Sunday 8 October 2017

გაზულუქებული დირექტორი

                                         
                           
             ,,ყვავმა თუ ვარდი იშოვა თავი ბულბული ჰგონია’’- ამბობს რუსთაველი და ამ აფორიზმის გენიალურობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა 166-ე ბაგ-ბაღის დირექტორს შორენა პარუნაშვილს შევხვდი. ქალბატონმა შორენამ აქაოდა,  დირექტორად დამნიშნესო და ,,ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქლამნად-’’ო, თავი ისე დაიჭირა, რომ მისგან მოსალმებაც დიდი პატივია. ამას წინათ აღნიშნულ ბაგა-ბაღში სტუმრობისას, ქალბატონმა შორენამ სალამი ძვლივს გაიმეტა, ყურადღებაც არ მომაქცია და ირონიულად გადმომხედა. მეტიც, გაზეთი ,,სახალხო განათლება+’’ აბუჩად აიგდო და გაოცება გამოხატა არ გელოდითო.  არადა, გასაოცარი რა არის, ჟურნალისტს არა აქვს უფლება სახელმწიფო საბავშვო დაწესებულებას ესტუმროს და იქ მიმდინარე პროცესები გააშუქოს?  სახელმწიფო ბაღი, დირექტორის  მემკვიდრეობით მიღებული საკუთრება არ არის და  ხელმძღვანელი ვალდებული არის პრესასთან ითანამშრომლოს, რათა საჯარო გახადოს ინფორმაცია.
 გაზულუქებულ  შორენას შევახსენებ, რომ გაზეთი ,,სახალხო განათლება+’’ 1924 წლიდან გმოდის და ვინ მოთვლის ამ ხნის მანძილზე, რამდნი რამ გაშუქებულა, რამდენი ბაღის თუ სკოლის დირექტორი ყოფილა გაზეთის სტუმარი. 166-ე ბაგა-ბაღზეც ხშირად დაგვიწერია და ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება  და აბუჩად აგდება არცერთი ხელმძღვანელისგან არ გიგვრძნია.
 ,,ათასად კაცი დაფასდა და ათიათასად ზრდილობაო’’- ეს მართლაც ასეა.. ქალბატონმა შორენამ უნდა იცოდეს, რომ  ადმიანი თანამდებობით კი არ ფასდება, არამედ მისი პიროვნული თვისებებით, შინაგანი კულტურით, ინტელექტით და ზრდილობით, რაც სამწუხაროდ მას არ გააჩნია. არადა, საბავშვო დაწესებულებაში, სადაც მომავალ თაობას ზრდიან და მორალურ ფასეულობებს ასაწავლიან, ხელმძღვანელს ზრდრილობის დეფიციტი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს, მეტიც, აღსაზრდელებისთვის მისაბაძი პიროვნება უნდა იყოს.


Saturday 30 September 2017

ტაო–კლარჯეთი

     
       საოცარი შეგრძნება და უდიდესი სიამაყის განცდაა, როცა უძველეს ტაძრებს, ეროვნულ– კულტურული მენკვიდრეობის უნიკალურ ნიმუშებს მოვინახულებთ, ხელით ვეხებით, სანთლებს დავანთებთ და ჩვენი ხილვით თითქოს გამოვაცოხლებთ.... და რაოდენ სამწუხაროა, რომ მათი მოვლა, დაცვა და გაფრთხილება არ ძალგვიძს, არ შეგვიძლია... არადა, ,,ბებერი ტაო'' – ჩვენი კულტურა და ისტორია შველას ითხოვს!!!
ტაო–კლარჯეთში სულ 400–მდე ეკლესია და სამლოცველოა, მოქმედი არცერთი ტაძარი არ არის. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე (ხანძთის,ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის, ხახულის, ოთხთავის, ოშკის, იშხანის, ბანას და სხვა სამონასტრო კომპლექსები,ასევე, ქაჯეთის, შავშეთის, კავკასიძეების ციხეები) მოვინახულეთ.

ტაო–კლარჯეთში მოგზაურობამ, კიდევ ერთხელ დამრაწმუნა ,,თუ რაოდენ დიდი ყოფილა საქართველო''. ეს არის უზარმაზარი ტერიტორია, საოცარი ბუნებით, ლამაზი პეიზაჟებით და ცამდე აზიდული მთებით. აქ ყოფნისას, ისეთი განცდა გვქონდა თითქოს ჩემს მშობლიურ საქართველოში ვიმყოფებოდით და ეს არც არის გასაკვირი. აქ თითოეულ მცენარეს, ხეს, ბუჩქს, ბალახს, ყველაფერს ქართული სურნელი ასდის...
ჩვენს მოგზაურობას, კიდევ უფრო მეტი ელფერი შესძინა საოცარმა ჯგუფმა, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ ჩვენი საზოგადოების თვალსაჩნო წარმომადგენლები. ეროვნულ საკრავზე შესრულებული ქართული ჰანგების ფონზე კი, ჩვენი ეკსკურსია ორმაგად შთამბეჭდავი იყო.
მადლობას ვუხდი პოეტს და რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტს – დავით შემოქმედელს ჩვენი მოგზაურობის ორგანიზებისთვის, ასევე, ჩვენი გიდს ნიკა ცხომელიძეს საინტერესო და შინაარსიანი ტურისთვის.
რუსთაველის საზოგადოების დაკვეთით, მზადდება დოკუმენტური ფილმი, სადაც ტაო–კლარჯეთში მოგზაურობის ვიდეო–კადრები იქნება ასახული.

Monday 11 September 2017

კონფერენცია

                                               ლიდერობის კონფერენცია

     სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია''–ში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორებისთვის „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

        კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა. ღონისძიებას 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და განათლების სპეციალისტი ესწრებოდა. დირექტორებმა თავიანთ კოლეგებს მათ მიერ ჩატარებული ტრენინგების შედეგად მიღებული გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, გაეცნენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. ასევე მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.

    ორგანიზატორთა ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანი  იყო განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, რადგან ამ სფეროში მომუშავე  სპეციალისტებს  შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ერთმანეთის გამოცდილებას და პრაქტიკას,  სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. კონფერენციის მონაწილეებს,  მოწვეულმა ექსპერტებმა გააცნეს  განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილება,  მიღწევები და თანამედროვე ტენდენციები.

          ასევე, გაიმართა  დისკუსია შემდეგ თემებზე: სკოლის დირექტორის როლი მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემის შექმნაში, 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები და გამოწვევები, სკოლის ეფექტური და ეფექტიანი მართვა, სასკოლო სერვისების განვითარება, სკოლაში ინოვაციების დანერგვა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვნების მნიშვნელობა.მონაწილეებმა, ბრიტანეთიდან და აშშ-იდან მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად, იმსჯელეს სკოლის ლიდერის როლზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაძლიერებაში, სკოლის განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრასა და რესურსების განაწილებაზე.
 
         როგორც უკვე აღინიშნა, სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია გაიმართა  „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითრების პროექტის“ ფარგლებში, რომი მიხედვითაც გათვალისწინებულია არაერთი ღონისძიების ჩატარება.                                  
                                                 მზია გოგოძე

Saturday 26 August 2017

განათლება


განათლების პრობლემები და სავალალო შედეგები                     
  
 განათლება გადაარჩენს საქართველოს –ეს საკმაოდ ცნობილი ფრაზაა და შესაძლოა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ სიმართლეა. სწორედ, განათლებაა მთავარი საძირკველი ჩვენი არსებობისა და ცნობიერებისა. ჩვენდა სავალალოდ, საგანმანათლებლო სფეროში ბევრი პრობლემებია და სპეციალისტების აზრით, მდგომარეობა თუ არ გამოსწორდა შესაძლოა სავალალო შედეგამდე მივიდეთ. საერთაშორისო კვლევებისა და სახელმწიფო შეფასების შედეგად, საქართველოში მოსწავლეთა აკარემიური მიღწევები სხვადასხვა საგნებში და წიგნიერებაში, მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალო ნიშნულს. განათლების რეფორმის მთავარი ნაკლი მისი არაეროვნულობაა. აღზრდასა და განთლებაში შეიმჩნევა ეროვნული ცნობიერების კრიზისი.
სკოლა ზოგადი განათლების მიღების საშუალება და სოციალიზაციი ინსტიტუტია, ამდენად, მას საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ის ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ამზადებს. საინტერესოა, რამდენად წარმატებით ასრულებს თავის ფუნქციას ეს ინსტიტუტი?  წორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს მწერალთა სახლში გამართულ შეხვედრაზე.
-,,ზოგად საგანმანათლებლო  სკოლის  პრობლემები  საქართველოში’’ –ასეთი იყო თემა დისკუსიისა, რომელიც სრულიად საქარველოს რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით გაიმართა და რომელსაც ესწრებოდნენ პოეტი დავით შემოქმედელი, პროფესორი გიორგი  გოგოლაშვილი, აკადემიკოსი  ავთანდილ  არაბული,
პროფესორები პარმენ  მარგველაშვილი და რევაზ ბალანჩივაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები გუგული მაღრაძე და სიმონ ნოზაძე.
შეხვედრაზე, დავით შემოქმედელმა აღნიშნა, რომ ჩვენი არსებობის  მთავარი საფუძველი და საძირკველი განათლებაა. ფაქტია, რომ განათლებაში მართლაც, ბევრი პრობლემაა და ამ საკითხში საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვამია. თუ დროულოად არ გამოვასწორებთ შეცდომებს, შემდეგ უკვე გვიანი იქნება და სავალალო შედეგებამდე მივალთ. Fფატია, რომ დღეს სკოლაში მოსწავლე ვერ იღებს სათანადო განათლებას, შეიმჩნევა მასწავლებელთა მასწავლებელთა დაბალი დონე და სახელმძღვანელოები მოითხოვს კარდინალურ ცვლილებებს. ცუდია, რომ სკოლებში ქარული ენის გრამატიკა ცალკე საგნად არ ისწავლება. მოზარდების აზროვნებისთვის აუცილებელია პრაქტიკული გრამატიკა, რათა მათი ცნობიერება არ დაირღვეს. სახელმძღვანელოს ავტორებმა კი, უნდა იცოდნენ ცნობილი პედაგოგების და ფსიქოლოგების მეცნიერული მიღწევები. პედაგოგების თემა, ძალიან ფაქიზი საკითხია და დასაფიქრებელია…ბავშვის და მასწავლებლის ურთიერთობა.

