Saturday 1 April 2017

ინკლუზიური განათლება


ბაგა–ბაღი

                                                                          პატარებს მუდამ ემახსოვრებათ


                      თბილისის 131 –ე ბაგა- ბაღში სტუმრობისას საოცრად თბილი და მყუდრო გარემო დამხვდა. ყვავილებითა და სხვადასხვა თვალსაჩინოებებით მორთული დერეფნები და ოთახეები, მშვიდ და კომფორტულ სიტუაციას ჰქმნის და პატარებს კარგ განწყობაზე აყენებს. ამ საბავშვო დაწესებულებაში ესთეტიკას და სილამაზეს ყოველთვის დიდი ყურადრება ექცეოდა და დღესაც ასეა. ამჟამად, ბაღს ხელმძღვანელობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამილა ნინიაშვილი, რომელიც გამოცდილი და კვალიფიციური კადრია და მანმადე, 64-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე გახლდათ.

                     ქალბატონმა თამილამ გულთბილი მასპინძლობა გამიწია, დამათვალიერებინა ბაღის ყველა კუთხე-კუნჭული და გამაცნო თითოეული თანამშრომელი, რომლებიც თავდაუზოგავად იღწვიან პატარების აღზრდა-განვითერებისთვის. ამიტომაც არის, რომ მშობლებისგან მადლობას და შექებას იმსახურებენ. ბაღი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც ერთ გუნდად არიან შეკრულნი და მუდამ მეგობრული ატმოსფერო სუფევს. განსაკუთრებით გამახარა ჩემი კოლეგის, ჟურნალისტ მარინე გურასპაშვილის ხილვამ, რომელიც ბაღში სპეც. პედაგოგად მუშაობს და დარწმუნებული ვარ იგი, ისეთივე წარმატებით უძღვება თავის ამჟამინდელ საქმიანობას, როგორც არის ჟურნალისტიკაში.

                  რაც შეეხება ბაღის ინფრასტრუქტურას, იგი მთლიანად მოწესრიგებულია, გარემონტებულია სველი წერტილები, სამზარეულო და დარბაზი... საბავშვო ოთახები და დერეფნები მორთულ-მოკაზმულია პატარების შენოქმედებით, ნახატებით, აპლიკაციებით და გამოძერწილი ზღაპრის გმირებით. ბაღის მოპირკეთებულია და დამშვენებულია ატრაქციონებითა და სხვადასხვა მწვანე ნარგავებით. ბაღი აღჭურვილია თამანედროვე ინვენტარით, სათამაშოებითა და ლიტერატურით.

               ბაღში ამჟამად, 256 ბავშვია, სულ 6 ჯგუფია და 31 თანამშრომელი. აქ ძირითადი ყურადღება ეთმობა ცუგრუმელების შემოქმედებითი უნარების განვითერებას და მთელი კოლექტივი მოწოდებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი საინტერესო ღონისძიებები ჩაატარონ. წარმატებით ხორციელდება ,,სასკოლო მზაობის’’ პროგრამა, სისტემატურად იმართება სეზონური ზეიმები და სხვადასხვა აქტივობები. თვალხატულა გოგო-ბიჭები, სტუმრებს თავიანთი შემოქმედებით ხიბლავენ.Pპატარების გამხირულებაზე ზრუნავს მუსიკის პედაგოგები მედეა ქინქლაძე.

            ბაღის ხელმძღვანელი მაღალ შეფასებას აძლევს მისი მოადგილის ნინო ქევხიშვილი და მეთოდისტის გულნარა სალუქვაძის საქმიანობას, რომელებიც თავისი საქმის მაღალი პროფესიონალები არიან. ასევე, აღნიშვნის ღირსია ფსოქოლოგ ქეთევან მაჭავარიანის, მნე-ს მაია თევდორაძის, საქმის მწარმოებლების მაია მჭედლიშვილის საქმიანობა.

             ბავშვების სისუფთავესა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი ირმა მაისურძე..

          უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ძალისხმებით, დედაქალაქის ყველაა საბავშვო დაწესებულებაში პატარების კვება მაღალ დონეზეა და მრავალფეროვანია, სადაც დაცულია ცხიმებისა და ცილების თანაფარდობა. 131-ე ბაღშიც განსაკუთრებული ყურადღება კვებას ექცევა და პატარებს გემრიელ კერძებს უმზადებს მზარეული ნატო მახარაშვილი და მისი თანაშემწე ლელა შალამბერიძე.

          აღსაზრდელებს განსაკუთრებით ეპყრობიან, დედასავით ზრუნავენ და მათ სულს უფაქიზებენ ჩინებული აღმზრდელები: ნაირა ხუციშვილი, ნანა თორდია, ბელა ხადური, მაია ტონია, თამილა სიგუა და ლია ჯაფარიძე. მათ გვერდში უდგანან თანაშემწეები: თამარ სულაძე, ნინო ბაჯელიძე, თამარ გველესიანი, ნინო მირგატია, მარინე მაყაშვილი და ეკატერინე ქვაჩახია.

          მშობლები კმაყოფილებას გამოთქვანენ ბაღის სისუფთავესა და სანიტარეულ მდგომარეობაზე, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ტექნიკურ პერსონალსაც. ესენია: ნათია სირაძე, ელენე გრიგოლია, ნინო ქარსელაძე, სირანუმ კაპანიანი, ეკა ორაგველიძე, ანა ნასყიდაშვილი, თამარ ელიაშვილი და დავით ჭინჭარაძე.

           შეიძლება ითქვას, რომ 131-ე ბაგა-ბაღი დღითიდღე ვითარდება, ინერგება სიახლეები და წარმატებით მიიწევს წინ, რაც აქაური მესვეურების თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მთელი კოლექტივი, ძალ-ღონეს არ იშურებს იმისთვის, რომ ეს საბავშვო დაწესებულება იყოს სანიმუშო და პატარებს შეუქმნან ისეთი პირობები, რომ აქ გატარებული ლამაზი დღეები მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეთ.

                 მზია გოგოძე

განათლება

                                                                                  მიზანი, რომელიც ოცნებაზე მეტია

     ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება და მაღალი დონის სწავლება - აი, ასეთი თვისებებით გამოირჩევა თბილისის 90-ე საჯარო სკოლა, რომელიც ქართულ საგამნამანათლებლო სივრცეში, მართლაც ღირსეულ ადგილს იკავებს. აქ მუდავ შემოქმედებითი ფუსფუსია და მუხლჩაუხრელად ზრუნავენ მოსწავლეებს აღზრდასა და ცოდნის ამაღლებაზე.

    სკოლას სათავეში უდგას ახალგაზრდა და ენერგიული ქალბატონი თამარ მელიქიძე, რომლსაც დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის აღორძინებაში. იგი, მეორე ვადით გახდა სკოლის ხელმძღვანელი და მართლაც, მუდმივად ზრუნავს პრობლემების მოაგვარებაზე, ინფრასტრუქტურის, მოწესრიგებაზე სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე და სკოლის წინსვლაზე.

      ქალბატონ თამარს დიდი გამოცდილება აქვს, როგორც პედაგოგიურ, ასევე მენეჯერულ საქმიანობაში. იგი, პროფესიით ქიმიკოსია და თავდაპირველად, მოღვაწეობა დაიწყო ლაბორანტ-მეთოდისტად ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ინსტიტუტში, ასევე, სხვადასხვა წლებში მუშაობდა მე-7, მე-9 და კერძო სკოლებში, ქიმიისა და დაწყებითი კლასების პედაგოგად, 44-ე სკოლაში, მასწავლებლად და ორგანიზატორად. 190-ე სკოლაში დირექტორის მოადგილედ. 2007-2010 წლებში იყო 90-ე სკოლის არჩეული დირექტორი და შემდეგ, როცა ორი სკოლა (121-ე და 90-ე) ერთად გაერთიანდა, ქალბატონმა თამარმა მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 2014 წლიდან კი, იგი კვლავ სკოლის ხელმძღვანელია და ამასთან, კვლავ განაგრძობს პედაგოგიურ მოღვაწეობას.

