Saturday 28 November 2015

პოლიტიკა

               ქვეყნებს შორის შეტაკება არ უნდა მოხდეს... 



           ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საგარეო საფრთხეებზე გვესაუბრება ,,ქართული დასის’’ ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

 -როგორ შეაფასებდით დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას?

 - სამწუხაროდ, ერთი წელია, რაც რთული პოლიტიკური  ვითარებაა შექმნილი. ამ ყველაფერს ამძიმებს რთული სოციალური ფონი. ასევე, ქვეყნის გარეთ მიმდინარე დაძაბულული სიტუაცია. გაზრდილია ტერერისტული საფრთხეები, არსებეობს სუპერ სახელმწიფოებს შორის შეჯახების საშიშროება, რაც არც ერთი ქვეყნისთვის არ იქნება კარგი. ამიტომ, ქართველებს ახლა გვჭირება გონიერება, ასი თვალი და ასი ყური, რათა ჭკვიანურად დავალაგოთ, გავაანალიზოთ ურთიერთობა და ვიმოქმედოთ ფრთხილად.

 - მეზობელ ქვეყანაში მომხდარ ინცინდენტს და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას გულისხმობთ?

 -არამარტო ამ ფაქტს...  საერთოდ, თურქეთში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი არ იყო გონივრული ნაბიჯი..  გამოდის, რომ თურქეთი ვიღაცამ წააქეზა, მართალია პრეზიდენტი ერდოღანი საკმაო გამოცდილი პოლიტიკოსია, მაგრამ ეს შეცდობა დააშვებინეს... ხომ გახსოვთ გაქეზებული სააკაშვილ წითელ ჰალტუხს როგორ ღეჭავდა? .. ერდოღანსაც აქვს ჰალსტუხები, თან წითელი ფერი უყვარს. ეს რა  თქმა უნდა,  ხუმრობით... სერიოზულად კი, ჩვენს მეზობლებს შორის შეტაკება, საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება, თუ ეს მოხდება საჩვენოთ უნდა გამოვიყენოდ სიტუაცია.. ამ სახელმწიფოებს შორის შეტაკება რომ დაიწყოს, მაშინ რუსეთს დაჭირდება საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა.. თურქეთი კი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მას აქვს შიდა რელიგიური პრობლემები და მაინცდამაინც კეთილმეზობლურ გარემოცვაში არ არის..

 -ბატონო ჯონდი, რამდენად დაცულია ჩვენი ქვეყანა ტერორიზმის საფრთხეებისგან?

 -საქართველო ყველაზე დაუცველია ტერორიზმისა და სხვა აგრესიისგან, რადგან რეალურად არანაირი დაცვის მექანიზმი არ არსებობს, ისევ და ისევ, წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი მოქმედებების გამო. სამწუხაროდ,  მოშლილია საზღვრებზე კონტროლი და საქართველო დიდი ხანია გადაიქცა (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ტერმინს თუ გამოვიყენებთ) პოტენციური მებრძოლების სატრანზიტო ქვეყნად..  სხვადასხვა მიმართულებით, იარაღის გადაზიდვაც ხდება. ახალ ხელისუფლებას კი, არ აღუდგენია საზღვრებზე კონტროლი. რეგინში ახალგაზრდების რადიკალიზაციას თუ მათ იდეურ დამოძღვრას, თურქეთში გაყვანას, სახედრო გაცვლას და რეპორტირებას ეწევა ძლიერი აგენტურული ქსელი, რომელსაც მაართავს თურქული რადიკალური ძალები. საქართველოს წინა ხელისუფლება ხელს უწყობდა მათ, ხოლო დღევანდელი დუმს.. არადა, მეზობელ სახელმწიფოებთან საჭიროა კოორდინაცია, განსაკუთრებით რუსეთთან, რომელიც ეფექტურ ღონისძიებებს აწარმოებს ტერორიზმის წინააღმდეგ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ხალხი და სახელმწიფო, აბსოლუტურად დაუცველია. საქართელოს რამდენიმე კუთხეში, მიმდინარეობს ახალგაზრდების იდეური რადიკალიზაცია და მერე, მათი გამოყენება სხვადასხვა საბრძოლო მიზნებისთვის. მაგალითად, სირიაში. ამიტომ, საჭიროა მეტი სიფრთხილის გამოჩენა, ისინი, ხომ ჩვენი მოქალაქეები არიან და რატომ უნდა იხოცებოდნენ ისინი სირიაში თურქეთის ინტერესებისთვის? საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს უნდა ებრძოდეს და კრძალავდეს, აღნიშნული აგენტურული ქსელი კი, უნდა დაიშალოს..  ამერიკელები წერენ, რომ საქართველო არის პოტენციური მებრძოლებს ტარნზიტული ქვეყანა. კასპიის ზღვის აუზიდან და ჩრდილო კავკასიიდან მებრძოლეები, ჯერ თურქეთში გადაჰყავთ, ხოლო შემდეგ სირიაში. საქართველომ უნდა გააკონტროლოს საზღვრები და ამ მიმართულებით, ჩვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის უნდა მიმდინარეობდეს ურთიერთთანამშრომლობა. მოგეხსენებათ, რუსეთს კარგი სადაზვერვის სამსახურები აქვთ.