გიორგი გოგოლაშვილი,  ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე, რუსთაველის საზოგადოების ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის თავჯდომარეს, პროფესორი:  განათლების სფეროს მიმართ, უფრო მეტ ინტერეს უნდა იჩენდეს საზოგადოებაც და იცინიც, ვისაც ეს საკითხი ეხებათ. მივესალმები ამ საკითხზე დისკუსიის გამართვას, მაგრამ სამწუხაროა, რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები არ ესწრებიან. განათლება უმთავრესია და იგი მართლა გადაარჩენს საქართველოს. ჟერ კიდევ მე-19 საუკუნეში, აკაკი წერეთელი წერდა: ,,ვინ არ იცის, რომ ჩვენი ბედისწერა განათლებაზე არის დამოკიდებული’’-ო . სამწუხაროა, რომ ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავ იმ ყურადღებას, რაც განათლებას ეკადრება. რობლემაა ის, რომ წლეულს, 11 ათასმა მოსწავლე გამოსაშვებ გამოცდაზე ჩაიჭრა დ ავერ აიღო ატესტატი. შარშან კი, 13 ათასმა ვერ ჩააბარა, ეს კატასტროფაა. საინტერესოა, სად არის სკოლის და მასწავლებლობის პასუხისმგებლობა? მას წინათ ასეთი მოსასაზრება გამოითქვა, რომ ქალაქში უკეთესი სწავლებაა, ვიდრე სოფლებშიო. ეს იმიტომ, რომ ქალაქში უფრო მეტი შესაძლებლობაა და მოსწავლეები რეპეტირორებთან ემზადებიან.  რამდენიმე წლის წინ, ევროკავშირის წარმომადგენელი იყო ჩამოსული საქართველოში და  მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ  არ არის კარგი მდგომარეობა ბავშვთა აკადემიური მოსწრების მხრივ და საქართველო ყველა ევროპულ ქვეყანას ჩამორჩება. სკოლის მოსწავლეებმა ატესტატია მისაღებად მოინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, მაგრამ საკითხავია, ვინც ჩააბარა როგორია მათი ზოგადი განათლების დონე? რუსთაველის საზოგადოებამ თბილისის რამდენიმე სკოლის მე-11 კლასებში, ჩაატარა ტესტირება, თუ როგორ იციან მოსწავლეებმა ვეფხისტყაოსანი? პასუხების 63 პროცენტი იყო დადებითი, დანარჩენი კი უარყოფითი. ზოგიერთ კითხვაზე ნახევარმაც ვერ უპასუხა. კითხვები მარტივი იყო. მაგალითად, ვინ იყო თინათინის მამა? პოემაში ვის მიერ არის ტარიელი პირველად ნახსენები? დაასრულეთ აფორიზმი ,,სჯობს სახელისა მოხვეჭას..’’, ვის გამო განურისხდა ტარიელს ფარსადანი? და სხვა. გამოკითხვა ჩატარდა ასევე, ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებთან, კითხვები იყო შედგენილი ვეფხისტყაოსნიდან და სხვა ნაწარმოებებიდან. გამოკითხულთა უმეტესობამ ელემენტარულ კითხვებს ვერ უპასუხეს. გაცილებით ცუდი შედეგები აჩვენეს ქართულ ენაში, სადაც გამოკითხულებმა ვერ უპასუხეს თუ რამდენ პირიანია ზმნა. სამწუხაროა, რომ ქართული ენა სკოლებში ცალკე საგნად არ ისწავლება, ამიტომაც არის, რომ მოსწავლეებმა ელემენტარული ცნებები არ იციან. ქართული სახელმწიფო ენაა და არ არის რიგითი საგანი. ჩვენდა სავალალოდ, პარლამენტმა ვერ გამოიჩინა ნება და დღემდე ვერ ამოქმედდა სახელმწიფო ენის კანონი. არადა, პარლამენტს ევალება  კანონზე ზედამხედველობის შესრულება. სახელმწიფო ენის კანონი რომ შესრულებულიყო დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა.
ავთანდილ არაბული, აკადემიკოსი: სამწუხაროდ, სასკოლო განათლება ძალიან დაბალ დონეზეა. არ არსებობს სწორი კონცეფცია თუ რა გვინდა, არ გაგვაჩნია მომავლის ხედვა – ყველა ძირითად ფასეულობებთან დაკავშირებით. ევროპულ ქვეყნებში, განათლების რეფორმის წარმატების საიდუმლო მის საჯაროობაშია, სადაც ჩართულია სპეციალისტები და საზოგადოება. ჩვენთან კი, განათლების კატასტროფის საფუძველი არ არის გაანალიზებული და დანახული. პრობლემა მართლაც უმნიშვნელოვანესია და საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს. აუცილებელია მასწავლებლების სწავლის დონის ამაღლება, ისინი უნდა გადამზადდნენ და სემდეგ ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ.

პარმენ მარგველშვილი, პროფესორი: ზოგადი განათლების  ეროვნული მიზნების საფუძველზე  უკვე შემუშავდა – ზოგადი განათლების კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შეტანილია, მაგრამ ჯერ არ განხილულა. შაკანონმდებლო ორგანოს და შესაბამის კომიტეტს უფრო მეტ ყურადღებას ვთხოვთ. უცილებელია, განათლების შესახებ კანონმდებლობა, შესაბამისი იყოს საერთაშორისო ნორმებთან. განათლების სისტემა უნდა იყოს აგებული ეროვნულ იდეოლოგიაზე და მკაცრად იყოს დაცული ბავშვთა უფლებების კონვენცია. ერთი სიტყვით, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს შექმნა.
რევაზ ბალანჩივაძე, პროფესორი: განათლების რეფორმის მთავარი ნაკლი მისი არაეროვნულობაა. ფაქტია, რომ შეიმჩნევა ქართული ეროვნულობისა და ცნობიერების კრიზისი როგორც აღზრდაში, ასევე, განათლებაში.  საგანმანათლებლო სფეროში ბევრი რამ დასახვეწია. უცილებელია სახელმწიფოს ნება და ძალისხმევა, რათა ასრებული პრობლემები მოგვარდეს.
შეხვედრაზე, არაერთი პრობლემური სახითხი წამოიჭრა და ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკაც გამოითქვა. პარლამენტის წევრებმა  გუგული მაღრაძემ და სიმონ ნოზაძემ, გულდასმით მოისმინეს დისკუსიის მომაწილეების შენიშვნები თუ მოსაზრებები და გამომსვლელებს მხარდაჭერა აღუთქვეს. 

             მზია გოგოძე




მედიცინა

                                                                                  მკურნალობა  თუ  დასჯა?

     
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ინტრავენური ნარკომანების (ანუ წალამდამოკიდებული ადამიანების) რაოდენობა 50 000-ის ფარგლებში მერყეობს. ფაქტია, რომ ნარკომანია ძალიან გაახალგაზრდავდა, ადრე თუ ნარკოტიკებს 35 წლის ასაკიდან მოიხმარდნენ, ახლა მას 18-25 წლის ახალგაზრდები ეტანებიან. შეიმჩნევა ქალი ნარკომანების რიცხვის მატებაც... დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს როლს ნარკომანიის პრობლემის მოგვარებაში.  ამჟამად, საქართველოში არსებობს მკაცრი სანქციები და ადმინისტრაციული ჯარიმები ნარკომანიის წინააგმდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებით პრობლემა  ვერ მოგვარდება და ნარკომანი ვერ გამოჯანმრთელდება. წამალზე დამოკიდებული პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ფსიქო-თერაპია, ისე სარეაბილიტაციო კურსის გავლა.

ნარკოპოლიტიკასა და ნარკომანიით გამოწვეულ პრობლემებზე  გვესაუბრება  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი გზის’’ ფსიქო-სოციალური ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი: დალი უშარიძე:

          -ჩვენი ორგანიზაციიის მთავარი მიზანია წამალდამოკიდებულების და მასთან დაკავშირებული დაავადებების პროილაქტიკა, ასევე მათი უფლებების დაცვა. გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ ნარკომომხმარებელთა ციხეში გამოკეტვა, პირველ რიგში, ძალიან არაეფექტურია და, მეორე, ძალიან ძვირი უჯდება სახელმწიფოს მათი საპყრობილეში შენახვა. ამით კი, ვკარგავთ რესურსს მათი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის.

 - ქალბატონო დალი, რამდენად ზუსტია ნარკომომხმარებელთა სტატისტიკური მონაცემები საქართველოში?

 -  დღეს არის 50 ათასი ნარკოტიკების მომხმარებელი ანუ წამალდამოკიდებული ადამიანი. ბოლო  6 წელიწადია კარგად წარმოებს სტატისტიკური მონაცემების დადგენა და სარწმუნო ინფორმაციები გროვდება. აქ მნიშვნელოვანია  ერთი მცნების განმარტება, ეს არის პრობლემური ნარკომანია ანუ გამოკვლევის  მეთოდი ითვალისწინებს იმ პაციენტების რაოდენობას, რომელთაც დამოკიდებულება აქვთ ნარკოტიკებზე. ამ ნივთიერების ეპიზოდური მომხმარებლები კი, მათ რიცხვში არ განიხილება.

 -რა კეთდება დღეს წამალდამოკიდებული ადამიანების დასახმარებლად?

 -ყველაზე გავრცელებული მეთოდია მათი დასჯა, დაჯარიმება ან დაპატიმრება,  აგრეთვე, მომხმარებლების მკურნალობა, სამკურნალო დაწესებულებებში და ასევე, არსებობს მხარდამჭერი პროგრამები ანუ ჩანაცვლებითი თერაპია. ამგვარ თერაპიას ორი მიზანი შეიძლება ჰქონდეს: ერთი არის ნარკოტიკების მოხმარების შეწყვტა, ნელ-ნელა დოზის სემცირება და შემდეგ მოხმარების სეწყვეტა. მეორე მიზანი კი არის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის ყოველდღიური მიღება ანუ არის მეთვალყურეობის ქვეშ, სოციალურად ფუნქციურია და ჩვეულებრივ აგრძელებენ საქმიანობას. ასეთ შემთხვევაში იგი უბრუნდება საზოგადოებას და არა აქვს ის პრობლემები, რომ ქუჩაში ნარკოტიკების აღებ-მიცემობაში იყოს ჩართული და ოფიციალურად იღებს მისთვის საჭირო დოზას. ასეთ ჩანაცვლებით პროგრამებში დაახლოებით 3 000 ადამიანია ჩართული, კიდევ უფრო ცოტას სეუძლია მიიღოს სახელმწიფოსგან მკურნალობა, ხოლო დანარჩენს 50 000-დან, 10 ათასი სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამაშია ჩართული, ხოლო 40 ათასი ბედი ანაბარაა და სამართალდამცავების სამიზნე ხდება.
-კონკრეტულად, როგორი კატეგორიის ნარკომომხმარებლებისთვის არსებობს ზიანის შემცირების პროგრამა?
-ისეთ ნარკომომხმარებლებს რომელთაც არ შეუძლიათ ან არ სურთ ნარკოტიკებისგან თავის დაღწევა, სწორედ, მათთვის არსებობს ზიანის შემცირების პროგრამა, რასაც ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს.  აღნიშნულს პროგრამაში ჩართული პაციენტები აგრძელებენ ნარკოტიკების მიღებას, არიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და რაც მთავარია, ისინი საშიშნი არ არიან საზოგადოებისთვის. მათ უკავშირდებათ ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები, რომლებიც სპეციალურად გვყავს შერჩეული. Aამას გარდა, უკვე 15 წელიწადია, რაც არსებობს ჩვენი ორგანიზაცია და უკვე გვიცნობენ და თვითონაც გვაკითხავენ.

