Friday, 16 October 2026

თეატრალური ფესტივალი

 



   თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „საჩუქარი“ გაიხსნა. მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 29-ე სეზონი მაყურებელს ქართველი და უცხოელი ხელოვანების გამორჩეულ წარმოდგენებს, თანამედროვე ცეკვასა და მსოფლიო თეატრის ცნობილ დადგმებს სთავაზობს. 16 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე ფესტივალი იტალიის, ბელგიის, საფრანგეთის, შვეიცარიისა და ისრაელის წამყვან თეატრალურ დასებს უმასპინძლებს. პროგრამის გახსნის მთავარი მოვლენა იტალიური კომპანიის, Dewey Dell-ის სპექტაკლი „კურთხეული გაზაფხულია“. ერთი თვე — თეატრალური აღმოჩენების, თამამი ექსპერიმენტებისა და საერთაშორისო კულტურული დიალოგისთვის!კულურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „საჩუქარი“ გაიხსნა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილეს ეძღვნება. 29-ე სეზონის გახსნის ღონისძიებას კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე დაესწრო.წლევანდელი სეზონი იტალიური თეატრალური კომპანია Dewey Dell-ის „კურთხეული გაზაფხულით“ გაიხსნა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, პროფესიულმა საცეკვაო ჟურნალმა - DANZA&DANZA საუკეთესო იტალიურ საცეკვაო ნამუშევრად დაასახელა.„საქართველოს კულტურის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც კულტურული სივრცის გამრავალფეროვნებას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და ქართველი ხელოვანების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას უწყობს ხელს. უკვე წლებია, რაც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქართული კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად ჩამოყალიბდა, მით უფრო, რომ ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს თანამედროვე ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ასევე, საერთაშორისო კულტურული კავშირების გაღრმავებაში“, - აღნიშნა მიხეილ კიკნაძემ.წლევანდელი პროგრამა მოიცავს როგორც ვიმ ვანდეკეიბუსის მასტერკლასს მოცეკვავეებისთვის, ასევე, ცნობილ დადგმებს, როგორებიცაა: „ამფიტრიონი“, „მანკიერი შთამომავლობა“, „ფრანკენშტაინი - მწერლის ავტოპორტრეტი: ახალი ქმნილება“ და ა.შ16 ქტომბრიდან 18 ნოემბრამდე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს როგორც ქართველი, ისე მსოფლიოს გამოჩენილი რეჟისორებისა და წამყვანი თეატრალური დასების ნამუშევრებს იტალიიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და ისრაელიდან.

ქეთი დოლიძე რეჟისორი,  ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი: ჩვენი უმთავრესი  სურვილია, ქართველ მაყურებელს  საკუთარ ქვეყანაში  ჰქონდეს  შესაძლებლობა ეზიაროს საერთაშორისო  აღიარების მქონე უახლეს წარმომადდგენლებს.... კეთილი  იყოს თქვენი  მობრძანება  ,,საჩუქარის" 29-ე სეზონზე - ხელოვნების,  თავისუფალი აზრისა და მოულოდნელი შეხვედრების  ფესტივალზე!

###

საჩუქარი 2026

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ გრძელდება.

ჯილდოს „სრულყოფილებისათვის ხელოვნებაში“ წელს ვიმ ვანდეკეიბუსს გადასცემენ. საერთაშორისოდ აღიარებულ ბელგიელ ქორეოგრაფსა და  რეჟისორს. ლეგენდარული დასის  Ultima Vez-ის დამფუძნებელს.

 

ვინ ვანდეკეიბუსი თბილისში 19 ოქტომბერს 20:15 ჩამოფრინდება.

21 ოქტომბერს კი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში  გამართავს ვორკშოფს / მასტერკლასს  პროფესიონალ მოცეკვავეებისთვის.

24 ოქტომბერს ბელგიელი ქორეოგრაფი და რეჟისორი სპექტაკლს გრიბოედოვის სახელობის თეატრში წარადგენს.

 



თბილისში ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
















     
  



 



 








     ცეკვა - ხელოვნების უნივერსალური ენაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადდგენლებს აკავშირებს.  სწორედ,  ეს იდეა უდევს  საფუძვლად  ცეკვის საერთაშორისო ფესტივალს. 
„საქართველოს ცეკვის სადედოფლო თასი“ — საერთაშორისო შეხვედრაა, სადაც რიტმი, ოსტატობა და კულტურათა დიალოგი ერთიანდება.

