Wednesday 27 November 2019

                ,,გურული დღიურები’’-ს სიპენდიანტები
     
 
 განათლებული და ჯანსაღად მოაზროვნე თაობა, ნებისმიერი  ქვეყნის წარმატების საწინდარია და ყველაზე დიდი ინვესეტიციაც, წორედ კარგი და ხარისხიანი განათლება,... და რაოდენ საისიხარულოა, როცა სწავლის მსურველ ახალგაზრდებს დახმარების ხელს გამოუწვდიან და მხარში დაუდგებიან.  ამ კეთილშობილურ საქმეს უკვე სამი წელია  ფონდი ,,გურული დღიურები’’ ახორციელებს. დაარსებიდან დღემდე, გამოავლინა ათეულობით სტიპენდიატი.   საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფონდის სტიპენდიატების დაჯილდოება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ორი ახალი გამარჯვებული.
  -მომავალი საქართველო განათლებული და უფრო ძლიერი უნდა იყოს, ჩვენი ბრძოლაც სწორედ ამ ფრონტს გულისხმობს-განაცხადა მწერალმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორეგი კეკელიძემ,  ეს გახლავთ მორიგი მნიშვნელოვანი ამბავი გურული დღიურების ფონდისგან - ორი ახალი სტიპენდიატი გვყავს - ერთი ფოთიდან - ნინი ბიგვავა, გარდაცვლილი მუსიკოსის, ბაბის შვილი (მისი მხარდამჭერი - შპს "კალანდა ჯგუფი")და მეორე; ახალგაზრდა პიანისტი - გიორგი ცხომელიძე. 
              ქეთი გოგავა ფონდი ,,გურული დღიურები’’-ს ხელმძღვანელი: ჩვენ კვლავაც დიდი მონდომებით ვაგრძელებთ მუშაობას. ფონდი დაარსა გიორგი კეკელიძემ და მისი პრეზენტაცია გაიმართა2017წ. 16 მარტს და მისი მიზანია მოსწავლეთა და სტუდენტთა განათლების ხელშეწყობა, მათი საქმიანობის კორდინაცია. ფონდი ასევე, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოსწავლეთა და სტუდენტთა პოტენციალის ამაღლებას, განვითარებას და რეალიზებას. ფონდმა უნდა მოიზიდოს სახსრები წარჩინებული მოსწავლეების წასახალისებლად   გამორჩეულ სტუდენტებს და მოსწავლეებს ენიშნებათ სტიპენდია ერთი წლის ვადით. ამჟამად გვყავს 24 სტიპედიანტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
     ფონდის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა და მოუწოდებენ ბიზნესმენებს მეცენატობიკენ, მხარში დაუდგნენ უნიჭიერეს ახალგაზრდცებს, რამეთუ  კარგი განათლება კარგი მომავლის საწინდარია.
         
   მზია გოგოძე

Wednesday 16 October 2019

მოგზაურობა ისტორიულ საქართველოში


სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ინიციატვით, კვლავ გრძელდება ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის მონახულება და ამჯერად, მწერლების, მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი 17 კაციანი დელეგაცია ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. იგი, საუკუნეების მანძილზე ქართველი და სომეხი მართველობის ხელიდან ხელში გადადიოდა. ახლა სომხეთს ეკუთვნის თუმცა, ისტორიულად საქართველოს პროვინცია იყო. ამაზე მეტყველებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქართული მატერიალური, კულტურული ძეგლები და საფლავები. ექსპედიციის ხელმძღვანელის დავით შემოქმედელის ინიციატივით, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ქართული ძეგლები : ლორე, ქობერი და ახტალა. ეს უკანასკნელი მოქმედი გრიგორიანული ტაძარია, გულსატკენია იქაური სასულიერო პირების უხეში დამოკიდებულება საქართველოდან ჩასული სტუმრებისადმი, რისი მოწმეც თავად გახლდით.. ლორე- ტაშირის ტაძარების უნიკალური ფრესკები, ჩვენი წინაპრების საფლავები, წარწერები, ორნამენტები ქართული კულტურული მემკვიდრეობის უტყუარი მტკიცებულებაა, რომლებიც დღემდე ინარჩუნებელ ქართულ სულს... უცხოეთში არსებული ქართული ძეგლების შესახებ, რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით, იგეგმება დოკუმენტური ფილმის გადაღება და ფოტოილუსტრირებული წიგნის გამოცემა.

Saturday 22 June 2019

     
   