 -თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობა?

 -საერთოდ, პრობლემების მოგვარებე შესაძლებელია ორი გზით: ან ძალით, ან ჭკუით. პირველი ვარიანტის მომხრე ვინც არის, მასზე საუბარიც არ ღირს. მეორე ვარიანტ კი, გულისხმობს რუსეთთან დიალოგს და ამ ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებას. მინიმუმ, საქართველო არ უნდა გადაიქცეს ტერიტორიად, საიდანაც რუსეთს დაუმიზნებენ რაკეტებს და რუსეთის ინტერესების საზიანოდ იმოქმედებენ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში ვგულისხმობ, ნატოს ბაზებს და სარაკეტო სისტემებს, რომლებიც მოსკოვისკენ არის მიმართული და დამიზნებული. ამიტომ, არ უნდა მივცეთ მათ უფლება, რუსეთის ინტერესებვის საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული, რათა საფრთხე არ შეექმნას ჩვენს ქვეყანას. ეკონომიკური კუთხითაც უნდა მოგვარდეს სიტუაცია, ვგულისხმობ, ენერგო მატარებლებს, ენერგეტიკული კორიდორებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის. ჩვენ არ უნდა მივიღო მონაწილეობა ისეთ გლობალურ პროექტებში, რომელიც საქართველოს არაფერს არ აძლევს, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ რუსეთს გაუყონ ენერგეტიკული ბაზარი. მაგალითად, ბაქო-ჯეიჰანის პროექტით, ბიუჯეტში სულ რამდენიმე მილიონი შემოდის, მაგრამ პრობლემები ბევრი შეგვიქმნა. სამწუხაროდ, გაძვირებულია გაზის ტარიფები.. ჩვენ, რომ  რუსეთთან რაციონალური პოლიტიკა განვახორციელოდ ამ მიართულებით, მაშინ შეიძლება გაზი უფასოდაც გვქონდეს... ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.
-რა მიგაჩნიათ ,,ქართული ოცნების’’ მთავარ ნაკლად და ღირსებად?
-ოცნების მათავარი ნაკლი არის სიტყვის გატეხვა და დაპირებების შეუსრულებლობა. ნაკლია ის, რომ ეს ხელისუფლება გარიგებსი შევიდა კრიმინალურ ბანდასთან, რომელიც თავის თავს ნაციონალურ მოძრაობას უწოდებს და ამ გარიგებას დაარქვეს – კოჰაბიტაცია. რეალურად კი, გადაინაწილეს ბიზნესებში წილები და ერთად ღუღუნებენ. (ეს ბიზნესია: ენერგო მატარებლებზე, ბენზინზე, ფარმაცევტულ კომპანიებში და ა.შ). ცუდია ის, რომ არ გაიზარდა პენსიები, მაგრამ მოიმატა ელექტროენერგიის და გაზის ტარიფები გდასახადებმა. დადებითი და პოზიტივია, მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა და ც ჰეპატიტის პროგრამა.. თუმცა, სოციალურად დაუცველთა პროგრამა გაუარესდა, საიდანაც ბევრი ადამიანი ამოიღეს. ერთი მნიშვნელოვანი ნაკლია – კარჩაკეტილობა და დიალოგის უგულებელყოფა ოპოზიციურ  პარტიებთან. შამი წლის განმავლობაში ერთი შეხვედრაც არ გვქონია..

