Thursday 11 October 2018

ახალი წიგნი

     სულის საზრდო მკითხველისთვის


             ქართველებისა და ებრაელების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა მართლაც საამაყოა ამ ორი ერის ისტორიაში. სასიხარულოა, ის ფაქტი ქართულ-ებრაული მეგობრობა იუნესკომ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ, ჩვენი  ურთიერთსიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელებს მუდმივი  და მჭიდრო კონტაქტი აქვთ  საქართველოსთან. ერთ-ერთი მათგანია სახელგანთქმული ექიმი და შესანიშნავი პოეტი გია მოშიაშვილი. ბატონი გია დაიბადა  და გაიზარდა ქუთაისში, სამედიცინო განათლება კი, რუსეთში მიიღო. მშობლიურ ქალაქში, წლების მანძილზე პაციენტების ჯანმრთეობაზე ზრუნავდა და წარმატებული კარიერიერაც ჰქონდა. ამჟამად კი, ისრაელში ცხოვრობს და მოღვაწეობს. არის ფსიქოთერაპევტი წმიდა სერაფიმ საროველის სახელობის ონკოჰემატოლოგიურ ცენტრში.
           



,,მრავალწერტილი’’-ასე  ეწოდება  გია მოშიაშვილის ახალ პოეტურ კრებულს, რომელიც ქუთაისში გამოიცა და რომლის რედაქტორია ფილოლოგი ია სულაბერიძე. წიგნში თავმოყრილია პოეტის ბოლო დროინდელი ლექსები, რომლის თემათიკა მრავალფეროვანია. კრებულში იხილავთ პატრიოტულ, ფილოსოფიურ, ლირიკულ ლექსებს, ასევე იგავებსა და მინიატურებს. თითოეული ლექსი და პოეტის გამოძერწილი სტრიქონები ასახავს ავტორის შინაგან სამყაროს, განწყობას; წერს წუთისოფელის ამაოებაზე,  ჩვენს ერებს შორის მეგობრობაზე, საქართველოზე  და მისი სიყვარულის ამოუცნობ ფენომენზე... პოეტი კითხულობს:



,,რა არის  სული ქართული, ნეტავ ვინ ახსნის ამასა?
იქნებ ღრუბელი ფერდობზე, რომ ეფერება ვენახსა,
იქნებ  ფესვები მიწა-წყლის, შერწყმული ქართულ ენასა,
იქნებ მფარველი, რომელსაც ვეძახით ქართლის დედასა,
უფალი ყოვლის შემქმნელი გვაერთიანებს ყველასა...
რა არის სული ქართული, ნეტავ ვინ ახსნის ამასა?’’...

  წიგნი ,,მრავალწრტილი’’, თავისი ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, მკითხველთა ყურადღების არეალშიც მოექცევა და პოეზიის სამყაროში თვალსაჩინო ადგილს დაიმკვიდრებს. გია მოშიაშვილის შრემოქმედება გამოირჩევა მხატვრული სიტყვაკაზმულობით, თვითმყოფადი ხელწერით, სადაც აირეკლება სამყაროს მისეული ხედვა, შინაგანი განწყობა, ინტელექტი  და ქართული სული...
   ავტორი ამბობს:  ,მოგზაურობა გრძელდება.. ზუსტად ამიტომ ვაგრძელებ ,,მრავალწერტილს’’ – მრავალწერტილით ასახულს მეორე კრებულში, როგორც პირველის გაგრძელებისა’’….. და აქვე დასძენს ,,გეპატიჟეით ჩემს სუფრაზე და გამომაქვს თქვენს სამსჯავროზე ჩემი ვაზის ნაჟური, მასპინძლობა და თამადობა! მრავალჟამიერ! მოგზურობა გრძელდება’’…..
     წიგნი ,,მრავალწერტილი’’ გამოირჩევა არამარტო მხატვრული ოსტატობით, არამედ მაღალი პოლიგრაფიული დონით და იგი შესანიშნავი საჩუქარია გემოვნებიანი მკითხველისთვის და პოეზიის მოყვარულთა საზოგადოებისთვის.
             
                                                                                      მზია გოგოძე






Tuesday 31 July 2018

მარიხუანას მოხმარება ნებადართულია

         
საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწეყვეტილება, მარიხუანის მოხმარებისთვის ჯარიმის გააუქმების თაობაზეფართო საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა,  არიან არიან  მომხრეებიც... სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობაა,  უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, ასეთი გადაწტვეტილების მიღება  ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საზიანოა რამეთუ ,გაიზრდება ნარკომომხმარებელთა რიცხვი. სპეციალისტების თქმით, მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკია, მაგრამ მისი სისტემატური გამოყენების შემდეგ, ადამიანები უფრო ძლიერ ნივთირების გამოყენებაზე გადადიან და ინტრავენური ნარკომანები ხდებიან.
          საგულისხმოა, რომ 30 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია "გირჩის" წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა.მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. მათივე მტკიცებით, მარიხუანას მოხმარებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.

            მოსარჩელეთა თქმით, დასახელებული ქმედება არ უქმნის რეალურ საფრთხეს სხვა რომელიმე ღირებულ საჯარო ინტერესს. მათივე განმარტებით, მარიხუანას მომხმარებლის დასჯა მხოლოდ მორალისტური და პატერნალისტური არგუმენტებით წინააღმდეგობაში მოდის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

         აღსანიშნავია, რომ მარიხუანას მოხმარებითვის ადმინისტრაციული ჯარიმა გაუქმდა, გარდა გამონაკლისებისა, - თუკი მარიხუანას იყენებენ საზოგადებრივი თავშეყრის ადგილებში, სასწავლო სააღმზრდელო დაწესებულებებში და მოხმარება საფრთხეს უქმნის მესამე პირს.საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.
საკონსტიტუციოში სარჩელი პოლიტიკურ გაერთიანება "გირჩს" ჰქონდა შეტანილი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა.

       ცნობისათვის:  საკონსტიტუციო სასამართლომ ამ სარჩელის განხილვა 2016 წლის 4 მარტს დაიწყო. საქმეს პირველი კოლეგია განიხილავდა.

  სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებლის სტატუსი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

           არა მარიხუანას ლეგალიზებას!

მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნა ხმამაღლა გააჟღერა „გირჩმა“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჭუპრმა!
აბა, სხვაგან, სხვასთან ამ საქმისთვის სად მოიცლიდნენ?!
მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წიაღში თუ იშვებოდა ეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი თესლი და იდეა!

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას. მარიხუანის მოხმარების აკრძალვა მისი ბრუნვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა, და შესაბამისად ემსახურება მომხმარებლების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს.
ასევე ცნობილი გახდა ფლობის 70 გ. მშრალი სახით და 100 გ ნედლი სახით ლეგალიზება.
მსგავსი პრეცედენტი დედამიწის ზურგზე არ არსებობს!
დროა მართლაც რომ დაირისხოს საგანგაშო ზარი!
ეს არის ერის გენოციდი!
ქართული გენოფონდის წინააღმდეგ მიმართული ამ ვერაგობის ჩამდენ მოსამართლეებს უნდა აეკრძალოს პროფესიული მოღვაწეობა!
ჩვენი საზოგადოებისათვის ეს კასტები მოიაზრებიან, როგორც დასავლური ორიენტაციისა, რაც საქართველოს მოსახლეობას მათი მსგავსი ქმედებები და მღვაწეობა დასავლური სამყაროსა და ღირებულებებისადმი განაწყობს ატაგონისტურად.
დღეს, როგორც არასდროს ისეა საჭირო და აუცილებელი ასეთი ვერაგი მტრების საერთო სახალხო მხილება!

ეს არის შეთქმულება საქართველოს სახელმწოფოს წინააღმდეგ და გენოციდი საქართველოს აბორიგენი მოსახლეობისა!

ახლა კი გავეცნოთ თუ რა ვითარებაა სინამდვილეში ევროპაში მარიხუანას გამოყენების ირგვლივ?

გთავაზობთ მიმოხილვას

ბელგია
ბელგიამ დაუშვა სრულწლოვანებისთვის 3 გრამი კანაფის ან კანაფის ნერგის პირადი გამოყენებისათვის ფლობა, ეს გამოანლისი წესი დაიშვა 2003 წლიდან. 2014 წლის ოქტომბრიდან კი ყოველგვარი ნარკოტიკის გამოყენება და ფლობა არის აკრძალული და დასჯადი როგორც არასრულწლოვანთათვის, ასევე სრულწლოვანისათვის.

ბულგარეთი
ბულგარეთში კანაფი ჰეროინთან, კოკაინთან, ამფეტამინეთან და სხვა ძლიერ ნარკოტიკებთანაა გათანაბრებული. ლობა და გამოყენება კი დასჯადია.

დანია
დანია განეკუთვნება იმ ქვეყნებს, რომლებიც კანაფისადმი ტოლერანტულია. მაგრამ კანაფის ფლობა კანონსაწინააღმდეგოა და ძირითადად ისჯება ფულადი ჯარიმით ან 2 წლის თავისყფლების აღკვეთით.

გერმანია
გერმანიაში კანონი კრძალავს კანაფის მოშენებას, ყიდვასა და გაყიდვას, მაგრამ დაშვებულია პირადი მოთხოვნილებისთვის კანაფის ძალზედ მცირედი რაოდენობის გამოყენება და ფლობა. გამონაკლისია სამედიცინო მიზნებისათვის დაშვება, როგორც ტეტრაჰიდროკანაბინოლის ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი კანაფის ბაზისზე. ამისათვის კი აუცილებელია რეცეპტი.

ლუქსემბურგი
აქ კანაფის ქონა აკრძალულია. ვარაუდობენ რომ კანაფის მოხმარების დოზები მხოლოდ სამედიცინო მიზნებისათვის იქნეს დაშვებული. ვისაც დღეს რეცეპტის გარაშე კანაფის ფლობის ფაქტზე წაასწრებენ, ემუქრება დიდი ფულადი ჯარიმა.

საფრანგეთი
კანაფის გამოყენება საფრანგეთში ფაქტიურად შემწყნარებლურია, მაგრამ მკაცრად განსაზღვრულია.
კანონდამრღვევებს ემუქრებათ ჯარიმა 40 ათას ევროს ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა. კანაფის პროდუქტები მარიხუანა და ჰაშიში იქ მიჩნეულია ძლიერ ნარკოტიკებად.
1970 წლის ნარკოტიკების საწინააღმდეგო კანონით კანაფის ფოთლის ან მისი სახის სუვენირის ტარება როგორც ტანსაცმლის სამკაული დასჯადია.
ფაქტიურად მისი მოხმარება შემწყნარებლურია. აატლანტიკის სანაპიროზე აქა იქ არსებობს ჰოლანდიური ტიპის კაფეები განსაზღვრული კანონმდებლობით.

საბერძნეთი
კანაფის ფლობის ყველა ფორმა აკრძალულია. უმცირესი რაოდენობის ფლობის წინააღმდეგ იშვიათად აღიძვრება სარჩელი, დიდი რაოდენობის ფლობისათვის კი ეკისრებათ პატიმრობა. კანაფის დეკრიმინალიზაციის კანონიიის მიღება პარლამენტმა 2011 წელს უარყო.

იტალია
მცირე რაოდენობის ქონაც კანონდარღვევაა, მფლობელს ერთმევა მართვის მოწმობა ან პასპორტი. დიდი რაოდენობის ფლობა ან გასაღება სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით. 2003 წლისთვის იტალიის სასამართლომ მიიღო სამედიცინო კანაფის დაშვების გადაწყვეტილება, რომლის მოშენებაც მკაცრად რეგულირდება.