 რევაზ ინანიშვილის
  დღე ხაშმში
          ,,მე სოფლის განაპირას - ვენახებში და ივრის ჭალებში გავატარე ჩემი ბავშვობა და იმ წყალ-ჭალის ხმები დღემდე მომდევს ცოდვა და მადლად‘‘, - რევაზ ინანიშვილის  ამ  სიტყვებით და ფოტოსურათით დამშვენებული ბანერი ალამაზებდა საგარეჯოს რაიონის ხაშმის საჯარო სკოლის ეზოს, სადაც მწერლის ხსოვნის უკვდავსაყოფად რევაზ ინანიშვილის დღე  აღინიშნა. მას ესწრებოდნენ -  მწერლის ოჯახის წევრები, მეგობრები, მწერლები, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წარმომადგენლები, ხაშმის მოსახლეობა...
ღონისძიება უკვე მეოთხე წელია  ტარდება და, სამწუხაროდ,  რევაზ ინანიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის აშენების საკითხი ჯერ ისევ მოუგვარებელია. თუმცა ინანიშვილების ეზოში, ადგილობრივი თვითმმართველობის  გადაწყვეტილებით და  ოჯახის წევრების ერთობლივი ძალისხმევით, მუზეუმისთვის ერთი ოთახის მოწყობა და მემორიალური სივრცის მოწყობა უკვე დიდი ხანია დაიგეგმა. როგორც გავიგეთ, ხარჯთაღრიცხვაც შედგენილი ყოფილა. ახლა მთავარია, საგარეკჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ დროულად აქციოს სიტყვა საქმედ.
      ღონიძიების დაწყებამდე, ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა  მწერლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც დაესწრნენ:  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - შოთა კაკაბაძე, ალექსი გილაშვილი, კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორი ბესიკ ღვინაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი არჩილ ჯაბადარი, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.
      „სულის პური” უწოდა აკაკი ბაქრაძემ   რევაზ ინანიშვილის მოთხრობებს, რომლებიც აგებულია თითქოს შეუმჩნეველ ამბებზე, მაგრამ  დიდ ადამიანურ სიკეთეზე... რევაზ ინანიშვილის   შემოქმედებაში ბევრი ტკივილი და  ტრაგედიაა, უმთავრესი კი მაინც სიკეთე, სიყვარული და ოპტიმიზმია. 
მწერლის ღვაწლზე,  მის შინაგან თვისებებსა და დიდსულოვნებაზე ისაუბრეს პოეტებმა, მწერლებმა, მისმა მეგობრებმა: ცისანა კვინტრაძემ, ნათელა არველაძემ, თამარ შაიშმელაშვილმა, ივანე ჯაფარიძემ, იოსებ ჭუმბურიძემ,  თემურ ჩალაბაშვილმა, გივი შაჰნაზარმა და სხვებმა. მათ ასევე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მწერლის მეუღლის, როზა ინანიშვილის ხსოვნას.
მწერლის შვილიშვილმა აკაკი ინანიშვილმა მადლობა გადაუხადა რევაზ ინანიშვილის  დღის დაარსების მესვეურთ და დამსწრე საზოგადოებას - მწერლის  ხსოვნის პატივგებისთვის.
         როგორც ღონისძიების წამყვანმა  გიორგი ფარეშიშვილმა  აღნიშნა, რევაზ ინანიშვილი და მისი სამყარო ასოცირდება დიდ  ფასეულობებთან და სიკეთესთან. აკი წერდა კიდეც: ,,ჩემი ნაწერები ნამცეცებად გაბნეული სიკეთის ამონაკვესის ცდაა“ -   აგროვებდა გაბნეულ სიკეთეებს და შემდეგ უხვად ურიგებდა მკითხველს...
    მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილ  ღონიძიებას სისადავის ელფერი დაჰკრავდა, ეს იყო მოგონებების, გულთბილი შეხვედრის საღამო, რომელსაც ამშვენებდა მუსიკალური ნომრები.
ღონიძიებაში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები - ,,ჩინარი“ და ,,ბერიკაცები“,  საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა თეატრის პატარა მსახიობები და სოფ. ხაშმის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც წაიკითხეს ნაწყვეტები მწერლის უკვდავი მოთხრობებიდან. სტუმრებზე, განაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მე-5 კლასის მოწავლის  ლაშა მამუჩიშვილის გამოსვლამ, რომლის ემოციურად წაკითხულმა   რევაზ ინანიშვილის ნოველა ,,დედამ ‘‘ ყველას ცრემლი მოჰგვარა.
    საღამოზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსმა არჩილ ჯაბადარმა  დიპლომები და ფულადი ჯილდოები გადასცა რევაზ ინანიშვილის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურს ,,მირანდუხტის“  გამარჯვებულ მოსწავლეებს: ნინი ბუზარიაშვილს, ნუცა გაგნიაშვილს და ეთო ცხვარიაშვილს.
           საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ თემურ ჩალაბაშვილმა  გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია გადასცა ანსამბლ ,,ბერიკაცებს“. ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მიენიჭათ ანსამბლის წევრებს: შალვა ბორაშვილს, ნიკო გიგოშვილს და იგორ სორდიას, მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის, ქართული ხალხური სიმღერის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე, ქართული მწერლობის ქომაგის წოდება მიენიჭა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსს არჩილ ჯაბადარს, თანამედროვე ქართული მწერლობის თანადგომისა და ხელშეწყობისთვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის.
         ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს  არაოფიციალური გაგრძელება მოჰყვა. დედაქალაქიდან ჩასულ სტუმრებს ღირსეული მასპინძლობა გაუწია რევაზ ინანიშვილის დღის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა  და ღირსეულმა  ქართველმა ბესიკ ღვინაშვილმა.
               მინაწერი:  -   ხაშმში, რევაზ ინანიშვილის ხსოვნის დღე მეოთხედ, როზა ინანიშვილის გარეშე აღინიშნა. ყველანი ველოდებით რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის გახსნას... იმედია, გაისად მაინც საგარეჯოს რაიონი შეასრულებს დაპირებულ სიტყვას - დაიმედებულმა თქვა რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის  დამფუძნებელმა, პოეტმა და ჟურნალ „ანეულის“ მთავარმა რედაქტორმა თამარ შაიმელაშვილმა. ღმერთმა უსმინოს,  პირობა შესრულდეს და სამომავლოდ, რევაზ ინანიშვილის ხსოვნის დღე მწერლის სახლ-მუზეუმში ვიზეიმოთ.

                          მზია გოგოძე






Saturday 15 June 2019

       
გამოფენა და პროექტის შეჯამება 
       ცენტრი ,,თანადგომა’’ საქართვრლოში, დიდი ხანია ფუნქციონირებს რომლის მეშვეობით არაერთი პროექტი განხორციელდა. იგი, ძირითადად, წარმოადგენს საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სულიერ-ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურს. ცენტრის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
               
 სასტუმრო ,,იოტა‘‘-ში,  საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი ,,თანადგომა ‘‘-ს ბენეფიციარების თიხისა და სხვა ხელნაკეთი ნამუშევრების გმოფენა-გაყიდვა გაიმართა. ასევე, საკონფერენციო დარბაზში აღნიშნული ორგანიზაციის წარმატებული პროექტის შეჯამება გაიმართა. ევროკავშირის მხარდაჭერით  განხორციელებული პროექტის - ,,გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების  ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის‘‘ ფინალურ ღონისძიებას ეწრებოდნენ ჰოლანდიელი  ინგრიდ ბაკერი, ევროკავშირისა და საქართველოს სახვადასხვა უწყების  წარმომადგენლები.
      ვაჟა კასრელიშვილი ცენტრის ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორი: პროექტის მიღწევებით კმაყოფილი ვართ. სასარგებლო სამუშაეოები ჩატარდა. ასრებობდა მცირეოდენი ბარიერები, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფწრი მოგვარდა და შედეგიც დამაკმაყოფილებელია. ,,თანადგომა‘‘  საქართველოში,  უკვე მრავალი წელია წარმატებით ფუნქციონირებს. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-ოციალური რეაბილიტაციის საქმეში. კონკრეტულად, გრემის ცენტრში კერამიკული სახელსონო ევროკავშირის დაფინანსებით  2015 წელს  გაიხსნა. მათი ფინანსური ხელშეწყობით ფუნქციონირებს  მსგავსი სახელოსნოები თბილისში, სოციალური ბიურო და საწარმო,  ასევე, სასჯელაღსრულებით (ორციხეში მე-15 ქსნის და გეგუთის მე-14 )  დაწესებულებებში.  სახელოსნოში იქმნება სხვადასხვა სახის ნაკეთობები, რომლის გამოფენა და გაყიდვაც არაერთხელ    გაიმართა, შემოსული თანხა   ბავშვთა ჰოსპისს გადაეცა. მსგავსი გამოფენ-გაყიდვა სამომავლოდაც იგეგმება.
   
