Saturday 20 February 2016

პოლიტიკა

  მთავარია სოციალური სამართლიანობა...

   ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

 - ბატონო სოსო, როგორი იქნება ნაციონალების ბედი მომავალ არჩევნებში?

  -არჩევნებში  წარმატება თავად ნაციონალებზეა დამოკიდებული. უპირველეს ყოვლისამათ ჭირდებათ ახალი სახეები... ასევე, უნდა აღიარონ შეცდომები. ფაქტია, რომ მათ არ გააჩნიათ მონანიების გრძნობა, რაც ძალიან                                                                                                       მნიშვნელოვანია...
-რას ვერ აპატიებთ სააკაშვილს?
-საერთოდ, ყველა მმართველს ჩაუდენია შეცდომები... მაგრამ, არის შეცდომები, რომელიც დანაშაულზე უარესიაშეიძლება შეგნებულად არ ჩაუდენია, მაგრამ შემდეგ გადაიზარდა დანაშაულში, ასეთი შემთხვევა ხშირია პოლიტიკაში. მაგალითად, ახლახანს, ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწეზე ჰენრი კისინჯერზე გამოქვეყნდა საგაზეთო სტატია, იმასთან დაკავშირებით, რომ მას ბრალს უყენებენ  7 მილიონი ვიეტნამელის დახოცვაში. მოგეხსენებათ, ის იყო  აშშ- პრეზიდენტის ნიქსონის მრჩეველი და იმ პერიოდშიამერიკამ გადაწყვეტილება მიიღო ვიეტნამის დაბომბვის.. ასე რომ, პოლიტიკაში ზღვარი ძალზე მყიფეა... ძნელი სათქმელია, სად მთავრდება შეცდომა და იწყება დანაშაული... რაც შეეხება ნაციონალურ  მოძრაობას, წინა არჩევნებში დამარცხების შემდეგ, არ ელოდნენ ასეთ პროპაგანდისტულ შტურმს, რადგან მათ აღიარეს დამარცხება.. უნდა აღინიშნოს, რომ  ნაციონალური მოძრაობა, ქართულ პოლიტიკაში ერთადერთი პარტიაა, რომელმაც წააგო არჩევნები და როგორც პარტია, მივიდა მეორე არჩევნებამდე. ასეთი რამ  არ მომხდარა, რადგან ყველა მმართველი პარტია ქრებოდა დამარცხების შემდეგ. მოგვწონს თუ არა, ნაციონალური მოძრაობა დღეს, მეორე ადგილზეა პოპულარობით. ეს ქართული ოცნების დამსახურებაათანამედროვე პრობლემები ფარავს, წინა წლების შეცდომებს. ხალხს აღარ აინტერესებს რა იყო გუშინ, მას დღეს, უკეთესი ცხოვრება...
-თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი შეცდომა რა იყო?
-საკადრო სელექცია.. არასწორად იყო შერჩეული კადრებიმაგალითად, შეარჩია პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი ძალიან აქო და ბოლოს თქვა: შევცდიო.. ასე მოხდა დავით ნარმანიას შემთხვევაში, ბრწყინვალე მერი იქნებაო და მიმაჩნია, რომ თბილისს ასეთი უმოქმედო ქალაქის თავი არ ჰყოლია. სხვათაშორის, თბილისს ერთ დროს, სომეხი მერიც ყავდახატისოვი, რომლის დროსაც ბევრი რამ გაკეთდა. მას უყვარდა ეს ქალაქი და თბილისელად  გრძნობდა თავს. ნარმანია კი, თავს არ გრძნობს თბილისელად.
-როგორია დღევანდელობა თქვენი შეფასებით?
-ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბეა და  ჩვენი ქვეყანა, ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. Aარის იმედების გაცრუებაშინ და გარეთ. ნატოსა და ევროკავშირში წყალი გადაგვიწურეს.. ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობააგანთლება ცუდ მდგომარეობაშია, სასამართლო და საბანკო სისტემაში ძირეული ცვლილებებია განსახორციელებელი. ქვეყნის  დემოკრატიული განვითარებისთვის, აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა. დღეს, ნებისმიერ, ცივილიზეულ  და დემოკრატიულ ქვეყანაში ფუნქციონირებს  პატიოსანი და მიუკერძოებელი სასამართლო. ასე უნდა იყოს ჩვენთანაც.ადამიანს არ უნდა ქონდეს უსამართლობის განცდა. მართველ პარტიას უნდა დაეწყო ძირეული ცვლილებეი და სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. ვფიქრობ, მათი ლოზუნგი იყო მცდარ..… სამართლიანობის აღდგენა - ეს იმდენად ყოვლისმომცველი, არაკონკრეტული ცნებაა, რომ კაცობრიობის ისტორიაში აქ წარმატებას არავის არ მიუღწევია. რა არის სამართლიანობა? კონკრეტული პასუხი არ არსებობს და ყველას თავისი ახსნა აქვს.. მაგალითად, ადამიანმა თუ სამსახური დაკარგა, მისთვის სამართლიანობის აღდგენა იქნება სამსახურში დაბრუნება; თუ  ქონება დაკარგა, მისთვის მნიშვნელოვანია მისი დაბრუნება და .. ამიტომ, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი პრობლებაა  და ყველას თავისებური მიდგომა ჭირდება, რათა სამართლიანობა აღდგეს. 4 მილიონიან ქვეყანაში, თუ 30 ათას მილიონერს დაუბრუნეს სააკაშვილის მიერ წართმეული, ძვირადღირებული  მანქანები, სხვა დანარჩენი მოსახლეობისთვის ეს რა ხეირია? .. მთავარი არის - სოციალური სამართლიანობის აღდგენა, რათა ყველა ოჯახს ქონდეს თავის შენახვის საშუალება დაYყველა იყოს დასაქმებული.
გარე ფაქტორებიც მნიშვნელოვა გავლენას ახდენს ქართულ ეკონომიკაზე.. დაძაბული ვითარებაა რუსეთსა და თურქეთს შორის. ნატოშიც არავინ არ გვღებულობს.. რუსეთი ღიად აცხადებს, რომ თუ ნატოში დაუპირებთ მიღებას  - უკრაინას და საქრთველოს, ომს დავიწყებო.
-ერთსქესიანთა ქორწინებაზე რა აზრის ხართ?
-ამ საკითხზე ლაპარაკიც არ ღირს.. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ. ერთ რამეს გეტყვით, იმას რასაც ატანს ამერიკა და ევროპა, საქართველო ვერ გაუძლებს... ჩვენთან შობადობა ისედაც დაბალია და კაცნა კაცზე თუ იქორწინა, როგორღა გავმრავლდებით? Eვროპას სხვა რამეში მივბაძოთ, იქ ადამიანები სოციალურად დაცულია, ხელფასები და პენსიები მაღალია.
-როგორ უნდა მოიქცეს საქართველო რომ გადარჩეს და გაძლიერდეს?
-უპირველეს ყოვლისა, უნდა აღმოიფხვრას ნეპოტიზმი, რომელიც ქვეყნისთვის ,,ავთვისებიან სიმსივნესავითაა’’.. ამის შედეგია ის, რომ მაღალ თანამდებობაზე დანიშნულია არაპროფესიონალი კადრები. ასევე, არ უნდა იყოს დაუსჯელობის სინდრომი და უნდა არსებობდეს სამართლიანი სასამართლო. დროა დავიწყოთ ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების პროპაგანდა...