ნიდერლანდები
ნიდერლანდებში კანაფი დღესამომდე ილლეგალურია, მაგრამ შემწყნარებლური. მცირე რაოდენობის ფლობა 5 გრამამდე არ ისჯება და კანაფის პროდუქტები განსაკუთრებულ პირობებში ე.წ. კანაფის კაფეებში იყიდება. ეს კაფეები არსებობენ 1976 წლიდან. გაყიდვა და მოხმარება ოფიციალურად შეწყალებულია შემდეგ პირობებში, პიროვნებისათვის დღეში მაქსიმუმი 5 გრამით, არ არსებობს რეკლამა, მცირეწლოვანთათვის მიუწვდომელია.

ნორვეგია
ნორვეგიაში მარიხუანას 15გრამამდე ფლობა ისჯება ფულადი ჯარიმით. 15 გრამზე მეტის ფლობა და ვაჭრობა ისჯება ციხით.
პოლონეთი
2011 წლის 1 აპრილს პოლონეთის ქვედა პალატამ გამოსცა კანონი, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას საშუალებას აძლევს გახსნას ნარკოტიკებისმცირე რაოდენობის ფლობისას შეწყვიტოს საქმე. მაგრამ კანაფის მოზრდილი რაოდენობის ფლობა და ვაჭრობა აგრძალულია.

რუსეთში
ნებადართულია კანაფის ფლობა 6 გრამის ოდენობით. დიდი რაოდენობით ფლობა ან ვაჭრობა აკრძალულია. დაშვებლ ნორმაზე გადაჭარბება ისჯება ფულადი ჯარიმით ან ციხით.

პორტუგალია და ესპანეთი
ნარკოტიკებით ვაჭობა, ფლობა და ბოროტად გამოყენება რჩება აკრძალულად, მაგრამ 2001 წლიდან მცირე რაოდენობას ეხსნება დევნა. ეს მიიჩნევა წესრიგის დარღვევად. ესპანეთში არსებეობს მრავალი კანაფის კაფე.

შვედეთი
შვედეთში ნებისმიერი ნარკოსაშუალებების ფლობა, მოპოვება, გასაღება და გამოყენება კანონგარეშა. მოქმედებს „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა“.

შვეიცარია
შვეიცარიაში კანაფი შეტანილია გამაყუჩებელ საშუალებათა კანონში და კერძო მოხმარება -გასაღება ილლეგალურია.

სლოვენია
მცირე რაოდენობის კანაფის ფლობა მიჩნეულია წესრიგის დარღვევად და უმეტესად ისჯება ფულადი ჯარიმით. ვაჭრობა კი მკაცრად ისჯება.

ჩეხეთი
ჩეხეთში 2010 წლის 1 იანვრიდან 15 გრამამდე მარიხუანას ქონა კანონით არ იდევნება, მაგრამ ითვალისწინებს ფულად ჯარიმებს. დიდი რაოდენობით ფლობა და მოშენება სისხლის სამართლით ისჯება.ჩეხეთში შეუძლიათ მხოლოდ 5 გრამამდე კანაფის მოყვანა.

უნგრეთში
2013 წლის 41 ივლისიდან უნგრეთში მიიღეს სისხლის სამართლის კანონი, რომლითაც აკრძალული ნარკოტიკების ჩამონათვალი მკვეთრად არის გაზრდილი, მათ შორისაა კანაფი.

აშშ
კანაფის გაყიდვასა და გამოყენებაზე გადაწყვეტილებებს ღებულობს თითოეული ფედერალური შტატი

„მწვანე რევოლუცია“ აშშ-ში.
2014 წლიდან კოლორადოში მხოლოდ 21 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს შეუძლიათ კანაფის ყიდვა და გამოყენება, კანაფის პროდუქცის წარმოებისათვის კი საჭიროა სპეციალური ლიცენზია. ადგილობრივებზე ნებადართულია ერთი უნცია, სტუმრებზე 4 გრამი დღეში. ასევეა 7 შტატსა და დედაქალაქ ვაშინგტონში. დანარჩენ 30 შტატში მისი გამოყენება ნებადართულია მხოლოდ კანაფის სამედიცინო დანიშნულებით მოხმარება.

კანაფის ლეგალიზაცია კანადაში
2001 წლიდან კანადაში დღის წესრიგში დადგა მარიხუანას, ჰაშიშისა და სამედიცინო კანაფის პროდუქტების ლეგალიზაციის საკითხი, პირადი მოხმარების კანონი უნდა დარეგულირდეს 2018 წლის მეორენახევრიდან. კანადაში, სადაც ახალგაზრდობის დიდი ნაწილი მოიხმარს კანაფს, უნდა იქნეს შემოღებული ახალი მარეგულირებელი კანონი, რომელიც ითვალისწინებს კვირაში ერთ პირზე 30 გრამი კანაფის ქონის უფლებას, ამავე დროს ითვალისწინებენ არასრულწლოვანებში კანაფისა და სხვა ნარკოტიკების მიყიდვისა და მოხმარების წინააღმდეგ მკაცრ კანონებს.
ტალიალნში
ამ მხრივ საკმაოდ მკაცრია კანონები, აგრეთვე სამხრეთ -აღმოსავლეთის აზიის ქვეყნებში.
ტაილანდის ხელისუფლება განსაკუთერბით ებრძვის ნარკოტიკების შემოდინებას მეზობელი ქვეყნებიდან. კანფი აქ გათაბნაბრებულია კოკაინთან და ჰეროინთან. მაღალია ფულადი ჯარიმები და სასჯელი თავისუფლების აღკვეთით, აგრეთვე ქვეყნიდან გასახლება-გაძევება მთელი სიცოცხლის მანძილზე.
განსაკუთრებით მკაცრი პოლიტიკაა კანაფის ირგვლივ იაპონიასა და ფილიპინებზე. იქ კანაფის ქონა და მოხმარება შეიძლება დაისაჯოს სამუდამო პატიმრობით.
სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ურუგვაი არის მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც მოსაწევი მცენარეების მოშენება ნებადართულია.
2013 წლის შუა ხანებში პარლამენტმა შეიმუშავა კანომი და დაამტკიცა ამა წლის 25 დეკემბერს.
კერძო პირებს ამ კანონის თანახმად ერთვებათ ნება მოაშენონ მაქსიმუმ კანადის 6 ნერგი.
ლიცენზირებულ მწარმოებლებს კი სესაბამის ნაკვეთზე შეუძლიათ მხოლოდ 99 ძირის დარგვა.
ნებადართულია აფთიაქებში თვეში 40 გრამი კანაფის ყიდვა პირადი გამოყენებისთვის.
მცირე წლოვნებისათვის მოხმარება მკაცრად არის აკრძალული. და ვინც სახელმწიფო ნებართვის გარეშე მოაშენებს, მას შესაძლოა აღეკვეთოს თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე.

    -ნარკოტიკული ნივთიერებების, მცენარეულობის ლეგალიზება ისეთ სახელმწიფოსი, მცირე ერში არის სახელმწიფოს, ერის მტრობა და ღალატი!-წერს  ფეისბუკმომხმარებელი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                               
                             მედიატური გრემის ცენტრში