 -თქვენი ინფორმაციით, ნარკომომხმარებელთა რიცხვი გაახალგაზრდავდა?

 -კითხვა საინტერესოა, თუმცა ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, რამეთუ, ჩვენთან არ მოდიან ახალბედა ნარკოტიკების მომხმარებლები, არამედ ჩვენი ბენეფიციარები უკვე  წამალდამოკიდებული ადამიანები არიან, ასაკითაც არ არიან ახალგაზრდები.  საერთოდ, თავიდან ყველა დამწყები ნარკომომხმარებელი ფიქრობს, რომ მას წამალდამოკიდებულება არ გაუჩნდება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ნებისმიერი ნარკოტიკის ხშირი მოხმარება შემდგ ჩვევაში გადადის და ტანდათანობით დამოკიდებულები ხდებიან.

 -როგორ ფიქრობთ, ძალისმიერი გზები და მკაცრი სანქციები ნარკოტიკების მომხმარებელთა  რიცხვს შეამცირებს?

   საერთოდ, როცა საუბარია დეკრიმინალიზაციასა და  კანონის ლიბერალიზაციაზე, ზოგჯერ არასწორად იგებენ  და იყენებენ ამ ორ ცნებას. ზოგი ამბობს რომ თითქოს, რომ ნარკოტიკების მოხმარებას არავითარი ზიანი არ მოაქვს და ეს მისი უფლებაა გაიკეთებს თუა არა, ასევე, იმასაც ამბობენ, რომ ღამის კლუბებში სადაც დასაშვებია ნარკოტიკულის საშუალებების ყიდვა და მიღება, ეს თითქოს დასაშვებია იმ მუსიკალურ მიმდინარეობასთან ერთად, რომელსაც იქ უსმენენ. სამწუხაროდ ასე ფიქრობს ზოგიერთი ახალგაზრდა. სხვათაშორის, ერთ-ერთმა ნარკოლოგმაც დადასტურა, რომ კლუბებში რა მუსიკასაც უკრავენ იმისი თანმხლებია ნარკოტიკული ნივთიერებები. რახან ასეთი მუსიკალური მიმდინარეობა არსებობს, რომელსაც ნარკოტიკული თრობა სჭირდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის დასაშვებია და არავის არ აღელვებ.
პრობლემის შესახებ მეორე მოსაზრებაც არსებობს: თითქოს ნარკოტიკების მომხმარებელს თუ არ დასჯიან ეს გამოიწვევს მათი რაოდენობის ზრდას, გაიზრდება  ნარკო მოვაჭრეების რიცხვი და ა.შ. არსებობს შიში იმისა, რომ დაუსჯელი დარჩება კრიმინალი და დეკრიმინალიზაციას აიგივებენ ლეგალიზაციასთან, რაც არასწორია.  ფაქტია, რომ ნარკოტიკების მოხმარება ცუდია და მისი რეგულარული მოხმარება იწვევს წამალდამოკიდებულება  ქრონიკული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია სამკურნალო და არასამკურნალო ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენებით. Mმას ახასიათებს პათოლოგიური ლტოლვა ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი, მისაღები დოზის ზრდის ტენდენცია და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ეს ნივთიერება აზიანებს ადამიანის ფსიქიკას და ჯანმრთელობას, ანგრევს ადამიანურ ურთიერთობებს, შრომისუუნაროს ხდის მას და ა.შ. რაკი ეს დაავადებაა მას სჭირდება არა დასჯა, არამედ მკურნალობა-რეაბილიტაცია და არა ციხე. ამიტომ მომხრე ვარ დეკრიმინალიზაციის. Nნარკომომხმარებლებს უნდა შევთავაზოთ მკურნალობა და ცხოვრების წესის შეცვლა. ამ დაავადების არსია ნარკოტიკების მიღების დაუძლეველი სურვილი.

 -არსებობს ასეთი არგუმენტი, როცა მოხდება  კანონის ლიბერალიზაცია  და მოიხსნება აკრძალვები გაიზრდება ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი, თქვენ ასე არ ფიქრობთ?

 -როგორც დარვინის თეორიაშია, მოხდება ბუნებრივი გადარჩევის პროცესი. თუ ახალი კანონი მიიღო პარლამენტმა და პირადი მოხმარებისთვის ადამიანს არ დააჯარიმებენ და ჩასვამენ ციხეში. თავიდან  ასეთმა თავისუფლებამ ცნობისმოყვარეებში, შესაძლოა პრაკტიკულად გაზარდოს მომხმარებელთა რიცხვი, მაგრამ ნივთიერებაზე დამოკიდეულება ზუსტად იმდენს გაუჩნდება, რამდენსაც დღეს აქვს. დეკრიმინალიზაცია უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია. უცხოეთის გამოცდილებით, მაგალითად, 100  ადამიანიდან მარიხუანას სინჯავს 80, აქედან მის მოწევას აგრძელებს 20, მძიმე ნარკოტიკზე გადადის 10, მაგრამ დამოკიდებულება უყალიბდება 8 მომხმარებელს. ასე რომ ,100 –დან საბოლოოდ ჯამში, 8% ნარკოტიკებით დაავადებული ადამიანი მივიღეთ. როგორც წესიEაქ მოქმედებს აღზრდა, გენეტიკური  და სოციაცური ფაქტორი... პირველ ეტაპზე, მომხმარებელთა რაოდენობამ შესაძლოა მოიმატოს, მაგრამ წამალდამოკიდებულთ არაოდენობა იქნება იმდენივე, რამდენიც ახლა არის. კატასტროფა არ მოხდა.

      -ქალბატონო დალი, უცხოეთის რომელი ქვეყნის მაგალითზე შეიქმნა ახალი კანონპროექტი?

        -პორუტგალიის მაგალითზე, სადაც ძალიან კარგი შედეგები აქვთ, თავიდან იქაც მოიმატა, მაგრამ თანდათან დარეგულირდა და მკვეთრად შემცირდა მომხმარებელთა რიცხვი. ჩვენ ვემხრობით ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს და არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალისტები ერთ აზრზე ვართ; ასევე, შემოგვიერთდნენ უფლება დამცველი ორგანიზაციები. ერთი სიტყვით, სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი გაერთიანდა და შექმნა ეროვნული პლატფორმა – ნარკოპოლიტიკის რეფორმისთვის. ყველა პროფესიული თემი, სამედიცინო წრეები და კომპეტენტური სპეციალისტი გაერთიანდა ერთ აზრზე დგანან. ასე რომ, აქ შეცდომა გამორიცხულია.

     -კანონპროექტის განხილვა როდის დაიწყება?

     -პარლამენტის შასაბამისმა ბიურომ, აკაკი ზოიძის წარდგინებით, კანონპროექტი მიიღო განსახილველად, რომელზეც საშემოდგომო სესიის დროს იმსჯელებენ.  ჩვენს ქვეყანას სხვა გზა არა აქვს, ნარკოპოლიტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ციხეში ნარკომანს ვერ გამოვაჯარმრთელებთ, იქედან როცა გამოდის ის მაინც ნარკოტიკს უბრუნდება. ნარკომომხმარებლების დიდი ჯარიმები და ციხეში გამოკეტვა არაჰუმანური საქციელია. სასჯელი დანაშაულის თანაზომიერი უნდა იყოს. საერთაშორისო საზოგადოებისთვის ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია.
                 
                                 ესაუბრა მზია გოგოძე






პოლიტიკა

     
         ,,რაც კარგია ვუვლით, რაც ცუდია ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით”-ასეთია ლოზუნგი ,,შენების მოძრაობი’’-სა, რომელიც პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჩამოაყალიბა.
   უსუფაშვილის თქმით, ,,შენების მოძრაობა“ - იქნება თანამონაწილეობაზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას.
 ჩვენ ძალიან მტკიცე ვიქნებით ჩვენს გეგმაში, კალაპოტიდან ვერ ამოგვაგდებს მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელმაც არა ერთ პოლიტიკურ წამოწყებას შეუშალა ხელი საქმის კეთებაში, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა “შენების მოძრაობის” პრეზენტაციაზე განაცხადა.
  პოლიტიკური მოძრაობის ინიციატორთა შორის არიან სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, ახალი თაობის ქართველი ბიზნესმენები.
  პოლიტოლოგების აზრით ქვეყანაში პოლიტიკური ფიგურები საკმაოდ დეფიციტურია, შესაბამისად, უსუფაშვილს დიდი არჩევანის საშუალება არ ჰქონდა. ამიტომაც არის, რომ მის პარტიაში როგორც „რესპუბლიკური“ პარტიის, ასევე „ეროვნული ფორუმის“ წევრები არიან წარმოდგენილები.
  
 -რა არის ახალი მოძრაობის ძირითადი მიზანი? რა  შანსები აქვს ახალ პოლიტიკურ ძალას?  რა იდეებით შემოდიან უსუფაშვილი და მისი გუნდის წევრები ქართულ პოლიტიკაში? ამის შესახებ ,,ეროვნული ფორუმისა’’ და ,,შენების მოძრაობა" წევრ  გურამ მჭედლიძეს ვესაუბრეთ.
     
