Friday 30 March 2018

კულტურა

                         ჯემალ აჯიაშვილის გახსენება


  

„ხრმალი წარმიხდა, გაცვდა ბექთარი,
მაგრამ კვლავ მომდევს შენი ნათება,
თაფლად მეღვრება ბაგის ნექტარი,
სიტკბო პირისა მეშარბათება,
ისევ გიგალობ, ჩემი სასო ხარ,
სისხლის ტბორი ხარ, ცრემლის - მორევი,
მაინც შენ გიმღერ, ყოვლად ქებულო,
შენს საკურთხევლებს ვეამბორები...“

   ამ სტრიქონების ავტორის, მთარგმნელის, მეცნიერისა და პოეტის ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის საღამოს უმასპინძლა მწერალთა სახლმა, რომელსაც ეწსრებოდნენ  ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები შესანიშნავი სონეტების ავტორი, კლასიკური ებრაული პოეზიისა და ბიბლიური ფსალუმენების ბრწყინვალედ მთარგმნელი რამდენიმე წლის წინ - 69 წლის ასაკში - გარდაიცვალა. საღამოზე ჯემალ აჯიაშვილის მეგობრებმა და კოლეგებმა შემოქმედის განვლილი გზა და მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა გაიხსენეს. წარმოდგენილი იყო ასევე პოეტისა და მთარგმნელის  ვიდეოჩანაწერები, რომლებიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ „ოქროს ფონდში“ ინახება. ჯემალ აჯიაშვილის პირველი ტექსტები ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში გამოქვეყნდა „პირველ სხივში“, შემდეგ კი მისი თარგმანები ვახტანგ ჭელიძის „ხომლში“ იბეჭდებოდა. ცნობილია,რომ  ჯემალ აჯიაშვილი, როგორც მთარგმნელი და ავტორი, საოცარი ოსტატობით იყენებდა ქართული ენის შესაძლებლობებს.


  საღამოზე, პოეტი სონეტი დიდი მხატვრული ოსტატობით  წაიკითხა ელდინო საღარაძემ.










    

  აღსანიშნავია, რომ ეს იყოჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მოგონებების საღამო და არა სამეცნიერო კონფერენცია ან შემოქმედებითი საღამო.  საღამოს ესწრებოდნენ ისრაელის პარლამენტის(ქნესეთის) თავმჯდომარის მოადგილე , ჰილიკ ბარი, ისრაელის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, შაფთაი ცური, ისრაელ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების პრეზიდენტი იციკ მოშე.მოგონებებით გამოვიდნე მწერლის უახლოესი მეგობრები და კოლეგები. ქართული კულტურისა და ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები. ქართულ და ებრაულ ენაზე სიმღერები შეასრულებს, ირმა სოხაძემ, ენრიკო ჯანელიძემ, ასევე საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებულმა ბარბარე ჯინჭარაძემ. სარამოს ორგანიზატორები გახლდათ ჟურნალისტი ლეილა ნოდია და  რუსთაველის საზოგადოების ტავჯდომარე, პოეტი დავთ შემოქმედელი.
   დავით შემოქმედელი: მაინც საიდან იღებს ამ საოცარი ქართველი ებრაელი გენიალური მთარგმნელის ფენომენი სათავეს. ჩვენი აზრით, ეს მდგომარეობს შემდეგში: თავისუფლებადაკარგული ქართველი ერისთვის დატყვევებული იუდეველების გოდება ბაბილონის მდინარესთან, იერემიას ფსალმუნი, ქართველი მუზის მსახურთა შთაგონების წყაროდ იქცა. ებრაული მთარგმნელობითი სკოლის ტრადიციას კი საქართველოში უხსოვარ წარსულში აქვს ფესვები გადგმული. როცა ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის მიწასთან გასწორების შემდეგ, ებრაელები მოადგნენ საქართველოს, მათი პირველი მისიონერული მოღვაწეობა სწორედ მთარგმნელობითი საქმიანობა გახლდათ. აი, საიდან მოდის, როგორი სულიერი ენერგიისა და დიდი გენეტიკური მეხსიერების მატარებელი შემოქმედი გახლდათ ჯემალ აჯიაშვილი.
   იგი თითქოს ბიბლიიდან მოსული სინათლისა და ჭეშმარიტების მაძიებელი მოგვი იყო ჩვენ შორის. ამიტომაც მიიბარა და მიითბო გულში სიყვარულით წმინდა მიწამ.
  საღამო მოიწონეს და საქებარი სიტყვები თქვეს: მთარგმნელმა, გივი შაჰნაზარმა, პოეტმა და მთარგმნელმა, ნომადი ბართაიამ, კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა. აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა, ომარ მხეიძემ. თუმცა, ჟურნალისტმა იოსებ ჭუბურიძემ  საღამო უარყოფითად შეაფასა და სოციალურ ქსელში  კრიტიკული სტატუსი გამოაქვეყნა, რასაც შემდეგ არაერთი კომენტარი მოჰყვა...

