არქივი გაქვთ, თქვენი გადაღებული  ფოტოები რომ დავათვალიერე, თვალწინ დამიდგა ყველა ის პოლიტიკური მოვლენა, რაც ბოლო წლებში მოხდა. მოვლენების ეპცენტრში ყოფნა, თქვენთვის საიტერესო პროცესია?

 - მე ძირითადად, ქრონიკის ფოტოგრაფი ვარ, ვიდრე მხატვრული ფოტოების, თუმცა, ბევრი ჩანახატი და პორტრეტული ფოტო მაქვს გადაღებული. ფოტოკორესპონდენტისთვის, აუცილებელია მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა, რათა არც ერთი დეტალი არ გამორჩეს და ყველა კადრი ფოტოზე აღბეჭდოს. ჩენს ფოტოარქივში არაერთი პოლიტიკური მოვლენაა ასახული. საბჭოთა პერიოდში საშინელი ცენზურა იყო, დაშტამპულები ვიყავით.... …90-იანი წლები კი, მართლაც საინტერესო იყო. ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის დროს ორივე მხარეს ვიღებდი – პოზიციასაც და ოპოზიციასაც. ბევრჯერ ვყოფილვარ ისტორიული  კადრის მოწმე. ყველაფერი, რაც ჩემს ფოტოობიექტივში მოხდა, ჩემი სამყაროს ნაწილად იქცა. განსაკუთრებით სპეციფიურია სპორტული ფოტოგრაფია, სადაც აუცილებელია ამ სახეობის კარგად ცოდნა. ბევრი  საინტერესო  კადრის თუ მომენტის დაჭერა წამებზეა დამოკიდებული....

   -ფოტოხელოვანი, ხშირად იმას ხედავს და ამჩნევს, რასაც ჩვენი მზერა ვერ სწვდება, საინტერესო ფოტო ზოგჯერ ფერწერასავითაა, დამთვალიერბელს დაფიქრების საშულებას აძლევს, კარგ განწყობაზე აყენებს.....  თქვენ რომელი ფოტოხელოვანის ნამუშევარი მოგწონთ ყველაზე მეტად?


 -არებობს ფოტომატიანე ძველ თბილისზე, სადაც რუსი ფოტოხელოვანის ფოტოებია თავმოყრილი. იქ, ისეთი შთამბეჭდავი ფოტოებია, ისეთი კუთხეები, შუქ-ჩრდილები და მიგნებებია, რომ ზოგიერთი ფოტოგრაფს, თავამედროვე აპარატითაც კი გაუჭირდებოდა მისი გადაღება.

 - რა აზრის ხართ თანამედროვე ფოტოხელოვნებაზე?

 -დადებითი აზრის ვარ და ვთვლი, რომ ბევრი ნიჭიერი ფოტოხელოვანი გვყავს. ფოტოგრაფიაშიორიგინალური ხედვა აქვს ნათელა გრიგალაშვილს, ირმა შარიქაძეს..... საინტერესო ფოტო-პორტრეტები აქვს გივი ჯოლბორდს. ფოტოხელოვნებაში, საგნებისა და მოვლენების თავისებური ხედვა მოიტანა იური მეჩითოვმა.… საინტერესო სპორტული ფოტოები აქვს ბადრი კეთილაძეს...... თანამედროვე ფოტოგრაფებისთვის, ახლა ყველაფერი გაცილებით ადვილია. აზროვნება თავისუფალია, თვალსაწიერი კი ფართო., თუმცა, ყველა პერიოდს აქვს რაღაც საინტერესო....


                                                       მზია გოგოძე


                           





პოეზია

                                                           

  2011 წლის 19 დეკემბერი           

                                                                                                                


                                                                                                                  ტარიელ ხარხელაური




                                                                          
"ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი
ამოზიდული დიდგორსა,
შვიდპირად მაკრავს ღრუბელი,
გველი მილოკავს ლიბოსა.
ვერ იზამს წუთისოფელი,
ფეხებზე დამიკიდოსა.
ხმალი მომეცი, სამკლავე,
ფარიც აქ სადმე იდოსა,
ამოვალ, ქშენით ამოვძოვ,
სისხლით დაფერილ მინდორსა..."

   
   ამ სტრიქონების ავტორი პოეტი ტარიელ ხარხელაურია, შესანიშნავი პიროვნება, მკვეთრად ორიგინალური შემოქმედი და გამორჩეული ფენომენი ქართულ პოეზიაში.. მისი ლექსების თემატიკა მრავალფეროვანია, ნაიარევია, მაგრამ ოპტიმიზმით გაჟღენთილი მისი სტრიქონები, მის ლექსებში ტკივილზიც იგრძნობა სიხარულზიც, მთის და მიწის სიყვარულიც...
   ახლახანს, საქართველოს საპატრიერქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, პოეტ ტარიელ ხარხელაურის საიუბილეო-შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელსაც პოეტები, მწერლები, სტუდენტები და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
  საღამოზე, სიტყვით გამოვიდნენ და ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებით ღვაწლზე ისაუბრეს პოეტებმა: ერეკლე საღლიანმა, დავით შემოქმედელმა, ჯემალ აჯიაშვილმა, თემურ ჩალაბაშვილმა. პოეტის მიმართ, საქებარი სიტყვები და არ დაიშურეს  მეუფე თადეოზმა, მექა ხანგოშვილმა, ლადო კახაძემ და სხვებმა. საღამოზე, ხალხური საკრავების ანსამბლის მიერ, შესრულდა პოეტის ლექსზე შექმნილი სიმღერები.
ტარიელ ხარხელაურის ლექსები წაიკითხეს სტუდენტებმა, თავად ავტორმა და მსახიობმა ელდინო საღარაძემ, რომელმლის მხატვრული კითხვის ორიგინალურმა მანერამ საოცარი შთაბეჯდილება მოახდინა აუდიტორიაზე და თავად პოეტსაც კი, ცრემლები მოჰგვარა...
საიუბილეო ღონისძიების დასრულების შემდეგ, პოეტს რამდენიმე კითხვით მივმართედ.
 
  -ბატინო ტარიელ, როგორ ჩაიარა შემოქმედებითმა საღამომ, კმაყოფილი ხართ?

 - ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა... განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ელდინო საღარაძის მიერ წაკითხულმა, ლექსმა ,,საყდარს არავინ არ არის’’ მიუხედავად იმისა, ჩემია და არაერთხელ წამიკითხავს, თითქოს პირველად მოვისმინე და ისე შემზარა ლექსმა, რომ გავიფიქრე, ნამდვილად მე დავწერე-მეთქი.ეს იყო სამყაროს აპოკალიფსი, თითქოს დაიცალა ის სამყარო დაშენძრწუნდი.... რაც შეეხება შემოქმედებით საღამოს, იგი ჩემს საიუბილეო თარიღთან იმდენად იყო დაკავშირებული, რადგან 65 წლის გასულ წელს გავხდი, მაშინ უნდოდათ ჩაეტარებინათ, მაგრამ მე მინდოდა  პოეზიის საღამო, ჩემი გარდაცვლილი შვილის, ბექას დაბადების დღეს 16 დეკემბერს დამემთხვია. იგი 8 წლის წინ გარდაიცვალა, 23 წლის ასაკში და ეს საღამო მას მიუძღვენი. სურვილი მქონდა ეს ღონისძიება სამებაში, გამართულიყო, რათა ჩემს შვილს ტაძრიდან გავსაუბრებოდი, ასე იოლი იყო ჩემთვის მასთან დაკავშირება...

  -ეს ტკივილი თქვენს პოეზიაში მკაფიოდ აისახება...

   -რა თქმა უნდა, ჩემი ლექსებით, მინდოდა ეს ტკივილი ყველას გაეზიარებინა... ტკივილი უნდა იყოს ზოგადი, ყველასთვის მისაღები, იგი ყველას წუხილად უნდა აქციო. თუ ამას შეძლებ, იცლები და იმდენად აღარ გიჭირს ცხოვრება და მოძრაობა წუთისოფელში... არ ვიცი რამდენად მივაღწიე მიზანს, ვაქციე თუ არა ჩემი სატკივარი ყველას წუხილად, თუმცა, ხანდახან ვგრძნობ, რომ მივიტანე ხალხამდე ჩემი ტკივილი. ზოგჯერ კი მგონია, რომ საზოგადოების უმრავლესობის აზროვნება მაინც ისეთ დონეზე, რომ ცდლობენ ზედაპირზე იარონ. ვერ წვდებიან ჩემს გულისთქმას და ვერ ღებულობენ, იმ ტკივილს თუ ცრემლის ფილოსოფიას ისე, როგორც მე ამასს ვთავაზობ მკითხველს... როცა მკითხველი შემოგყვება შენს სამყაროში ძალიან სასიამოვნოა
 
 -ბატონო ტარიელ, თქვენი პოეზია უყვარს მკითხველს, ბევრმა მათგანმა, თქვენი ლექსი ზეპირად იცის. ხალხის სიყვარული თქვენთვის შემოქმედებითი სტიმულია?
 
 -თითქოს უნდა მსიამოვნებდეს, როდესაც დადებითი შეფასება აქვს ჩემს ლექსებს, მაგრამ არა ვარ იმ ასაკში, რომ ეს მახარებდეს. ჩემი სურვილია, რასაც მე ვხედავ და როგორც ვხედავ სამყაროს, როგორ აღვიქვამ ტკივილს, მკითხველმაც ისე მიიღოს იგი... მაგრამ, არ არის ასე.... არადა, ზედაპირული თვალიერებით ვერასოდეს ვერ შეხვალ მწერლის სამყაროში. ის სამყარო ლექსის დინამიკა, რასაც მე ვთავაზობ მკითხველს, ვცდილობ ადვილი გასაგები იყოს და არ იყოე მათთვის მოსაბეზრებელი.... მე პოეზიასთანაც და უფალთანაც დიდ პასუხისმგებლობას ვგრძვობ და რამდენად კარგი შემსრულებელი ვარ იმისა, თუ რასაც ვისმენ, როგორ გადმომაქვს იგი ფურცელზე..  

 -65 წელის გადასახედიდან, როგორ  შეაფასებთ თქვენს შემოქმედებით მოღვაწეობას ?

 -იცით რა, 65 წელს ვერ მივიჩნევ ისეთ სიმაღლედ, საიადანაც შეგიძლია გადმოხედვა.. ვფიქრობ, როგორც კი, შემოხვალ მწერლობაში, იქედანვე უნდა ატარებდე ამ მძიმე ტვირთს და აფსებდე შენს შემოქმედებას Oობიექტურად. Dდიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო მკითხველს, მას სულიერი საზრდო უნდა მიაწოდო.. თუ ამას ვერ შეძლებ და არაფერი არ მოუტავენე მკითხველს, ჩათვალე, რომ მან ის დრო, რომელიც შენ დაგითმო, ფუჭად დაკარგა. საჭიროა, დიდიPპასუხისმგებლობა გქონდეს მკითხველის მიმართ., მე ყოველთვის, დიდი პასუხივმგებლობას ვგრძნობდი მკითხველის მიმართ... ახლა მივხვდი, რომ სიძულვილზე უფრო ძნელი სატარებელი, სიყვარული ყოფილა... სიყვარული უფრო გასაფრთხილებელია..

 -თქვენს შეოქმედებით საღამოზე, აღინიშნა, რომ თქვენ ბევრ ამქვეყნიურ სიამოვნებაზე უარი თქვით.. როგორ ცხოვრობს დღეს ტარიელ ხარხელაური?

 -ამჟამად, თიანეთში ვცხოვრობ და ქალაქში იშვიათად, ჩამოვდივარ... ჩემს თავს ავუკრძალე ყველაფერი, რასაც წუთისოფელი იძლეოდა. Bბევრ რამეზე ვთქვი უარი, სულ ვცდილობდი სიყვარულით მევლო და ეს გრძნობა ყველასთვის გამენაწილებინა. მე რომ დავრჩი დღემდე პოეზიაში, ეს ჩემი მეუღლის მარინა ხარხელაურის დამსახურებაა, რომელიც სულ გვერდით მედგა, მამხნევებდა და ამიტომ არ მიგრძვნია ოჯახის. სიმძიმე. 

 -რთულია თქვენი მეუღლისთვის შემოქმედთან თანაცხოვრება?

 -ალბათ რთლია, რადგან არის მომენტები, როცა მხოლოდ ლექსთან ვარ და არავისთან ყოფნის სურვილი არ მაქვს, მარტო ვარ ჩაკეტილი. 

  - თქვენი სატრფიალო ლექსები მეუღლეს ეძღვნება?

 - მეუღლეს რა თქმა უნდა, ჩემი ლირიკა აეწყო მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე გავიცანი, მე მას ბევრი ლექსი მუძღვენი და ვცდილობდი შემექმნა ერთი ქალის პოეზია. შემოქმედისთვის სიყვარულს დიდი მსიშვნელობა აქვს. იგი, უნდა იყოს პოეტისთვსი შთაგონების წყარო. ქალი ჩემთვის სილამაზე და სულიერი საზრდოა. არ არის აუცილებელი ათასი გიყვარდეს.. მე ერთი ქალის პორტრეტს ვქმნი და ვაქანდაკებ ჩემს პოეზიაში. წაგიკითხავთ ამონარიდს, ერთი ლექსიდან, რომელიც ჩემს მეუღლეს მიუძღვენი:
,,ფეხით გათელილ ყაყაჩოს ტირი
ღაწვს აგიზოლავს სისველე წვრილი,
რას ფიქრობს შენი დაღლილი ტვინი,
როცა წვეთები კვდებიან წვიმის.’’