    თამარ მელიქიძე: ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში არაერთი სიახლე და პროექტი განხორციელდა. ნაწილობრივ მოვაწესრიგეთ ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ლაბორატორიები და კლუბები – ისტორიის, ქიმიის, საბუნებისმეტყველო,პოეზიის მოყვარულთა და ა.შ. მართალია, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ აუცილებელია შენობის სრული რეაბილიტაცია. იმედია, სამომავლოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით, ყველა არსებულ პრობლემას მოვაგვარებთ. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ამ მხრივ ყველაფერი კარგად არის. გვყავს მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სკოლაში მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ. მთელი კოლექტივი ერთ გუნდად არის შეკრული და ერთმანეთთან მეგობრული და კოლეგიალური დამოკიდებულება აქვთ. გვყავს წარმატებული მასწავლებლები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, აქტიურობით, ინოვაციებით და სიახლეების დანერგვით. ესენია: მარინე პიტიურიშვილი, თინათინ ბარბაქაძე, ირმა ქერეჭაშვილი, ცისანა წიქარიძე, მანანა ბეგიაშვილი, გულნაზ ძიძიგური და მარინე ჩიღენაძე. წელს, ყველა მაწავლებელი მონაწილეობას მიიღებს სასერთიფიკაციო გამოცდებში. ჩვენი სკოლა, ძირითადად, გამოირჩევა მოსწავლეებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით, სხვადასხვა აქტივობებითა და აკადემიური მოსწრებით. სკოლაში სულ 775 ბავშვია. არიან წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა პტროექტებში და ოლიმპიადებში, საიდანაც სიგელებით და დიპლომებით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან. მაგალითად, სკოლის 5 მოსწავლე ჩართულია საპატრიარქოს ახალგაზრდულ მოძრაობა ,,დავითიანი’’-ს პროექტში, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ტაო-კლარჯათის ექსკურსიის პრიზს მოიპოვებენ. ასევე, სკოლაში ტარდება სხვადასხვა აქტივობები და ღია გაკვეთილები. შესანიშნავი პროექტი განვახორციელეთ ქიმიაში. სიახლეა ის, რომ მოსწავლეებს, გაკვეთილები ჩაუტარდათ მუზეუმებში და ჩართულები არიან პროექტებში ,,განძის მაძიებლები’’ და ,,საბავშვო არქეოლოგია’’. შოთა რურთაველის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კი, მე-9 და მე-10 კლასებში, ჩატარდა აფორიზმების კონკურსი, სადაც გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ. აგრეთვე, ქიმიის კლუბი, საბუნებისმეტყველო საგნებში, ყოველწლიურად აწყობს ინტელექტუალურ შეჯიბრებებს და გამრჯვებული წინა წელს თეატრის ბილეთით დაჯილდოვდა. ეს ღონისძიება წელსაც გაიმართება და გამარჯვებულს სიურპრიზი ელოდება.. შარშან, წარმატებული წელი გვქონდა და გვყავდა მედალოსანები. ესენია: ნიკა წიკლაური (ოქროს), ნინა არუდოვა, გოგა ფანგანი, ვერა ხანჩალიანი, გვანცა გუნჩაშვილი და ირაკლი ჩაჩხიანი (ვერცხლის), რომლებიც წარმატებით ჩაირიცხნენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლბლებში.