      -პირველ რიგში ეს მოძრაობა ეტაპობრივად უნდა გარდაიქმნას პოლიტიკურ ძალად, სადაც  თავს მოიყრის ადამიანები, რომლებიც ვთანხმდებით იმ სახელისუფლებო მართვის სისტემის შეცვლის აუცილბლობაზე, რის გამოც ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებას, ხშირ შემთხვევაში, აზრი ეკარგება. იმ სისტემის შეცვლაზე რომლის მთავარი დევიზი არის "მე" და მხოლოდ "მე". მოძრაობის მთავარი მიზანიც ესაა, მოვიპოვოთ გავლენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რათა დავიწყოთ არსებული სისტემის სწორად ფუნქციონერიბის შენება, რის შემდეგ მიეცემა აზრი ყველაფერის შენებას. დღეს, თითქოს რაღაც შენდება, რაღაც კეთდება, მაგრამ სამწუხაროდ ამ ყველაფერს ჯამური ეფექტი არის ნული. ყოველივე იმის შემდეგ, იქნება შესაძლებელი  ყველა იმ სიკეთის მიტანა თითოელ მოქალაქემდე, როდესაც სახელისუფლებო სისტემა არ იმუშავებს მხოლოდ საკუთარ თავზე.

 -თქვენი პოლიტიკური მოძრაობა რით განსხვავდება სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებისგან და სახელწოდებიდან გამომდინარე, რის აშეანებას აპირებთ?
     
  - ჯერ არ გახლავთ პოლიტიკური ორგანიზაცია, როდესაც ჩამოყალიბდება ამის შემდეგ, უფრო ფართოდ წარვსდგებით საზოგადების წინაშე -კონკრეტული გეგმებით და განსხვავებებით. ,,შენების მოძრაობის’’ მთავარი ამოცანაა: ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც ისტორიის საუკეთესო გამოცდილებას, ძლიერ დემოკრატიული ინსტიტუტებს და ევროატლანტიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს დაეფუძნება. მოძრაობის საბოლოო ფორმირება და პარტიად დაფუძნების პროცესი  2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
       
 პოლიტოლოგების აზრით,  ,,შენების მოძრაობამ’’ქართულ პოლიტიკაში ფეხის მოსაკიდებლად, მნიშვნელოვანი სიახლეები უნდა შემოიტანონ და ანგარიშგასაწევ ძალად უნდა ჩამოყალიბდნენ, ამისათვის, მათ საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი იდეების შეთავაზება მოუწევთ. 
     თუ რა   არა დგილს დაიკავებს ,,შენების მოძრაობა’’ ახალ პოლიტიკურ სივრცეში, ამას მომავალი გვჩვენებს.

               მზია გოგოძე
                




Tuesday 8 August 2017

,,გაიცანი საქართველო''

 

      ბოლო დროს მომრავლებულ  ტურისტულ კომპანიებს შორის, ერთ–ერთი წარმატებული ,,გაიცანი საქართველოა'', რომელიც გამოირჩევა საინტერესო–შემეცნებითი ტურებით და მომახურების მაღალი დონით. მრავალრიცხოვანი ტურისტის სახელით, საჯაროდ ვუხდი  მადლობას კომპანიის ხელმძღვანელს ნიკა ჯმუხაძეს და მის ჯგუფს შთამბეჭდავი და შინაარსიანი ტურებითვის.

Sunday 21 May 2017

ფესტივალი

                               


                                        ქორეოგრაფიული ფესტივალი
   
             "შევკრათ კამარა" – ასე ეწოდებოდა რესპუბლიკურ ფესტივალს, რომელიც პროფკავშირების კულტურის ცენტრში გაიმართა და რომლის ინიციატორია ფოლკლორული საერთაშორისო ფესტივალი "ერთსულოვნება"  და მისი ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი გიორგი კენკებაშვილი.    აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ყოველ წლიურად იმართება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II _ ის ლოცვა კურთხევით და  მიზნად ისახავას ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაციას.
               ფესტივალს ტრადიციულად უძღვებოდა ჟურნალისტი ზაზა ალექსიძე, რომელმაც დიპლომები და სიგელები გადასცა კონცერტში მონაწილე, წარმატებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს. შემდეგ კი, სცენაზე მოიხმო თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ლუკა ბურდული, რომელმაც შთამბეჭდავად წაიკითხა ვაჟა-ფშაველას ლექხი ,,ხარს ვგევარ ნაიალაღარს’’.
       ფესტივალში მონაწილე ანამბლები: ,,კახაბერი’’ (ქორეოგრაფი კახა ცინცაძე), ,,ივერიონი’’ (ქორეოგრაფი ლევან სუთიაშვილი), ,,მთაწმინდა’’ (ქორეოგრაფები: გიორგი კენკებაშვილი და ნელიკო სტურუა) და სხვები ღირსეულად წარსდგნენ მაყურებლის წინაშე და დიდი ოვაციები და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
        ჟიურის წევრების შექება დაიმსახურა ცეკვა ,,სიმდი’’-მ ანსამბლ ,,კახაბერი’’-ს შესრულებით, რომლის პრემირა ფესტივალზე გაიმართა და მაყურებელზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სოლისტების: ანანო სამელიას და ნიკოლოზ სოფრომაძის ცეკვის დახვეწილი მანერა და საშემსრულებლო ტექნიკა.
        ,,შევკრათ კამარა’’-ს ჟიურის თავჯდომარე გახლდათ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღვაწლმოსისლი ქორეოგრაფი და პროფესორი რეზო ჭანიშვილი. ბატონმა რეზომ დადებითად შეაფასა ფესტივალი და წარმატება უსურვა მონაწილე კონკურსანტებს.

                                 მზია გოგოძე

Wednesday 17 May 2017


                         საგარეო პოლიტიკის წარმატებები მოკრძალებულია
           საგარეო პოლიტიკა ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს. საქართველოსთვის, როგორც პატარა და რთული გეოპოლიტიკის მქონე სახელმწიფოსთვის, მწყობრი საგარეო პოლიტიკა გადამწყვეტია უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად. სოსო ცინცაძე 
.ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და  მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება ესქპერტი

  -ბატონო სოსო, როგორია საქართველოს  საგარეო კურსი?

      -საგარეო კურსი  პროდასავლურია, ევრო-ატლანტიკური მიმართულების. ჩვენი კურსი მრავალ ვექტორიანი  არ არის, ანუ ერთ ვექტორიანია.  საქართველოს საგარეო პოლიტიკური კონცეფცია, , განხილული აკადემიურ წრეებში არ გვაქვს. მეზობლებთან ურთიერთობა არ არის გარკვეული და გვაქვს საზღვრების პრობლემა. ოკუპირებული ტერიტორიები, კაზუისტიკური- იურიდიული ტერმინოლოგიით, რუსეთს არ წაურთმევია ანუ ის უფრო სეპატარისტულად არის დაპყრობილი. ცუდი ის არის, რომ ჩვენ არცერთ მეზობელ ქვეყნებთან არ გვაქვს დადგენილი საზღვარი. მართალია, საბჭოთა პერიოდში თურქეთთან გაკეთდა საზღვარი, მაგრამ ახლა მდინარემ ტერიტორია რომ შეიცვალა რამდენ ჰექტარი მიწა ტურქეთმა წაიღო, ხელისუფლება კი ამბობს კეთილი ნება გამოვიჩინეთო, რაც აბსურდად მიმაჩნია.  საშაინაო და საგარეო პოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ის ფაქტი, რომ 12 აგვისტო დიდგორის ბრძოლის დღე უქმედ გამოეცხადებინა პარლამენტს, მეორედ აღარ განიხილეს, რადგან ელჩიც არ იყო მომხრე თურქ-სელჩუკებზე გამარჯვების დღე გვეზეიმა. აქ ორი პრინციპი დაუპირისპირდა ერთმანეთს:. პირველი: საქართველო სუვენერული ქვეყანაა და სრული უფლება აქვს, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს დრესასწაულების დაწესება და მეორეც, თურქეთი ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა რეალურად ჩვენი პარტნიორი არასოდეს არცერთი ქვეყანა არ ყოფილა. არვის არ უომია ჩვენთვის.

-რა მდგომარეობაა ამჟამად, თურქეთში, დამყარდა თუ არა იქ დიქტარურა?

-თურქეთში, პრაქტიკულად, უკვე არის დიქტარურა, რადგან ამდენი უფლებები რაც ერდოღანს აქვს,  შუა საუკუნეებიდან მოყოლებული , სულთანსაც კი არ ჰქონია.იგი ერთპიროვნული მართველობისკენ ისწრაფვის. იქ პარლამენტი და სასამართთლოც ვერაფერს ვერ წყვეტს და არის რეპრესიები, მასიურად დაითხოვეს სამსახურიდან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები და ინტელიგენცია. რეფერენდუმუში ორნახევარი პროცენტით გაიმარჯვა., გამოდის რომ მოსახლეობის ნახევარიც არ უჭერს მხარს პრესიდენტს, თუმცა ტრამპმა დიდი ზარ-ზეიმით მიულოცა გამარჯვება.თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობაც კითხვის ქვეშ დგას. საქარათველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოფიციალურად კი უჭერს მხარს, მაგრამ აჭარასთან მიმართებაში თავის ინტერესები აქვს. ისლამის მცოცავი გავრცელებაც რეალურია. მართალია, თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ ერდოღანის ერთადერთი მოკავშირე დრეს რუსეთია. თუმცა, თურქეთმა პრეტენზია რომ განაცხადოს ბათუმზე, ამას რუსეთი არ დაუშვებს, რადგან ამ უკანასკნელს თავისი ინტერესები აქვს. რუსეთი შავ ზღვაში ნატოს არ შემოუშვებს. რუსეთს და თურქეთს შორის იმდენი ისტორიული და ორგანული წინააღმდეგობაარსებობს, რომ მათი მეგობრობა და კავშირი მტკიცე ვერასოდესვერასოდეს გახდეება.


-რაც შეეხება საქართველოს უსაფრთხოების საკითხს?

  -ეს აქსიომაა, ყველაზე საიმედო საზღვრები ის არის, რომელსაც შენი მრზობლები აღიარებენ. ეს დიპლომატიის წესია. ჩვენ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და რუსეთთან საზღვარი არა გვაქვს, შავ ზღვაზეც კი, 220 კილომეტრი დაუდგენელია.  გამოდის, რომ გვაქვს მხოლოდ, თურქეთთან საბჭოთა პერიოდიდან მიღებული საზღვარი. Eეს საქართველოს დიპლომატიას ღირსებას არ მატებს. დიპლომატიაში და პოლიტიკაში პროცესი კი არა, შედეგია მთავარი. ცუდი ფაქტია, ის, რომ ტრამპმა იუსაიდის ფარგლებში შეამცირა უცხო ქვეყნებისადმი დახმარება, საქართველოს კი გაუნახევრა.  ჩვენი საგარეო სამინისტრო კი, საჯაროდ არ არაფერს აცხადებს.  ამერიკის პრეზიდენტს, არცერთ თავის გამოსვლაში საქართველო არც უხსენებია. სოჩაში მერკელის ვიზიტის დროს, პუტინმა და გერმანიის კანცლერმა ბევრ საკითხზე ისაუბეს, მათ შორის უკრაინაზე, მაგრამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა.  სამწუხაროდ,  მერკელს არც უხსენებია ოსეთის რეფერენდულმი, მავთულხლართების საკითხი, ენგურის ხიდზე მიმდინარე პროცესები და გალში მცხოვრებ ქართველები, რომელთა უფლებები ირღვევა.  საერთაშორისო არენაზე, როცა იხსენიებენ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინის მაგალითი მოჰყავთ და საქართველო არც ახსენდებათ.