პროექტის ფარგლებში სულ  1500 ბენეფიციარს გაეწრია ფსიქოლოგიური დახმარება, სოციალურმა საწარმოებმა კი მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულეს. ბენეფიციარები დაუბრინდნენ ჩვეულ ცხოვრების რიტმს,  საზოგადოებას და დაძლიეს სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემები.
               
                                       მზია გოგოძე








Saturday 8 June 2019

მწერალთა ეროვნული აკადემიის გეგმები

                                                                                                                       

 
      ქართულმა მწერლობამ სამწუხაროდ, თანდათან დათმო თავისი ისტორიული მისია, დაკარგა საზოგადოებრივი როლი და   ვეღარ ასრულებს ერის სულიერი თუ ზნეობრივი წინამძღოლობის ფუნქციას. ლიტერატურული ცხოვრება სულაც არ შენელებულა, მაგრამ გაწყდა კავშირი მკითხველსა და მწერალს შორის... და ეს ყოველივე მაშინ, როდესაც გვყავს შესანიშნავი პოეტები  და პროზაიკოსები, რომელთა დუმილიც კი, საოცრად ავსებს და აკეთილშობილებს ქართულ ყოფიერებას.... სხვა პრობლემაა ისიც, რომ სათანადოდ არ ფასდება მწერლის შრომაც, მათ არა აქვთ სოციალური მხარდაჭერა. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მწერალთა ეროვნული აკადემიის არსებობას, რომელიც დაარსების დღიდან ცდილობს მცირეოდენი,   მორალური მხარდაჭერა გამოხატოს ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანების  მიმართ.
 
 5 ივნისს მწერალთა სახლში,  მწერალთა ეროვნული აკადემიის დარბაზის სხდომა გაიმართა, რომელსაც   დამფუძნებლები და წევრები ესწრებოდნენ. სხდომას უძღვებოდა  აღმასრულებელი დირექტორი,  პოეტი ჯუბა ღებელი (ჯუმბერ გოგრიჭიანი), ხოლო მდივანი გახლდათ აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გაზეთ ,,სახალხო განათლების+’’ სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე ზურაბ ქობალია.
       სხდომაზე პატივი მიაგეს პირველი პრეზიდენტის - ბატონი თამაზ წივწივაძის, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის - ბატონი ალექსანდრე გაბელაიას,  აკადემიური საბჭოს წევრების, ბატონების - გენო კალანდიასა და ავთანდილ ჩხაიძის ხსოვნას.
       დამსწრე საზოგადოებას მიესალმა  აკადემიის ვიცე - პრეზიდენტი  კობა არაბული, რომელმაც  ისაუბრა ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე. 
დარბაზში იყო საქმიანი კამათი, აზრთა გცვლა-გამოცვლა, მაგრამ  საღმა აზრმა გაიმარჯვა, ჩამოყალიბდა ერთობლივი პოზიცია და დაისახა სამომავლო გეგმები. ითქვა, რომ ამ მღელვარე დღევანდელობის რკალში, აუცილებელია  ხარისხიანი ნაწარმოებების პოლულარიზაცია, ასევე,  მწერლების მხარდაჭერა, თანადგომა და რაც მთავარია, დაფინანსების წყაროს მოპოვება.
          ჯუბა ღებელი:  ათსაჯერ მითქვამს და  ისევ ვიმეორებ... მწერალთა ეროვნული აკადემია არ შექმნილა მწერალთა კავშირის საპირისპირო ორგანიზაციად... პირიქით, აკადემია უნდა ყოფილიყო სწორედ მწერალთა კავშირის წევრ და არაწევრ პროფესიონალ მწერალთა გაერთიანება, რომლის პრეზიდიუმში მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობაც მოიაზრებოდა. ის, რომ ჩვენს ისტორიულ მწერალთა კავშირში ყველაფერი რიგზე არაა, ეს მათ თავადაც კარგად იციან... არც ისაა დასამალი, რომ ახლადშექმნილ მწერალთა ეროვნულ აკადემიაშიაც ვერ ავიცილეთ თავიდან რიგი უხერხულობანი... სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მაშინ ჩვენ არა თუ ვერ შევრიგდით, არამედ მწვავე პოლემიკა გავმართეთ ორი სამწერლო გაზეთის გვერდებიდან, რასაც ახალგაზრდა თაობის ერთმანეთთან დაპირისპირებაც კი მოჰყვა. ასე აღარ უნდა მოხდეს. ჩვენ მწერლები ვართ, არაფერი გასაყოფი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს საერთო მიზანი, რომელსაც ქვეყნის, ერის გადარჩენა, მწერლობისთვის ისტორიული მისიის დაბრუნება ჰქვია.

   კობა არაბული: არაფერია ყველაფერი, ყველაფერია- არაფერი..."- ასეა ესეც, ვნახოთ რა გამოგვივა, როგორ დაიცავენ მწერლები ერის საკრალურ სივრცეს, მის ისტორიულ ცნობიერებას მამულს, ენას, სარწმუნოებას, კულტურას...როგორ იმოქმედებენ სრულიად სხვა: ანომალიურ უცნობ დროში... მწერალმა წინასწარ უნდა დაინახოს ერის ბედისწერა და "იქადაგოს", გააფრთხილოს , რაიმე შეცვალოს! ხევსური ქადაგი იტყოდა: "შეიძლება ბედისწერის შეცვლა, ან გადადება სხვაგან, სხვა დროისთვის, თუ მას წინასწარ დაინახავ და განგებას ჩანაფიქრს (განზრახვას) მიუხვდებიო"..."_ვნახოთ, რას დავინახავთ" და რა გამოვა.??! გადადებს უფალი ჩვენ ბედისწერას?.
     სხდომის წევრებმა განაახლეს აკადემიური საბჭოს შემადგენლობა  და განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.  სხდომაზე ერთობლივი გადაწყვეტილებით, მწერალთა ეროვნული აკადემიის დარბაზის პრეზიდენტად აირჩიეს კობა არაბული. ასევე, გადაწყდა ჟურნალის გამოშვების საკითხიც, სადაც  მკითხველი იხილავს  ლიტერეტურული სიახლეებს, რეცენზიებსა და კრიტიკულ შეფასებებს. 
                         