 -საარჩევნო გარემოს შეცვლაზე თუ გისაუბრიათ?

 -წელიწადნახევარია ამ საკითხზე ვლაპარაკობთ, მაგრამ დიალოგი მაინც ვერ მოვახერხეთ. ქართული ოცნება ელაპარაკება, მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას.

 -რა აზრის ხართ სხვა პოლიტიკურ პარტიებზე?

 -ჩემს კოლეგებზე რა უნდა გითხრათ? ხლხმა უნდა შეგვაფასოს, თორემ ჩვენ ერთმანეთის შეფასებისაში ყოველთვის მიკერძოებულები ვართ. კატეგორიულად არ ვეთანხმები _ თავისუფალი დემოკრატების, რესპუბლიკელები და სხვათა პოზიციას დასავლეთთან და ნატოსთან ურთიერთობაში და ე.წ ფსევდოლიბერალიზმში. (ვგულისხმობ სექსუალური უნცირესობების საკითხის წამოწევას, რომელსაც კატეგორიულად არ ვეთანხმები)...

 -ბატონო ჯონდი, როგორია თქვენი პტოგნოზები, როგორ განვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები?

 -ძალიან რთულია რაიმეს პროგნოზირება, რადგან პროცესები მიშვებულია და მას ხელისუფლებაც ვერ მართავს. ჩვენ რომ გვქონდეს საშუალება  პროცესები სწორად ვმართოდ, საქართველოს, დიდი შანსი აქვს ძლიერი სახელმწიფო გახდეს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს, დიდი პოტენციალი აქვს ჩამოყალიბდეს როგორც სახელმწიფო - რეგიონის ლიდერად.

 -,,ქართული დასის’’ გეგმები როგორია?

 -აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ვეწევით და ვგეგმავთ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებს. დწყებული გვაქვს დიალოგი არამარტო რუსულ პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან, ჩვენ განვიხილავთ  რუსულ-ქართული სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს, რომელმაც უნდა მოამზადოს კონცეფცია-პროექტი. აღნიშნული  კონცეფცია იქნება -საუკუნის  რუსულ-ქართული ურთიერთობის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შეეხება და მას პირველ რიგში,  გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას და ხელისუბლებას...


                   ესაუბრა მზია გოგოძე

კულტურა

       
 ნინო  – ქართული  კულტურის კორიფე

            მწერალთა სახლში, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა მსოფლიო საბალეტო ვარსკვლავ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან, რომელსაც ესწრებოდნენ ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და გამოჩენილი კულტურის მოღვაწეები. ფოიეში მოეწყო პრიმა-ბალერინას შემოქმედებისადმი მიძღვნილი  ფოტო-გამოფენა.
  ნინო ანანიაშვილის  შემოქმედებაზე და მის წარმატებებზე ისაუბრეს რუსთაველის საზოგადოების თავჯდომარემ, პოეტმა დავით შემოქმედელმა, კინო რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ,  ფერმწერმა რეზო ადამიამ და სხვებმა. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეებმა კი,  მცირე საბალეტო ნომერი შეასრულეს.
 ღონისძიებაზე, ნინო ანანიაშვილმა ვრცლად ისაუბრა საბალეტო ხელოვნებაზე, ცნობილ მოცეკვავეებზე, გაიხსენა საინტერესო ეპიზოდები და შეეხო ქორეოგრაფიული სასწავლებლის პრობლემებს.. საუბრის პარალელურად, ეკრანზე ნაჩვენები იყო  ნაწყვეტები სხვადასხვა სპექტაკლებიდან.
  შეხვედრაზე,  დავით შემოქმედელმა სიურპრიზი მოუწყო ბალეტის ვარსკვლავს და რუსთაველის საზოგადოების სახელით გადასცა პრიზი - საბალეტო ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ნინო ანანიაშვილს  მიანიჭა: ,,ქართული კულტურის კორიფეს’’ წოდება.
  დასასრულ,  შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც ქალბატონმა ნინომ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და  ასევე, ისაუბრა ქართული საბალეტო სკოლის განითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და სპექტაკლებზე.