-ვიზა ლიბერალიზაცია არ არის ერთი წინგადადგმული ნაბიჯი?

 -კი რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს არის უვიზო მიმოსვლა, რეალურად კი, ვიზა ლიბერალიზაციაა.  ვინც მოგზაურობდა , ის ისევ იმოგზაურებს. ევროპაში ძალიან მაღალი ფასებია და სამი თვე რომელი ტურისტი შეძლებს იქ სეირნობას? ან ვის სჯერა, რომ საქართველოდან მასობრივად დაიძრება მოსახლეობა ეიფელის კოშკის სანახავად? სამუშაოდ წასვლის უფლება კი არა აქვთ. ასე რომ, საგარეო პოლიტიკის წარმატებები ძალიან მოკრძალებულია.  მართალია, იოჰანეს ჰანის ვიზიტის დროს, ასეოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დასაფინანსებლად 35 მილიონი ევრო გამოუყვეს საქართველოს, მაგრამ კონკრეტულად სად წავა ეს თანხა არავინ იცის.
   
 -საკოკონსტიტუციო ცვლილებები თუ იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზე?

 - საკონსტიტუციო ცვლილებები არაფერ კარგს არ შემატებს ქვეყნის იმიჯს. პირველი შემთზვევაა  კომსტიტუციონალიზმის ისტორიაში, როცა ასეთი მასობრივი წინააღმდეგობა ხვდება ოპოზიციის მხრიდან კომსტიტუციას. სააკაშვილის დროს კონსტიტუციაც პრეზიდენტზე იყო მორგებული, მაგრამ მაშინ ასეთი ორგანიზებული  და ღია წინააღმდეგობა არ ყოფილა. Fფაქტია, რომ ახლა შიში ნაკლებად არის და ხალხი სარგებლობს იმ თავისუფლებით, რაც წინა ხელისუფლების დროს არ ჰქონდათ. კამათია იამზე, თუ ვინ უნდა აირჩიოს  პრეზიდენტი ხალხმა თუ პარლამენტმა. ფაქტია, რომ პარლამენტარების მიმართ საზოგადოებას ნდობა არა აქვს. ეს მიმდინარე განხილვებიც არაფრის მთქმელია.. საერთოდ, საგარეო პოლიტიკა მაშინ არის წარმატებული, როცა მას ძლიერი საშინაო პოლიტიკა უმაგრებს ზურგს. ზოგიერთებს რატომღაც ფოქრობს, რომ თავარია ევროპაში შევიდეთა ისე ვიცხოვრებთ, როგორც გერმანელები და ფრანგები, მაგრამ ეს ასე არის.  ევროპაში შრომა, პასუხისმგებლობა და კანონის პატივისცემაა მთავარი. ჩვენ სადამდე მივედით, სასამართლო წარმომადგენელს ზედმეტი კითხვაც არ უნდა დავუსვათ და არ უნდა ვაკრიტიკოთ.  ნუთუ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისეთი კრიზისია, რომ ემენტარულ ჭეშმარიტებას ვერ ხვდებიან, საზოგადოებაში ავტორიტეტს ასე ვერ აიმაღლებენ თუ ვინმეს კითხვის დასმას აუკრძალეავენ. მოსამართლემ ისე უნდა მოიქცეს, რომ არ აკრტიტიკონ და პატივისცემა მოიპოვოს.

-საქართველოს ელჩები რას აკეთებენ ქვეყნის ავტორიტეტის ასამაღლებლად?

 - ცივილიზებულ ქვეყნებში, პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. ჩენთან პარლამენტში შემთხვევითი ხალხია მოხვედრილიელი. ელჩები კი ქუჩიდან ინიშნებიან, რომელთაც არც დიპლომატიური სკოლა და შესაბამისი განათლებაც არა აქვთ მიღებული. პარლამენტის საგარეო პოლიტიკის საქმიანობა, საერ|თოდა არ ჩანს.

 -სირიაში მიმდინარე პროცესები როგორია?

- პუტინი როგორც ჩანს ითვალისწინებს საბჭოთა კავშირის შეცდომას ავღანეთში, ხოლო ამერიკელების ვიეტნამში და ერაყში და ცდილობს გამოიყვანოს ჯარები სირიიდან. თუმცა, ეტყობა ამას ვეღარ ახერხებს.. რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი მიზანიც ეს საკითხი იყო, თუ როგორ გამოვიდეს სირიიდან.  ამ საკითხში, პუტინს თუ პარტნიორად  თურქეთი უნდა ეს არ გამოუვა, რადგან ერდოღანი ვერ იტანს ასადს. რუსეთის პრეზიდენტის მთავარი მიზანი  ასადის შენარჩუნებაა. ერდოღანი იცავს იმათ, ვისაც რუსები ბომბავს ოპოზიციას და სახალხო არმიას. ასე რომ, მათ შორის წინააღმდეგობრივი შეუთანხმებლობაა, რითაც სარგებლობს ისლამური სახელმწიფო დაიშე, რომელსაც ამერიკელები ებრძვიან. პუტინმა ერთ რამეს კი მიაღწია ანუ ახლო აღმოსვლეთში ფეხი ჩადგა საფუძვლიანად და მსოფლიოში გლობალურ მოთამაშედ იქცა. საქართველო მისთვის წვრილმანია, უკრაინაა დარჩა პრობლემად, მაგრამ იქაც თავისას მიაღწია. ახლო აღმოსავლეთში შესვლით, თანაც სირიაში - საკვანძო ქვეყანაში, რუსეთი მსოფლიო არენაზე გავიდა. ასადის დაცვა როგორ შეიძლება, როც ქიმიურ ომს უცხადებს საკუთარ მოსახლეობას,  ასეთ რამეს ვრც ერთი ევროპელი ლიდერი და ტრამპი ვერ გააკეთებდა. თუმცა, პუტინი აცხადებს, რომ ასადს კი არა კანონიერ ხელისუფლებას ვიცავო. რუსეთს შეუძლია ჯარი შეიყვანოს სხვა ქვეყნებში და საომარი მოქმედებები აწარმოოს და ჯარისკაცების ბედზე პასუხს არ აგებს. ამერიკაში ასე არ არის, იქ ერთი ჯარისკაცის სიკვდილი, პრეზიდენტის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს. გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთს მაინც მოუწევს სირიის დატოვება ისეთივე სირცხვილით, როგორც ეს მოხდა საბჭპოთა კავშირის დროს. ახლო აღმოსავ;ლეთი ისეთი ,,კრაზანას ბუდეა’’, რომ იქ ან დიქტატურა უნდა იყოს ან გაუთავებელი ომი. ამას ისტორია გვასწავლის,  იქ არცერთი რეჟიმის დროს არ ყოფილა დემოკრატია. გამოდის, რომ არაბები არ არიან მზად დემოკრატიისათვის. მაგალითად, ისრაელში სამოქალაქო საზოგადოება, ქვეყანა იმართება დემოკრატიული პრინციპებით.

-ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ მიმდინარე პოლიტიტიკურ პროცესებს?

-მძიმე ეკონომიური მდგომარეობაა, დაპირებების უმრავლესობა არ შესრულდა.  ქუჩის მოვაჭრეების ყოფა უმძიმესია. Eვროპსკენ კი მივისწრაფით, მაგრამ ევროპული ღირებულებებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. ევროპაში საარჩევნო დაპირებების არ ჯერა ხალხს, ჩვენთან კი პირიქით და სულ მოტყუებული ვრჩებით. საყოველთაო არჩევნების ეშინია ოცნებას, იცის რომ მართველი პარტიის რეიტინგი დღითი დღე ეცემა. საერთოდ, პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს და არა სამასმა კაცმა..
 