                             მზია გოგოძე

Wednesday 1 May 2019

ლიტერატურული კრიტიკა

                   კრიტიკოსის  საინტერესო მოსაზრება ქართული მწერლოზე

- „თანამედროვე ქართული მწერლობის ტენდენციები“- ასეთი იყო თემა შეხვედრისა, რომელიც სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით გაიმართა მწერალთა სახლში და მას ესწრებოდნენ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლიტერატურის კრიტიკოსი  ლევან ბრეგაძე, მწერალი გია არგანაშვილი და ფილოლოგიის დოქტორი, კრიტიკოსი ლევან ბებურიშვილი, რომლის მოხსენებამ დიდი მოწომება დაიმსასურა.



 ლევან ბებურიშვილი

                   
ქართული მწერლობის ისტორიული მისია და თანამედროვეობა
ქართულ მწერლობას განგებამ განსაკუთრებული ისტორიული მისია დააკისრა – ქართველი ერის ზნეობრივი წინამძღოლობა. მშობლიური ლიტერატურა ქართველი მკითხველისათვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ ესთეტიკური ტკბობის წყარო, გართობისა და თავშექცევის საშუალება.
ქართველი მკითხველი მშობლიურ მწერლობაში ყოველთვის ეძებდა პასუხებს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ზნეობრივ, ეროვნულ და სოციალურ საკითხებზე. საუკუნეთა განმავლობაში სწორედ ლიტერატურაში ვლინდებოდა ქართველი კაცის ჩახშული ტკივილი, მისი სულიერი მისწრაფება. მწერლობა ოდითგანვე ზნეობრივ დარაჯად ედგა ერს, აყურადებდა მის გულისცემას და მისი გულის ერთი მოძრაობაც არ გამოჰპარვია. ქართული კულტურის გაცნობისას უცხოელი მკვლევარებიც უმალ ამჩნევენ იმ გარემოებას, რომ „საქართველოში ღირებულებები... ზნეობრივ-მხატვრულ მახსოვრობაში ძევს“ (გ. გაჩევი)
მწერლობის ეროვნულ-საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხი თეორიულად ახალი ქართული ლიტერატურის კლასიკოსებმა დაამუშავეს. XIX საუკუნეში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვისა და საეკლესიო ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ერის სულიერი წინამძღოლობის მისია ქართულმა ლიტერატურამ იტვირთა. არსებულმა სოციალურ-პოლიტიკურმა და კულტურულმა ვითარებამ დიდწილად განსაზღვრა ქართველი მწერლის განსაკუთრებული სტატუსი და გამორჩეული პასუხისმგებლობა დააკისრა მას. იაკობ გოგებაშვილი წერდა: „თუ ქართველი მწერალი მგოსანია, საკმარისი არ არის იგი გენიალური პოეტი იყოს, – უკიდურესად საჭიროა, რომ ეს გენიალური პოეტი იყოს აგრეთვე გენიალური მოძღვარი, გენიალური პედაგოგი თავისი ერისათვის“.
ამ ზნეობრივ-მოქალაქეობრივი სულისკვეთებით სუნთქავს მეოცე საუკუნის ქართული მწერლობაც. უახლესი ლიტერატურის კლასიკოსებს შესანიშნავად ჰქონდათ გათავისებული ქართველი მწერლის განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შეგნება. „ქართული კალამი ორეულია გოლგოთის ჯვრისა, ხოლო მისი პატრონი ყოველთვის ჰგავდა იმ მთაზე აღმავალ მაცხოვარს“, – აცხადებდა მიხეილ ჯავახიშვილი. კომუნისტური ტოტალიტარიზმის, არნახული სულიერი კრიზისის ეპოქაში სწორედ ლიტერატურამ მოახერხა, განეცხოველებინა ჰუმანისტური იდეალები და ზნეობრივი სახე შეენარჩუნებინა ადამიანისთვის.
პოსტსაბჭოთა ეპოქაში თანდათან დაიწყო მწერლობის დესაკრალიზაციის პროცესი. თანამედროვე ტელემწერლებმა და მომწერლო ლიბერტარიანელებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ როგორმე საბჭოთა კლიშედ გამოეცხადებინათ მწერლის, როგორც გამორჩეული სოციალური და ეროვნული სტატუსის მქონე პიროვნების, კონცეფცია. ყოველივე ამის შემხედვარე, გულისტკივილს ვერ ფარავდა ოთარ ჭილაძე: „ორსაუკუნოვან ომში დაღუპულ (შეშლილ, დახვრეტილ, ნაწამებ, თვითმკვლელ) მწერლების შთამომავალმა განთავისუფლებისთანავე... უარი თქვა მწერლობის ტრადიციულ დანიშნულებაზე, ანუ, ჩვენი ისტორიული პრობლემა გადაწყვეტილად მიიჩნია და უცხოელი ექსპერიმენტალისტების მიბაძვით, უაღრესად „თანამედროვე“ და „აქტუალური“ თემებით დაინტერესდა, როგორიცაა, თუნდაც, ჰომოსექსუალზმი, კოსმოპოლიტიზმი თუ გლობალიზაცია, ანუ მშობლიური ისტორიის კრიტიკა და მშობლიური კულტურის უარყოფა. ქართული მწერლობა მონობაშია შექმნილი, ოღონდ, თავისუფალი ადამიანისათვის. დღეს კი, მეტ-ნაკლებად თავისუფალ საქართველოში მონებისათვის განკუთვნილი ლიტერატურა იწერება“.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მწერლის სოციალური სტატუსის დაკნინებას ხელი შეუწყეს არა მხოლოდ ახალგაზრდებმა, არამედ უფროსი თაობის ავტორებმაც, რომელთაც თავიანთი კონფორმიზმის გამო გაიტეხეს სახელი. 90-იან წლებში არაერთი სახელმოხვეჭილი მწერალი შავს თეთრად ასაღებდა და არ იშლიდა ქვეყნის კატასტროფის პირას მიმყვანი ხელისუფლის მეხოტბეობას. ამ პერიოდში მწერალთა კავშირი, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ერთ-ერთ დეპარტამენტს წარმოადგენდა და როდესაც ამ ორგანიზაციის იმჟამინდელი ხელმძღვანელი მთელი კავშირის სახელით ქვეშევრდომულ ერთგულებას ეფიცებოდა პოლიტიკურად გაკოტრებულ, საკუთარ ქვეყანაში წარუმატებელ „მსოფლიო დონის პოლიტიკოსს“, უფროსი თაობის მწერალთაგან, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, არავის შეუწუხებია თავი, რომ გამიჯვნოდა საკუთარი თავმჯდომარის პოზიციას!
არადა, ამ ურთულესი ვითარების ჟამს სწორედ მწერლისგან მოელოდა ხალხი მართალი სიტყვის თქმას. ქართველი მკითხველი თანდათან დარწმუნდა, რომ, სამწუხაროდ, ბევრ სახელმოხვეჭილ შემოქმედს მხოლოდ ქაღალდზე შეეძლო ერისკაცობა და პლურალისტულ გარემოშიც კი ვერ ახერხებდა კონფორმიზმისგან გათავისუფლებას. ამ გარემოებამ დიდად დასცა საზოგადოებაში მწერლისა და მწერლობის ავტორიტეტი.