-როდის მოხვედით მწერლობაში? როდის შეიქმნა თქვენი პირველი ლექსი?

-მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. მე შეიძლება, დღესაც არ მქონდეს დაწერილი პირველი ლექსი. შეიძლება გაგეღიმათ, მაგრამ ასე ვფიქრობ...Gგვიან მოვედი მწერლობაში, 30 წლის ვიყავი, როცა გამიცნო საზოგადოებამ. ჩემი მეგობრის კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძის და რეზო ინანიშვილის დაჟინებული თხოვნა იყო, მათთვის უფლება მიმეცა ჩემი ლექსები გამოექვეყნებინათ., მე მაშინ ცხვარში ვიყავი და არ მეცალა... იმ პერიოდში ჟურნალ ,,ცისკრის’’ რედაქტორი ჯასუღ ჩარკვიანი იყო და მახსოვს,გამოცემაც კი დაგვიანდა იმის გამო, რომ ჩემი ლექსები დაბეჭდილიყო...

 -როგორი შეფასება მოჰყვა თქვენს მწერლობაში გამოჩენას?

- შეიძლება ითქვას, რომ ხმაურით შემოვედი ქართულ მწერლობაში. ჩემს Lლექსებს დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასება მოჰყვა. მე რომ ამ ქება-დიდებას ავყოლოდი, მაშინ დღეს არაფერი არ ვიქნებოდი... შემოქმედმა მოკრძალებით უნდა მიიღოს შექება. თუ პოეტი განდიდების მანითაა შეპყრობილი, იგი მოსაბეზრებელი ხდება საზოგადოებისთვის. პოეტს ბეწვის ხიდზე უწევს სიარულ, რათა არაფერი შეეშალოს და ხალხის სიყვარული არ დაკარგოს... თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით და ინტერნეტით, დღეს შესაძლებელია ჩემი ლექსები ინტერნეტ სინრცეშიც წაიკითხოს მკითხველმა.. იქ როცა 1400 ადამიანი კითხულობს ჩემს პოეზიას და დადებით შეფასებას აძლევს, რა თქმა უნდა დიდი სიფრთხილე მმართებს... როგორც უკვე აღვნიშნე, სიყვარული ჩემთვის უფრო ძნელი სატარებელია, უფრო გასაფრთხილებელია.

 -რამდენი წიგნის ავტორი ხართ?
-მე პატარა წიგნებს არ ვთვლი წიგნებად... ჯერ-ჯერობით, ორი წიგნის ავტორი ვარ, მესამეს ახლა ვამზადებ.

-თემატიკა, ძირითადად, პატრიოტულია?

 - ლექსის თემატიკა მრავალფეროვანია.... სხვთაშორის ამ კითხვას ბევრი ჟურნალისტი მისვამს. პატრიოტული თემატიკა უფრო მოთხოვნადია და მსმენელამდე უფრო იოლად მიდის, თუმცა, როგორც გითხარით, იმ სამყაროს და ფილოსოფიას, რასაც მე ვთავაზობ საზოგადოებას, უფრო მომზადებული მკითხველი სჭირდება. Mმე რასაც ვგრძნობ, იმას ვწერ... ძალიან ძნელია წერა, მაგრამ როცა არის რაღაც გამონათებები, როცა მკითხველი შემოგყვება შენს სამყაროში, ძალიან კარგია...

- მთისა და მიწის სიყვარული იგრძნობა თქვენის ლექსებში. მთაში გაზრდილი პოეტის ლექსს სულ სხვა ძალა აქვს... თქვენი პოეზიით დაგვანახეთ ბუნებასა და ადამიანს შორის ჰარმონია... თქვენი შემოქმედებიდან რომელ ლექს გამოარჩევდით?

--როცა ამაზე ფიქრს ვიწყებ, პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს... ჩემი ყველა ლექსი სისხლითაა გაღებული. ასე მგონია, როცა რომელიმე ლექსს გამოვყოფ, მაშინვე ვგრძნობ სხვა დანარჩენი ლექსების უკმაყოფილო მზერას, იმათმა რა დამიშავეს? –არაფერი... მე ყველა ლექსი ერთნაირად მიყვარს... ბავშვობაში და ადრეულ ასაკში პოეზია არ მიყვარდა, თუმცა, ვაჟას ლექსებს ვკითხულობდი... ასაკში რომ შევედი, პოეზიის მიმართ, უფრო სხვა გრძნობა გამიჩნდა... წერის დროს, სულ ვცდილობდი არავის დავმსგავსებოდი... ჩემს გზას ვეძებდი ყოველთვის. ბევრმა მთიდან წამოსულმა პოეტმა ეს ვერ შეძლო... 

-ყველაზე მეტად, რომელი ლექსის წაკითხვას გთხოვენ?

-დარბაზის და აუდიტორიის მიხედვით ლექსის ძალას ვერ შეაფასებ. Dდარბაზს სჭირდება იოლად მოსასმენი, მარტივად გასაგები და ადვილად აღსაქმელი ლექსი. პატიოტული ლირიკა უფრო მოსწონთ. ფოლოსოფიურ ლექსს როცა კითხულობ, აუდიტორია ვერ მოგყვება. ასეთი ლექსის წაკითხვის დროს, მარტო უნდა იყო, შენ და ლექსი. მახსოვს, კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ ჩემს ლექსზე სიმღერა დაწერა ,,ხმელი ფოთოლი’’, რომელიც ჰამლეტ გონაშვილს უნდა ემღერა, მაგრამ მან უარი თქვა მის შესრულებაზე, რადგავ ჩემი ხმა ამ ტექსტს არ მოუხდებაო და გავაფუჭებო. შემდეგ ეს სიმღერა ,,ცისფერმა ტრიომ’’ შეასრულა..

- თქვენს ლექსებზე ბევრი სიმღერაა შექმნილი?

-სულ რამდენიმე... კომპოზიტორები მინც გაურბიან ჩემს ლექსებზე სიმღერის შექმნას, რადგან ისინი ცდილობენ ტექსტი იყოს მუსიკაზე დაბალი. სიმღერაში, ტექსტი მძიმედ მოსასმენი არ უნდა იყოს... თუმცა, არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ აუცილებლად ჩემს ლექსზე სიმღერა დაწეროს. ლექსი სიმღერით არ მოისმინება, იგი უნდა წაიკითხო.

- დღეს, ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა სამწერლო ასპარეზზე, ბევრი ნიჭიერი პოეტია... თქვენ როგორ აფასებთ მათ შემოქმედებას?