            მზია გოგოძე


Friday 27 November 2015

პოეზია

                                                                                   ,,მერი’’ – 100 წლისაა      
 

       18 ნოემბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა გალაკტიონის საიუბილეო საღამო, რომელიც მიეძღვნა მისი ლექსის ,,მერი’’ პუბლიკაციის წლისთავს. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მწერლები, პოეტები და ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები.
  საღამოზე, სიტყვით გამოვიდა თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება არაერთ მნიშვნელოვან თარიღს დაემთხვა: ,,მერის’’ გამოქვეყნებიდან 100 წლისთავს და გალაკტიონის  დაბადებიდან 124 წელს, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილეს და ივ. ჯავახიშვილის გარდაცვალების 75 წელს.. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ დღეს დაემთხვა ასეთი მნიშვნელოვანი თარიღები -  აღნიშნა პაპავამ.
     ღონისძიებაზე, მოგონებებით გამოვიდნენ: გალაკტიონის შვილობილი ნუნუ ებანოიძე, მერი შერვაშიძის ნათესავი თათული ღვილიაშვილი და სხვები.
საღამოზე, სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს: ეკა  მამალაძემ, ზვიად ბოლქვაძემ, ვალერიან შიუკაშვილმა, დავით არჩვაძემ, ოთარ ჯორჯიკიამ, ანა ჭანიამ და სხვებმა.

  საგულისხმოა, რომ საღამოს ინიციატორი და ორგანიზატორი გახლდათ თსუ-ს დასავლეთევროპული  ფილოლოგიის  ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი ინესა მერაბიშვილი.
  ქალბატონი ინესა არის ის გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, რომელსაც თანაბრად აფასებენ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. იგი არის დიდი ბრიტანეთის პოსტ-კონფლიქტურ კულტურათა კვლევის საერთაშორისო კონსორციუმის დირექტორთა საბჭოს წევრი. ბრიტანეთის აკადემიური წრეების წარდგინებით, საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა აშშ_ში 2005 წელს, ინესა მერაბიშვილს მიანიჭა საერთაშორისო ელჩის ორდენი და წოდება:  - მისი აღმატებულება.
  ღვაწლმოსილი ქალბატონის მიერ გალაკტიონის შემოქმედების  კვლევა აისახა მის ორ მონოგრაფიაში _,,გალაკტიონის ენიგმები’’ (2003 წ.) და  ,,გალაკტიონის  მერი, პროტორიპის ძიება’’ (2012 წ.)
  აღსანიშნავია, რომ პროფესორი ინესა მერაბიშვილი გახლავთ გალაკტიონის პოეზიის მთარგმნელი ინგლისურ ენაზე, რომლის თარგმანები დიდმა ბრიტანეთმა კრებულის სახით გამოსცა. სწორედ, ამავე კრებულის პრეზენტაციით, ლონდონში 2011 წლის 23 ნოემბერს, აკადემიური, დიპლომატიური და არისტოკრატიული წრეების ინიციატივით, ქართველი პოეტის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
  უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, ინესა მერაბიშვილმა წარმოადგინა ლექსი ,,მერის’’ შექმნის ამბავი, როგორც მისი მრავალწლიანი კვლევის შედეგი.  როგორც კვლევა მოწმობს, მერი გახლავთ დიდი ლიტერეტურული სახე, რომლითაც გალაკტიონი შეეხმიანა მის ასახვას ევროპულ პოეზიაში და ის, კიდევ უფრო მაღალ შემოქმედებით მწვერვალზე აიყვანა. გალაკტიონის მერი არის არამარტო სათაყვანებელი იდეალური ქალი, არამედ ის ამავე დროს ღვთისმშობლის ხატებაა. გალაკტიონთან მერი - ღვთისმშობელია, გალაკტიონთან ვარდიც ღვთსიმშობელია, გვირილა – ყრმა ქრისტეა (,,აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით’’ და სხვა). აი, თურმე რატომ შრიალებს ვერხვი გალაკტიონის ლექსში: ,,და შრიალებდა ტოტი ვერხვისა, რაზე – ვინ იცის! ვინ იცის მერი!’’,  ,,ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალებდა უშორეს ზღაპრად.’’  მიუხედავად ამისა, კვლავ ცოცხლობს ლეგენდა უმშვენიერს მერი შერვაშიძეზე, ხოლო ამ პრიზმაში დანახული ,,მერის’’ შექმნის ამბავი კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესოა.
  საღამოზე, კვლევის შედეგების მოსმენა, კიდევ უფრო, ცოცხალი გახადა ეკრანზე წარმოდგენილმა საილუსტრაციო მასალამ, ფოტო და აუდიო ჩვენებამ.