     სპეციალისტების აზრით,  ნარკოდამოკიდებული პაციენტების  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებით პრობლემა  ვერ მოგვარდება და ნარკომანი ვერ გამოჯანმრთელდება. წამალზე დამოკიდებული პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ფსიქო-თერაპია, ისე სარეაბილიტაციო კურსის გავლა. ამ მხრივ, აღსანიშნავია საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის ,, თანადგომა’’-ს საქმიანობა, რომელიც დიდი ხანია ზრუნავს ნივთიერებებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული  ბენეფიციარების განკურნებაზე.
   საგულისხმოა, რომ ცენტრი ,,თანადგომა’’ საქართვრლოში, დიდი ხანია ფუნქციონირებს, რომლის მეშვეობით არაერთი პროექტი განხორციელდა. იგი  წარმოადგენს საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სულიერ-ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურს. ცენტრის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება. გრემის რეაბილიტაციის ცენტრიც ,,თანადგომა’’-ს ერთ-ერთი პროქტია.
 ახლახან, ,,თანადგომა’’-ს ინიციატივით, დედაქალაქში მომუშავე მასმედიის წარმომადგენლებისთვის ყვარელში, კერძოდ, გრემში მედია ტური გაიმართა. ტურის ფარგლებში, ჟურნალსიტებს საშუალება გვქონდა მოგენახულებინა გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, გავცნობოდით  იქაურ სიტუაციას და გავსაუბრებოდით. მასმედიის მხრიდან დაინტერესებამ, კეთილგანწყობამ და მათი პრობლემების გათავისებამ, დადებითად იმოქმედა თითოეულ ბენეფიციარზე, რომლებიც ფსიქოთერაპევტის, ფსიქოლოგის და არტთერაპიის მეშვეობით, ცდილობენ ჯანსაღ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.  ფსიქოლოგ ელისო ჩაჩხიანის თქმოთ, წამალდამოკიდებული ადამიანების განკურნებისათვის არტ თერაპიის კურსებს დიდი მნიშვნელობა აქვს.
    აღნიშნული კურსები ცენტრის კერამიკულ სახელოსნოში ტარდება, სადაც  წარმოდგენილია ბენეფიციარების მიერ შექმნილი სიურეალისტური თიხის ნაკეთონბები, რომელთა  შინაარსს დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს.
      თემურ კევლიშვილი, მხატვარ-გრაფიკოსი,  კერამიკოსი: ბენეფიციარებს ინდივიდუალურად ვასწავლი  თიხის დამუშავებას. ძირითადად, ვიყენებთ ადგილობრივ (იყალთოს, ვარდისუბნის) თიხას, ასევე, ვყიდულობთ თურქულ ნედლეულსაც. კერამიკაზე მუშაობა თითოეული ბენეფიციარისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მუშაობის პროცესში ივიწყებენ პრობლემებს, წყნარდებიან და მშვიდდებიან. შექმნილ პროდუქციას რომ ხედავენ უხარიათ და ეს მათთვის დიდი მოტივაცია და სტიმულის მიმცემია. ერთმანეთთან მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობა გვაქვს. ზოგს მე თვითონ ვაძლევ მიმართულებას, მაგრამ არიან ისეთბიც, რომლებსაც დიდი წარმოსახვის უნარი აქვთ და თავიანთ იდეებს გვთავაზობენ. მაგალითად,  შემოქმედებითი ნიჭით არის დაჯილდოებული გოჩა დიასამიძე, რომელიც საინტერესო ნაკეთობებს ქმნის.
    გოჩა დიასამიძე, ბერეფიციარი: თიხაზე მუშაობა ძალიან მომწონს.  ეს ჩემთვის  არის დაკავებული დრო და გაჩენილი ინტერესი. ძალიან მიყვარს ხელოვნება და  ბავშვობიდან ვძერწავდი სხვადასხვა ნაკეთობებს.  ვაპირებდი ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებას, თუმცა, ჩემი ცხოვრება სხვა გზით  წარიმართა. ნატკოტიკებს გემო 17 წლის ასაკში გავუსინჯე... შემდეგ გავხდი  წამალდამოკიდებული... 3 წლის წინ კი, ჩემი მეგობრის რეკომენდაციით მოვხდი რეაბილიტაციის ცენტრში და დღემდე აქ ვცხოვრობ.  ცენტრში ნორმალური ცხოვრებისთვის ყველანაირი პირობებაა შექმნილი, კვება, ფსიქოლოგიური დახმარება, არტ თერაპია და რაც მთავარია, უფასოდ. ამჟამად,  სულ რამდენიმე ბენეფიციარი ვართ. არტ თერაპიამ  პრობლემების დაძლევაში ძალიან  დამეხმარა, მაქვს სამომავლო გეგმები და მინდა ჯანსაღ ცოხვრებას დავუბრუნდე. საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი წამალდამოკიდებული, მაგრამ ღმერთის წყალობით პრობლემას მოვერიე და ახლა შპრიცის დანახვაც აღარ მინდა. ცენტში ცხოვრებას თავისებური წესები აქვს, თავდაპირველად სოფელის მკვიდნი  უნდობლად ვიყურებდნენ, მაგრამ თანდათან კეთილმეზობლური დამოკიედებულება ჩამოგვიყალიბდა, ერთმანეთს ვეხმარებით სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში.  ახალგაზრდებს მივმართავ და ვურჩევ, ნარკოტიკს არ გაეკარონ, ეს დიდი უბედურებაა, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე... ძალიან ძნელია დაამრცხო ეს საშინელი სენი,  ებრძოლო  და გაუმკლავდე სატანას....
    ვაჟა კასრელიშვილი ცენტრის ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორი: გრემის ცენტრში კერამიკული სახელსონო ევროკავშირის დაფინანსებით  2015 წელს  გაიხსნა. სამომავლოდ  ვაპირებთ, მეფუტკრეობის და მეფრინველეობის განვითარებას. ცენტრის შენობა კეთილმოწყობილია და ინფრასტრუქტურაც მოწერიგებულია.  შენობის მე -3 სართულის რეკონსტრუქცია იგეგმება და დაემატება ორი  ოთახი შეხვედრებისთვის  და კინო ჩვენებისთვის; ასევე, გათვალისწინებულია ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი  დარბაზის გახსნა. გრემის რეაბილიტაციის  ცენტრი, ძირითადად, არის სათემო-სარეაბილიტაციო დაწესებულება, სადაც დასაქმებულია ყოფილი პაციენტები და პროგრამაც აგებულია იმ ადამიანებზე, ვინც წამალდამოკიდებულება დაამარცხა, მაგრამ გაიარა გადამზადების კურსები.
     ირმა კახურაშვილი, ჟურნალისტი, ცენტრ ,,თანადგომა’’-ს წარმომადგენელი:
    - გრემის ფსიქო-სოაციალური რეაბილიტაციის ცენტრის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება - ის პირველი ქალაქგარეთა, სადღეღამისო დაწესებულებაა, რომელიც სრულიად უფასო სერვისებს სთავაზობს წამალ დაამკოდამოკიდებულ ადამიანებს. ცენტრი ზრუნავს და ქმნის პირობებს მათი სიფხიზლის შენარჩუნებისთვის.ცენტრის ბენეფიცირები, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით, ნაბიჯ-ნაბიჯ გადიან არტ და შრომითი თერაპიას. ასეთი დახმარება 2016 წლიდან 25-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
     ცენტრის მიზანია ნივთიერებებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანი დაუბრუნდეს ოჯახს, საზოგადოებას. ცენტრის ინსტრუქტორები, ფსიქოლოგები და არტ თერაპევტები ეხმარებიან ბენეფიციარებს სიფხიზლის შენარჩუნებაში, სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში, საკუთარი თავის მიმართ დაკარგული კონტროლის აღდგენაში. ცენტრს ჯერ არ ჰყოლია ბენეფიციარი ქალები, რომლებისთვისაც შენობაში ცალკე საცხოვრებელი სივრცეა კეთილმოწყობილი. ცენტრი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომას“ და დონორების - ევროკავშირისა და „შიდსის ფონდი - აღმოსავლეთი-დასავლეთი“ მხარდაჭერით ფუნქციონირებს. „თანადგომა“ პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც დამოკიდებული ადამიანებისთვის ქალაქგარეთა ფსიქო-სოციალური ცენტრი დაარსა.ცენტრში ბენეციფიარებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, შეუძლიათ დაჰყონ მინიმუმ ერთი თვე. ერთბაშად ცენტრს შეუძლია 12 ბენეფიციარის მიღება. ცენტრში მოსახვედრად აუცილებელია ნებისმიერი სქესის ადამიანი (ცენტრში არ დაიშვებიან არასრულწლოვნები, მათთან მუშაობა სხვა მიდგომებს საჭიროებს) იყოს რემისიაში და ჰქონდეს სიფხიზლის შენარჩუნების სურვილი. ცენტრის ბაზაზე მუშაობს კერამიკის სახელოსნო. მომავალში იგეგემება სხვადასხვა ტიპის მეურნეობის გამართვა.  სარებილიტაციო ცენტრს აქვს თავისი დღის რეჟიმი და წესები. აქ მუშაობს „12 ნაბიჯის“ პროგრამა. მომავალში იგეგმება სხვა, ალტერნატიული სარეაბილიტაციო პრაქტიკების შემოღება.
    აღსანიშნავია, რომ გრემში სტუმრობისას,  მედიისთვის დაანონსდა ცენტრ „თანადგომა-“ს,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი ჟურნალისტებისთვის და ბლოგერებისთვის, 4 საპრიზო ადგილით, ფულადი პრიზით თითოეულისთვის 1400 ლარის ოდენობით. კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების, კერძოდ, პატიმრების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების, მათ შორის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების პოპულარიზაცია და მათ მიმართ არსებული სტიგმის შემცირება.
        გრემის ფსიქო-სოაციალური რეაბილიტაციის ცენტრის ფოიეში, თვალშისაცემია კედელზე გაკრული აბრა წარწერით: ,, ნარკოტიკს საბოლოოდ თავს ყველა ანებებს, მხოლოდ რჩეულები კი სიცოცხლეში..  ცენტრში მისულმა ადამიანებმა უკვე გააკეთეს თავიანთი არჩევანი. იმედია, კიდევ არაერთი წამალდამოკიდებული პაცირნტი შეემატება მათ რიცხვს. მისასალმებელია,  რომ  არსებობს დაწესებულება, სადაც ნარკომომხმარებლებს ეხმარებიან  დაძლიონ  ნივთიერებაზე დამოკიდებულება, შეინარჩუნონ სიფხიზლე და დაუბრუნდნენ საკუთარ  ოჯახებს.

                                    მზია გოგოძე

Monday 16 July 2018

მედია ტური

                     გრემის  სარეაბილიტაციო ცენტრში

     თანადგომა სასოწარკვეთილი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და დიდი ნუგეშია, რათა თავი გარიყულად არ იგრძნოს და ცხოვრების ხალისი  დაუბრუნდეს. გზასაცდენილი ადამიანისთვის კი, მხარში დგომა და მისი სწორ გზაზე დაყენება ერდროულად, დიდი მადლიც არის და დიდი სიკეთეც, რომელიც საბოლოოდ, ძალიან კარგი შედეგით მთავრდება. ამ მხრივ, უთუოდ აღნიშვნის ღირსია, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის ,, თანადგომა’’-ს საქმიანობა, რომელიც დიდი ხანია ზრუნავს ნივთიერებებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული  ბენეფიციარების განკურნებაზე.
 ახლახან,  ,,თანადგომა’’-ს ინიციატივით, დედაქალაქში მომუშავე მასმედიის წარმომადგენლებისთვის ყვარელში, კერძოდ, გრემში მედია ტური გაიმართა. ტურის ფარგლებში, ჟურნალსიტებს საშუალება გვქონდა მოგენახულებინა გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, გავცნობოდით  იქაურ სიტუაციას და გავსაუბრებოდით  ბენეფიციარებს, რომლებთანაც უშუალო და გულახდილი დიალოგი შედგა. მასმედიის მხრიდან დაინტერესებამ, კეთილგანწყობამ და მათი პრობლემების გათავისებამ, დადებითად იმოქმედა თითოეულ ბენეფიციარზე, რომლებიც დიდი ნებისყოფის ხარჯზე, ფსიქოთერაპევტის, ფსიქოლოგის და არტთერაპიის მეშვეობით, მაქსიმალურად ცდილობენ ჯანსაღ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.
   სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა და პროექტის კოორდინატორმა ვაჟა კასრელიშვილმა, საგულდაგულოდ დაგვათვალიერებინა ცენტრი, რომლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია და აღჭურვილია თანამედროვე, საჭირო ინვენტარით. ცენტრი გათვლილია 13 ბენეფიცირზე და მათ აქ ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი, რათა თავი კომფორტულად  და დაცულად იგრძნონ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათ ცენტრში საშუალება აქვთ, წამალზე არ იფიქრონ და  ხელსაქმით დაკავდნენ. ბენეფიციარები მუშაობენ ბოსტანში და  თიხის საამქროში, სადაც თავინათი ხელით შესანიშნავ ნაკეთობებს ქმნიან.  მათი პედაგოგი, კერამიკოსი თემურ კევლიშვილი კმაყოფილია ბენეფიციერების მონდომებით და შექმნილი ნივთებით. კარგი შედეგები
აქვს ფსიქოლოგის ელისო ჩაჩხიანის ჩატარებულ კურსებსაც, სადაც ბენეფიციარები  გულახდილები არიან და პროფესიონალის რჩევებს,  შეძლებისდაგვარად ითვალისწინებენ. მსოფლიო პრაქტიქამ აჩვენა, რომ არტ-თერაპიას, მკურნალობის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. 
    ცენტრის კერამიკულ სახელოსნოში გამოფენილი ნაკეთობები, გულგრილს არავის ტოვებს. აქ თითქოს სიურეალისტური სიუჟეტებია წარმოდგენილი, რომლებიც  ბენეფიციარების სულის გამოძახილია, ფერთა გამაც მათ შინაგან განწყობაზე მიგვანიშნებს.  თითოეული ქმნილების შინაარსი კი, სიმბოლური და შტამბეჭდავია..
      თემურ კევლიშვილი, მხატვარ-გრაფიკოსი,  კერამიკოსი: რამდენიმე თვეა, რაც ცენტრის კერამიკულ სახელოსნოში თიხაზე ვმუშაობ. მაქვს ჩემი მუშაობის სტილი და ბენეფიციარებს ვასწავლი თიხის დამუშავებას. ძირითადად, ვიყენებთ ადგილობრივ (იყალთოს, ვარდისუბნის) თიხას, ასევე, ვყიდულობთ თურქულ ნედლეულსაც.
კერამიკაზე მუშაობა თითოეული ბენეფიციარისთვის მნიშვნელოვანია, რემეთუ, ივიწყებენ პრობლემებს, წყნარდებიან და მშვიდდებიან. თავიანთ შექმნილ პროდუქციას რომ ხედავენ, შემდეგ გამოფნაზე გაიტანენ, ეს მათთვის დიდი მოტივაცია სტიმულის მიმცემია. თავიდან უჭირთ, მაგრამ თანდათინ სწავლობენ. კვირაში ერთხელ გვაქვს მეცადინეობა, გვაქვს მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობა, ზოგს მე თვითონ ვაძლევ მიმართულებას, არიან ისეთბიც, რომლებსაც დიდი წარმოსახვის უნარი აქვთ. თემებს ჩვენც ვთავაზობთ და თავიანთ იდეებსაც გვიზიარებენ. მაგალითად, გამორჩეული შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევა გოჩა დიასამიძე, რომელიც საინტერესო ნაკეთობებს ქმნის.