დგას თუ არა დღეისათვის იმის საჭიროება, რომ ლიტერატურა ასრულებდეს ერისთვის სულიერი საზრდოს მიმწოდებლის ფუნქციას? ეკისრება თუ არა ქართველ მწერალს რაიმე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თანამედროვეობაში? საინტერესოა, რა დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხისადმი ახალი თაობის მწერლებს, როგორ აფასებენ ისინი საკუთარ მოღვაწეობას ამ თვალსაზრისით და, საზოგადოდ, გრძნობენ თუ არა ქართველი მწერლის კალმის სიმძიმეს.
თანამედროვე პოპულარული ახალგაზრდა ავტორების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მწერალი მხოლოდ „ესთეტიკურ ფასეულობებზე უნდა იყოს ორიენტირებული“, მას არაფერი ესაქმება ერის წინამძღოლობასთან, ლიტერატურის დანიშნულების ტრადიციული გაგება კი დროს გაჰყვა თან. მათი აზრით, ერის ბედზე ზრუნვა სახელმწიფოს პრეროგატივაა და არა ლიტერატურისა. მწერლის მოვალეობა მხოლოდ ისაა, რომ მკითხველისთვის თავშესაქცევი ნაწარმოებები თხზას.
ამგვარად, განმსჯელთ ტყუილად ჰგონიათ, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებამ ეროვნული პრობლემა თავისთავად გადაჭრა. თანამედროვეობამ ბევრად უფრო მწვავედ, სრულიად ახალ ჭრილში დააყენა წინაშე ნაციონალური იდენტობის შენარჩუნების საკითხი. ეპოქის პარადოქსია ის, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვერ ახერხებს ეროვნულ საფუძველზე წარმართოს საშინაო პოლიტიკა. ასეთ ვითარებაში ქართველ მწერალს ვერ ექნება იმის ფუფუნება, რომ არ აღელვებდეს ერისა და სამშობლოს ბედი. „ვით დაიძინოს... მშვიდი ძილი არ უწერია... იმას საფლავში, ვისი ერიც მცირე ერია!“ (გივი გეგეჭკორი).
ქვეყანას მწერლის მხრიდან თანადგომა და მართალი სიტყვის შეშველება სჭირდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გარე ძალის მიერაა ოკუპირებული, არამედ მაშინაც, როცა იგი დამოუკიდებელია, მაგრამ სამარცხვინო პოლიტიკური ელიტა ჰყავს. რუსზე დიდი მტერი ქვეყნის მწამვლელი თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსია, – მთავარი წილის დამდები ქვეყნის გაჩანაგებასა და გაუბედურებაში!
როგორ შეიძლება, რომ თანამედროვე ეპოქაში მწერალი ასრულებდეს ეროვნულ ფუნქციას? ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ ხელოვანი აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მით უმეტეს მიზანშეწონილი არაა ეს იმის გათვალისწინებით, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მწერალთაგან ვინც კი პოლიტიკაში გაერია, თითქმის ყველამ მარცხი იწვნია და ის ზნეობრივი უპირატესობაც გაფლანგა, რაც თანამემამულეთა თვალში პოლიტიკაში წასვლამდე ჰქონდა. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ თანამედროვე ქართველ მწერალთა უმეტესობა ცუდად ერკვევა პოლიტიკაში და ამიტომ უმჯობესიც იქნება, თუ მწერალი ამგვარი აქტივობისგან თავს შეიკავებს. სავსებით შესაძლებელია, მწერალი არ ერეოდეს პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ იყოს ნამდვილი მოქალაქე და ზნეობრივი ავტორიტეტი. უახლოეს წარსულში ასეთი მწერლის ერთ-ერთი მაგალითი იყო ოთარ ჭილაძე.
მწერლის მოღვაწეობისთვის ეროვნული მნიშვნელობის მინიჭება არც იმას გულისხმობს, რომ მას ვინმე ავალდებულებს, თავის შემოქმედებაში მხოლოდ აქტუალურ სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემატიკას დაუთმოს ყურადღება. მშვენივრად წერს თამაზ ვასაძე: „მწერალი ასრულებს საზოგადოებრივ და ეროვნულ ფუნქციას ამის საგანგებო მცდელობის, დეკლარირებისა და სავალდებულო ნორმად დაწესების გარეშეც, როცა იგი ნამდვილი მწერალია, ანუ... სამყაროს ღრმა მჭვრეტელი და ჭეშმარიტების წრფელი მაძიებელია, რომელიც ახალ, სიმართლის ნათელმყოფელ სინამდვილეს ქმნის. ამ სინამდვილის უშუალო და ძალდაუტანებელი, სიღრმისეული ზეგავლენა მკითხველის ქვეცნობიერებაზე და ცნობიერებაზე ეხმარება მას, იქცეს თვითმყოფად პიროვნებად – მოსწყდეს მასობრივ ცნობიერებას, მოიპოვოს ავტონომიური თვლთახედვა, თვითშეგნება სულიერი სამყარო. საზოგადოებრივი და ეროვნული თვალსაზრისით ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ კი ძნელი წარმოსადგენია“.
ნებისმიერი ადამიანის (მათ შორის, მწერლის) მოღვაწეობას ეროვნული მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, იმ შემთხვევაში აქვს, როდესაც იგი, კეთილსინდისიერად, მაღალპროფესიულ დონეზე იღვწის საკუთარ სფეროში. პრობლემის თავი და თავი კი სწორედ ისაა, რომ თანამედროვე ქართველ მწერალთა დიდი ნაწილი სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდება თავის საქმიანობას.
ჯერ კიდევ საუკუნის წინათ წერდა ვახტანგ კოტეტიშვილი: „მთელი ჩვენი ყურადღება იქით უნდა იყვეს მიპყრობილი, რომ ქართველ მწერალს შევაგნებინოთ შემოქმედებისათვის ესთეტიკურად დიდი პასუხისმგებლობა“. თუ შემოქმედებითი პასუხისმგებლობის დეფიციტზე მიდგა საქმე, ჩვენი დრო ამ თვალსაზრისით, ალბათ, სრულიად გამორჩეულია.