 18 ოქტომბერს თბილისში, ,, პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი"გაიმართება, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას მსოფლიოს უმაღლესი კატეგორიის მსაჯები დაესწრებიან. ამის შესახებ განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა ლიზი მორიმ, ,,Sheraton Metchi Grand Hotel''- საკონფერენციო დარბაზში გამართულ პრესკონფერენსიაზე. ფესტივალი, საქართვლოს კულტირის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი და ადგილობრივი მოცკვავე წყვილები. ფესტივალის, მიზანია - საქართველოში საერთაშორისო საცეკვაო კულტურის განვითარება და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. 
  ლიზი მორი: ,,საქართველოს ცეკვის სადედოფლო თასის" მოსაპოვებლად ადგილობრივი და უცხოელი საუკეთესო მოცკვავეები და მოყვარულები იასპარეზებენ. ფესტივალი საგულდაგულოდ მზადდებოდა და მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი მოცეკვავე ბავშვების განვითარებისთვის, უფრო ფართო მასშტაბით ასპარრეზობისთვის და საერთაშორისო კონტაქტებისთვის.
ფესტივალის ფარგლებში,  საერთაშორისო  ტრენერები ცეკვის მასტერკლასებს და ლექციებს ჩაატარებენ.
მასმედიასთან შეხვედრისისას, ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა მსოფლიო ცეკვის ლეგენდამ, ცხრა გზის მსოფლიო ჩემპიონმა ჯოანა ლეონისიმ და ფესტივალის დირექტორმა ანი ლაღიძემ. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ფესტივალი ყოგველწლიურად გაიმართება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. კულტურათა დიალოგს უდიდესი მნისვბელობა აქვს.
 საერთაშორისო ფესტივალი ახალი შემოქმედენითი შესაძლებლობების საფუძველია. ცეკვით ნათქვამი სათქმელი კი, ეროვნულ და ენობივ საზღვრებს სცდება და ადამიანებს საერთო ემოციით აერთიანებს.

🌟

18 ოქტომბერს ,,შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში"  ფესტივალის  გალა საღამოს დაამშვენებენ მსოფლიო ვარსკვლავები: ჯოანა ლეონისი,  ანა საჟინა, ვიქტორ და სილვა, ელდარ ჯაფაროვი და  ეკატერინა კრისანოვა.

          




Saturday, 3 October 2026

 

თბილისობა ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა...ამ სახალხო დღესასწაულს თავისი განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა — შემოდგომის მზე, თბილისური ქუჩების ფერები, რეგიონებიდან ჩამოტანილი ნობათი, ადამიანების ჟრიამული და ის განცდა, რომ მთელი ქალაქი ერთად აღნიშნავდა და ზეიმობდა.დღეს კი, რატომღაც, თბილისობას ისეთი ხალისიანი აღარ ახლავს, ყოველ შემთხვევაში მე ვეღარ ვგრძნობ...ალბათ იმიტომ, რომ ქალაქიც შეიცვალა და ჩვენც.ქალაქის ხმაურში, ქაოსურ განაშენიანებასა და ყოველდღიურ ფუსფუსში თითქოს ის თბილისი დაიკარგა, რომლის დღესასწაულიც ასე გვიყვარდა....და მაინც, დღეს ჩემს თბილისს ყველაზე მეტად ვუსურვებ — სიმშვიდეს, სილამაზეს, სიმწვანეს, ადამიანურობას და იმ ძველი სიხარულის დაბრუნებას, რომელიც თბილისობას განსაკუთრებულ დღესასწაულად აქცევდა.

 ⚪️ 

#თბილისობა

Thursday, 1 October 2026

 პოეტის ხსოვნა და პოეზიის ძალა 

        — ნომადი ბართაიას საღამო   


„მადლობა დიდი,

მადლობა დიდი,

სამყაროს ასე ლამაზად მომწყობს,

კანონებიდან ყველაზე უფრო

მიზიდულობის კანონი მომწონს.“

         ნომად ბართაიას ამ  სტრიქონებში განსაკუთრებით საინტერესოა  „მიზიდულობის კანონის“ პოეტურ სახედ ქცევა — თითქოს ფიზიკის კანონი აქ სიყვარულის, ადამიანთა ურთიერთობისა და სამყაროს შინაგანი წესრიგის მეტაფორად გვევლინება.

 - ორიგინალური  ხმა პოეზიაში- ასე შეაფასა  მწერალმა რევაზ მიშველაძემ  პოეტის,  მწერლის, მთარგმნელის  და მეცნიერის  ნომად ბართაიას შემოქმედება.