    გოჩა დიასამიძე, ბერეფიციარი:  მიყვარს თიხაზე მუშაობა, რადგან საინეტერსო და ძალიან აზარტულია. ჩემთვის ეს არის დაკავებული დრო და გაჩენილი ინტერესი. დავიბადე და გავიზარდე თელავში, ამჟამად ოჯახი არ მყავს.  მიყვარს ხელოვნება და ამ მხრივ ბავშვობიდან მქონდა გატაცება.  დედა მუშაობდა კერამიკულ საამქროში და იქაც ვძერწავდი სხვადასხვა გამოსახულებებს.ვაპირებდი ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებას, თუმცა, ჩემი ცხოვრება სხვა გზით  წარიმართა. ნატკოტიკებს გემო 17 წლის ასაკში გავუსინჯე... შემდეგ გავხდი  წამალდამოკიდებული... 3 წლის წინ კი, ჩემი მეგობრის რეკომენდაციით მოვხდი რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც აქამდე შემოვრჩი. აქ ყველანაირი პირობები გვაქვს ნორმალური ცხოვრებისთვის. კვება, ფსიქოლოგიური დახმარება, არტ თერაპია და ყველაფრი ჩვენვის არის უფასოდ. ამჟამად,  სულ რამდენიმე ბენეფიციარი ვართ. არტ თერაპიამ  პრობლემების დაძლევაში ძალიან  დამეხმარა, მაქვს სამომავლო გეგმები და მინდა ჯანსაღ ცოხვრებას დავუბრუნდე. საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი წამალდამოკიდებული, მაგრამ ღმერთის წყალობით პრობლემას მოვერიე და შპრიცის დანახვაც აღარ მინდა. ცენტში ცხოვრებას თავისებური წესები აქვს, სოფელის მკვიდნი თავიდან უნდობლად ვიყურებდნენ, მაგრამ თანდათან მათთან კეთილმეზობლური დამოკიედებულება ჩამოგვიყალიბდა, ერთმანეთს ვეხმარებით რთველში და სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში.
ახალგაზრდებს მივმართავ და ვურჩევ, რომ ნარკოტიკს არ გაეკარონ, თან ახლა მომწამვლელ კუსტარულ ნივიერებებს იკეთებენ, რაც  არ კონტროლდება. ეს დიდი უბედურებაა, რომელიც თანდათან ანგრევს ადამიანის ორგანიზმს და საბოლოოდ კი, სავალალო შედეგი აქვს. საკუთარ თავზე გამოვცადე, ძალიან ძნელია დაამრცხო ეს სენი,  ებრძოლო  და გაუმკლავდე სატანას.

    ვაჟა კასრელიშვილი ცენტრის ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორი: გრემის ცენტრში კერამიკული სახელსონო ევროკავშირის დაფინანსებით  2015 წელს  გაიხსნა. მათი ფინანსური ხელშეწყობით ფუნქციონირებს  მსგავსი სახელოსნოები თბილისში, სოციალური ბიურო და საწარმო,  ასევე, სასჯელაღსრულებით (ორციხეში მე-15 ქსნის და გეგუთის მე-14 )  დაწესებულებებში.  სახელოსნოში იქმნება სხვადასხვა სახის ნაკეთობები, რომლის გამოფენა და გაყიდვაც 5 ივნისს გაიმართა, შემოსული თანხა (450 ლარი)  ბავშვთა ჰოპისს გადავეცით. მსგავსსი გამოფენ-გაყიდვა სამომავლოდაც იგეგმება. რაც შეეხება ცენტრს, იგი  ათზე მეტ ადამიანზეა გათვლილი და უფასოა. რეაბილიტაციის პერიოდი ერთიდან სამ თვემდეა.. აქ არიან ნარკომომხმარებლები და ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანები  გახსნის დღიდან სულ 30 ბენეფიციარი გყვავდა. არტ თერაპიის გარდა, გვაქვს ფსიქოლოგიური კონსულტაციები და შრომითი თერაპია, რაც ითვალისწინებს სასაოფლო სამეურნეო საქმიანობას.  სამომავლოდ  ვაპირებთ, მეფუტკრეობის და მეფრინველეობის განვითარებას. ცენტრის შენობა კეთილმოწყობილია და ინფრასტრუქტურაც მოწერიგებულია, თუმცა სამომავლოდ მისი გაფართოვება იგეგმება. სამომავლოდ შენობის მე -3 სართულის რეკონსტრუქცია იგეგმება და იქნება ორი დიდი ოთახი შეხვედრებისთვის და ფილმების ჩვენებისთვის; ასევე, გათვალისწინებულია ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი  დარბაზის გახსნა. ცენტრის დაარსება განხორციელდა  ორი პროექტის  ფინანსური მხარდაჭერთ... ცენტრი, ძირითადად, არის სათემო-სარეაბილიტაციო დაწესებულება, სადაც სპეციალისტები და პროგრამაც აგებულია იმ ადამიანებზე, ვინც უშუალოდ გადაიტანა ზემოთ აღნიშნული პრობლემა, მაგრამ გაიარა გადამზადება. ამას გარდა, გვაქვს ფსიქოლოგის, ფსიქო-თერაპევტის სერვისები, რომელიც აძლლიერებს მათ მუშაობას და ხელს უწყობს ბენეფიციარების რეაბილიტაციას.

   საგულისხმოა, რომ ცენტრი ,,თანადგომა’’ საქართვრლოში, დიდი ხანია ფუნქციონირებს, რომლის მეშვეობით არაერთი პროექტი განხორციელდა. იგი, ძირითადად, წარმოადგენს საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სულიერ-ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურს. ცენტრის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება. გრემის სარეაბილიტაციო ცენტრიც ,,თანადგომა’’-ს ერთ-ერთი პროქტია.

     ირმა კახურაშვილი, ჟურნალისტი, ცენტრ ,,თანადგომა’’-ს წარმომადგენელი:
    - გრემის ფსიქო-სოაციალური რეაბილიტაციის ცენტრის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება - ის პირველი ქალაქგარეთა, სადღეღამისო დაწესებულებაა, რომელიც სრულიად უფასო სერვისებს სთავაზობს წამალ დაამკოდამოკიდებულ ადამიანებს. ცენტრი ზრუნავს და ქმნის პირობებს მათი სიფხიზლის შენარჩუნებისთვის.ცენტრის ბენეფიცირები, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით, ნაბიჯ-ნაბიჯ გადიან არტ და შრომითი თერაპიას. ასეთი დახმარება 2016 წლიდან 25-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
     ცენტრის მიზანია ნივთიერებებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანი დაუბრუნდეს ოჯახს, საზოგადოებას. ცენტრის ინსტრუქტორები, ფსიქოლოგები და არტ თერაპევტები ეხმარებიან ბენეფიციარებს სიფხიზლის შენარჩუნებაში, სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში, საკუთარი თავის მიმართ დაკარგული კონტროლის აღდგენაში. ცენტრს ჯერ არ ჰყოლია ბენეფიციარი ქალები, რომლებისთვისაც შენობაში ცალკე საცხოვრებელი სივრცეა კეთილმოწყობილი. ცენტრი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომას“ და დონორების - ევროკავშირისა და „შიდსის ფონდი - აღმოსავლეთი-დასავლეთი“ მხარდაჭერით ფუნქციონირებს. „თანადგომა“ პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც დამოკიდებული ადამიანებისთვის ქალაქგარეთა ფსიქო-სოციალური ცენტრი დაარსა.ცენტრში ბენეციფიარებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, შეუძლიათ დაჰყონ მინიმუმ ერთი თვე. ერთბაშად ცენტრს შეუძლია 12 ბენეფიციარის მიღება. ცენტრში მოსახვედრად აუცილებელია ნებისმიერი სქესის ადამიანი (ცენტრში არ დაიშვებიან არასრულწლოვნები, მათთან მუშაობა სხვა მიდგომებს საჭიროებს) იყოს რემისიაში და ჰქონდეს სიფხიზლის შენარჩუნების სურვილი. ცენტრის ბაზაზე მუშაობს კერამიკის სახელოსნო. მომავალში იგეგემება სხვადასხვა ტიპის მეურნეობის გამართვა.  სარებილიტაციო ცენტრს აქვს თავისი დღის რეჟიმი და წესები. აქ მუშაობს „12 ნაბიჯის“ პროგრამა. მომავალში იგეგმება სხვა, ალტერნატიული სარეაბილიტაციო პრაქტიკების შემოღება.
    აღსანიშნავია, რომ გრემში სტუმრობისას,  მედიისთვის დაანონსდა ცენტრ „თანადგომა-“ს,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი ჟურნალისტებისთვის და ბლოგერებისთვის, 4 საპრიზო ადგილით, ფულადი პრიზით თითოეულისთვის 1400 ლარის ოდენობით. კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების, კერძოდ, პატიმრების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების, მათ შორის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების პოპულარიზაცია და მათ მიმართ არსებული სტიგმის შემცირება.
     გრემის ფსიქო-სოაციალური რეაბილიტაციის ცენტრის ფოიეში, თვალშისაცემია კედელზე გაკრული აბრა წარწერით: ,, ნარკოტიკს საბოლოოდ თავს ყველა ანებებს, მხოლოდ რჩეულები სიცოცხლეში''..   მისასალმებელია, რომ  არსებობს დაწესებულება, სადაც ეხმარებიან  ადამიანებს  დაძლიონ  ნივთიერებაზე დამოკიდებულება, შეინარჩუნონ სიფხიზლე და დაუბრუნდნენ საკუთარ  ოჯახებს.

                                      მზია გოგოძე


Friday 13 July 2018

არჩევნები

                      საპრეზიდენტო კანდიდატების მოლოდინში


 საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. ვინ იქნება ,,ქართლი ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ საპრეზიდენტო კანდიდატი, სულ მალე გახდება ცნობილი. მოლაპარაკებები კვლავ მინდინარეობს და მსურველებიც არიან. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს,  მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს სალომე ზურაბიშვილს. არჩევნებში, მიიღებს თუ არა მონაწილეობას  მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ რთული სათქმელია ხალხმა ის მეორე ვადით არჩიოს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ საპრეზიდენტო კანდიდატად, შესაძლოა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტი გიორგი ვაშაძე დასახელდეს და თუ რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება იგი, ესეც ძნელი წარმოსადგენია. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, კარგი ბიოგრაფია აქვს, არც პოლიტიკური გამოცდილება აკლია არც ევროპელობა, მაგრამ სხვა კანდიდატებთან შედარებით, ოცნების მხარდაჭერა ექნება. გამარჯვებისთვის ალბათ,  მოახერხებს პირადი რეიტინგის მოპოვებასა და ორმაგ მოქალაქეობასაც დათმობს.
 -“როცა განცხადება მექნება გასაკეთებელი, განცხადებას გავაკეთებ. ის, რისი თქმაც მე მინდა, გეტყვით იმ დღეს, როცა მე ამას გადავწყვეტ. მაქვს ბრიფინგების გამოცდილება და ბრიფინგს გავმართავ”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი,
   ექსპერტების თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატების რაოდენობა ჩვენს ქვეყანას არასოდეს არ აკლდა და ახლაც ასე იქნება. ბევრი მსურველების  მიუხედავად, ფავორიტი მაინც სახელისუფლებო კანდიდატი იქნება.
  საგულისხმოა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბოლო, სადაც პირდაპირი წესით აირჩევენ სახელმწიფოს მეთაურს.