                                   მზია გოგოძე


                 „ვეფხისტყაოსანი“ – მსოფლიო ლიტერატურის შედევრი“ 

ახლახან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში, შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ორკში დაბეჭდილი ინგლისურენოვანი წიგნის_,,ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრი“ წარდგინება გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ რუსთაველის საზოგადოების თავჯდომარე, პოეტი დავით შემოქმედელი და მწერალი გიორგი კეკელიძე. საღამოს ესწრებოდნენ წიგნის რედაქტორები, მწერლები, სამეცნოერო წრის წარმომადგენლები და სხვები.
          აღსანიშნავია, რომ ,,ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრი“ წიგნის იდეის ავტორი, პროექტის ხელმძღვანელი, შემდგენელი, ქართული ტექსტის რედაქტორი და შესავალი წერილის ავტორია დავით შემოქმედელი.
             დავით შემოქმედელი: უზომოდ ბედნიერი ვარ. ახლახან ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი წიგნი, სახელწოდებით _ ,,ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრი“ გამოვიდა. წიგნი უსასყიდლოდ ინგლისურ ენაზე ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-ორკში მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა გამომცემლობამ ,,, Nova Pablisher“_მა გამოსცა. წიგნის იდეის ავტორი, პროექტის ხელმძღვანელი, შემდგენელი, ქართული ტექსტის რედაქტორი და შესავალი წერილის ავტორი მე გახლავართ.      ქართული ტექსტი ინგლისურად თარგმნა მანანა დუმბაძემ. მადლობა, ქალბატონ მანანას, ასეთი რთული ტექსტის შესანიშნავი თარგმანისათვის. წიგნში დაბეჭდილია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების: ლუიჯი მაგაროტოს, ბერტ ბეინენის,სალი ნეველისა და ასევე აღიარებული ქართველი მეცნიერების : ელგუჯა ხინთიბიძის, გრივერ ფარულავას, ნოდარ ნათაძის, თამაზ ჭილაძის, მარიამ კარბელაშვილის, ლევან გიგინეიშვილის,ირმა რატიანის, მაკა ელბაქიძის, ნესტან სულავას...(სულ 24 ავტორი), წერილები არა მხოლოდ ,,ვეფხისტყაოსანსა’’ და რუსთაველზე, არამედ რუსთაველის წინარე ეპოქის ქართულ ფილოსოფიაზე, მწერლობასა და კულტურაზე, რამაც მყარი ნიადაგი მოუმზადა რუსთაველის ფენომენს.. თითოეული წერილი არის ახალი, გამოუქვეყნებელი, რომლებიც ავტორებმა სპეციალურად დაწერეს აღნიშნული წიგნისათვის.
     ქართულ-ინგლისური ტექსტის რედაქტორები არიან: რუსთაველის საზოგადოების მრჩეველი რუსთველოლოგიურ საკითხებში, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე და რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი,მაკა ელბაქიძე.
მადლობა გამომცემლობა ,, Nova Pablisher“_ის პრეზიდენტს, ნადია კულუმბუსს, რომელმაც უსასყიდლოდ გამოსცა ეს წიგნი.
    საგულისხმოა, რომ წიგნი ამერიკული გამომცემლობის მიერ გადაეცა მსოფლიოს უდიდეს ბიბლიოთეკებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს, ასევე ორგანიზაციებს, როგორიცაა: გოეთეს, სერვანტესის, შექსპირის, დანტესა და სხვა. AMAZON.COM_ზე  კი ამჟამად იყიდება წიგნი.
    სასიხარულო ფაქტია, რომ მოგვეცა საშუალება მსოფლიოში გაგვეტანა რუსთაველის სახელი. წიგნი წარდგენილი იქნება 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე.
      ,,ვეფხისტყაოსანი" მსოფლიო ლიტერატურის შედევრი" მაღალმხატვრული თარგმანისათვის, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრემიების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, მანანა დუმბაძეს გადაეცა დავით გურამიშვილის სახელობის პრემია.
    აღნიშნული წიგნის განხილვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. კრიტიკოსების აზრით, ,,ვეფხისტყაოსანი" მსოფლიო ლიტერატურის შედევრი" გაცილებით ღირებული იქნებოდა, თუ მასში აისახებოდა რუსთველოლოგიის საუკეთესო მიღწევები. ამასთან დაკავშირებით წიგნის ავტორი აღნიშნავს, რომ ამერიკული გამომცემლობის მოთხოვნა იყო, რომ უნდა სახელმძღვანელოში უნდა მოხვედრილიყო მხოლოდ გამოუქვეყნებელი წერილები.
                   
                                                მზია გოგოძე




Saturday 1 April 2017

ინკლუზიური განათლება


ბაგა–ბაღი

                                                                          პატარებს მუდამ ემახსოვრებათ


                      თბილისის 131 –ე ბაგა- ბაღში სტუმრობისას საოცრად თბილი და მყუდრო გარემო დამხვდა. ყვავილებითა და სხვადასხვა თვალსაჩინოებებით მორთული დერეფნები და ოთახეები, მშვიდ და კომფორტულ სიტუაციას ჰქმნის და პატარებს კარგ განწყობაზე აყენებს. ამ საბავშვო დაწესებულებაში ესთეტიკას და სილამაზეს ყოველთვის დიდი ყურადრება ექცეოდა და დღესაც ასეა. ამჟამად, ბაღს ხელმძღვანელობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამილა ნინიაშვილი, რომელიც გამოცდილი და კვალიფიციური კადრია და მანმადე, 64-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე გახლდათ.

                     ქალბატონმა თამილამ გულთბილი მასპინძლობა გამიწია, დამათვალიერებინა ბაღის ყველა კუთხე-კუნჭული და გამაცნო თითოეული თანამშრომელი, რომლებიც თავდაუზოგავად იღწვიან პატარების აღზრდა-განვითერებისთვის. ამიტომაც არის, რომ მშობლებისგან მადლობას და შექებას იმსახურებენ. ბაღი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც ერთ გუნდად არიან შეკრულნი და მუდამ მეგობრული ატმოსფერო სუფევს. განსაკუთრებით გამახარა ჩემი კოლეგის, ჟურნალისტ მარინე გურასპაშვილის ხილვამ, რომელიც ბაღში სპეც. პედაგოგად მუშაობს და დარწმუნებული ვარ იგი, ისეთივე წარმატებით უძღვება თავის ამჟამინდელ საქმიანობას, როგორც არის ჟურნალისტიკაში.

                  რაც შეეხება ბაღის ინფრასტრუქტურას, იგი მთლიანად მოწესრიგებულია, გარემონტებულია სველი წერტილები, სამზარეულო და დარბაზი... საბავშვო ოთახები და დერეფნები მორთულ-მოკაზმულია პატარების შენოქმედებით, ნახატებით, აპლიკაციებით და გამოძერწილი ზღაპრის გმირებით. ბაღის მოპირკეთებულია და დამშვენებულია ატრაქციონებითა და სხვადასხვა მწვანე ნარგავებით. ბაღი აღჭურვილია თამანედროვე ინვენტარით, სათამაშოებითა და ლიტერატურით.

               ბაღში ამჟამად, 256 ბავშვია, სულ 6 ჯგუფია და 31 თანამშრომელი. აქ ძირითადი ყურადღება ეთმობა ცუგრუმელების შემოქმედებითი უნარების განვითერებას და მთელი კოლექტივი მოწოდებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი საინტერესო ღონისძიებები ჩაატარონ. წარმატებით ხორციელდება ,,სასკოლო მზაობის’’ პროგრამა, სისტემატურად იმართება სეზონური ზეიმები და სხვადასხვა აქტივობები. თვალხატულა გოგო-ბიჭები, სტუმრებს თავიანთი შემოქმედებით ხიბლავენ.Pპატარების გამხირულებაზე ზრუნავს მუსიკის პედაგოგები მედეა ქინქლაძე.

            ბაღის ხელმძღვანელი მაღალ შეფასებას აძლევს მისი მოადგილის ნინო ქევხიშვილი და მეთოდისტის გულნარა სალუქვაძის საქმიანობას, რომელებიც თავისი საქმის მაღალი პროფესიონალები არიან. ასევე, აღნიშვნის ღირსია ფსოქოლოგ ქეთევან მაჭავარიანის, მნე-ს მაია თევდორაძის, საქმის მწარმოებლების მაია მჭედლიშვილის საქმიანობა.

             ბავშვების სისუფთავესა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი ირმა მაისურძე..

          უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ძალისხმებით, დედაქალაქის ყველაა საბავშვო დაწესებულებაში პატარების კვება მაღალ დონეზეა და მრავალფეროვანია, სადაც დაცულია ცხიმებისა და ცილების თანაფარდობა. 131-ე ბაღშიც განსაკუთრებული ყურადღება კვებას ექცევა და პატარებს გემრიელ კერძებს უმზადებს მზარეული ნატო მახარაშვილი და მისი თანაშემწე ლელა შალამბერიძე.

          აღსაზრდელებს განსაკუთრებით ეპყრობიან, დედასავით ზრუნავენ და მათ სულს უფაქიზებენ ჩინებული აღმზრდელები: ნაირა ხუციშვილი, ნანა თორდია, ბელა ხადური, მაია ტონია, თამილა სიგუა და ლია ჯაფარიძე. მათ გვერდში უდგანან თანაშემწეები: თამარ სულაძე, ნინო ბაჯელიძე, თამარ გველესიანი, ნინო მირგატია, მარინე მაყაშვილი და ეკატერინე ქვაჩახია.

          მშობლები კმაყოფილებას გამოთქვანენ ბაღის სისუფთავესა და სანიტარეულ მდგომარეობაზე, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ტექნიკურ პერსონალსაც. ესენია: ნათია სირაძე, ელენე გრიგოლია, ნინო ქარსელაძე, სირანუმ კაპანიანი, ეკა ორაგველიძე, ანა ნასყიდაშვილი, თამარ ელიაშვილი და დავით ჭინჭარაძე.

           შეიძლება ითქვას, რომ 131-ე ბაგა-ბაღი დღითიდღე ვითარდება, ინერგება სიახლეები და წარმატებით მიიწევს წინ, რაც აქაური მესვეურების თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მთელი კოლექტივი, ძალ-ღონეს არ იშურებს იმისთვის, რომ ეს საბავშვო დაწესებულება იყოს სანიმუშო და პატარებს შეუქმნან ისეთი პირობები, რომ აქ გატარებული ლამაზი დღეები მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეთ.

                 მზია გოგოძე

განათლება

                                                                                  მიზანი, რომელიც ოცნებაზე მეტია

     ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება და მაღალი დონის სწავლება - აი, ასეთი თვისებებით გამოირჩევა თბილისის 90-ე საჯარო სკოლა, რომელიც ქართულ საგამნამანათლებლო სივრცეში, მართლაც ღირსეულ ადგილს იკავებს. აქ მუდავ შემოქმედებითი ფუსფუსია და მუხლჩაუხრელად ზრუნავენ მოსწავლეებს აღზრდასა და ცოდნის ამაღლებაზე.

    სკოლას სათავეში უდგას ახალგაზრდა და ენერგიული ქალბატონი თამარ მელიქიძე, რომლსაც დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის აღორძინებაში. იგი, მეორე ვადით გახდა სკოლის ხელმძღვანელი და მართლაც, მუდმივად ზრუნავს პრობლემების მოაგვარებაზე, ინფრასტრუქტურის, მოწესრიგებაზე სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე და სკოლის წინსვლაზე.

      ქალბატონ თამარს დიდი გამოცდილება აქვს, როგორც პედაგოგიურ, ასევე მენეჯერულ საქმიანობაში. იგი, პროფესიით ქიმიკოსია და თავდაპირველად, მოღვაწეობა დაიწყო ლაბორანტ-მეთოდისტად ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ინსტიტუტში, ასევე, სხვადასხვა წლებში მუშაობდა მე-7, მე-9 და კერძო სკოლებში, ქიმიისა და დაწყებითი კლასების პედაგოგად, 44-ე სკოლაში, მასწავლებლად და ორგანიზატორად. 190-ე სკოლაში დირექტორის მოადგილედ. 2007-2010 წლებში იყო 90-ე სკოლის არჩეული დირექტორი და შემდეგ, როცა ორი სკოლა (121-ე და 90-ე) ერთად გაერთიანდა, ქალბატონმა თამარმა მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 2014 წლიდან კი, იგი კვლავ სკოლის ხელმძღვანელია და ამასთან, კვლავ განაგრძობს პედაგოგიურ მოღვაწეობას.