                          მზია გოგოძე

Wednesday 17 February 2016

ბაგა–ბაღი

           აქ ცეროდენებს მარგარეტ ტეტჩერი სტუმრობდა...



     ,,თითოეული ადამიანის ისტორია ბავშვობიდან იწყება... ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, თუ რა პირობებში იზრდება ბავშვი... მე ვარ ბედნიერი დედა, რადგან ჩემი შვილი დიდ სითბოსა და სიყვარულით სავსე გარემოცვაშია. მისი ყოველი დღე სავსეა სიხარულით, თქვენი ღიმილით და ზრუნვით.. მეამაყება რომ ხართ ჩვენი ბაღის ხელმძღვანელი, შესანიშნავი დედა და საუკეთესო პიროვნება’’...  
  ეს გახლავთ ამონარიდი, ერთ-ერთი მშობლის წერილიდან, რომელიც თბილისის, ევგენია ჟორდანიას სახელობის 28-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ხელმძღვანელს მანანა ხეცურიანს მისწერეს.. და ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი სამადლობელი სიტყვები გაჟღერებულა ქალბატონი მანანას მისამართით.. როგორც თავად აღნიშნავს, ჩემი თვადაუზოგავი შრომა და ათწლიანი მოღვაწეობა ამ ერთი წერილის ფასად ღირდაო. ამიტომაც, არის რომ მუხლჩაუხრელად შრომობს, რათა ბაღი იყოს ერთ-ერთი სანიმუშო, გამორჩეული და ნოვატორული. აქ პატარების აღზრდასა და მათ გონებრივ განვითარებაზე ზრუნავენ, იმართვება სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიებები, რომელშიც ჩართულნი არიან არამარტო ბავშვები, არამედ ბაღის მთლიანი კოლექტივი. ერთი სიტყვით, ბაღში მუდამ ჟრიამული და შემოქმედებითი ფუსფსია. ქალბატონი მანანას თქმით, მთავარი მიზანია: ჩატაატარონ ისეთი შთამბეჭდავი ღონისძიებები, რომლებიც პატარებს მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ და სასიამოვნო მოგონებათ გაჰყვებათ. აქ გამართულ ღონისძიებებიდან შეგვიძლია გამოვყოთ: ,,ფიროსმანი’’, ,,ქეთო და კოტე’’, ,,თბილისობა’’, ,,მეკობრეები’’, სპორტული შეჯიბრი ,,მხიარული სტარტები’’, საახალწლო კარნავალი’’ და სხვა მრავალი.
             