-ბევრი ნიჭიერი პოეტია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მათ სწორი მიმართულება არა აქვთ. ახლგაზრდებისთვის ხშირად მითქვამს, საზოგადოება ვერ გაქცევს და ვერ გაგზრდის შენ პოეტად თუ ეს შენში არ არის. პოეზიის ნიჭს უფალი აძლევს ადამიანს, მაგრამ მან ეს თავის სამსახურში და რაღაც პრივილეგიებისთვის კი არ უნდა გამოიყენოს, არამედ, პირიქით, ყველაფერი უნდა მოიკლოს... ბევრ ამქვეყნიურ სიამოვნებაზე უარი უნდა თქვას. პოეტმა უნდა იცხოვრო ისე, როგრც ლექსი, როგორც პოეზია გთავაზობს.... სწორი მიმართულებით თუ არ მიდიხარ უფალი მიგატოვებს და მერე წერე რამდენიც გინდა...

-რისი კრიზისია დღეს ქართულ პოეზიაში?

-უწიგნურობის... შეიძლება წიგნმაც ბევრი არაფერიც არ მისცეს, თუ ბუნებამ არ უშველა, მაგრამ განათლება ყველა სფეროში აუცილებელი. ბუნებაში ყველაფერი კანონზომიერია, არსად არ არის თანაბარზომიერება. მაგალითად, მთები არის მაღალიც და დაბალიც. დაბალი რომ არ იყოს მაღალი ხომ არ გამოჩნდება?... ასე პოეზიაშიც, რომ არ ყოფილიყო გალაკტიონზე და ვაჟა-ფშაველაზე დაბალი პოეტები, მაშინ ხომ მათ ღვაწლსაც, სათანადოდ, ვერ შევაფასებდით? პოეტს და შემოქმედს, სულიერი სიმტკიცე სჭირდება, დამანგრეველია პოპულარობის სურვილი.. პოეტმა უნდა იფიქროს არა ვარსკვლავობაზე, არამედ ლექსისი ხარისხზე...


                                                                      მზია გოგოძე

Wednesday 7 May 2014

ფოტოხელოვანი

ინტერვიუ ჩაწერილია 2012 წლის 12 აპრილს


Ffoto, romelmac  msoflios realoba aCvena...



  Ffoto-reportiorma  giorgi (gia) abdalaZem, saqarTveloSi ganviTarebuli yvela bolo droindeli movlenis gaSuqeba SeZlo.Mmis fotoobieqtivSia dafiqsirebuli, 2008 wlis omis amsaxveli  unikaluri kadrebi, romelic internetiT mTelma msofliom ixila da yvela wamyvani  Jurnal-gazeTebis furclebze daibeWda.
  giorgi abdalaZe foto-reportiori: ganaTlebiT var mxatvar-restavratori, Tumca Cemi profesia mainc  fotografiaa, radgan am sferoSi var, ukve didi xania da mis gareSe arseboba verc warmomidgenia.… fotografiiT  davinteresdi daaxloebiT, 20 wlis win. Tavidanve presaSi daviwye TanaSromloba da reportaJebze muSaoba. Ppirvelad, gazeT ,,Tbilisis mimomxilvelSi’’  vmuSaobdi, Semdeg ,,kapital niusSi’’, ,,dronSi’’ ,,TbilisSi’’, ,,asaval dasavalSi’’, ,,kviris palitraSi’’,,,aliaSi’’, ,,qronikaSi’’Dda sxadasxva Jurnal-gazeTebSi. amJamadac vagrZeleb Cems sayvarel saqmianobas.

 
 -gia, Tqven sul movnelebis epicentrSi xarT?

 -foto-reportioroba Zalian riskiani profesiaa da saqmidan gamomdinare, SeiZleba iseT adgilas amoyo Tavi, rom mtersac ar vusurvo. Aigi, amasTanave, azartulicaa, radgan muSaobis procesSi survili giCndeba ufro meti informacia moipovo da ufro meti movlena gadmosce fotoze.  dResdReobiT,  Seqmnilia uamravi fotomasala, romelsac statiac ki ar Wirdeba, imdenad bevr informacia moicavs. Uufro  metad aRqmadia, vidre romelime statia. wlebis ganmavlobaSi vmuSaobdi reportaJebze da am mxriv sakmaod didi gamocdileba maqvs.

-glamuruli fotoebi Tu gadagiRiaT?

 - ra Tqma unda, glamurul da dagmul gadaRebebzec mimuSavia, magram es ufro specifuria da gavsxvavebulia, vidre foto-reportioroba. reportaJebis keTeba CemTvis sul sxva raRac aris, ufro saintereso da mimzidvelia, sul dinamikaSi var da veZeb gansakuTrebul kadrebs....

 
 -am sferoSi gamocdilebas didi msiSvneloba aqvs…...
 -rasakvirvelia, CemTvis didi mniSvneloba qonda kolegebis profesiul rCevebs, maTi namuSevrebi yovelTvis momwonda da vcdilobdi mec bevri ram meswavla da ameTvisebina. wlebis ganmavlobaSi, maTgan marTlac  didi gamocdileba miviRe, eseni arian: gogi cagareli, Saxa ivazovi, sergo ediSeraSvili, vania Slamovi.... Ees is Taobaa foto-reportiorebisa, romlebic gamoirCevian TavianTi gemovnebiT da profesionalizmiT.

  -sportis Tematika fotografiaSi specifiuria, romelic am sferos kargad codnas moiTxovs... Tqven Tu erkveviT sportSi?

 -ki asea, Tu sportul reportaJebs akeTeb, am sferoSi, unda erkveode, profesionalma  fotografma iseTi kadri unda daiWiros, rom damTvalierebels daswrebis efeqti Seuqmnas. Pprofesionalma  icis yvelaferi, burTis moZraobac ki da ra periodSi unda daaWiros aparats xeli da Seqmnas saintereso kadri, romelic yvelas moewoneba. bavSvobaSi yvelas gvyavda fexmurTis kumiri, romelTa fotoebs kedlebze vakravdiT. maTi fotoebi xom profesionalebis gadarebulia da milionobiT adamians moswons..

 -Sav-TeTr fotobs xSirad iRebT?

 - ki ra Tqma unda... iyo periodi, roca vcdilobi wiTel oTaxSi TeTr furcelze raRacaebi mekeTebina. Zalian kargia firze muSaoba da Sav-TeTri foto, magram mainc ferad fotos vaniWeb upiratesobas.  firze gadaRebisas, Sedegs swrafad ver xedav da laboratoriaSi muSaobis Semdeg naxulob suraTs….... A dRes,  yvelanairi teqnikuri saSualualeba arsebobs, cifruli fotoapatari, kompiuteri, fotoSopi, ase rom, yvelanairi pirobaa imisTvis, raTa operatiulad da   xarisxianad imuSao. mogexsenebaT, sainformacio saagentoebSi operatiulobas didi mniSvneloba aqvs da 15 wuTSi, unda iyos iyos mzad, movlenis an faqtis amsaxveli kadri.-

 -gia, Tematuraდ gimuSaviaT?