მწერალი არსებობს ენობრივ სამყაროში, ამდენად, მისი შემოქმედებითი უპასუხისმგებლობის უპირველესი ნიშანია ზერელე მოპყრობა მშობლიური ენისადმი. ზოგი რამ შეიძლება ეპატიოს მწერალს, მაგრამ ენისადმი გულგრილობა მისთვის მიუტევებელი დანაშაულია. თანამედროვე მწერალთა დიდ ნაწილს არ აქვს წერის ელემენტარული კულტურა, მშობლიური ენის ბუნებრივი გრძნობა, რომ აღარაფერი ვთქვათ გრამატიკის სრულ უცოდინრობაზე. მათ ტექსტებს ნაკლებად ემჩნევა შრომის, გარჯის კვალი. ისევე როგორც ყველა ამ ქვეყანაში, თანამედროვე მწერალიც ხალტურაზეა გადასული და თავს ნაკლებად იწუხებს ორიგინალური სტილის ძიებით, ენის დახვეწით, ტექსტის მხატვრული სრულყოფით, რადგან მიეჩვია, რომ მისი ნაწერი ამის გარეშეც იოლად საღდება და არავითარი დაბრკოლება არ ხვდება ჟურნალსა თუ გამომცემლობაში.
თანამედროვე ახალგაზრდა ავტორთა ნაწარმოებების კითხვისას აშკარად იგრძნობა ეროვნული სულის დეფიციტი, გულგრილობა აქტუალური ზნეობრივი და მოქალაქეობრივი პრობლემებისადმი. არადა, შეუძლებელია, ეს საკითხები პირდაპირ თვალში არ ეჩხირებოდეს მას, ვისაც თანამედროვეობის თემატიკაზე წერა განუზრახავს. ისევ ოთარ ჭილაძის სიტყვებს გავიხსენებთ: „ჩვენ გვყავს მწერლები, რომლებიც ქართულად წერენ, მაგრამ ქართული ეროვნული სულისკვეთება არ გააჩნიათ. მხატვრულად რომ ვთქვათ, ჰემინგუეის ნაბიჭვრებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ყაზბეგის კანონიერ მემკვიდრეებს“.
ეროვნული სული ვერ ექნება მას, ვინც საფუძვლიანად არ იცნობს და პატივს არ სცემს საკუთარი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს. თანამედროვე, ნეოლიბერალური ფრთის მწერალთა თვალში ქართული კულტურა არსებითად პროვინციალიზმის გამოვლინებაა და,  შესაბამისად, განსაკუთრებულ პატივისცემას არ იმსახურებს. ამგვარ „ინტელექტუალთა“ „ევროპეიზმი“ მხოლოდ ეროვნული თვითკრიტიკითა და უმცირესობების უფლებებზე განუწყვეტელი ღაღადისით შემოიფარგლება. სწორედ ამიტომაცაა მათი შემოქმედება სულიერი სიბერწის ნიშნით აღბეჭდილი.
თანამედროვე ახალგაზრდა მწერლებს აკლიათ თეორიული მომზადება, თვალთახედვის სიფართოვე და აზროვნების სიღრმე. ამის გამო არ ძალუძთ, რომ სათანადო დონეზე შეეჭიდონ აქტუალურ ეთიკურ პრობლემებს, ზოგად ფილოსოფიურ საკითხებს. თანამედროვე ავტორები გატაცებულნი არიან წვრილთემიანობით. შეიძლება ზოგიერთ მათგანს ნიჭი არც აკლია, მაგრამ არ მოეპოვება მთავარი – გულის სიმხურვალე, გულის ცეცხლი, რის გარეშეც დიდი ლიტერატურა არ იქმნება. თანამედროვე ავტორები ცდილობენ წარმტაცი სიუჟეტით, ჭრელაჭრულა ამბებით დაატყვევონ მკითხველი, მაგრამ ვერ აღწევენ მხატვრულ ეფექტს, რადგან არ აქვთ მნიშვნელოვანი სათქმელი. საპირისპიროდ ამისა, შეიძლება მწერალმა სრულიად უფერული სიუჟეტი შემოგვთავაზოს (ამის ნიმუშია ილიას „კაცია-ადამიანი?!“, სადაც, ფაქტობრივად, არაფერი ხდება), მაგრამ ნაწარმოები სულმოუთქმელად იკითხებოდეს და ჰქონდეს ესთეტიკური ზემოქმედების საოცარი ძალა სწორედ იმის გამო, რომ სავსეა დიდი, მნიშვნელოვანი სათქმელით. როდესაც ვკითხულობთ ილიას, ვაჟას, მიხეილ ჯავახიშვილის თხზულებებს, ვგრძნობთ, რომ ამ მწერალთა თითოეული ფრაზა უდიდესი ენერგიითაა დამუხტული, თითოეული სიტყვა გულის სისხლითაა ნაწერი. „ჯაყოს ... ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ედებოდა, ხოლო სული სისხლში მქონდა ამოვლებული“, – იგონებდა მიხეილ ჯავახიშვილი. სწორედ ასეთი შინაგანი წვა ბადებს დიდ მხატვრულ ქმნილებას. გულგრილი ადამიანი ვერასოდეს შექმნის რაიმე ღირებულს
თანამედროვე მწერალთა შემოქმედებითი უპასუხისმგებლობა უმთავრესად იმითაა განპირობებული, რომ ჩვენში სათანადოდ აღარ ფასდება მწერლის შრომა. ამის გამო თავად მწერალსაც გაუცივდა გული ლიტერატურისადმი. თუ საბჭოთა ეპოქაში მწერალს სახელმწიფოსგან ჰქონდა სოციალური მხარდაჭერა, დღეს მას ესეც აღარ მოეპოვება. საბჭოთა რეჟიმს საზოგადოებრივი აზროვნების სამართავად ესაჭიროებოდა საკუთარი მწერალთა ორგანიზაცია და სწორედ ამიტომაც დაუყვედრებლად ინახავდა მას. რაც შეეხება თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, მას არ აქვს ეროვნული იდეოლოგია და, შესაბამისად, არც არაფერში სჭირდება მწერლობა;  ხოლო თუ მაინცდამაინც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მიდგა საქმე, დღეს სახელმწიფო ამას მწერლობის დახმარების გარეშე, სხვა საშუალებებითაც შესანიშნავად მოახერხებს.
თანამედროვე საქართველოში მწერალი ვერ იარსებებს სოციალური მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ საკუთარი შრომით, გაყიდული წიგნებიდან მიღებული შემოსავლით. ქართული წიგნის ბაზარი ძალიან მცირეა, ხალხის კულტურული მოთხოვნილებები და მატერიალური დონე კი – დაბალი, რაც აისახება წიგნის ტირაჟსა და რეალიზაციაზე. კულტურის სამინისტროს ერთჯერადი ღონისძიებები და აქციები არსებითად ვერ ცვლის  სიტუაციას.
ასეთ ვითარებაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს გალაკტიონ ტაბიძის სიტყვები: „პატარა ერში მწერლობა თავის განწირვას ნიშნავს“. დღეს, ისე როგორც არასდროს, ლიტერატურის სფეროში პირნათლად მოღვაწეობა შემოქმედისგან მოითხოვს დიდი მსხვერპლის გაღებას. ლიტერატურისთვის თავგადადებულ თანამედროვე ავტორს მრავალი სირთულე მოელის: მატერიალური გაჭირვება, თანამოკლამეთა მხრიდან იგნორირება, შრომის დაუფასებლობა. ამ ყოველივეს სულგრძელობით ატანას კი ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ იცის ფასი შემოქმედებითი პროცესის თანამდევი სიხარულისა, თუ მწერლობა მისი სასიცოცხლო მოთხოვნილება, მისი არსებობის ფორმაა.
მხოლოდ დიდი გულის მქონე შემოქმედი, ვინც საკუთარ სულში გამოატარებს ერის ტკივილებს, შეძლებს სადღეისოდ თვითმყოფადი მწერლური სიტყვის თქმას. სწორედ ასეთი ავტორის გამოჩენას ელის თანამედროვე ლიტერატურის ასპარეზი.