ბაღის შენობა შესანიშნავ მდგომარეობაშია, მოწესრიგებულია სველი წერტილები, გარემონტებულია სამზარეულო და დარბაზი... საბავშვო ოთახები და დერეფნები გაფორმებულია სხვადასხვა თვალსაჩინოებებით. ეზო კი, ნამდვილი ოაზისია, რომელსაც ამშვენებს მწვანე ნარგავები, დეკორატიული ნაძვები, ბანანის ხე, ვენახი, ბროწეული, სხვადასხვა ნარგავები. ასევე, აქვთ თონე, სადაც  პატარების თვალწინ აცხობენ  პურებს.. წურავენ წურძენს და ავლებენ ჩურჩხელებს, რაც პატარებს ძალიან მოსწონთ.
ერთი სიტყვით, ეს საბავშვო დაწესებულება გამოირჩევა პატარებთან ინდივიდუალური მიდგომით და გულისხმიერი დამოკიდებულებით. ბაღის მიღწევები კი, ბავშვებთან და  პერსონალთან სწორი დამოკიდებულების შედეგია. აქ, მთელი კოლექტივი ერთ მუშტად არის შეკრული და შეიძლება ითქვას, უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს.
 აქაური მესვეურები, დიდი სიყვარულით იგონებენ აწ გარდაცვლილ ბაღის ყოფილ დირექტორს ევგენია ჟორდანიას, რომლის დიდი დამსახურებაა  ამ საბავშვო დაწესებულების ავტორიტეტის მოხვეჭა. წლების წინ, როგორც სანიმუშო ბაღს, ინგლისის პრემიერი მარგარეტ ტეტჩერიც კი სტუმრობდა. ხოლო, ამავე ქვეყნის დედოფალმა ელისაბედ მეორემ, თავისი წარმომადგენელი აახლა აქურობას და სარემონტო საშუალებებით (შპალერებით) ხელი წაუკრა მაშინდელ ხელმძღვანელობას.  ეს მართლაც, დიდი პატივია და რა გასაკვირია, რომ ამ ფაქტით, თავს იწონებენ აქაური თანამშრომლები, რომლებიც ერთ გუნდად არიან შეკრულნი და კეთილსინდისიერად უძღვებიან თავიანთ მოვალეობას. ბაღის ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, რომელიც არ ივიწყებს წინამორბედის ღვაწლს და დღემდე, თავის კაბინეტში ევგენია ჟორდანიას სურათს ინახავს...
მანანა ხეცურიანი: 28-ე ბაგა-ბაღი, ერთადერთი საბავშვო დაწესებულებაა საქართველოში, რომელსაც მინიჭებული აქვს ყოფილი დირექტორის, ღვაწლმოსილი პედაგოგის ევგენია ჟორდანიას სახელი. მართალია, მე მას არ ვიცნოდი, მაგრამ მის შესახებ ბევრი რამ მსმენია და ჩვენი ბაღის წარმატებები მის სახელს უკავშირდება. პერიფერიული მდებარეობის მიუხედავად, ჩვენი ბაღი დედაქალაქში, პირველთა რიცხვში მოიხსენიება და არცთუ უსაფუძვლოდ.. ბაღში ამჟამად, 500 ბავშვია, სულ 12 ჯგუფია და ერთადერთია, რომელმაც რუსული ჯგუფი შეინარჩუნა. ბაღს 55 თანამშრომელი ემსახურება. მთელი ჩვენი კოლექტივი მოწოდებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი საინტერესო ღონისძიებები გავმართოდ, პატარებს გავუხალისოდ ცხოვრება და მოწვეულ სტუმრებს სასიამოვნო შთაბეჭდილება შევუქმნად. ბაღში გამართულ წარმოდგენებს არაერთი საპატიო სტუმარი თუ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენელი დასწრებია. ერთ-ერთ ღონისძიებაზე, წყნეთის ბავშვთა სახლის მობინადრეები დავპატიჟეთ.. ასევე, მოწვეული გვყავდა სათნოების სახლის ხანდაზმულები, რომელთაც სადილით გავუმასპინძლდით. მოხუცებს, ბაღის თანამშრომლებისა  და მშობლების ერთობლივი ძალისხმევით, ორი სატვირთო მანქანა სურსათ-სანოვაგე გავიგზავნეთ.
 უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ბაღს ჰყავს მაღალკვალიფიციური აღმზრდელები, რომლებიც შესანიშნავად ზრუნავენ პატარებზე. როგორც კი რაიმე იდეას მივაწვდი მათ, მაშინვე ცდილობენ მის განხორციელებას. ყველა ღონისძიება ერთმანეთისგან განსხვავდება. დარბაზის დეკორაციაზე თავად ვზრუნავთ, პიესის ავტორებიც ჩვენ ვართ და იმდენად კარგი სანახაობა გამოდის მოწვეული სტუმრები ყოველთვის აღფრთოვანებულები რჩებიან. ამჟამად, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის.
  ამას გარდა, ვცდილობათ, ბაღში ყველანაირი სიახლეები დავნერგოთ. ჩართულები ვართ სასკოლო მზაობის პროგრამაში. ფუნქციონირებს ინკლუზიური ჯგუფი. მაღალ დონეზე გავარეეემონტეთ სამზარეულო, ფსიქოლოგის ოთახი,  რომელიც მართლაც ჯადოსნური სამყაროა; ასევე, შევიძინეთ სხვადასხვა ინვენტარი და საბავშვო ლიტერატურა. შემოგვემატა ახალი კადრებიც, რომლებიც არიან პროფესიონალები და აქტიურად ჩაებნენ ჩვენს ფერხულში. დირექტორის მოადგილე ნინო ყაველაშვილი ახალი კადრია, მაგრამ თავის საქმის პროფესიონალია.  მიყვარს ჩემი კოლექტივი და თითოეული ბავშვი, ეს ჩემი მეორე ოჯახია და მთელი გულით ვზრუნავ მასზე. ბაღი დიდი პოპულარობით სარგებლობს და აქ მოხვედრის მსურველთა რიცხვიც დიდია.
          განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, ბაღის დიასახლისის ის გულისხმიერი დამოკიდებულება, რომელსაც იგი ერთ-ერთი აღსაზრდელის საშა სივცოვის მიმართ იჩენს. იგი, დედით ობოლია და ქალბატონი მანანა, ყველანაირად ცდილობს არ მოაკლოს მას დედობრივი მზრუნველობა, სიყვარული და სითბო. პატარა საშაც თავისებურ სითბოს გამოხატავს ქალბატონი მანანას მიმართ, ეხუტება, ეალერსება..  საშას, ასევე, განსაკუთრებით უყვარს აღმზრდელის თანაშემწე ნათია ადეიშვილი...  სწორედ, ამიტომ საშა სივცოვის ბებია ტატიანა ბიბილაშვილი საჯაროდ უხდის მადლობას ბაღის კოლექტივს და განსაკუთრებით, დირექტორს გვერდში დგომომისთვის, თანაგრძნობისთვის და ბავშვზე განსაკუთრებული მზრუნველობისთვის.

   ...და ისევ, მადლიერი მშობლის წერილთ დავამთავროთ:
,,მართლაც, რამხელა ბედნიერებაა, როცა საკუთარ შვილს კეთილ ადამიანებს ანდობ. ამ კედლებში,  ძალიან დიდი სითბოა გაჟრენთილი. დარწმუნებული ვარ, აქ გატარებული თითოეული დღე, სამუდამოდ დარჩება პატარების მეხსიერებაში. ღმერთმა მოგცეთ ძალა, რათა რაც შეიძლება მეტ პატარას გაულამაზოთ ცხოვრება და ამოგზაუროთ ზღაპრულ სამყაროში’’...

                    მზია გოგოძე
,,სახალხო განათლება+''             27 იანვარი  2016 წელი