 -Tematurad muSaoba sakmaod sainteresoa.. saqarTveloSi ki saintereso Temas ra gamolevs, magram amisTvis  auicilebelia finansebi, magaliTad Zalian minda saqarTveloSi yvela taZari  Semoviaro da gadaviRo.....

 - kerZo dakveTით Tu იღებთ ფოტოებს?

-ki, xSirad miwevs dabadebis dReebis, banketebis da qorwilebis gadaReba. Ees CemTvis damatebiTi Semosavalic aris.  saqorwino fotoebis gadaReba sakmaod, sainteresoc aris da rTulic,... qorwili umniSvnelovanesi dRea adamianisA cxovrebaSi da vcdilob iseTi fotoebi gadaviRo, rom maTi daTvaliereba arasodes ar mobezrdeT, am dros, didi mniSvneloba aqvs ganwyobasac. Tematuradac sainteresoa, radgan saqarTvelos sxvadasxva kuTxis, sxvadasxva erovnebis da eTnosis qorwilebi gadamiRia.  saintereso iyo azerbaijanelebis, duxaborebis da sxvaTa qorwili.

 - portretebis gadaReba Tu giyvarT?

 - ra Tqma unda,  portretis gadaRebisas, mTavaria dainaxo pirovnebis yvelaze saukeTeso nakvTi da Sinagani Tvisebebi. aqac ganwyobas aqvs mniSvneloba, Tu rogor xedav pirovnebas.... SeiZleba ucnaurad mogeCvenoT, magram unda Seqmna wamieri siyvarulis momenti im adamianis mimarT  visac fotos uReb, raTa is sxvagvarad dainaxo..….

  -fotoSobs xSirad iyenebT?

 - sakmaod xSirad.... adre e. w.A,,retuSs’’  iyenebdnen fotos koreqciisTvis, axla ki, fotoSopSi keTdeba fotos damuSaveba. fotoSopi akrZalulia sareportaJo gadaRebis dros, radgan dokumenturi kadrebi ar unda Selamazdes da ar Caswordes.

 -Tqvens fotoobieqtivSi bevri mniSvnelovani kadria aRbeWdili, Tqven mainc romel fotos gamoarCevdi?

- 2008 wlis, omis  dros gadarebul kadrebs, gansakuTrebiT ki, im fotos, sadac  sasowarkveTili qali xelgaSverili dgas da Svelas ixovs. aseve,  is foto, sadac muxadgverdis sasflaoze, qarTveli jariskacebis dasaflavebis kadria aRbeWdili.EaRniSnuli fotoebi mnSvnelovania, radgan maTSi naTlad aris asaxuli realuri situacia da maT sul sxva istoria aqvT. Oomis dros gadaRebuli reportaJebiT vcdilobdi sazogadoebisTvis meCvenebina realoba.. Tu rogori agresia iyo ruseTis mxridan..… Cven iseT mdgomareobaSi viyaviT, rom gamosavalsac ver vxedavdiT.

 -gadaRebis dros, didi riskis winaSe ideqiT, SiSis momenti ar gqondaT?

 -SiSis momentebi iyo, ra Tqma unda, magram maqsimalurad vcdilobdi, sakuTari TavisTvis mobilizeba gamekeTebina da civi gonebiT Semexeda yvelafrisTvis. Cemi gadaRebuli fotoebi daibeWda msoflios wamyvani gazeTebis pirvel gverdze. Mme vfiqrob, rom omis foto-kadrebma bevri ram Secvala da msoflios daanaxa simarTle. sainformacio sasualebebi maqsimalurad aSuqebdnen omis siuJetebs, magram dokumenturi kadri ar  arsebobda.  fotoebma Tavis droze didi roli iTamaSa, Tumca Semdeg sxvagvarad ganviTarda movlenebi….....

 -konkretulad ras gulisxmobT?

 -ruseTis specsamsaxurebs ar surdaT msgavsi kadrebi rom gamoqveynebuliyo. Mmizezi iyo is, rom ruseTis xelisuflebas ar awyobda msoflios gaego, rom isini udanaSaulo  mosaxleobas awiokebdnen, bombavdnen da xocavdnen. internetSi ganTavsebuli iyo cru informacia, TiTqos me da Cemma kolegebma omis kadrebi gamovigoneT da fotoebi aris falsificirebuli. Mmagram, Semdeg video kadrebic gavrcelda da yvelafers naTeli moefina...

 - rogor fiqrob, foto-reportiorisTvis ra Tvisebebia saWiro, rom profesionalad Cemoyalibdes?

 -foto-reportiorebi sazogadoebis sarkea, romelic realur movlenas asaxavs. cdilobs aCvenos politikosis saxe, romelsac zogjer sarkeSi Caxedvisac eSinia. dRes, TiTqmis yvela fotografobas iCemebs, yvelas aqvs fotoaparati da zogjer, arafrofesionalebic ki, Zalian lamaz fotoebs iReben. Mme vTvli, rom bevr adamians aqvs fotografiis niWi. Aarian fotografebi, romelTac SeiZleba  teqnikuri TvalsazrisiT didi gamocdileba aqvT, magram gadaRebisas kadri ver miiRo iseTi, rogoric saWiroa. AfotografiaSi mTavaria didi Sroma da gamocdileba. Zalian miyvars Cemi profesia da erTi wuTiTac ar vnanob, rom es saqmianoba avirCie, mixedavad imisa,  rom Cems cxovrebaSi moxda arasasiamovno incidenti....Mminda visargeblo SemTxveviT da didi madloba vuTxra Cems kolegebs da Jurnalistebs TanadgomisTvis....



                                                                      მზია გოგოძე                 


                                



ჩაის კულტურა

                         

   სამკურნალო -გამაჯანსაღებელი საშუალება




     ჩაის სამშობლო ჩინეთია და იგი პირველად ძვ. . III ათასწლეულის ჩინურ ქრონიკებშია მოხსენიებული. აქედანვე მოდის მისი უძველესი სახელწოდება, “ჩინური ბალახი”, თუმცა, ჩაი, რა თქმა უნდა, ბალახი არაა და ამ სიტყვის ეტიმოლოგიაცაი-იე”-დან მომდინარეობს, რაცახალგაზრდა ფოთოლსნიშნავს.
ჩაის ბუჩქების წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. როგორც წესი, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იგი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ რაიონში იზრდებოდა, იუნანის, გუინჯოუს და სეჩუანის პროვინციებში, სხვები ტიბეტის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონს და ზოგადად ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთს ასახელებენ, თუმცა არიან ისეთები, ვინც ინდოეთსაც მიიჩნევს ჩაის სამშობლოდ.
თავიდან ჩაის მხოლოდ მმართველები და სასულიერო პირები მოიხმარდნენ, აქტიური ჩაის სმა კი ჩინეთში V საუკუნეში დაიწყეს. X საუკუნისთვის ჩაის უკვე ნაციონალური სტატუსი აქვს და იწყება მისი საზღვარგარეთ გატანაც და ჩაით ვაჭრობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ჩინეთიდან შევიდა იაპონიაში ჩაის ცერემონიალიც, ტრადიცია, რომელიც დღეს, როგორც წესი, ამომავალი მზის ქვეყანასთან ასოცირდება.
ჩინური ჩაის სამკურნალო თვისებებსა და არომატზე გვესაუბრება ,,ჩაის სახლის’’ დირექტორი შოთა ბითაზე.