                       მზია გოგოძე

კულტურა

     სიმღერა საქართველოზე და  პრემიერა უკრაინაში
                       

       საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის ისტორია მრავალ ათეულ წელს ითვლის. ამ ორ ერს ერთმანეთთან გვაკავშირებს მეგობრული, კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობაც. ხშირად იქმნება ქართულ-უკრაინული ოჯახები და ეს ყველაფერი, კიდევ უფრო მჭიდროს ხდის ჩვენს კავშირებს. ერთ-ერთი ასეთი ოჯახი, რამდენიმე წლის წინ გავიცანი, რომლებიც საოცარ ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან და  სოციალური ქსელების საშუალებით, საქართულოს  ღირშესანიშნაობების და ტრადიციების პოპულარიზაციას ეწევიან.
       -საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, აღფრთოვანებული ვარ თქვენი კულტურით, ტრადიციებით და ღირშესანიშნაობებით. არსად წასვლას არ ვაპირებ და  საქართველოსთვის ბევრი კარგი საქმის გაკეთება შემიძლია - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი  იულია დმიტრენკო-გერმონენკომ, რომელიც უკვე  რვა წელიწადია საქართველოში,  მეუღლესთან  - მიხეილ დესპოტაშვილთან ერთად ცხოვრობს და მოღვაწეობს.   იულია პროფესიით    ფილოლოგი და ჟურნალისტია, წერს ლექსებს, მოთხრობებს, მეუღლესთან ერთად ქმნის ხელნაკეთ ნივთებს და ასევე, ტურიზმის სფეროშიც საქმოანობს. 
    საქართველოს სიყვარულმა უკრაინელ ჟურნალისტს, სიმღერაც კი დააწერინა, რომლის პრემიერა შარშან უკრაინის რადიო ეთერში შედგა და პოპულარობაც მოიპოვა.
  იულია  დმიტრენკო-გერმონენკო: სიმღერა, გასულის წლის ოქტომბერში დავწერე, ხოლო  პრემიერა  30 დეკემბერს შესრულა, მუსიკის ავტორმა ოლეგ სოკოლოვმა..  სიმღერის შექმნის შთაგონების წყარო იყო ქალაქი მცხეთა, თავის უძველესი წარსულით და მრავალფეროვანი ბუნებით.  ამჟამად, სულ 15 სხვადასხვა ჟანრის სიმღერის ავტორი ვარ და მოხარული ვიქნები თუ ქართველი მომღერალიც შეასრულებს ჩემს შექმნილ ნაწარმოებს. ხელოვნების გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ვწერ ლექსებსა და პროზაულ ნაწარმოებებს. საქართველოს სილამაზე  შთამაგონებს, რომ ვწერო ბევრი სიმღერები და ლექსები.  თქვენი მრავალ საუკონოვანი ისტორიით ისე ვარ აღრფთოვანებული, რომ მინდა მასზე ყველას ვუამბო. გაოცებული ვარ ვახტან გორგასალის მამაცობით, წმინდა ნინოს ისტორიით და წმიდა გაბრიელის (ურგებაძე) ცხოვრებათი, რომელთა მადლი თითქოს,  ყოველ დღიურ ხოვრებაში მეხმარებიან.

   -იულია,  მოგვიყევი  თქვენი ბიოგრაფია, ვინ არიან მშობლები?  წერის ნიჭი ვისგან გამოგყვათ?

   -დავიბადე და გავიზარდე უკრაინაში, ქალაქ პოლტავაში. იქვე  მივიღე უმაღლესი განათლება, ბავშვობიდანვე გატაცებული ვარ ლიტერატურით და ეს არც არის გასაკვირი, რადგან, მამაჩემი იური დმიტრენკო მწერალი და ჟურნალისტია. სწორედ, მამისგან  გამომყვა წერის ნიჭი.  ბავშვობიდანვე ვწერ ჩანახატებსა და მოთხრობებს, მაგრამ არავის არ ვაკითხებდი, დადამ შემთხვევით იპოვა  ჩანაწერები და რედაქციაში მიიტანა გამოსაქვეყნებლად, ნამუშევარი ძალიან მოეწონათ და წიგნად გამოსცეს... ეს ფაქტი, მაინცდამაინც, არ გამეხარდა, რაგდან არ ვიყავი მომხრე იმისა, რომ ჩემი მოთხრობები სხვებს წაეკითხა. წერა არასდროს არ შემიწყვეტია  და ვარ ორი წიგნის ავტორი.... ხოლო მისწრაფება მუსიკისკენ და ხელოვნებისკენ ეს არის დედის დამსახურება. სიმღერის ტექსტი პირველად, მშობლიურ ენაზე და საბავშვო თემატიკაზე დავწერე, შემდეგ სიყვარულზე, რომელიც უკრაინულ რადიო ,,კარპატ’’-ში, მომღერალმა ნაზარ კარატნიკმა შეასრულა, აღნიშნულ სიმღერაზე საკუთარი ძალებით,  კლიპიც გადავიღეთ, სადაც მონაწილეობდნენ ქართველი ახალგაზრდები გოგი ოტიაშვილმა და ანიტა შარტავა. აქვე მინდა არვნიშნო, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მუდამ მხარში მიდგას  მეუღლე მიხეილ დესპოტაშვილი, რომელიც ჩემი ნაწარმოებების პირველი და ობიექტური შემფასებელია.

                                                 მზია გოგოძე
 

Thursday 12 July 2018

განათლება

                           სიახლეები განათლების სფეროში
                     
       
     ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი ტრადიციული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე სასწავლო დაწესებულებაა, რომლის კურსდამთავრებულები ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან. იგი გამორჩეულია იმითაც, რომ ერთადერთი საჯარო სკოლაა, რომელსაც ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსი აქვს და მაღალ შედეგებზეა ორიენტირებული.

     სასწავლო პროცესში განხორციელებულ ცვლილებებზე, ახალ სახელმძღვანელოებზე, მოზარდთა ძალადობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება 23-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაგდა ბარამიძე.
       -თავდაპირველად, უნდა აღვნიშნო, რომ განათლების სფეროში უკვე ოცი წელიწადია  ვმუშაობ, მაგრამ ერთი წელია, რაც 23-ე საჯარო სკოლას ჩავუდექი სათავეში, რაც ჩემთვის დიდი პტივი და პასუხისმგებლობაა. 23-ე სკოლის  შენობას და კედლებსაც კი, სხვა ხიბლი აქვს და ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც აქ მოღვაწეობდნენ, ესენია: ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო კეცხოველი, დიმიტრი უზნაძე, დუშა წერეთელი (ჟანრი ლოლაშვილის დედა), თინა კაჭარავა და სხვა მრავალი. სკოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით, რომლებიც სხვადასხვა სფეროს ცნობილი და ღირსეული წარმომადგენლები არიან და რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ვცდილობ, სკოლის არსებული ტრადიცია შევინარჩუნო და სასწავლო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლეებით გავამდიდრო. ეს სკოლა ყოველთვის ფრანგულ ენასთან ასოცირდებოდა, რადგან დაარსების დღიდან, ჯერ კიდევ, როცა გიმნაზია იყო, მაშინაც კი უცხო ენები იყო აქცენტირებული. შორეულ წარსულში, სკოლის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად სტადიონია, ფრანგი ქალბატონები – მადამები ცხოვრობდნენ, რომლებიც მაშინდელ გიმნაზიაში ფრანგული ენის გაკვეთილებს ატარებდნენ. სკოლას მჭიდრო კავშირები ჰქონდა ფრანგულ ენოვან სახელმწიფოებთან: საფრანგეთთან, ბელგიასთან და ხორციელდებოდა გაცვლითი პროგრამებიც. წლების წინ, განათლების პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად, ინგლისური ენა გახდა პრიორიტეტული და სამწუხაროდ, ფრანგულა ენა თითქოს მიღმა დარჩა. თუმცა, ჩვენი ფრანგული ენის კათედრის მარალკვალიფიციური პედაგოგების თავდადებით,  აღნიშნული ენის სწავლება ერთი დღითაც არ შეწყვეტილა. მიხარია, რომ 23-ე სკოლამ უკვე ერთი წელია, კვლავ აღიდგინა ფრანგულა ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსი, რასაც წინ უძღოდა საზოგადოების მოთხოვნა და განათლების სამინისტოს დიდი მხარდაჭერა. იგი, ერთადერთი საჯარო სკოლაა,  სადაც ფრანგული ენის შესწავლა იწყება პირველი, ხოლო ინგლისური მეორე კლასიდან. ამისთვის, კომპეტენტურ სპეციალისტებთან ერთად, სპეციალური ინოვაციური პროგრამაც შეიქმნა, რომლის მომზადებაში მონაწილეობდნენ  სხვადასხავა უწყების წარმომადგენლები. აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს წარმომადგენელს ლია ბეჟანიშვილს,  ფრანგულ ინსტიტუტს, პარტნიორ ორგანიზაციებს; ასევე,  ილიაუნს - მზაღო დუხტურიშვილს, დედაუნივერსიტეტს - მაია გაბუნიას, ალმამატერს - თამარ გაგოშიძეს, მასწავლებლის სახლს და ექსპერტს მაკა ნადარეიშვილს, რომელმაც აკადემიური მიმართულება მისცა გრანგული ენის პროგრამას.  ასევე, მადლობას იმსახურებს სკოლის ფრანგულა ენის კათედრა და პედაგოგები: ეთერ ხასია, ქეთი ძულიაშვილი, დალი გოცირიძე და სხვები. ჩვენთან სტუმრობისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც ამავე სკოლის  მოსწავლე იყო, აღნიშნა, რომ 23-ე სკოლელები აღმოჩნდნენ ყველაზე დიდი ფრანკოფილელები და ეს ძალიან გვეამაყება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 23-ე სკოლას ფრანგული ენის პოპულარიზაციაში მხარში დაუდგა არამარტო განათლების სამიიინისტრო, არამედ დედაქალაქის  თითქმის ყველა სკოლა. აქვე გეტყვით, რომ  განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების ხელშეწყობით, შემუშავდა პროექტი, რომლის ფინალური  და გრანდიოზული ღონისძიება, რამდენიმე თვეში ყვარელში გაიმართება.

   -ქალბატონო მაგდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რა სიახლეები განახორციელა სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით?

   -წელს, უპრეცედენტო შემთხვევა იყო ის, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების და შერჩევის პროცესში ჩაერთნენ სკოლების პროფესიონალი პედაგოგები. მასწავლებლების პაქტიკული და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული იყო მათი აზრი და ასე შეირჩა სახელმძღვანელოები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, აღნიშნულ საკითხზე ხანგრძლივად იმუშავა, თავდაპირველად, სახელმძღვანელოების განხილვის პროცესი საჯაროდ წარიმართა, ნიმუშები ინტერნეტ სივრცეში განთავსდა და კომპეტენტური მოსაზრბების შეჯერების შედეგად აირჩა საუკეთესო ვარიანტი.

   -არსებული სასკოლო სახელმძღვანელოები, საკმაოდ მძიმე წონის და დიდი მოცულობისაა, რაც რთული სატარებელია  დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. საინტერესოა ახალი წიგნების სტანდარტი და ფორმა, მცირე ასაკის მოსწავლეებისთვოს შეცვლილი იქნება?
    -რა თქმა უნდა, ტექნიკური პარამეტრებიც (წონა, მოცულობა) იყო გათვალისწინებული. ამ ეტაპზე, ყველა გამომცემლობა ინდივიდუალურად ხვდება სკოლის წარმომადგენლებს. აღნიშნულ საკითხზე ჩუღურეთის რაიონის სკოლების ლოკაცია ჩვენთან არის განთავსებული. გამომცემლები, ნიმუშებს ბუკლეტების სახით გვირიგებენ და ყველა ნიუანსის გათვალისწინების საფუძველზე, ახალი სასწავლო წლისთვიდ წიგნები უკვე მზად იქნება. მოუთმენლად ველოდები ახალი სახელმძღვანელოების ხილვას.

   -სკოლის პროგრამულ ნაწილში რა ცვილებებია?