                                             მზია გოგოძე

Wednesday 18 November 2015

ნარკვევი

     

          ღირსეული ქალბატონი


  -ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და უფლის წყალობით, სწორედ იქ აღმოვჩნდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი– ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი, თბილისის  142-ე საჯარო სკოლის დირექტორმა შორენა ცნობილაძემ, რომელიც მართლაც სანიმუშო დირექტორია და ღირსეულად აგრძელებს სკოლის ტრადიციებს.
     
  ცოტა რამ მისი ბიოგრაფიიდან...


  შორენა ცნობილაძე დაიბადა ტყიბულში  1966 წელს და  ამავე ქალაქში გაიარა დაწყებითი განათლების პირველი საფეხური, ხოლო მე-7 კლასიდან სწავლა განაგრძო  თბილისის 132-ე (ახლანდელი 32-ე) სკოლაში, რომლის დირექტორი გახლდათ საამაყო პიროვნება  - ოთარ თეთვაძე, რომელიც  მუხჩლჩაუხრელად იღწვოდა მომავალი თაობის აღზრდა - განათლებისთვის.
შორენა ცნობილაძეA  გაიზარდა ისეთ ოჯახში, რომელიც  სიწმინდით და სისპეტაკით გამოირჩეოდა. Mმამა გახლდათ დემურ ცნობილაძე ინჟინერ-მექანიკოსი, თავისი საქმის პროფესიონალი და არაჩვეულებრივი პიროვნება,  ღირსეული ვაჟკაცი, რომელიც 29 წლის ასაკში გარდაიცვალა და დააკლდა არამარტო ოჯახს, არამედ  ქალაქს.. ოჯახის გაძღოლა და 3 ობლის გაზრდა დედამ – ცირა გულაღაშვილმა იტვირთა, რომელიც ბავშვებს მზრუნველობასა და ყურადღებას არ აკლებდა. იგი, ძალიან განსწავლული, განათლებული ქალბატონი იყო. მუშაობდა ტრავმატოლოგიის  ინტიტუტში რენტგენო-ლაბორანტად.  ბავშვებს კარგი განათლებაც მისცა და ფეხზე დააყენა.  სამწუხაროდ, ისიც ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან...      
    

       ოჯახი...


  ქალბატონი შორენა, 1986 წელს,  დედა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე  ჩაირიცხა და იმავე წელსვე გათხოვდა, სიყვარულით შექმნა ოჯახი. მისი მეორე ნახევარი ნუგზარ ხუსიაურია., რომელიც ამჟამად, კერძო ბიზნესით არის დაკავებული,  კარგი მეოჯახე,  წესიერი ადამიანი და მზრუნველი მამაა.
 - 30 წელიწადია ერთად ვცხოვრობთ და ერთად  ვეწევით ცხოვრების ჭაპანს, კარგი ადამიანია, უყვარს ოჯახი, -ამბობს ქალბატონი შორენა, - გვყავს  3 შვილი... ანა პროფესიით მსახიობი, სალომე დიზაინერი, ხოლო ვაჟი – მიშო თეატრალია. ანა და მიშო უფრო დედას გვანან, ლაღები და კომუნიკაბელურები არიან, ხოლო შუათანა – სალომე მამის ასლია,  ძალიან გულწრფელი, სამართლიანი, მოსიყვარულე და დამოუკიდებელია.. სამივე დაოჯახებულია და ჰყავთ შესანიშნავი მეგზურები, სიძეები: ლადო დოლიძე და ირაკლი გურგენიძე, ხოლო რძალი-  ნათია სეხნიაშვილია. ამ არაჩვეულებრივ ოჯახს კიდევ უფრო ალამაზებს ორი შვილიშვილი: თათული და ანიტა. სულ მალე კი, მათ მესამე პატარაც შეემატებათ.
   