 --ბატონო შოთა, ჩინური ჩაით როდის დაინტერესდით?

 - ჩაით იმიტომ დავინტერესდი, რომ იგი მედიცინასთან არის პირდაპირ კავშირში. საქართველოში კი ითვლება, რომ ჩაი არის მხოლოდ, კვების პროდუქტი... ჩინეთში ჩაი წამლად განიხილება და გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება. ჩაი უნდა იყოს სპეციალურად მომზადებული, ხარისხიანი და არა მასიური წარმოების ანუ ერთჯერად პაკეტებში შეფუთული... ჩინური ჩაით, ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული და თანდათანობით, უფრო ღრმად შევისწავლე მისი ტექნოლოგია. შემდეგ, გადავწყვიტე საქაეთველიშიც შემომეტანა და სავაჭრო ქსელში გამევრცელებინა. საერთოდ, ჩინეთში ხშირად ვმოგზაურობ. ჩემი ინტერესი ამ ქვეყანასთან, სპორტით დაიწყო და ეს იყო 35 წლის წინ...

 -ჩინური ენაც შეისწავლეთ?

 -რა თქმა უნდა, ენაც შევისწავლე. ყველფერი იქიდან დაიწყო, რომ ვიცნობდი ჩინური საზოგადოების პრესიდენტს მალი ყანდარელს, იგივე, ლიუ-ყანდარელი კუანგვენ-ის, რომელსაც ჩინური ენის შემსწავლელი ჯგუფი ქონდა შექნილი (იმ ხანად,&ნბსპ; თბილისში ჩინური ენა არ ისწავლებოდა), პირველი მოსწავლეები ვიყავით მე და ჩემი მეგობარი - ზურა მამნიაშვილი. შემდეგ ისე მოხდა, რომ მე ჩინურ საბრძოლო ხელოვნებას - უშუს გავყევი, ხოლო ზურამ ენის შეისწავლა გააგრძელა და ჩინეთში წავიდა საცხოვრებლად. ცნობისათვის, პირველი თარგმანები ჩინურიდან ქართულად ზურა მამნიაშვილს ეკუთვნის... ჩინეთში ხშირად მიწევდა ყოფნა და შემდეგ ჩინური მედიცინით და ჩაით.

 -,,ჩაის სახლი’’ როდის გახსენით?

 -ერთი წელიწადია., რაც ,,ჩაის სახლი’’ გაიხსნა. ჩინეთიდან სხვასასხვა სახეობის ჩაი ჩამომქონდა და საკმაოდ დიდ კოლექცია დამიგროვდა.... ასევე, შეგროვებული მქონდა თიხის ჩაიდნებისა და სხვადასხვა აქსესუარების კოლექცია, ამიტომ გადავწყვიტე ,,ჩაის სახლის’’ გახსნა.

-თქვენთან მხოლოდ ჩინური ჩაის შეძენაა შესაძლებელი?


 -არა მხოლოდ ჩინურის, აქ ყველანაირი ჩაის სახეობაა წარმოდგენილი, რომლებიც ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. სულ 2000 სახელობაა წარმოდგენილი. ,,ჩინური ჩაის სახლი’’ არის ბრენდი და ჩვენთან ამ ნიშნით იყიდება ჩაი. სხვათაშორის, ,,ჩაის სახლში’’ ქართული ჩაების პატარა მუზეუმი მაქვს წარმოდგენილი.

 - ქართული ჩაის წარმოება როდის დაიწყეთ?

 -უკვე მესამე წელიწადია, რაც ქართული ჩაის წარმოება დავიწყე. შარშანწინ, პირველად შევფუთე ქართული შავი ჩაი. მე თავად ვამზადებ ჩაის, ვაფასოებ და დიზაინსაც მე ვაკეთევბ.Mმისი შეძენა შესაძლებელია ,,გუდბივილში’’ და ,,ჩაიმანიაშიც.

 -ბატონო შოთა, საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ გაიყიდა თქვენი ნაწარმი?

 -კი, შარშან უკრაინაში გავიტანე ტონა ნახევარი ჩემი წარმოებული პროდუქტი და იქ საკმაოდ, ძვირადაც გავყიდე....

 -საქართველი ცნობილი იყო ქართული ჩაის წარმოებით... სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩაის პლანტაციები თითქმის განადგურებულია...

 -მართალი ბრძანდებით, სანამ ქართული ჩაის წარმოებას დავიწყებდი, ჯერ შემოვიარე აჭარა და გურია, სადაც ჩაის პლანტაციები იყო გაშენებული და ახლა სავალალო მდგომარეობაშია. საქართველოში, ძირითადად, კიმენის ჯიშის ჩაია გავრცელებული, რომელიც ჩვენთან 165 წლის წინ, შემოიტანა ჩინელმა სპეციალისტმა ლიუ ჯან ჯოუმ. სხვათაშორის, იგი იყო მალი ყანდარელის დიდი ბაბუა. ლიუ ჯან ჯიუ საქართველოში, ბიზნესმენმა პოპოვმა ჩამოიყვანა და მისი ინიციატივით ინტენსიურად მიდიოდა პლანტაციების გაშენება. აქცენტი იყო გადატანილი არა ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე. კიმენის ჯიშის ჩაი ჩვენთან უკვე ადაპტირებულია და საქართველოს კლიმატს მორგებული, ითვლება, რომ ის არის ქართული ჯიშის ჩაი და საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვენთან ჩაის ტექნოლოგია და მეცნიერული შესწავლა, ყოველთვის მაღალ დონეზე იყო და სწორედ, ქართველმა მეცნიერმა ქსენია ბახტაძემ მოახერხა ის, რომ ქართული ჩაის ახალი ჯიში გამოიყვანა. ჩინეთში, კიმენის ჯიშისგან სხვადასხვა ჩაის ამზადებენ.


 -ჩაის სამშობლო ხომ ჩინეთია?