 -იცვლება საათობრივი ბადე პირველიდან მეექვსე კლასებში, ხოლო მე-3 და მე-4 კლასებში დაემატა ახალი საგანი ,,მე და საზოგადოება’’, რომელიც არის ბუნებისმეტყველების და სამოქალაქო განათლების ნაერთი. ეს  საგანი მნიშვნელობანია მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის და ლიბერალურ-დემოკრატიული აზროვნების განვითარებისთვის.  სიახლეა ისიც, რომ მე-5 კლასის პირველ სემესტრში შეფასების მექანიზმი გაუქმდა. ეს ძალიან კარგია, რადგან პატარებს  იქნებათ შეგუების პროცესი, რამეთუ სტრესული იყო ბავშვებისთვის განმავითარებელ შეფასებიდან, განმსაზღვრელ შეფასებაზე გადასვალა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახალი ცვლილებით,  მხოლოდ პირველი კლასის მეორე სემესტრიდან დაიწყება უცხო ენის შესწავლა და ისიც ზეპირსიტყვიერად. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად, სამინისტროს მხრიდან საკმაოდ წახალისებულია სპორტისა და ესთეტიკის მიმართულება. ამ მხრივ, გათვალისწინებულია თავისუფალი გაკვეთილები, შრომითი უნარების გავვითარება, სპორტული შეჯიბრებები და სხვადასხვა ტურნირები.

   -ქალბატონო მაგდა,  დღეს მოზარდთა ძალადობა, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომელსაც ზოგჯერ სავალალო შედეგი მოჰყვება ხოლმე.. რამდენად გიზარდა მანდატურის ფუნქციები და რამდენად უსაფრთხო გარემოა სკოლაში შექმნილი?

   - მანდატურის წესები, რამდენიმე თვის წინ შეიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების და მოზარდთა შორის სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით მომზადებული კანონპროექტი ძალაში შევიდა. ცვლილებების მიზანია, მანდატურის საქმიანობის დამოუკიდებლობის გაზრდის გზით, სკოლებში მომხდარ ინციდენტებზე სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა. ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში პოლიციასა და მანდატურის სამსახურს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
     რაც შეეხება ბულინგს.. რომ  გითხრთათ სკოლა ,,კრისტალია’’ მეთქი დამიჯერებთ? ბულინგი და ბავშვთა ძალადობა მსოფლიო პრობლემაა და მისგან არცერთი სკოლა არ არის დაზღვეული. ფიქოლოგების მოსაზრებით, ისეთი სოციალური ორგანიზაცია, როგორიც სკოლაა, კარგი ნიადაგია ბულინგისთვის. ეს 21-ე საუკუნის სენია და მას ყველა ქვეყანა ებრძვის. ვფიქრობ,  ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება იქნება ის, თუ მოსწავლეებს უფრო მეტად დავაკავებთ, სპორტით ან სხვადასხვა შემოქმედებითი საქმიანობით, სადაც მოზარდები ერთად, გუნდურად იმოქმედებენ და ერთად იქნებიან ჩართულნი პროცესში. მოსწავლეები გუნდურად, საერთო მიზანზე როცა იქნებიან ორიენტირებულნი, უფრო მეტადაც დამეგობრდებიან და ნაკლები თავისუფალი დროც ექნებათ... სკოლამ, მოზარდებში  უნდა შეუწყოს ხელი  გუნდური მიშაობის შეაწავლას და მათ დაახლოებას. სამწუხაროდ, როცა ძალადობის ფაქტები ხდება რატომრაც მხოლოდ სკოლისკენ იშვერენ თითს.. არადა, აქ არამარტო სკოლის, არამედ ოჯახის და მთლიანად საზოგადოების პრობლემა და პასუხისმგებლობის საკითხი დგას. ვიცით, რომ ზოგადად ფონია აგრესიული.  მოზარდებში  ძალადობის ფაქტებზე,  ვერცერთი პედაგოგი ვერ იქნება გულგრილი. მოგეხსენებათ, რომ სკოლას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მასწავლებლები მართავს მსოფლიოს,  რადგან ჩვენ ვზრდით ახალ თაობას და თუ რა შედეგი იქნება ხვალ და როგორი მომავალი გვეყოლება ეს პედაგოგებზე, მეტიც სკოლაზეა დამოკიდებული. ამიტომ, თითოეულმა პედაგოგმა დავფიქრდეთ, რამე ხომ არ გვაქვს გამოსასწორებელი?
                                                 
                                             
                        ესაუბრა მზია გოგოძე

 ინტერვიუ გამოქვეყნდება ჟურნალ ,,მედიატორში''




 

Tuesday 10 July 2018

პოლიტიკა

      პოლიტიკა - ურთულესი მეცნიერებაა

     
    საქართველოში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე.

      -ბატონო ვაჟა,  როგორ შეაფასებდით დრევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას?

    -პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ არიდებულია  მძიმე სირთულეები და ქვეყნის განითარებაში სახეზე არ გვაქვს არც პოლიტიკური ან ეკონომიკური კრიზისი. თუმცა, ამის ნიშნები ბოლო პერიოდში იყო. დღეს, ერთი შეხედვით ეკონომიკაც ვითარდება და სულ ახლახანს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირდა 7 ნახევარ პროცენტიანი ზრდა. ფაქტია, მოსახლეობას არ დაეტყო, რადგან ამისთვის უფრო დიდი მაჩვენებელია საჭირო. თუ იქნება 13-14 პროცენტიანი მატება, მაშინ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსახლეობის ერონომიკური მდგომარეობაც და სამუშაო ადგილებიც შეიქნება. მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ - მძიმე გარემოებების თანხლებით. ესენია: გაყინული  ეთნო-კონფლიქტები, რომელიც პერიოდულად ღვივდება, ვგულისხმობ, როგორც ყარაბაღის ასევე, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.  ასეთი ვითარება განაპირობებს იმას, რომ ცივილიზებული კაპიტალი ჩვენსკენ არ მოისწრაფის და ინვესტიციების ზრდა არასასურველ ნიშნულზეა. იმდენად რამდენადაც, ინვესტიციებმა რომ დაატყოს ხელი რეალურ მდგომარეობას, ამისათვის გაცილებით მეტი უნდა იყოს იგი კერძო სექტორში და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ინკლუზიურ განვითარებას. აქედან გამომდინარე, ვითარება საკმაოდ რთულია, ქვეყანა დგას სერიოზული გამოცდის წინაშე, რადგან გვიახლოვდება ორი სერიოზული არჩევნები: საპრეზიდენტო შემოდგომაზე, ხოლო საპარლამენტო 2020 წელს. თავისთავად ცხადია, რომ არჩევნები არის გამოცდა სოციალურ-ინფრასტრუქტურული ვითარების. იგი, გარკვეული სტრესია ქვეყმისთვის, რომლის  ღირსეულად გამკლავებისთვის სათანადო სოციალ-ეკონომკური  დონეა საჭირო, რაც ჩვენთან სამწუხაროდ მიღწეული არ არის.  თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მეტნაკლებად წარმატებით ვატარებთ არჩევნებს და  მთავარია,   თანამეგობრობა აღიარებს არჩევნების შედეგებს. აქედან გამომდინარე კი, პოლიტიკრი ცხოვრებაც თითქოს ნორმალიზებულია. მთავარი არის ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და მისი პოზიტიურ ტრენდად გადაქცევა, რომელიც თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე აისახება.

     -როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება რამდენად უმკლავდება აღნიშნულ პრობლემებს?

     -ვერ ვიტყვი ცუდად ან კარგად… ყველაფერი თვითდინებით მიდის და გარკვეული თვალსაზრისით, უკეთესობა შეიმჩნევა, მაგრამ სასურველისგან, ჯერ კიდევ, შორს არის. ყველაფრის თავიდათავი, მაინც  ,,ქართული ოცნების'' მიერ დაშვებული რიგი უზუსტობები და არასწორი აქცენტებია, რომელიც გამოიხატება პოლიტიკის დეპოლიტიზაციაში.

 -რას გულისხმობთ?

 -კონკრეტულად ვგულისხმობ, მართვის პროცესის დაცლას პოლიტიკური შინაარსისგან, ტექნოკრატებზე აქცენტის გაკეთებას, როდესაც მთავარი პოლიტიკური ფიგურები, რომელიც ,,ქართულ ოცნებას'' ჰყავდა და ჰყავს არიან არა პოლიტიკოსები,  არამედ ტექნოკრატები. საქართველოში პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაა იმის გამო, რომ ცალკეული შეცდომები დაუშვეს როგორც პოლიტიკოსევმა, ისე პარტიებმა. რადგან ტექნოკრატები ვერასოდეს ვერ ამაღლდებიან პოლიტიკის წარმატებისა და მოაზრების განხორციელების დონემდე. ამას ადასტურებს უცხოეთის გამოცდილებაც. ბოლო პერიოდში, უკვე მერამდენე პრემიერი შეიცვალა და არცერთი მათგანი პოლიტიკოსი არ ყოფილა  თანამდებობაზე დანიშვნამდე. გამოდის, რომ ეს პროცესი ტექნოკრატიული ნიშნით წარიმართა. ერთია კარგი პროფესიული განათლება, ცოდნა და მეორეა,  ქვეყნის რეალური მართვა და საკუთარი ცოდნის პოლიტიკურ პრიზმაში გარდასახვა, რის გარეშეც პოლიტიკა არ არსებობს... ეს სამომავლოდ ქვეყანაზე ცუდად აისახება.

  - ბატონო ვაჟა, სხვა რა პრობლემას ხედავთ?

 -ასევე, არასწორია ის მართვის სტილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა საქართველოში - არაფორმალური მმართველობა. იგი,  წავიდა პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში, მაგრამ რეალურად დარჩა ქვეყნის მმართველი. ეს ფორმა მართველობის საკმაოდ ორიგინალურია საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, მაგრამ საკმაოდ მიუღებელია პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისით. თავიდან კი ცდილობდა ოპონირებას, მაგრამ შემდეგ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თვითონ იღებდა. მოგვიანებით, ყურად იღო საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები და შეეცადა გარიდებოდა პროცესს, მაგრამ კმაყოფილი არ დარჩა კვირიკაშვილის გადაწყვეტილებებით. ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდები კარგია, მაგრამ თამაშით იზრდებიან, მაგრამ თამაშით პოლიტიკას და ქვეყნის მართვას ვერ სწავლობენ.
     ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა კონკურენციის გაქრობა ყველა სფეროდან, პოლიტიკიდან, ბიზნესიდან და სახელოვნებო სფეროდან. არადა, დემოკრატიული საზოგადოების წინსვლის კატალიზატორი და მთავარი მამოძრავებელი არის კონკურენცია. კანონის უზენაესობის პირობებში, როცა სუბიექტები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ბაზრებსა თუ პროდუქციის გასაღებისთვის, პარლამენტში ადგილების მეტი აუდიტორიის შექმნისთვის და ა.შ. აღნიშნული შეჯიბრებითობა ქმნის ისეთ კეთილდღეობას, რომელზეც ვოცნებობთ. ცუდია, რომ კონკურენცია გაქრა რეალობიდან, ასეთ სიტუაციაში ჩვენ ვუტოლდებით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ამჟამინდელი  პარაგვაი უარეს შემთხვევაში, ხოლო უკეთეს შემთხვევაში, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელორუსი...  ამ ქვეყნების მართვის სტილი ჩვენ არ გამოგვადგება. ჩვენთან ყველა საკითხი წყდება არა კონკურენციის პირობებში არამედ, სადღაც კულუარებში, მართვადი პარტიების მეშვეობით.  ბიძინა ივანიშვილის გავლენისგან თავისუფალი პარტია არ არის დღეს საქართველოში, ვგულისხმობ, ერთ პროცენტზე მაღალი რეიტინგის მქონე პარტიებს. ერთადერთია მხოლოდ, მიხეილ სააკაშვილის კონტროლქვეშ მყოფი - ,,ნაციონალური მოძრაობა’’, ხოლო ყველა დანარჩენი ივანიშვილს ექვემდებარება, რომელიც საკმაოდ ჭარბი დოზით სარგებლობს საზოგადოებაში.  სამწუხაროდ, ბიზნესში - სასამართლოები კი არ ადგენენ ესა თუ ის  ბაზარი ან ობიექტი ვის უნდა გადაეცეს, არამედ ადგენს ,,უზენაესი მმართველი’’, რომლის ნებასაც კარგად კითხულობენ მისი გავლენის ქვეშ მყოფი აღნიშნული სისტემის წარმომადგენლები და გადაწყვეტილებების წინასწარ მიღება ხორციელდება.  ეს ყველაფერი კი, ძალიან გვაზიანებს, რადგან არ არის კონკურენცია და აკუმულირება ხდება საზოაგადოებრივი  დოვლათის - კონკრეტული ოჯახების ხელში. მაგალითად, ხარვეზები და კორუფციის შემცველი  ელემენტები  დაფიქსირდა ინფრასტრუქტურული პროქტების განხორციელოებისას, რომელიც შეღავათიანი კრედიტი იყო -აზიის განვითარების ბანკიდან.  ამის შესახებ,მასმედიამ და არასამთავროებმა ხმამაღლა უკვე ისაუბრეს. მთელი რიგი ტექნიკური ნაკლოვანებები დაფიქსირდა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის აღდგენის პროექტის განხორციელებისას, ასევე, ქობულეთის შემოვლითი გზის და რუსთავის მაგისტრალის მშენებლობისას, რომელიც უკვე დასრულდა და იმედია, ხარვეზები აღმოიფხვრა.

