Sunday, 5 February 2023

პოეზია

                                                                                                                      

                  პოეზიასავით მშვენიერი პოეტის საღამო

  ,, გული ხელით დამქონდა დამქონდა დამქონდა '' -ასე ეწოდება ბელა წიგნს წიგნს წიგნს რომლის პრეზენტაცია მწერალთა სახლში გაიმართა რომელსაც მწერლები მწერლები მწერლები, პოეტებ, ხელოვანები და ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს ესწრებოდნენ ესწრებოდნენ.  ქალბატონმა ბელამ, თავის შემოქმედების თაყვანისმცემლებს, მართლაც დაუვიწყარი პოეზიის საღამო აჩუქა.  პოეზიას სიმღერერა ანაცვლებდა, რომელიც პოეტის ლექსებზე და ეს ყველაფერი ისე ჰარმონიულად შერწყმული, რომ დამსწრე სახოგადოება სულგანაბული უსმენდა. დარბაზში სასიამოვნო შეძახილები და ოვაციები არ წყდებოდა.  .  ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს მაია სიჭინავამ, ელისო ღვინეფაძემ, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა ,, ნართანი ''.  

             პრეზენტაციაზე, პოეტი მწერალთა კავშირის თავჯდომარემ გონაშვილმა დააჯილდოვა დააჯილდოვა ,, მარიკა ბარათაშვილის '' პრემიით, ხოლო საზოგადოება პოეზიელისა და გაზეთ ,, სახალხო განათლებ+'' ის სახელითმ სპეციალური სიგელით გერმანე საზანოელმა.

       მაყვალა გონაშვილი: პოეზიის  სღამომ   ძალიან ლამაზი მრავალმხრივ იყო, უპირველესად იმიტომ, რომ მართლაც გამორჩეული ქალბატონია და პოეზიაა პოეზიაა.  ბელა ალანიას ლექსიც რომ არ დაეწერა პოეზია იქნებოდა იქნებოდა.  მართლაც, რომ მშვენიერი ქალბატონია თავისი ემოციით, სევდით, სიკეთით და სიყვარულით.  ღევანდელი საღამო, ასეთი ხალხთა სიმრავლე დასტურია იმისა, თუ როგორ დიდ სცემს სცემს ქართველი ხალხი მშვენიერება.  ქალბატონ ბელას ვულოცავ ახალი წიგნის ,, დაბადებას '' და ვუსურვებ მკითხველთა სიმრავლეს.  

   ქალბატონი ბელა, სამწერლო ასპარეზზე დიდი ხანია რაც გამოჩნდა. იგი არის მწერალთა კავშირის წევრი და არაერთი სიგნის ავტორი.  მის პოეზიასა და პროზაულ ნაწარმოებებს კარგად ვიცნობთ  სოციალური მედიის  საშუალებითაც, სადაც ათასობით გამომწერი  და უამრავი ფანი ჰყავს.  ახალი წიგნი ,, გული ხელით   დამქონდა '' არის ლირიკულ ლექსთა კრებული. როგორც წიგნის რედაქტორმა  და ცნობილმა პოეტმა რაულ  ჩილაჩავამ აღნიშნა: წიგნში შესულ თითოეულ ლექსს თავისი ფუნქცია  აკისრია და მშვენივრად ასრულებს მას. კრებულში თავმოყრილია მთელი ქართული პოეზიის პოლიფონია, რითმი, ინტონაცია, რაც ამდიდრებს წიგნს. მისი პოეზია ერთგვარი საოჯახო ალბომია, საშინაო საკითხავია, რომლის ადრესატი საძებნი არ არის, გვერდითაა. ავტორის მონუსხული მზერა მხოლოდ ერთი პერსონაჟისკენ არის მიჯაჭვული. ყოველი ლექსიდან გამოსჭვივის დარბაისლური ქალის ვნება, თამამიმ გულწრფელი და შეუნიღბავი ...

     ბელა ალანიას სატრფიალო ლირიკა თუ პატრიოტული ლექსები  ლაღი და თავისუფალია. მისი წერის მანერა  მკითხველს,  უპირველეს ყოვლისა,  გულწრფელობით და უშუალობით იზიდავს.   თითოეული სტიქონი სიკეთით და მშვენიერებით არის განმსჭვალული, ისევე როგორც თავად ავტორია. მის შემოქმედებაში სჭარბობს დადებითი განცდები,  რომელიც გადამდებია და პოზიტიურ განწყობას გვიქმნის.   

 ,, გიგზავნი ლოცვას, როგორც სინათლეს, რომელიც ახლა ლოცვად  ხმიანობს ''- ამბობს პოეტი და მკითხველს ეპატიჟევა  საკუთარი ,, სიყვარულით გაშენებულ სურნელოვან ბაღში''.  ახალი კრებული  ,, გული ხელით დამქონდა'' მკითხველს   სასიამოვნო წუთსს მიანიჭებს  და ოპტიმიზმითაც განაწყობს.

 

                 მზია გოგოძე

 

 









 



  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...