 -ითვლება, რომ ჩაი ჩინური კამელიაა, თუმცა, არსებობს იაპონური, ინდური, ვიეტნამური ჩაები. საერთოსდ, ჩინეთში სხვადასხვა სახეობის ჩაი ხარობს. იუნანის ტერიტორიაზე და ტიბეტის ზეგანზე დიდი ჩაის ხეებია, რომელიც ჯერ კიდევ, არ არის ბოლომდე შესწავლილი. ქართველი მეცნიერმა (გვარად ჯემუხაძე), სერიოზული მეცნიერული კვლევის შედეგად დაამტკიცა, რომ ჩინეთი არის ჩაის სამშობლო. იგი ადრე მაღალ ხეებად იზრდებოდა, მაგრამ სელექციის შედეგად, პატარა ბუჩქად გადააჯიშეს, რადგან უფრო ადვილი მოსაკრეფი ყოფილიყო.

 -თქვენი დამზადებული ჩაი რომელ ჯიშს განეკუთვნება?

 -ჩინური ტექნოლოგიით ვამზადებ სხვადასხვა ჯიშის ჩაის&ნბსპ; (კოლხურს, კიმენის ჯიშს და ა.შ.), რომელიც ჩემს კლიენტებს ძალიან მოსწონთ და საკაოდ, მაღალ ფასებშიც იყიდება. როგორც უკვე აღვნიშნე, მთელი რეგიონი შემოვიარე, გავესაუბრე გლეხებს და გავეცანი მათი ჩაის დამზადების ტექნოლოგიას. სამწუხაროდ, ოჯახებში, ხარისხიანი ჩაის წარმოების კულტურა არ იყო კარგად განვითარებული. ადრე, ჩაის მოკრეფას და მის მომზადებას სპეციალური წესების დაცვა სჭირდება, რათა მცებარემ არ დაკარგოს მისი სამკურნალო თვისებები.

 - ბატონო შოთა, საქართველოში მხოლოდ, შავი და მწვანე ჩაია ცნობილი, რას გვეტყოდით თეთრ ჩაიზე?

 -საერთოდ, არსებობს შავი, თეთრი, მწვანე, წითელი (ანუ ულუნი), ყვითელი ჩაი. თეთრი ჩაი, რაც უფრო ძველდება, მით უფრო კარგია და ჩინეთში ძალიან ფასობს. მას ჩინური მედიცინის მიხედვით, არავითარი უკუჩვენება არ გააჩნია და, იგი ჩაების მეფედ ითვლება თეთრი ჩაის საგემოვნო თვისებები უნიკალურია და მაქსიმალურად სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თეთრი ჩაის ცნობილი სახეობებია –პაიმუდანი და პაიხაო, სწორედ, აქედან მოდის სახელწოდება ,ბაიხის ჩაი’’, რომელსაც განსხვავებული სუნი და არომატი აქვს.. საგულისხმოა, რომ მწვანე არფერმენტულია და მისი შენახვის ვადა შეზღუდულია, რაც უფრო ახალია ის, მით უფრო კარგია. ჩინეთში მწვანე ჩაის შენახვის ვადა 6 თვეა, ჩვენთან ეს წესი დაცული არ არის. შამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე ბევი უხარისხო და ვადა გასული ჩაი იყიდება. ნბსპ;ჩაი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი საშუალება. იგი, სოფლის მეურნეობაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროდუქტია. მისი არ გამოყენება არ შიეძლება. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ სოფლებში ჩაის ფესვებს ძირკვავენ და თხილს აშენებენ. თურქეთში კი პირიქითაა, იქ თხილისთვის მიწას არ გააცდენენ.... თხილი წელიწადში ერთ მოსავალს იძლევა, ხოლო ჩაი რამდენიმეს... ამიტომ, კარგი იქნება თუ ჩაის მასიური წარმოება კვლაბ აღდგება საქაერველოში.

                                                                               
                                                                                             მზია გოგოძე

დიზაინერი

2012 წლის 12 მაისი    TiToeuli namuSevari  patara gamarjvebaa…..




 -saqarTvelosTvis, bevri kargi saqmis gakeTeba SemiZlia - ase daiwyo CvenTan saubari ukrainelma dizainerma iulia dimitrenko-despotaSvilma, igi ukve sami weliwadia saqarTveloSi cxovrobs da aq moRvaweobs.         
  iulia dimitrenko-despotaSvili:  Zalian miyvars saqarTvelo da qarTveli xalxi. TbilisSi, meuRlesTan -MmiSa dspotaSvilTan erTad vcxovrob. Mmanmade ki ukrainaSi vcxovrobdi, davibade da gavizarde qalaq poltavaSi. iqve  miviRe umaRlesi ganaTleba, profesiiT  Jurnalisti da filologi var. bavSvobidanve gatacebuli varG literaturiT da es arc aris gasakviri, radgan, mamaCemi iuri dimitrenko mwerali da Jurnalistia. igi, aseve aris  ukrainis kazakuri gaerTianebis mTavarsardali, generali da poltavis kazakuri akademiis prezidenti. Mmamisgan weris niWi mec gamomyva da bavSvobidanve vwer Canaxatebsa da moTxrobebs, magram aravis ar vakiTxebdi, dadam SemTxveviT ipova Cemi Canawerebi da redaqciaSi miitana gamosaqveyneblad, namuSevari Zalian moewonaT da wignad gamosces... es faqti, maincdamainc, ar gamexarda, ragdan ar viyavi momxre imisa, rom Cemi moTxrobebi sxvebs waekiTxa. weras dRemde vagrZeleb da var ori wignis avtori....


 -iulia rodis daiwyeT xelnakeTi suvenirebis …Seqmna?

 - didi xani ar aris, rac  xelnakeTi suvenirebisa Seqmnasa da sxvadasxva nivTebis dizainze vmuSaob.  dedaCemi mxatvaria da albaT, es niWi misgan gamomyva. Tavidan sxvebis namuSevrebs vbaZavdi, aslebs vakeTebdi, Semdeg ukve, Tavad Sevqmeni eskizebi. ideebi sul modis,  mudmivad raRacis Seqmnaze vfiqrob. unda giTxrad, rom namuSevrebis Seqmnisas Zalian mexmareba  Cemi meuRle – miSa.

 -Tqveni namuSevrebis koleqcia, mxolod suvenirebs moicavs?