Tuesday 16 April 2019

Blog News : კულტურა

Blog News : კულტურა:                                    დედაენის  დღე ისტორიულ ციხე-ქალაქში                                                                    ...

კულტურა

                                   დედაენის  დღე ისტორიულ ციხე-ქალაქში                                                                     


სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების დელეგაცია, კულტურული მისიით თურქეთში, ისტორიულ ყარსა და ანისს სტუმრობდა, სადაც  დედაენის დღე - 14 აპრილს, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ქართული ტაძრის ეზოში აღნიშნა. ღონისძიების ინიციატორი გახლდათ  ჟურნალ ,,ანეული''-ს რედაქტორი თამარ შაიშმელაშვილი, ხოლო კულტურული ექპედიციას ხელმძღვანელობდა  რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი. დე

ლეგაციის შემადენლობაში იყვნენ ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, ხელოვანები, ჟურნალისტები...
        დავით შემოქმედელი, რუსთაველი საზოგადოების პრეზიდენტი: ქართული ენა
არის ის ციხესიმაგრე, რაც უფალმა შემოარტყა საქართველოს, დიდი ილიას სამი ჰიპოსტაზიდან ქართული ენა არის ერთ-ერთი უმთავრესია, სავსებით ვეთანხმები  იმ აზრს, რომ  ენა იგივე ერია. ის, რომ საქართველო დღეს მძიმე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ასეთი აგრესიული მტრების გარემოცვაში გადარჩა, უმთავრესი მისი დამცველი იყო ქართული ენა, იგივე ლაზარე. ამ ენას, ჩვენს დიდ სიმდიდრეს, საგანძურს კიდევ მეტი მოფრთხილება სჭირდება. საგულისხმოა, რომ სწორედ ანისში, მართლმადიდებლურ ტაძარში,  წმინდა ნინოს უძველეს უნიკალურ ფრესკასთან ვლაპარაკობთ ქართულ ენაზე…რუსთაველის საზოგადოების მიზანია საქართველოს ისტორიული კუთხეების მონახულება. ამ მიზნით, ჩვენ ვიმყოფებოდით ტაო-კლარჯეთში, ჰერეთში და სამომავლოდაც ვაპირებთ ისტორიული ადგილების მონახულებას.
   გიორგი გოგოლაშვილი, პროფესორი: ეს ქართული ენისადმი მიძღვნილი  ჩვენი
ყველაზე ლამაზი გამოხატულებაა. ჩვენი პატივისცემისა და მოკრძალებული წვლილისა,  იმისა, რომ არ დავივიწყოთ და არ დავკარგოთ ის, რამაც შექმნა ჩვენი ისტორია, ქართული ენის ისტორია…ეს ტაძარი მოწმობს, სანამდე სწვდებოდა დიდი საქართველოს ხმა და დავითის ძალა და უნარი დიდი საქართველოს მართვისა და შემდეგ თამარ მეფისა, ეს თამარ მეფის დროინდელი ტაძარი გახლავთ.
  ღონისძიებაზე,  დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს ქართლი ენის მინიშვნელობაზე, მის სიდიადეზე და ჩვენი წინაპრების ღვაწლზე. დაასრულს კი, რეჟისორმა მარინა კოლხიდაშვილმა და  ჯგუფის წევრებმა ქართული საგალობელი შეასრულეს..   
  დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ანისში დასამახსოვრებელი იყო, შემეცნებითმა მოგზაურობამ ძალიან შთამბეჭდავი, ემოციური და საინტერესო მოგონება დაგვიტოვა, რომელიც მუდამ გვემახსოვრება და ლამაზ მოგონებად დაგვრჩება…
                                                 
                                     მზია გოგოძე

Monday 25 March 2019

კულტურა

რუთაველის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ საღამოებზე არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ ფოტოების გადაღებაზე ასეთი აჟიოტაჟი, მართლა არ შემიმჩნევია! ყველა ცდილობდა ფოტო გადაეღო მურმან ჯინორიასთან... გენიალურ მსახიობს, რომელსაც არანაირი ჯილდო არა აქვს, მაგრამ თავისი განვლილი გზა და ხალხის სიყვარული ამშვენებს. ეს კი მისთვის ყველაზე ძვირფასია!
-მე გმირი ვარ სცენაზე, რადგან მარტო ვდგავარ... ამბობს მსახიობი და ეს მართლაც ასეა... იგი, მარტო დგას სცენაზე და საოცრად ახერხებს მთელი დარბაზი მოაჯადოვოს და განაბული უსმენდეს... ჭეშმარიტმა ხელოვანმა კიდევ ერთხელ გვამოგზაურა პოეზიის სამყაროში, მოგვაჯადოვა მისთვის დამახასიათებელი მხატვრული ოსტატობით, ლექსების ,,კითხვა-მღერით'' და სხარტი იუმორით.