 -რა იყო აღნიშნული ნაკლოვანებების მიზეზი?

 -უმთავრესი მიზეზია ის, რომ კომპანიები არასწორად ასრულებენ სამუშაოებს და დაკისრებულ მოვალეობებს..

 -რამდენად სწორად და ობიექტურად ჩატარდა ტენდერი და თუ არსებობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებს კონტროლის სისტემა?

-აი, სწორედ, რომ ,,ეშმაკი დეტალებშია’’. კონტროლის სისტემა სამუშაოებოს შესრულებისას ფაქტობრივად, არ არსებობს .კომპანიების შერჩევის პროცესი  და  ტენდერიც კონკრეტული ,,ასი ოჯახის’’ ინტერესების გათვალისწინებით ტარდება...
 
  -ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე როგორ აისახება?

-რა თქმა უნდა, დადებითად აისახება და არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო თუ ის ოფიციალურ თანამებობას დაიკავებს, ბიძინა ივანიშვილს , ჯერ კიდევ აქვს რეიტინგი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნაკლი აქვს და მისი მართვის სტილი მიუღებელია. თუმცა, არის საკმაოდ ნიჭიერი, გონიერი და გამჭრიახი ადამიანი.. მომავალ არჩევნებში ,,ქართულ ოცნებას’’, აქვს  შანსები არსებული ნაკლოვანებები გამოასწოროს, თუ ადეკვატური იქნება მმართველი პარტიის პოლიტიკა და მიმართება პრობლემებისადმი. ახლა მთავარია მამუკა ბახტაძე როგორ გაუმკლავდება გამოწვევებს, პროგრესული ხედვა აქვს, განათლებულია, კულტურული და ინტელექტუალური ახალგაზრდაა და არც გიორგი კვირიკაშვილი იყო ცუდი, მაგრამ თუ შეძლებს თავისი ცოდნის გარდასახვას პოლიტიკურ ჭრილში, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, ჯერ არაფერი ეტყობა, მაგარამ დავაკვირდებით, რამდენად შეძლებს მთავრობის გადაწყობას სხვა ,,რელსებზე’’. მამუკა ბახტაძის ხედვა საინტერესოა, სტრუქტურული ცვლილებები – დროული, სამინისტროების გაერთიანება – საკამათო.
  ქვეყანაში უნდა აღმოიფხვრას დეპოლიტიზაცია, პოლიტიკის დეპარტიზაცია ანუ პარტიების გარიყვა. ქართველებისთვის მიუღებელია ავტორიტარიზმი და ერთპიროვნული მმართველობა. ეს არის საზოგადოებრივი განვითარების შეფერხება და ბუნებრივი გზიდან გადახვევა. ჩვენ ქართველებს, ერთმანეთის გატანა შეგვიძლია მხოლოდ დემოკრატიის პრინციპებზე ორგანიზებულ საზოგადოებაში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ  ერთმანეთის ატანა, მოთმენა და თვალსაზრისის შეჯერება.

-,,ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია’’, რამდენად საჭიროა და  რა შედეგს გამოიღებს?

  -საჭირო და დროული იყო. აღნიშნული სია რომ იყოს ქმედითი, ამისი მექანიზმები ჩვენ არა გვაქვს, რადგან საქართველოს წონა საერთაშორისო არენაზე არის ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერის ტოლფასი. ცალკე აღებულ, სუვერენულ საქართველოს  საერთაშორისო არენაზე, იმდენი გავლენა არა აქვს, რომ ვამხილოთ რუსეთი და სხვა პოტენციური მოწინააღმდეგეები.  თუმცა, პარტნიორების მხარდაჭერის ტოლფასი მაინც უნდა იყოს ჩვენი პროტესტი და კარგია აღნიშნული სიის არსებობა. საგარეო უწყებამ უნდა უზრუნველყოს, სიაში მითითებული ადამიანების მიმართ მითითებული სანქციები რეალურად ამოქმედდეს.

 -ბატონო ვაჟა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რამდენად რეალურია?

 -ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც ურთულესი საკითხია და რთული იქნება, რადგან იგი, ფაქტობრივად გატოლებულია რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან, კავკასიაში და რეგიონში. ამიტომ, რუსეთი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღგენა მისი ეროვნული ინტერესებისთვის, სასიკვდილო საფრთხის შემცველია, რადგან ჩვენთან პროამერიკული და პროდასავლური სახელმწიფოს არსებობა განვითარებადი და ეკონომიკურად მზარდი  სახელმწიფოს არსებობა იქნება მიზიდულობის ძალა,  ჩრდილო კავკასიელი ხალხებისთვის და მათი ავტონომიებისთვის. ამ საკითხზე ,,ნაციონალური მოძრაობა’’ ასე ფიქრობდა, რომ ტერიტოიულ მთლიანობას აღვადგენთ, მაშინ, როცა რუსეთის იმპერია დაიშლებაო. ხილულ პერსპექტივაში,  50-60 წლის შემდეგაც კი, ეს არ არის მოსალოდნელი, რადგან რუსეთს აქვს ატომური იარაღი. მათი იდეოლოგიური რუპორები ღიად აფიქსირებენ, რომ თუ ჩევნ დაცემას დასავლეთი მოიმდომებსო, ჩვენ  თავდაცვის მიზნით ატომურ იარაღს გამოვიყენებთო. რუსები ცდილობენ ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, თავიანთი გავლენის შენარჩუნებას, რაზეც ევროკავშირი არ თანხმდება. აქ მიმდინარეობს ვაჭრობა და მთავარია, ჩვენ როგორ მოვახერხებთ სტრატეგიული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ფუნქციის შეძენას. შესაძლოა, ტრამპის და პუტინის დაგეგმილი შეხვედრის დროს საქართველოს საკითხიც განიხილონ.  ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობა არის  საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გარანტი. უნდა აღინოშნოს, რომ ჩვენი დიპლომატიური კორპუსიც ძალიან სუსტად მუშაობს, მართალია იგი დაკომპლექტებულია, ნიჭიერი და განათლებული ადამიანებით, მაგრამ გამოცდილება აკლიათ და შესაბამისად საქმეს ვერ უმკლავდებიან. სამწუხაროდ, ბოლო წლებში  საქართველოში ეს მანკიერი ტენდენცია დამკვიდრდა და გამოუცდელი ახალგაზრდები ინიშნებიან თანამდებობებზე. ასეთი რამ მიუღებელია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. დეოკუპაციის მიმართულებით უნდა გვქონდეს ეროვნული პლატფორმა. ჩვენ კეთილგანწყობა უნდა შევინარჩუნოთ არამარტო სტრატეგიულ პარტნიორებთან, არამედ ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან: რუსეთთან, თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთანაც, რომელიც მომავალში გახდება ძლიერი ფაქტორი რეგიონული უსაფრთხოების..
 პოლიტიკას კი  სჭირდება თვალსაწიერი და ხედვა. საერთოდ, პოლიტიკა ურთულესი მეცნიერება და  როგორც აინშტაინი ამბობდა: ,,ყველა მეცნიერებას გავუგე, მაგრამ პოლიტიკას ვერაო’’.
     
                                               ესაუბრა  მზია გოგოძე


ინტერვიუ  გამოქვეყნდება ჟურნალ ,,მედიატორში''
 







,,პატრიოტთა ალიანსი''-ს ინიციატივა

            „პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ
   
     
     საზოგადოების მოთხონვა სამართლიანობის აღდგენის შესახებ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ შესრულდა. წინა მთავრობისა და ნაციონალური მოძრაობისგან დაზარალებული ხალხი სამართალს და ავტორიტარული რეჟიმის დამყარებისთვის სააკაშვილი-ბოკერიას გასამართლებას მოითხოვს. Aამ მიზნით, საპარლამენტო ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანს’’-მა„ სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელიც უკვე ბიუროს სხდომას წარედგინება. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა.   დოკუმენტში საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე, სასამართლო სისტემის დამორჩილებაზე, პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, მფლობელებისთვის სატელევიზიო არხების წართმევაზე, საპროტესტო აქციების დარბევაზე, „ნულოვანი ტოლერანტობის“ მოტივით მოსახლეობის დაშინებაზე, საკუთრების უფლების შელახვასა და კოდორისა და ახალგორის „ჩაბარებაზე“. ფრაქცია დოკუმენტში აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ეკისრებათ.
 
„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით: საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად. ასევე, ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.
     ,,პატრიოტთა ალიანსისი’’-ს ინიციატივით , სააკაშვილის და ბოკერიას რეჟიმის გასამართლების მიზნით, სექტემბრიდან აქციები იგეგმება. თუ რა ფორმით და როგო წარმოუდგენიათ აღნიშნული მოთხოვნის განხორციელება, ამის შესაახებ ,,პატრიტთა ალისნისი’’-ს ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ადა მარშანიამ ასე გვიპასიხა:
- რა ფორმითაც ტარდება აქციები, იმ საყოველთაოდ ცნობილი ფორმით. ჩვენი მოთხოვნის განხორციელება წარმოგვიდგენია აქციებით და საყოველთაო სახალხო მოთხოვნით. ოღონდ მართლა და არა მოჩვენებით!
ალბათ, რთული წარმოსადგენია აქციების გამართვით და ხელმოწერების  შეგროვებით ხალხის ნება აღსრულდეს. თუმცა, ხელისუფლება, კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ არის მოთხოვნა - რეჟიმი დაისაჯოს!
                       