    თამარ მელიქიძე: ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში არაერთი სიახლე და პროექტი განხორციელდა. ნაწილობრივ მოვაწესრიგეთ ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ლაბორატორიები და კლუბები – ისტორიის, ქიმიის, საბუნებისმეტყველო,პოეზიის მოყვარულთა და ა.შ. მართალია, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ აუცილებელია შენობის სრული რეაბილიტაცია. იმედია, სამომავლოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით, ყველა არსებულ პრობლემას მოვაგვარებთ. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ამ მხრივ ყველაფერი კარგად არის. გვყავს მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სკოლაში მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ. მთელი კოლექტივი ერთ გუნდად არის შეკრული და ერთმანეთთან მეგობრული და კოლეგიალური დამოკიდებულება აქვთ. გვყავს წარმატებული მასწავლებლები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, აქტიურობით, ინოვაციებით და სიახლეების დანერგვით. ესენია: მარინე პიტიურიშვილი, თინათინ ბარბაქაძე, ირმა ქერეჭაშვილი, ცისანა წიქარიძე, მანანა ბეგიაშვილი, გულნაზ ძიძიგური და მარინე ჩიღენაძე. წელს, ყველა მაწავლებელი მონაწილეობას მიიღებს სასერთიფიკაციო გამოცდებში. ჩვენი სკოლა, ძირითადად, გამოირჩევა მოსწავლეებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით, სხვადასხვა აქტივობებითა და აკადემიური მოსწრებით. სკოლაში სულ 775 ბავშვია. არიან წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა პტროექტებში და ოლიმპიადებში, საიდანაც სიგელებით და დიპლომებით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან. მაგალითად, სკოლის 5 მოსწავლე ჩართულია საპატრიარქოს ახალგაზრდულ მოძრაობა ,,დავითიანი’’-ს პროექტში, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ტაო-კლარჯათის ექსკურსიის პრიზს მოიპოვებენ. ასევე, სკოლაში ტარდება სხვადასხვა აქტივობები და ღია გაკვეთილები. შესანიშნავი პროექტი განვახორციელეთ ქიმიაში. სიახლეა ის, რომ მოსწავლეებს, გაკვეთილები ჩაუტარდათ მუზეუმებში და ჩართულები არიან პროექტებში ,,განძის მაძიებლები’’ და ,,საბავშვო არქეოლოგია’’. შოთა რურთაველის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კი, მე-9 და მე-10 კლასებში, ჩატარდა აფორიზმების კონკურსი, სადაც გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ. აგრეთვე, ქიმიის კლუბი, საბუნებისმეტყველო საგნებში, ყოველწლიურად აწყობს ინტელექტუალურ შეჯიბრებებს და გამრჯვებული წინა წელს თეატრის ბილეთით დაჯილდოვდა. ეს ღონისძიება წელსაც გაიმართება და გამარჯვებულს სიურპრიზი ელოდება.. შარშან, წარმატებული წელი გვქონდა და გვყავდა მედალოსანები. ესენია: ნიკა წიკლაური (ოქროს), ნინა არუდოვა, გოგა ფანგანი, ვერა ხანჩალიანი, გვანცა გუნჩაშვილი და ირაკლი ჩაჩხიანი (ვერცხლის), რომლებიც წარმატებით ჩაირიცხნენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლბლებში.

      90-ე სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტს. სკოლაში ჩამოყალიბებულია სხვადასხვა წრეები და მოსწავლეები შეჯიბრებებში წარმატებით ასპარეზობენ. მაგალითად, მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ ლაშა ლომაია და ლევან პავლიაშვილი. შარშან, საქართველოს ბავშვთა და მოსწავლეთა ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხლშეწყობით, სკოლის დირექტორი ნორჩ სპორტსმენებთან ერთად, იმყოფებოდა ისრაელის ქალაქ ეილათში, სადაც მოსწავლეთა მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა. ამ ფაქტს კი, წინ უძღოდა გასულ ზაფხულს, ანაკლიის ბანაკში გამართული სპორტული შეჯიბრება – საქართველოს პირველობაზე, სადაც გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ეასპარეზათ. ასევე, უნდა აღინიშნოს სკოლის მოსწავლის ცოტნე ქობალიას წარმატება, რომელმაც ისნის რაიონში გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში, კერძოდ, მაგიდის ჩოგბურთში პირველი ადგილი მოიპოვა.

    საამაყოა ის ფაქტი, რომ სპორტის ეროვნული ფედერაციისა და ქალაქის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტში ,,ლეგენდების კვალდაკვალ’’, 90-ე სკოლის მოსწავლეებმა სოფო ჟივიძემ და ბექა რაზმაძემ პირველი ადგილი და ფულადი პრემია 600ლ. მოიპოვეს. ხოლო სპორტულ აქტივობებში სკოლის გუნდი მე - 4 ადგილზე გავიდა და 200 ლარით დაჯილდოვდნენ. იმედია, წარჩინებული მოსწავლეები სამომავლოდაც ასახელებენ სკოლას.

          90 –ე საჯარო სკოლას ყველანაირი პირობა და რესურსი აქვს იმისთვის, რომ, იყოს ერთ-ერთი სანიმუშო სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულება, რაც დირექტორის თამარ მელიქიძის და მთელი კოლექტივის დიდი დამსახურებაა. სასწავლებლის პრესტიჟის ასამაღლებლად და სწავლის ხარისხის გასაუნჯობესებლად, აქ ყველა მუშაკი მაღალ შედეგებზეა ორინეტირებული. სკოლას აქვს დიდი სამომავლო გეგმები და მოტივაცია დასახული მიზნის მისაღწევად.

                       მზია გოგოძე
                                                                        საქველმოქმედო 

       ორი მუზის მსახური – ასე შეიძლება ვუწოდოთ ნიჭიერ პოეტსა და საინტერესო მხატვარს მარინე ქაციბაიას. იგი, ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული, მაგრამ ეს ფაქტი ხელს არ უშლის შექმნას შესანიშნავი ნამუშევრები.

         ასოციაცია ,,Georgia for Frends  ‘‘-ის ეგიდით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ნიჭიერი ხელოვანის , პოეტისა და მხატვრის მარინე ქაციბაიას შემოქმედებითი საღამო და ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიება საქველმოქმედო იყო და მასში მონაწილეობდნენ პოეტები, მწერლები, მუსიკოსები და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები.


       მარინე ქეცბაიას შემოქმედებას კარგად იცნობს საზოგადოება, საინტერესოა მისი მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები. არანაკლებ შთამბეჭდავია ქალბატონ მარინეს ლექსები, რომელიც ძირითადად, ასახავს მის სულიერ მდგომარეობასა და სამშობლოს სიყვარულს. როგორც მწერალმა ნაირა გელაშვილმა აღნიშნა: ,,ის არ დაიკარგა და სამყაროსთან საუბრის საკუთარი ფორმა აქვს‘‘.

მარინე ქაციბაია: დიდი სურვილი მქონდა საქველმოქმედო საქმიანობაში მიმეღო მონაწილეობა და დავხმარებოდი ჯანმრთელობის მქონე პატარებს. მშვენირი საღამოსთვის მოწყობისთვის, დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს: ირინა აზაროვას და ასოციაცია ,,Georgia for Frends  ‘‘-ის პრესიდენტს თამარ ბასილაშვილს.

           ღონისძიებაზე, ხელოვანმა ახალი კრებულის პრეზენტაცია გამართა, საიდანაც სემოსული თანხა მთლიანად, ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებს მოხმარდება.

                                  მზია გოგოძე

Friday 31 March 2017

ჯანმრთელობა

                                  ისუნთქე თავისუფლად

         ,, თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების და ღსრულების მხარდაჭერა საქართველოში‘‘- ასეთი იყო თემა კანონპროექტისა, რომლის პრეზენტაცია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვები.

          თამბაქო – გლობალური საფრთხე, რომლის მიერ გამოწვეული სავალალო შედეგების თავიდან აცილება, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოში გავრცელებული სტატისტიკური მონაცემები საგანგაშო ნიშნულს უტოლდება. სამწუხაროდ, თამბაქოს მოხმარებით, ყოველ წამს ერთი ადამიანი იღუპება, ყოველწლიურად კი, 6 მილიონი. საგულისხმოა, რომ თამბაქოს მომხმარებელთა უმეტესობა, განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში ცხოვრობს. სოციალური, ეკონომიური თუ დემოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით, თამბაქოსგან თავისუფალი სივრცის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება, ბოლო წლებში, ჩვენს ქვეყანაში წამოწყებული თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია.

          ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი: - მოგეხსენებათ, თამბაქო – მთელ მსოფლიოში ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. თამბაქოს წინაარმდეგ გლობალური ბრძოლის ერთ-ერთი ინიციატორი გახლავთ, ნიუ იორკის ყოფილიმერი მაიკლ ბლურბერგი, რომელიც დიდ თანხას დებს ამ საქმეში, რისთვისაც სპეციალური გრანტი დააწესა.. ჩვენმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა, უკვე მესამედ მოიპოვა აღნიშნული გრანტი და სერიოზულად ჩაერთო თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში. ახალი კანონპროეტის მიზანია: ხელშემწყობი გარემოს შექმნა - თამბაქოს კონტროლის ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება და აღსრულების მექანიზმების დანერგვა საქართველოში. პროექტი, ეხება მარეგულირებელი ორგანოს მომზადებას და შესაბამის, საკანონმდებლო ტექნიკური ბაზის შექმნას. იმედია, საქართველოს პარლამენტი, ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გაზაფხულზე დაამტკიცებს.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, თამბაქოს კონტროლის ახალი სივრცის შექმნას ისახავს მიზნად და სხვადასხვა სახის აკრძალვებს აერთიანებს. კანონის მიღების შემთხვევაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალება. ასევე, ნებადართული არ იქნება ბანერებზე და სტენდებზე თამბაოს რეკლამირება. აგრეთვე, გამკაცრდება კონტროლი სკოლებში და სხვა სასწავლო დაწესებულებებში. კანონპროექტის მიღების შემდეგ, ახალი ინიციატივა 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

     თამბქოს მოწევისგან თავის დაღწევა, არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათშორის, სიგარეტზე ფასების ზრდა და საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის კრძალვა, უდავოდ შეამცირებს მომხმარებელთა რაოდენობას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, კიდევ ერთ ინიციატივას სთავაზობს მოსახლეობას: ,,თავს ვანებებ‘‘- ასე ეწოდება მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილ აპლიკაციას, რომელიც მოწევაზე თავის დანებების მმართვის საშუალებას იძლევა. აპლიკაცია, ამერიკის კიბოს ინსტიტუტის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელსეწყობით მომზადდა და მისი გამოყენება შეუძლიათ სმარტფონისა და ადროიდის მომხმარებლებს. თამბაქოს მოხმარების თავიდან აცილება შესაძლებელია, ამისათვის საჭიროა ნებისყოფა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სურვილი.