      90-ე სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტს. სკოლაში ჩამოყალიბებულია სხვადასხვა წრეები და მოსწავლეები შეჯიბრებებში წარმატებით ასპარეზობენ. მაგალითად, მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ ლაშა ლომაია და ლევან პავლიაშვილი. შარშან, საქართველოს ბავშვთა და მოსწავლეთა ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხლშეწყობით, სკოლის დირექტორი ნორჩ სპორტსმენებთან ერთად, იმყოფებოდა ისრაელის ქალაქ ეილათში, სადაც მოსწავლეთა მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა. ამ ფაქტს კი, წინ უძღოდა გასულ ზაფხულს, ანაკლიის ბანაკში გამართული სპორტული შეჯიბრება – საქართველოს პირველობაზე, სადაც გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ეასპარეზათ. ასევე, უნდა აღინიშნოს სკოლის მოსწავლის ცოტნე ქობალიას წარმატება, რომელმაც ისნის რაიონში გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში, კერძოდ, მაგიდის ჩოგბურთში პირველი ადგილი მოიპოვა.

    საამაყოა ის ფაქტი, რომ სპორტის ეროვნული ფედერაციისა და ქალაქის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტში ,,ლეგენდების კვალდაკვალ’’, 90-ე სკოლის მოსწავლეებმა სოფო ჟივიძემ და ბექა რაზმაძემ პირველი ადგილი და ფულადი პრემია 600ლ. მოიპოვეს. ხოლო სპორტულ აქტივობებში სკოლის გუნდი მე - 4 ადგილზე გავიდა და 200 ლარით დაჯილდოვდნენ. იმედია, წარჩინებული მოსწავლეები სამომავლოდაც ასახელებენ სკოლას.

          90 –ე საჯარო სკოლას ყველანაირი პირობა და რესურსი აქვს იმისთვის, რომ, იყოს ერთ-ერთი სანიმუშო სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულება, რაც დირექტორის თამარ მელიქიძის და მთელი კოლექტივის დიდი დამსახურებაა. სასწავლებლის პრესტიჟის ასამაღლებლად და სწავლის ხარისხის გასაუნჯობესებლად, აქ ყველა მუშაკი მაღალ შედეგებზეა ორინეტირებული. სკოლას აქვს დიდი სამომავლო გეგმები და მოტივაცია დასახული მიზნის მისაღწევად.

                       მზია გოგოძე
                                                                        საქველმოქმედო 

       ორი მუზის მსახური – ასე შეიძლება ვუწოდოთ ნიჭიერ პოეტსა და საინტერესო მხატვარს მარინე ქაციბაიას. იგი, ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული, მაგრამ ეს ფაქტი ხელს არ უშლის შექმნას შესანიშნავი ნამუშევრები.

         ასოციაცია ,,Georgia for Frends  ‘‘-ის ეგიდით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ნიჭიერი ხელოვანის , პოეტისა და მხატვრის მარინე ქაციბაიას შემოქმედებითი საღამო და ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიება საქველმოქმედო იყო და მასში მონაწილეობდნენ პოეტები, მწერლები, მუსიკოსები და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები.


       მარინე ქეცბაიას შემოქმედებას კარგად იცნობს საზოგადოება, საინტერესოა მისი მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები. არანაკლებ შთამბეჭდავია ქალბატონ მარინეს ლექსები, რომელიც ძირითადად, ასახავს მის სულიერ მდგომარეობასა და სამშობლოს სიყვარულს. როგორც მწერალმა ნაირა გელაშვილმა აღნიშნა: ,,ის არ დაიკარგა და სამყაროსთან საუბრის საკუთარი ფორმა აქვს‘‘.

მარინე ქაციბაია: დიდი სურვილი მქონდა საქველმოქმედო საქმიანობაში მიმეღო მონაწილეობა და დავხმარებოდი ჯანმრთელობის მქონე პატარებს. მშვენირი საღამოსთვის მოწყობისთვის, დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს: ირინა აზაროვას და ასოციაცია ,,Georgia for Frends  ‘‘-ის პრესიდენტს თამარ ბასილაშვილს.

           ღონისძიებაზე, ხელოვანმა ახალი კრებულის პრეზენტაცია გამართა, საიდანაც სემოსული თანხა მთლიანად, ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებს მოხმარდება.

                                  მზია გოგოძე