 -Cems  koleqciaSi Sedis xelnakeTi suvenirebi, dekoratiuli zardaxSebi, panoebi, miniaturuli Tojinebi da sxvadasxva saTamaSoebi.  Cems meuRlesTan  MmiSasTan erTad, dekupaJiTa da suraTebis mxatvruli-silueturi gamoWriTac varT dakavebuli.Ees uZvelesi xelovnebaa, romelic saqarTveloSi naklebad aris cnobili. igi, CineTidan modis da didi xania, rac arsebobs. Ees teqnika sakmaod gavrcelebulia slavianebSi, ruseTSi da ukrainaSi a.S. Cven internetiT, video-gakveTilebis meSveobiT SeviswavleT es xelovneba. Cemi meuRle aris pirveli, romelmac saqarTvelo,  mxatvruli gamoWris teqnikiT, qveynis sazRvrebs gareT waradgina. MmiSas namuSevrebi: ,,Zveli Tbilisis xedi’’ vaJa-fSavelas portreti da ,,vefxistyaosani’’ inaxeba ukrainis xelovnebaTa muzeumSi, qalaq mageliv-padolskSi.  uaxloes momavalSi, ukrainis xelovnebaTa muzeumis iniciativiT, igegmeba konferenciis gamarTva, sadac Cvenc migviwvies, kargi iqneba, Tu sponsori gamoCndeba da dagvafinansebs.

 -iulia, Tqveni suvenirebi sad SeiZleba vixiloT?


-- namuSevrebi ganTavsebulia saitze ,,strana masterov’’ da sxva Dsocialur saitebze, sadac  Cveni xelnakeTi suvenirebi didi mowonebiT sargeblobs.  2010 wels,  rodesac ukrainaSi vimyofebodi,  sruliad SemTxveviT, me da Cemma meuRlem vnaxeT internet saiti - ,,strana masterov’’, sadac  sxvadasxva qveynebis xelnakeTi namuSevrebia  ganTavsebuli, Tumca, maT Soris ar iyo saqarTvelo warmodgenili. Aamitom, gagviCnda survili,  qarTveli dizainerebis namuSevrebic gamogveqveynebina, miTumetes, roca aq bevri adamiania dakavebuli xelnakeTi aqsesuarebisa da nivTebis SeqmniT. aRniSnul saitze, ukve ganvaTavsed, qarTveli dizaineris cira pavliaSvilis namuSevrebic. aseve,  me da Cemma meuRlem internetSi avtvirTed video-gakveTilebi qarTuli samzareulos Sesaxeb, romelmac  iseTi mowoneba daimsaxura, rom saitis pirvel gverdebze ki gadmoinacvla...

 --Tqvens SemoqmedebaSi, ZiriTadad, ras aniWebT upiratesobas?

 - Cems SemoqmedebaSi mniSvnelovania  feradovneba da ferTa Sexameba. aseve, individualizmi da sakuTari xelwera.
 -iulia, Tqvens SemoqmedebaSi umetesad, nacionaluri elementebi sWarbobs?

 - Tematika mravalferovania, Zalian momwons qarTuli elementebi da tradiciebi. bevri suveniri Sevqmeni qarTul da ukrainul Tematikaze.

 - Tqven aRniSneT, rom xatvis niWi gaqvT, ferweraSic muSaobT?

 -xatvis niWi maqvs,  magram mxedvelobasTan dakavSirebuli problemebis, gamo Cems SesaZleblobebs srulad ver vavlen. samwuxarod, maqvs Tvalis pigmenturi distrofia da Cemi meuRlis Tanadgomis gareSe gamiWirdeboda muSaoba. Cven erTmanes did stimuls vaZlevT  da TiToeuli namuSevari iqmneba ojaxuri harmoniisa da  urTierT siyvarulis niadagze.

 -mxedvelobis problemebis miuxedavad, Seqmnili gaqvT araCveulebrivi namuSevrebi... muSaobis procesSi problemebi ar geqmnebaT?

 -siZneleebi, ra Tqma unda aris, magram roca CarTuli var muSaobis procesSi Cemi daavadeba maviwydeba da namuSevari sabolood, srulyofili gamodis..... TiToeuli namuSevari, CemTvis patara gamarjvebaa. saerTod, adamians bevri ramis gakeTeba SeuZlia, amis potelciali TviToeul CvenganSia, mTavaria survili gqondes imisa, rom raRac kargi Seqmna.

 -ganwyobas Tu aqvs TqvenTvis mniSvneloba?

 -rasakvirvelia,  kargi ganwyobis gareSe, namuSevari srulyofili ar gamodis.  suvenirebis Seqmnas did dros ar vandomeb, CemTvis mTavaria yoveli namuSevari uzado gamovides

 -dekupaJis Sesaqmnelad ra masala  gamoiyeneba?

- es teqnika yvelanair saganze SeiZleba gakeTdes. dekupaJis Sesaqmnelad viyeneb emulsias webos, xelsaxocs, saRebavebs da sxva masalebs.  suvenirebis Seqmnisas ki, viyeneb Tixas, saRebavebs, laks, mZivebs da sxvadsaxva detalebs.

 -xelnakeTi suvenirebis Seqmna, TqvenTvis ufro hobia Tu profesia?

 - Tavidan iyo hobi, Semdeg ki es Cemi sayvareli saqmianoba gaxda..... Zalian miyvars Cems mier Seqmnili  Tixis namuSevrebi, suvenirebi, miniaturuli skulpturebi.  Tavdapirvelad, sxvadasxva teqnikaSi movsinje sakuTari Tavi. sabolood ki, is saqme gavagrZele, romelic yvelaze metad gamomdioda.  Cveni namuSevrebi umetesad, saCuqrebad miaqvT, gvaqvs SemoTavazebebi internetis meSveobiTac.

 -bolo dros, TbilisSi xSirad imarTeba xelnakeTi nivTebis gamofena.  Tqven Tu migiRiaT  gamofenebSi monawileoba?
-jer-jerobiT arcerT gamofenaze ar gagvitania Cveni namuSevrebi, ratomRac Tavs vikavebT, Tumca, SemoTavazeba gvqonda ukrainis saelCodan da  TbilisSi gamarTul ,,jorjian feSen vikidan’’. me da Cems meuRles SemoqmedebiTi kavSirebi gvaqvs ukrainasTan, Cven vcdilobT ukeT gavacnoT erTmaneTs qarTuli da ukrainuli kultura.

 -SemoTavazeba Tu gaqvT sxva qveynebidan?


 -ukrainaSi didi interesi gamoxates miSas namuSevrebis mimarT.  Zalian moswonT qarTul Tematikaze Seqmnili namuSevrebi. Aaseve,  SemoTavazeba gvqonda bulgareTidan, yazaxeTidan, ruseTidan da sxva qveynebidan. erTma pirovnebam internetiT mogvca SekveTa da Cvens mier Seqmnili 5 namuSevari SeiZina.

 -Tqveni uaxlesi gegmebi rogoria?

 - kvlav vagrZeleb, SemoqmedebiT winsvlas..... xelsaqme narkotikiviTaa, roca iwyeb am saqmianobas, mere ukve veRar anebeb Tavs da survili giCndeba, rac SeiZleba meti akeTo. MCvenc ase varT,  survili gvaqvs, rac SeiZleba meti lamazi nivTi SevqmnaT.....

                    
                           Mmzia gogoZe