                           მზია გოგოძე

Thursday 15 March 2018

შემოქმედებითი საღამო

                                                             

                    ფილმი ხელოვანის შემოქმედებაზე

                 ორი მუზის მსახური – ასე აფასებენ მხატვარსა და მწერალს ნიკო ხერკელაძეს, რომლის შემოქმედება და მოღვაწეობა ცნობილია არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. შთამბეჭდავია, ხელოვანის ფერწერული ნამუშევრები, პუბლიცისტური და ისტორიული ნაწარმოები, ასევე, წიგნი ,,ცრემლში ნალესი ხმალი’’ - გიორგი სააკაძის პიროვნებასა და მისი მოღვაწეობის შესახებ.


            პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პუბლიცისტის, მწერლის, მკვლევარის და მრავალი პრემიის ლაურეატის ნიკო ხერკელაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომლის ინიციატორი გახლდათ ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა აკადემია  და ჟურნალ ,,ათინათი’’-ს რედაქტორი, პოეტი და ჟურნალისტი გულნაზ ხარაიშვილი.  ღონისძიებას ესწრებოდნენ  მხატვრები, მწერლები, სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. ღონისძიება დალოცეს სასულიერო პირებმა: მამა ამირან (ამირანაშვილმა) და მამა მერაბ(დეკანოიძემ).
საღამოზე, ვრცლად ისაუბრეს ნიჭიერი მხატვრის, პუბლიცისტის, მწერალის, მკვლევარის ღმაწლზე და მაღალ დონეზე შესფასეს მისი შემოქმედება.
           ღონისძიებაზე, ნაჩვენები იყო კინორეჟისორ ნიკო ბაღაშვილის საავტორო ფილმი-ჩანახატი ნიკო ხერკელაძეზე - ,,ცრემლში ნალესი ხმალი’’, რომელმაც დიდი მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.
                 ფილმი-ჩანახატი,  გადაღებულია მარტყოფის ისტორიულ ადგილებში, ასევე, გამოყენებულია კადრები მიხეილ ჭიაურელის ფილმიდან ,,გიორგი სააკაძე’’. ფილმში, ვიზუალური მასალის ჩვენების ფონზე კი, ნიკო ხერკელაძე გვიყვება საინტერესო ისტორიას  დიდ მოურავზე. მკვლევარის მონათხრობიდან ირკვევა, რომ მარტყოფის აჯანყების გამრჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი სააკაძეს, რომლის დამსახურება განუსაზღვრელია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროს წინაშე. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა ხელოვნურად არის გაყალბებული საქართველოს ისტორიაში, რომელიც ხდებოდა ბაგრატიონთა დინასტიისა და თავადიშვილ-ფეოდალთა ზეწოლიდან გამომდინარე, რაც სხვადასხვა ისტორიულ წყაროებთან ანალიზის შედეგად დასტურდება. ისინი ცდილობდნენ თავიანთი ღალატი სამშობლოს წინაშე, უნიათობა და უგერგილობა გადაებრალებინათ გიორგი სააკაძისათვის, რაზედაც არსებობს ხელოვნურად გაყალბებული, ურთიერთგამომრიცხავი ისტორიული მასალები და ამ მასალებზე დაყრდნობით დაწერილი არაერთი ლექსი თუ ისტორიული ცნობა.
           როგორც საღამოზე ითქვა, ნიკო ხერკელაძე დაეყრდნო მის მიერ მოკვლეულ უტყუარ მასალებს. მრავალი წიგნია დაწერილი გიორგი სააკაძეზე, სადაც ამ პიროვნების როლი უარყოდითადაც არის შეფასებული, თუმცა ნიკო ხერკელაძემ თავის წიგნში, დიდი მოურავი  - გიორგი სააკაძე ცალსახად დადებით პიროვნებად წარმოაჩინა. ვფიქრობ, სერიოზული ყურადღების ღირსია ნიკი ხერკელაძისეული მოსაზრებანი გიორგი სააკაძის შესახებ.
             ნიჭიერი ხელოვანის შემოქმედება, ფერწერული ტილოები თუ პუბლიცისტური ნამუშევდები გაჟღენთილია პატრიოტული სულისკვეთებით, ისტორიის პატივისცემით და რელიგიური თემატიკით, როგორც თავად ხელოვანი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს: ,,ჩემი ნამუშევრები არის რელიგიურ, ისტორიულ თემებზე. ყველა ქართველი ჩვენი ისტორიით არსებობს. ჩვენი წარსულით, აწმყოთი და მომავლით არსებობა, აუცილებლობაა’’.
           საღამოზე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავჯდომარე მაყვალა გონაშვილი, რომელმაც  საქებარი სიტყვები არ დაიშურა ხელოვანის მისამართით და ნაყოფირი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, ნიკო ხერკელაძეს ,,ღვაწლმოსილის’’ წოდება მიანიჭა. მხატვართა კავშირის თავჯდომარემ გურამ ცერცვაძემ კი, ხელოვნებაში და მხატვრობაში შეტანილი განსაკუთრებული წვილისთვის, ნიკო ხერკელაძე სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა.
     ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა შალვა ილურიძის ხალხური ანსამბლი. საღამოზე ასევე, გაიმართა პატრიარქისადმი მიძღვნილი, გულნაზ ხარაიშვილის ლექსზე დაწერილი სიმღერის პრემიერა.

                                        მზია გოგოძე