Wednesday 27 February 2019

მწერალთა სახლში, რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით გაიმართა შეხვერა მსახიობ თამარ სხირტლაძსეთან... თბილი და საიამოვნო საღამო იყო... ისაუბრეს მსახიობის შემოქმედებაზე, მის მიერ სცენასა და ეკრანზე შექმნილ გამორჩეულ სახეებზე.... იყო დიალოგი, უშალო კომუნიკაცია, შესრულებული როლებიდან მნივნელოვანი მომენტების გახსენება და მსახიობის ექსპრომტად შესრულებული ცეკვა... 90 წლის გენიალური მსახიობი, კვლავ მხნედ და შემართებით გამოიყურება, კმაყოფილია თავის განვლილი ცხოვრებით, საყვარელი საქმოანოით და კვლავ ახალი როლის მოლოდინშია...

Wednesday 6 February 2019

კულტურა

                                    შეხვედრა  მკითხველებთან
           ,,წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე’’  მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და მისასალმებელი ფაქტია, რომ საქართველო ამ მნიშვნელოვან ინიციატივას, უკვე მეოთხე წელიწადია შეუერთდა.
          -,,ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად’’- სწორედ ეს გახლავთ სლოგანი   ღონისძიებისა, რომელიც არაერთ საწავლო დაწესებულებაში გაიმართა და მათშორის  თბილისის 106-ე საჯარო სკოლაში, სადაც მიწვეული იყო ჟურნალისტი და მწერალი შორენა ლებანიძე.   
          1 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს, ავტორმა  ახალი ნაწარმოები წარუდგინა ნორჩ მკითხველებს და წაუკითხა ფრაგმენტები წიგნიდან  ,,პელელოპე. მგზავრი’’, რომლის მოკლე სიუჟეტი ასეთია: წიგნის პერსონაჟი ქალი გადაწყვეტს, რომ თავის საყვარელ მამაკაცს შინ კი არ დაელოდოს პენელოპესავით, არამედ ორი მცირეწლოვანი ბავშვით დაადგეს გზას მის საძიებლად.თითქმის ახალშეუღლებული ცოლ-ქმარი ერთმანეთს ომმა და ძნელმა დროებამ დააშორა. ქვეყნიდან განდევნილი და კრიმინალების სამიზნედ ქცეული სამხედრო პირი ოჯახთან ურთიერთობას წყვეტს და გართულებულ სატელეფონო კავშირზე ცოლისთვისაც მიუწვდომელი ხდება.დეტექტიური სიმძაფრითა და მწერლური ოსტატობით აღწერილი გზის მგზავრი,  ცდილობს მოთმინებით გაუმკლავდეს ყველა წინააღმდეგობას, მაგრამ იქ, სადაც ჰგონია, სამშვიდობოს გამოვაღწიეო, ყველაზე მოულოდნელი ხიფათი ელოდება...
მოსწავლეებმა გულდასმით მოუსმინეს მწერალს, დაინტერესდნენ ახალი წიგნით  და  საოცარი კომუნიკაცია შედგა მკითხველსა და ავტორს შორის. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხუს რეჟიმში. იყო დიალოგი და შთაბეჭდილებების გაცვლა. ისაუბრეს იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წიგნი ადამიანის განვითარებისთვის, იყო მსჯელობა თანამედროვე ლიტერატურაზე,  ქართველ მწერლებზე, ეროვნულ ნიჰილიზმზე, ნიჭიერი თანამედროვე ავტორების სათანადოდ დაფასებაზე და სხა მნიშვნელოვას საკითხებზე.
შოორენა ლებანიძე საზოგადოებამ  პრესის ფურცლებიდან გაიცნო. იგი წლები წინ აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწეოდა და საკმაოდ აქტუალურ პუბლიკაციებს აქვეყნებდა ხვადასხვა თემატიკაზე. საინტერესოდ და მწვავედ აშუქებდა აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც შემდეგ  + წიგნად გამოსცა. შორენა უკვე 5 წიგნის ავტორია. იგი, ძირითადად, დოკუმენტური პროზის ავტორად გვევლინება, რადგან  ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით ქმნის  მხატვრულ ნაწარმოებებს.  მწერლის  საინტერსო ხედვამ,  თავისებურმა წერის მანერამ, თხრობის სტილმა, დიდი პოპულარობა მოიპოვა.
       -ჟურნალისტი ვარ და დოკუმენტურ პროზაზე ვმუშაობ, რომელიც დაწერილია მხატვრული ენით. ჩემს წიგნებში ყველა ამბავი რეალურია, ოღონდ მხატვრულად ხორცშეშხმული-ამბობს ავტორი. შორენა ლებანიძეს წერის ნიჭი მშობლებისგან გამოჰყვა. იგი, ცნობილი ჟურნალისტების ელგუჯა ლებანიძისა და ლამარა ესართიას ქალიშვილია. ასევე არის ჩვენი კლასიკოსის მურმან ლებანიძის ახლო ნათესავი.
ქალბატონმა შორენამ მოსწავლეებს ესაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლების ჩართულობა  წიგნიერებასთან დაკავშირებულ პროექტში, რათა ხელი შევუწყონ მოზარდებში ლიტერატურის პოპულარიზაციას,  ნაკლებად დაკავდნენ კომპიუტერით, ბევრი იკითხონ და  შეიგრძნონ წიგნის სურნელი.
             ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ  დირექტორი თენგიზ გულორდავა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ზურაბიშვილი. 106-ე საჯარო სკოლა ყოველთვის გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, მნიშვნელოვანი პროექტებითა და ინოვაციებით. აქ აქტიურად იმართება ხვადასხა კულტურული თუ შემოქმედებითი ღონისძიებები. სკოლის დირექტორისა და მაღალკვალიფიციური პედკოლექტივის წყალობით, სკოლა კვლავ მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს და მაღალ შედეგებზეა ორიენტირებული.
   სკოლაში კულტურული ღონისძიებების გამართვა სამომავლოდაც არის დაგეგმილი.  სულ მალე, გაზაფხულზე  106-ე სკოლის ლიტერატურული კლუბის ინიციატივით,  იგეგმება შემოქმედებითი საღამოს მოწყობა, სახელწოდებით: ,,ჩვენ პოეტები საქართველოსი", სადაც სტუმრად მოიწვევენ პოეტებს: ბელა ალანიას, ერეკლე საღლიანს და ვაჟა ოთარაშვილს. ასევე, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მიწვეულნი  არიან  შორენა ლებანიძისა და ვაჟა ოთარაშვილის  წიგნების პრეზენტაციაზე.
           106-ე სკოლაში გამართულ  შეხვედრაზე, მოსწავლეების  აქტიურობამ, მახვილგონიერებამ, სხარტმა აზროვნებამ, ლიტერატურის სიყვარულმა მწერალზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა და სამომავლოდ, სკოლასთან  თანამრომლობის სურვილი გამოთქვა.

                              მზია გოგოძე