Wednesday 27 February 2019

მწერალთა სახლში, რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით გაიმართა შეხვერა მსახიობ თამარ სხირტლაძსეთან... თბილი და საიამოვნო საღამო იყო... ისაუბრეს მსახიობის შემოქმედებაზე, მის მიერ სცენასა და ეკრანზე შექმნილ გამორჩეულ სახეებზე.... იყო დიალოგი, უშალო კომუნიკაცია, შესრულებული როლებიდან მნივნელოვანი მომენტების გახსენება და მსახიობის ექსპრომტად შესრულებული ცეკვა... 90 წლის გენიალური მსახიობი, კვლავ მხნედ და შემართებით გამოიყურება, კმაყოფილია თავის განვლილი ცხოვრებით, საყვარელი საქმოანოით და კვლავ ახალი როლის მოლოდინშია...

Wednesday 6 February 2019

კულტურა

                                    შეხვედრა  მკითხველებთან
           ,,წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე’’  მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და მისასალმებელი ფაქტია, რომ საქართველო ამ მნიშვნელოვან ინიციატივას, უკვე მეოთხე წელიწადია შეუერთდა.
          -,,ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად’’- სწორედ ეს გახლავთ სლოგანი   ღონისძიებისა, რომელიც არაერთ საწავლო დაწესებულებაში გაიმართა და მათშორის  თბილისის 106-ე საჯარო სკოლაში, სადაც მიწვეული იყო ჟურნალისტი და მწერალი შორენა ლებანიძე.   
          1 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს, ავტორმა  ახალი ნაწარმოები წარუდგინა ნორჩ მკითხველებს და წაუკითხა ფრაგმენტები წიგნიდან  ,,პელელოპე. მგზავრი’’, რომლის მოკლე სიუჟეტი ასეთია: წიგნის პერსონაჟი ქალი გადაწყვეტს, რომ თავის საყვარელ მამაკაცს შინ კი არ დაელოდოს პენელოპესავით, არამედ ორი მცირეწლოვანი ბავშვით დაადგეს გზას მის საძიებლად.თითქმის ახალშეუღლებული ცოლ-ქმარი ერთმანეთს ომმა და ძნელმა დროებამ დააშორა. ქვეყნიდან განდევნილი და კრიმინალების სამიზნედ ქცეული სამხედრო პირი ოჯახთან ურთიერთობას წყვეტს და გართულებულ სატელეფონო კავშირზე ცოლისთვისაც მიუწვდომელი ხდება.დეტექტიური სიმძაფრითა და მწერლური ოსტატობით აღწერილი გზის მგზავრი,  ცდილობს მოთმინებით გაუმკლავდეს ყველა წინააღმდეგობას, მაგრამ იქ, სადაც ჰგონია, სამშვიდობოს გამოვაღწიეო, ყველაზე მოულოდნელი ხიფათი ელოდება...
მოსწავლეებმა გულდასმით მოუსმინეს მწერალს, დაინტერესდნენ ახალი წიგნით  და  საოცარი კომუნიკაცია შედგა მკითხველსა და ავტორს შორის. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხუს რეჟიმში. იყო დიალოგი და შთაბეჭდილებების გაცვლა. ისაუბრეს იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წიგნი ადამიანის განვითარებისთვის, იყო მსჯელობა თანამედროვე ლიტერატურაზე,  ქართველ მწერლებზე, ეროვნულ ნიჰილიზმზე, ნიჭიერი თანამედროვე ავტორების სათანადოდ დაფასებაზე და სხა მნიშვნელოვას საკითხებზე.
შოორენა ლებანიძე საზოგადოებამ  პრესის ფურცლებიდან გაიცნო. იგი წლები წინ აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწეოდა და საკმაოდ აქტუალურ პუბლიკაციებს აქვეყნებდა ხვადასხვა თემატიკაზე. საინტერესოდ და მწვავედ აშუქებდა აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც შემდეგ  + წიგნად გამოსცა. შორენა უკვე 5 წიგნის ავტორია. იგი, ძირითადად, დოკუმენტური პროზის ავტორად გვევლინება, რადგან  ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით ქმნის  მხატვრულ ნაწარმოებებს.  მწერლის  საინტერსო ხედვამ,  თავისებურმა წერის მანერამ, თხრობის სტილმა, დიდი პოპულარობა მოიპოვა.
       -ჟურნალისტი ვარ და დოკუმენტურ პროზაზე ვმუშაობ, რომელიც დაწერილია მხატვრული ენით. ჩემს წიგნებში ყველა ამბავი რეალურია, ოღონდ მხატვრულად ხორცშეშხმული-ამბობს ავტორი. შორენა ლებანიძეს წერის ნიჭი მშობლებისგან გამოჰყვა. იგი, ცნობილი ჟურნალისტების ელგუჯა ლებანიძისა და ლამარა ესართიას ქალიშვილია. ასევე არის ჩვენი კლასიკოსის მურმან ლებანიძის ახლო ნათესავი.
ქალბატონმა შორენამ მოსწავლეებს ესაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლების ჩართულობა  წიგნიერებასთან დაკავშირებულ პროექტში, რათა ხელი შევუწყონ მოზარდებში ლიტერატურის პოპულარიზაციას,  ნაკლებად დაკავდნენ კომპიუტერით, ბევრი იკითხონ და  შეიგრძნონ წიგნის სურნელი.
             ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ  დირექტორი თენგიზ გულორდავა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ზურაბიშვილი. 106-ე საჯარო სკოლა ყოველთვის გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, მნიშვნელოვანი პროექტებითა და ინოვაციებით. აქ აქტიურად იმართება ხვადასხა კულტურული თუ შემოქმედებითი ღონისძიებები. სკოლის დირექტორისა და მაღალკვალიფიციური პედკოლექტივის წყალობით, სკოლა კვლავ მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს და მაღალ შედეგებზეა ორიენტირებული.
   სკოლაში კულტურული ღონისძიებების გამართვა სამომავლოდაც არის დაგეგმილი.  სულ მალე, გაზაფხულზე  106-ე სკოლის ლიტერატურული კლუბის ინიციატივით,  იგეგმება შემოქმედებითი საღამოს მოწყობა, სახელწოდებით: ,,ჩვენ პოეტები საქართველოსი", სადაც სტუმრად მოიწვევენ პოეტებს: ბელა ალანიას, ერეკლე საღლიანს და ვაჟა ოთარაშვილს. ასევე, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მიწვეულნი  არიან  შორენა ლებანიძისა და ვაჟა ოთარაშვილის  წიგნების პრეზენტაციაზე.
           106-ე სკოლაში გამართულ  შეხვედრაზე, მოსწავლეების  აქტიურობამ, მახვილგონიერებამ, სხარტმა აზროვნებამ, ლიტერატურის სიყვარულმა მწერალზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა და სამომავლოდ, სკოლასთან  თანამრომლობის სურვილი გამოთქვა.

                              მზია გოგოძე