                                მზია გოგოძე
   

Monday 6 March 2017

პოლიტიკა

                                                 სიმართლე უნდა ითქვას 
 
             
         მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება ,,ქართული დასის’’ ლიდერი    ჯონდი ბაღათურია

   -ბატონო ჯონდი, როგორ შეაფასებდით დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას?

  -სამწუხაროდ, საქართველოში რთული მდგომარეობა და ბევრი  პოლიტიკური ,,ჭუჭყი'' ამოიტანა ზედაპირზე  ამ ვითარებამ,  ძალიან მძიმე სოციალური ფონია, რაც კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას. საგარეო ასპარეზზეც არასახარბიელო  სიტუაცია გვაქვს. ფაქტია, რომ არა აქვს სწორად ჩამოყალიბებული დიპლომატიური კურსი. ჩვენი დიპლომატები შემოიფარგლებოდა,  მხოლოდ იმ ტრაფარეტული და შაბლონური განცხადებებით, რომელსაც შეერთებული შტატების საელჩოდან იღებდნენ და  იქ ხელისუფლება რომ შეიცვალა, ეს ვერტიკალური  ხაზი მოირყა და  არ არის ცენტრალიზებული...

-ოთხი წლის შემდეგ, როგორ შეაფასებდით  ,,ქართული ოცნების’’ მოღცაწეობას?

-,, ქართული ოცნები-‘’ს შედეგები თვალნათელია და ,,ხელის გულზე’’ დევს. თუ გადახედავთ საინფორმაციო  ველს, როგორც ხელისუფლების კონტროლირებად, ასევე ოპოზიციურ არხებზე დავინახავთ თუ რა მძიმე სოციალ-ეკონომიური მდგომარეობა გაქვს, ეს კი ამ ოთხწლიანი მართველობის შედეგია. სამარცხვინოა, რომ ასეთი შეხმატკბილებული შეტევა აქვთ ყოფილ და ახალ ხელისუფლებას ქართული ეკლესიის წინააღმდეგ.. მახსოვს  2004 წელს, სააკაშვილის ხელისუფლებამ და ადგილობრივმა ,,სოროსელებმა’‘, ქვეყნის გარედან  ასეთი რეკომენდაცია მიიღეს: ლანძღეთ ეკლესია და სამღვდელოება პატრიარქის ქების ფონზე. ურჩიეს, რომ  ეკლესიის ავტორიტეტის შესალახად და დისკრიმინაციისთვის არ შეიძლება პატრიარქის ლანძღვა, რადგან ხალხი არ აგყვებათო. ასეთი დავალება მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ, სამოქალაქო სექტორმა და ასეთი ფორმულით შეუტიეს ეკლესიას.. დღესაც იგივე გრძელდება. ხელისუფლება კი შეიცვალა, მაგრამ გარედან ერთი და იგივე პატრონი ჰყავს ანუ უცხოეთიდან იმართება პროცესები.

–ბატონო ჯონდი, ამერიკის ფაქტორს გულისხმობთ?

–დიახ, რა თქმა უნდა...

 -ნაციონალების ორ ნაწილად დაყოფა და მათი რევანში რამდენად რეალურია?

 -ამ ეტაპზე, ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს არანაირი შანსი არა აქვს ხელისუფლებაში დაბრუნების. მათ გადატრიალების მოწყობის რესურსი,  მაგრამ არა აქვთ მთავარი – ავტორიტეტი და დასაყრდენი ქართულ საზოგადოებაში.  ნაციონალებმა დიდი სიძულვილი დაიმსახურეს. სამწუხაროა, რომ ღევანდელი ხელისუფლების რეიტინგი, სულ უფრო ეცემა და მოსახლეობაში სიძულვილი ღვივდება. თუმცა, ეს სიძულვილი ჯერ ნაციონალებისას არ გათანაბრებია.. და თუ ასე  მოხდა და მესამე -ალტერნატიული ძალა არ გამოჩნდა, მაშინ მოსალოდნელი იქნება, ნაციონალების მხრიდან  ქვეყანაში სიტუაციის არევა. ჩემთვის დამაფიქრებელია,  საზოგადოების ანტაგონისტური დამოკიდებულება და აგრესია არსებული ხელისუფლების მიმართ, რომელიც თანთათანობით ყალიბდება.

  -კოჰაბიტაციის ავ-კარგზე რას გვეტყოდით?

  -ზოგიერთმა ამ სიტყვის მნიშვნელობა არასწორად გაიგო. კოჰაბიტაცია ნიშნავს ორი სხვადასხვა ძალაუფლების არსებობას და მათ ერთმანეთთან თანამშრომლობას. ჩვენთან კი, სახეზეა გარიგება ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის. დღეს, რაოდენობრივად ქართულ ოცნებაში უფრო მეტი ყოფილი ნაციონალია და ისინი იმიტომ გადავიდნენ ოცნებაში, რომ სააკაშვილის მთავრობა დაემხო. მათ  კი, ჭირდებოდათ ახალი ,,პატრონი’’, რათა თავიანთი ნაქურდალი ქონება შეენარჩუნებინათ.

 -თქვენი აზრით, ხელისუფლება მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისგან რატომ იკავებს თავს, თუნდაც საკადრო პოლტიკასთან დაკავშირებით?

 -კარგ კითხვაა და ალბათ, ადრესატი ხელისუფლემაა, მაგრამ ჩემს აზრს მაინც გეტყვით... ,,ქართული ოცნება‘‘ როცა ხელისუფლებაში მოვიდა, მას ჰქონდა არჩევანი, რათა სწრაფი რეფორმები განეხორციელებინა და რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო, პასუხისგებაში მიეცა ყველა დამნაშავე. ასევე, ჰქონდა მეორე არჩევანი: გარიგებეოდნენ ,,ნაციონალურ მოძრაობას‘‘ და ბიზნესში წილები გაეყოთ... საბოლოოდ, ხელისუფლებამ გარიგება ამჯობინა, ყველა მონოპოლიურ ბიზნესში ჩაერთო და წილები გადმოიფორმა. ამის ნათელი დასტურია ბენზინის ბიზნესსა და ფარმაცევტულ კომპანიაში შექმნილი მდგომარეობა. მაგალითად, ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ,,სოკარი‘‘  ნაციონალური პარტიის  დამფინანსებელი იყო, მაგრამ მათ არავინ არ შეხებია. აი, ასეთი ბიზნეს გარიგებების გამო, ხელისუფლება არ წავიდა რადიკალურ ცვლილებებზე.

 - რას იტყოდით ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე? არის თუ არა ლიდერის პრობლემა საქართველოში?

   -ივანიშვილი არის გამოკვეთილი ლიდერი. მას აქვს გავლენა და შეუძლია მართოს- აკონტროლოს ხელისუფლება და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი. თუმცა, რამდენად ეფექტურად მართავს ეს სულ სხვა საკითხია. ასე რომ,  ლიდერის პრობლემა არ არის, მაგრამ კადრების კი, რაც საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. მართალია, ხელისუფლებაშიც არიან მაღალკვალიფიციური კადრებიც, მაგრამ ყველა არა.

   -ბატონო ჯონდი, ტელეკომპაბია ,,რუსთავი 2''- თან დაკავშირებულ სასარართლო პროცესზე რა აზრის ხართ?

    -თავის დროზე რუსთავი 2 წაართვეს ეროსი კიწმარიშვილს და იძულებით შეასყიდინეს ქიბარ ხალვაშს. შემდეგ,  სააკაშვილის და ხალვაშის გზები გაიყარა და მას წაართვეს კომპანია, მერე რამდენჯერმე მოხდა ტელევიზიის გადაყიდვა. რეალურად კი, ეს იყო ფიქტიური გადაყიდვები და გდაფორმებები... თუმცა, რუსთავი 2-ის მფლობელი არის მიხეილ სააკაშვილი. ქიბარ ხალვაშის ბრძოლა სამართლებრივად, აბსოლუტურად დასაბუთებულია, თუმცა არისებობს კითხვები, თავის დროზე როცა სხვას წაართვეს და რაღაცაზე შეთანხმდნენ, ესეც არ იყო მართებული. ერთი სიტყვით, ეს არის ქონებრივი დავა მიხეილ სააკაშვილს, ქიბარ ხალვაშს და ჯარჯი აქიმიძეს შორის -,, რუსთავი 2''-ის მფლობელებაზე. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პომპონენტიც ჭარბად არის..

  -რა აზრის ხართ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე? თქვენი მოსაზრება ე.წ. ,,ციანიდის’’ საქმესთან დაკავშირებით?

  -როგორც უკვე აღვნიშნე, გარედან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, კვლავ გრძელდება შეტევა სამღვდელოებაზე. სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიეთ,  ზოგიერთი ეკლესიის წარმომადგენელიც ჩართულია საპატრიარქოს ავტორიტეტის შელახვაში, მათ თავი ვერ შეიკავეს განცხადებების გაკეთებისგან. წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ამ ეტაპზე, დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ გამოცხადდეს, თუმცა, პროკურატურაზეც ვერ ვიტყვი, რომ იგი შეგნებულად ცილს წამებს. საერთოდ, პატრიარქის მოწამვლის მცდელობა, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და შესაძლოა გამოძიება ცდებოდეს. საზოგადოებამ სიმართლე  უნდა გაიგოს და ჩანაწერები უნდა გამოქვეყნდეს.

 -რატომ მიგაჩნიათ აუცილებლად ჩანაწერების გამოქვეყნება?

  - აუცილებელია, რადგან საზოგადოება გაერკვევა თუ რა ხდებოდა მის თავს და რამდენად სამართლიანია ბრალდება. თავისთავად ცხადია, რომ თუ დადასტურდა ფაქტი, დამნაშავე მარტო ვერ იმოქმედებდა.  მას მოკავშირეები ეყოლება როგორც ხელისუფლებაში, ისე ეკლესიის მაღალ იერარქიაში. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ბოლომდე ითქვას სიმართლე. დელიკატური ვითარებაა და საზოგადოებას ვთხოვ არ აჰყვეს ამ სიბინძურეს. ერთი არ ორი უღირსის გამო, ეკლესიის მიმართ რწმენა არ დავკარგოთ, ჩვენი ერის გამაერთიანებელი და ქართველების თავშესაფარი მართლმადიდებელი ეკლესიაა. მას უნდა გავუფრთხილდეთ და არ დავუშვათ, რომ ეკლესიის ავტორიტეტი შეილახოს.

                         ესაუბრა მზია გოგოძე