                           მზია გოგოძე

თბილისის გენგეგმა

                       დედაქალაქის გენგეგმის პროექტი შექმნილია


           
 
     უკვე მრავალი ათეული წელია, დედაქალაქს გენერალური განვითარების გეგმა არ გააჩნდა, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნიდა ქალაქის განვითარების, არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებისა და მწვანე ნარგავების განაშენიანების კუთხით. იმედია, ახალი გენგეგმა მოაწესრიგებს თბილისში არსებულ ქაოტურ მშენებლობებს, სარეკრიაციო ზონას, პარკირების სისტემას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
   დედაქალაქის მერის კახი კალაძის განცხადებით, გენგეგმის პროექტი გათვალისწინებულია ქალაქის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაზე, რომელიც ითვალისწინებს მწვანე სივრცეების მოწსერიგებასა და ქაოტური მშენებლობების მოგვარებას. მისი თქმით, დოკუმენტის უმთავრესი მიმართულება, ხაზი  - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და ქალაქის კონცეფცია, თავიდანვე დადებითად შეფასდა.
    ,, ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების ეტაპზე. დაიხვეწა რუკა, რომელზეც დატანილია გაცემული სამშენებლო ნებართვაები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, უზრუნველყოფილია შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის. იქ მოცემულია, რომ მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოხდეს კვლევების ჩატარება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებების მიღება. ეს არეალებია ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა",- განაცხადა კახა კალაძემ.
      საგულისხმოა, რომ წარმოდგენილ გენგეგმაში, გათვალისწინებულია ოთხი ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და თერთმეტი განაშენიანების ჩარჩო გეგმა კერძოდ: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, დიღომი, თბილისის ზღვა და ა.შ. ასევე, შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, როგორიცაა ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება.
 აღსანიშნავია, რომ გენგეგმის პროექტი უკვე საკრებულოშია, ხოლო მისი განხილვა აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან შევა.
           
                                                    მზია გოგოძე

მუსიკალური ფესტივალი ბათუმში

                     

                                ,,ვარსკვლავები''-ს წარმატება
   
     
   
     ,,ვანდერლენდი’’-ასე ეწოდებოდა  საერთაშორისო მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ფესტივალს, რომელიც ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობდნენ კონკურსანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.                                   
      საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 14 ქვეყნის      წარმომადგენელმა ქორეოგრაფიულმა, მუსიკალურმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა.
    ფესტივალის შთბეჭდილებებს გვიზიარებს მუსიკოსი და ანსამბლ ,,ვარსკვლავების'' დამფუძნებელი ირმა ლილუაშვილი.
 
         -ასეთი ტიპის ფესტივალების გამართვას, დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა  ნიჭიერი ახალგაზრდები გამოვლინდnen და isini სხვადასხვა პრიზებით წახალისdnen. Aასევე, საერთაშორისო ფესტივალი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მონაწილეები ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის კულტურას და ამყარებენ ერთმანეთთან მეგობრულ, საქმიან ურთიერთობებს. მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარსდგნენ  თბილისის ანსამბლი ,,ბზიკები’’ და დათო ფორჩხიძის სტუდიის სოლისტები. ასევე, იმერეთის რეგიონს წარმომადგენლები ანსამბლი  ,,ვარსკვლავები’’ და სოლისტები  მარიამ ქარქაშაძე და ნინი მაჭარაშვილი. სოფელ ძევრის საჯარო სკოლის ,,Mak Georgia'’-ს სოლისტები ნანა სოფრომაძე და გიორგი აბჟანდაძე. ასევე,  თერჯოლის შეზრუდული შესაძლებლობის მქონე, პროექტ ,,იმედის სხივი’’-ს მონაწილეები საბა და ლუკა მურადაშვილები, შაკო ჭანტურიძე, მარიამ კლდიაშვილი და გიორგი ქემოკლიძე, (ხელმძღვანელი ნაირა ნიკოლაძე). Fფესტივალის ფარგლებში გაიმართა  გამოფენაც, სადაც წარმოდგენილი იყო  თერჯოლის მოსწავლეთა სახლის თექა-გობელენის კოორდინატორის ხათუნა გურულის და მისი მოსწავლეების: თინათინ ჩუბინიძის, ლანა ჭანტურიძეის, ანა გეწაძის, ნინო ხუჯაძის და ქრისტინე მაკარიძის შექმნილი ნამუშევრები. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გრანდიოზულ კონკურში, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირველი ადგილი ერთობლივი სიმღერისთვის,  ანსამბლ ,,ვარსკლავებ’’-ის, სოლისტებმა მარიამ ქარქაშაძემ, ნინი მაჭარაშვილმა და ჯგუფმა  ,,Mak Georgia'-მ მოიპოვეს. Gგამარჯვებულები
დაჯილდოვდნენ სამახსოვრო თასით და მოიპოვეს 40% დაფინანსება  და ბულგარეთის ფესტივალზე მონაწილეობის საგზური. ასევე, პირველი ადგილის მფლობელი გახდა ჩემი ბათულელი მოსწავლე მარიამ რომანაძე, რომელიც ლიტვის ფესტივალის საგზურით დაჯილდოვდა. ვულოცავ ყველას წარმატებას, დიდ მადლობა  ,,Mak Georgia''-ს დამფუძნებელს რეზო ჩინჩალაძეს ფინანსური მხარდაჭერისთვის, ასევე   ,,Team travel Georgia''-ს ,, სტუდია- N’’N’’-ს და პროექტის ორგანიზატორებს. 
Aაქვე აღინიშნოს, რომ ანსამბლი  ,,ვარსკვლავები’’ და სხცა ზემოთ ჩამოთვლილის მონაწილეები, სულ ახლახანს იმყოფებოდა  ფესტივალზე თურქეთში, კერძოდ კაპადოკიაში, საიდანაც დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. Fფესტივალს ხელმძღვანელობდა ანი (არმი) მატევოსიანი და ჯგუფის წევრებს შორის იყო მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა, რომელმაც თავისებური ხიბლი შესძინა ჩვენს მოგზაურობას.  


-ქალბატონო ირმა, როდის შექმენით ანსამბლი ,,ვარსკვლავები’’ და ძირითადად, რომელი ჟანრის სიმღერებს მოიცავს თქვენი რეპერტუარი? 

   -ანსამბლი ,,ვარსკვლავები’’  2002 წელს ჩამოვაყალიბე ქალაქ თერჯოლაში.  ჩვენი მიზანია საესტრადო სიმღერების პოპულარიზაცია და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა. ანსამბლის რეპერტუარი შედგება როგორც ქართული, ასევე უცხოური სიმღერებისგან. ანსამვლში, ძირითადად,  გაწევრიანებულია მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვები. დედაქალაქიდან რაიონში გადავინაცვლე და თითქმის ნულიდან დავიწყე ყველაფრის შექმნა, რაც არ იყო მარტივი. იყო სირთულეებიც და წარმატებებიც. კარგად მახსოვს პირველი კონკურსი, რომელიც ანსამბლ ,,გვირილა’’-მ და თამაზ ქაჯაიამ ჩაატარა, სადაც პირველი ადგილი
მოვიპოვეთ და ესპანეთის ფესტივალის საგზურის 100 პრცენტიანი დაფინასება მივიღეთ. ეს იყო ერთგვარი ტრამპლინი ჩვენს მუსიკალურ ცხოვრებაში, რამაც დიდი პოპულარობა მოგვიტანა. დიდი დაინტერესება იყო როგორც მშობლების, ისე  ბავშვების მხრიდან და ჩვენი ანსამბლის შემადგენლობაც გაიზარდა. ვმონაწილეობთ სხვადასხვა პროეტქებში და კონცერტებს ვატარებთ ადგილობრივი რაიონის სცენაზე, ასევე ვმონაწილეობთ ფესტივალებში და კონკურსებში, საიდანაც დიპლომებიტ და სიგელებით ხელდამსვენებულები ვბრუნდებით. ნორჩ მომღერლებთან ერთად უკვე ვემზადებით გულგარეთში ფესტივალზე გასამგზავრებლად, საიდანაც იმედია, გამარჯვებულები დავბრუნდებით.
   
                                      მზია გოგოძე

       

  წერილი გამოქვეყნდება ჟურნალ ,,მედიატორში''

Tuesday 3 July 2018

ფბ სტატუსი


გაუსაძლისი სიცხით შეწუხებულმა, წყლის დასალევად შადრევანს მივაშურე. შადრევნს მტრედები შესეოდნენ და წყლით გრილდებოდნენ. მე ჩემს რიგს დაველოდე, მტრედებს ფოტო გადავუღე და იქვე ახლოს ჩამოვჯექი. ტელეფონიც სკამზე დავდე... სიცხემ ისე გადამავიწყა ტელეფონი, რომ მხოლოდ სახლში მისვლისას გამახსენდა... აფორიაქებული ტელეფონის მოსაძებნად ქუჩაში გამოვარდი... და მოულოდნელად ჩემს მეორე ტელეფონზე ზარი შემოვიდა,, არც კი მახსოვს როგორ ვუპასუხე, მაგრამ სიხარულმა ,,გამომაფხიზლა'' ახალგაზრდა ღვთისნიერმა ადამიანმა მაუწყა, რომ მან იპოვა ჩემი პირველი ტელეფონი (საკონტაქტოში ასე მაქვს მინიშნებული და სწორედ ასე მიპოვა).
ეს ახალგაზრდა 24 წლის, ქუთაისელი გიორგი მანაგაძე აღმოჩნდა. მართლაც წესირი და სანდომიანი პირობნება. უამრავი მადლობა მას და მის მშობლებს ასეთი კარგი ადამიანის აღზრდისთვის! რა ბედნიერებაა, როცა ასეთი ადამიანები არსებობენ, სიხარულს მოგანიჭებენ და სიცხესაც დაგავიწყებენ!

Monday 2 July 2018

ფბ სტატუსი

 
ერთი დიდი ხნის ნაცნობი, მამრობითი სქესის წარმომადგენელი შავ სიაში შევიყვანე!
მიზეზი არის: გადაჭარბებული ფამილიარობა და ზედმეტად თამამი, ჩემთვის შეურაცხმყოფელი შეტობინებები. :)
რახან  სოციალურ ქსელში ვეღარ მომწერა, სატელეფონო შეტყობინება გამომიგზავნა - არ დამბლოკო, თორემ შენზე ცუდ რაღაცაებს ვილაპარაკებ, სახალხოდ შეგარცხვენ რომ დამბლოკეო :) 
ასეთ არსებას შეიძლება კაცი ეწოდოს? 
კაცია-ადამიანი?! (ი.ჭ.)




🤔    კა 

Thursday 28 June 2018

შეხვედრა ვაჟა აზარაშვილთან

              საღამო, სადაც მუსიკისა და პოეზიის სურნელი ტრიალებდა




       მწერალთა სახლში, რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით გაიმართა შეხვედრა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილთან და პოეტ მანანა დანგაძესთან. საღამო იყო დაუვიწყარი და შთამბეჭდავი...
  იყო მუსიკისა და პოეზიის ზეიმი, ხალხით სავსე დარბაზი, დიდი ოვაციები და მქუხარე ტაში... სასიამოვნო მოსასმენი იყო, კომპოზიტორის მიერ ნამღერი ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები და მისი მეუღლის მიერ ლექსად თქმული სიყვარული ( ,, სიყვარული მზის ფერია''). საღამოს საოცარი ელფერი შესძინა,დიდებული კომპოზიტორის მიერ ექსპრომტად შესრულებულმა ტანგომ და ბატონი ვაჟას ხალასმა იუმორმა.
   ,,ის აქ არის''- და მუდამ იქნება - თავისი უკვდავი შემოქმედებით! ყველაზე მთავარი რეგალია კი, მისთვის ,,ის ალალი ტაშია, რომელიც საზოგადოებისგან ერგო''(ვ. ა.)