              ბავშვობის მოგონებები...

               ბავშვობა ყველაზე ბედნიერი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც მთელი ცხოვრება ლამაზ მოგონებად რჩება და იმ პერიოდში განცდილი ბედნიერი წუთები თუ მძაფრი განცდები, სამუდამოდ აღიბეჭდება ხოლმე თითოეული ჩვენგანის. მეხსიერებაში.. ასე მოხდა ჩვენი რესპონდენტის ცხოვრებაშიც..  ქალბატონ შორენას ბავშვობა უკავშირდება მის მშობლიურ კუთხეს – ტყიბულს, სადაც იზრდებოდა  დიდი სიყვარულის გარემოცვაში. მას ბებიები, ბაბუები და ბიძები განსაკუთრებული მზრუნველობით ზრდიდნენ, ასწავლიდნენ სიკეთის კეთებას და მოყვასის სიყვარულს. სწორედ, ამიტომაც  სიამაყით აღნიშნავს ხოლმე, თუ რაიმე კარგი თვისება გამაჩნია, ეს მათი დამსახურებაა, რადგან ძალიან კარგი ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდიო. ლამაზი  მოგონებების გარდა, იგი იხსენებს იმ პერიოდს როცა 6 წლის ასაკში მამა დაკარგა. დღემდე არ განელებია ის ტკივილი და თვალცრემლინი ყვება ოჯახის ტრაგედიას.. ქალბატონი შორენა, ახლაც, ხშირად სტუმრობს თავის მშობლიურ კუთხეს, სადაც მისი მშობლების საფლავია და ის ხალხი ცხოვრობს, ვინც მას  ბავშვობის სასაიმოვნო შთაბეჭდილება დაუტოვა.. იქაურობას, მაინც სულ სხვა ეშხი, სურნელი აქვს და მეამაყება, რომ ტყიბულელი ვარო, – ამბობს იგი..


              კარიერული წინსვლა..


   ქალბატონი შორენამ, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში თსუ –ს გამომცემლობაში დაიწყო მუშაობა, მერე კერძო სექტორში გადაინაცვლა. მოგვიანებით,  მუშაობდა 32-ე სკოლაში, ეთიკისა და ესთეტიკის პედაგოგად. შემდეგ, მისმა ყოფილმა მასწავლებელმა გულიკო ლებანიძემ,  თავისი  ქართული ენისა დალიტერატურის საათები დაუთმო, ხოლო 2007-2011 წლებში  იყო ამავე  სკოლის დირექტორის მოადგილე..   ხოლო 2011 წელს, კონკურის გავლის შემდეგ დაინიშნა 142-ე საჯარო სკოლის დირექტორად. მისი მოსვლის დღიდან სკოლაში არაერთი სიახლე და წარმატებული პროექტი განხორციელდა, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა.
   უაღრესად კეთილშობილი, ენერგიული და შრომისმოყვარე,  სამართლიანი და თავდაუზოგავი - ასე ახასიათებენ მას კოლეგები. ქალბატონი შორენა, იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთანც  ურთიერთობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს ყველას,  დიდსა თუ პატარას.  ძალიან უყვარს ბავშვები,  სკოლა, თავისი კოლექტივი და მუშაობის პროცესში თითოეული თანამშრომლის აზრს ითვალისწინებს. წარმატებებს ვუსურვებთ ამ ღირსეულ ქალბატონს თავის პირად  და პროფესიულ საქმიანობაში.


                         მზია გოგოძე