  მწერალთა  სახლში,  სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებისა   ინიციატივით, ნომადი ბართაიას ხსოვნისადმი  მიძღვნილი  საღამო  გაიმართა, სადაც  წარმოდგენილი  იყო პოეტის გარდაცვალების შემდეგ გამოცემული  30-ე პოეტური კრებულის ,,მინიმები და  სხვა"

საღამოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი უძღვებოდა. მან გაიხსენა ნომადი ბართაიას მრავალმხრივი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა და ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც პოეტმა, მეცნიერმა და მთარგმნელმა ქართულ-ირანული კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეიტანა.

ნომადი ბართაიამ,   მთელი თავისი შემოქმედება  და სამეცნიერო მოღვაწეობა  ქართულ და ირანული კულტურების დაახლოებას მიუძღვნა. იგი იყო  პოეტი, მეცნიერი, მთარგმნელი, ირანისტი და საზოგადო მოღვაწე. რუსთაველის საზოგადოებაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ, ქართულ-ირანული ურთიერთობების გაღრმავება იყო.

    ღონისძიებაზე,  პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს რეზო მიშველაძემ, გიორგი გოგოლაშვილმა, ბელა შალვაშვილმა, ბაღათერ არაბულმა, ბელა ალანიამ, ბადრი სულაძემ და სხვებმა. მათი გამოსვლები კი,  მხოლოდ ბიოგრაფიული ფაქტების გახსენებას არ წარმოადგენდა. თითოეულმა მათგანმა საკუთარი მოგონებებითა და შეფასებებით კიდევ ერთხელ გააცოცხლა ნომადი ბართაიას სახე — როგორც პოეტის, მეცნიერის, კოლეგის, მეგობრისა და ქართული კულტურის ერთგული მსახურის.

   პოეტის ხსოვნის საღამოზე,  განსაკუთრებით იგრძნობოდა ის  უხილავი სულიერი კავშირი, რომელიც ნომადი ბართაიას ადამიანებთან აკავშირებდა. მასთან კომუნიკაცია  მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა არ ყოფილა. იგი,   ყველას თავისი ერუდიციით, იუმორით, პოეტური ხედვითა და უშუალობით იზიდავდა.

„კანონებიდან ყველაზე უფრო

მიზიდულობის კანონი მომწონს…“

იქნებ სწორედ ეს იყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი კანონიც — ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება.

 საღამოზე  ითქვა, რომ   ნომადი  ბართაია ქართულ და ირანულ კულტურებს შორის მეგობრობის  ხიდს ქმნიდა. თარგმნიდა  პოეზიის გამორჩეულ ავტორებს, იკვლევდა  ლიტერატურულ და ენობრივ ურთიერთობებს და  მკითხველებს  მრავალფეროვან სამყაროს აცნობდა.

„მიზიდულობის კანონი“ — ის უხილავი ძალაა, რომელიც პოეტსა და მკითხველს, წარსულსა და აწმყოს, ქართულ და ირანულ კულტურებს ერთმანეთთან აკავშირებს.

... და სწორედ, ამ მიზიდულობის ძალით გაგრძელდება ნომადი ბართაიას ცხოვრება — მის ლექსებში, თარგმანებში, წიგნებში და იმ ადამიანების მეხსიერებაში, რომლებმაც იგი  შეიყვარეს.





Wednesday, 30 September 2026

შემოქმედებითი საღამო

              

                         სცენა, მეგობრობა და ოთხი ათეული წელი   

                                                                                                                      

  მწერალთა სახლში, რეჟისორ მალხაზ გაბადაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელსაც მწერლები, ხელოვანები და ქართული ესტრადის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  მრავალფეროვანი და ნაყოფიერია რეჟისორის     შემოქმედებითი ცხოვრება. ორმოცი წლის განმავლობაში მან სცენას არაერთი საინტერესო ნამუშევარი და შთამბეჭდავის სახე შესძინა.   მისი პროფესიული გზა გამორჩეულია კრეატიული პროექტებით, შემოქმედებითი ძიებებით და ხელოვნებისადმი ერთგულებით. მალხაზ გაბადაძემ, თვისი მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი ქუთაისის კულტურის სფეროს განვითარებას მიუძღვნა. იგი, მრავალი წელი ფილარმონიიის დირექტორი გახლდათ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონის შემოქმედებითი ცხოვრებისა და სააკონცერტო საქმიანობის განვითარებაში.                                  

     - 40   წელი   ეს  მხოლოდ  კალენდარული  თარიღი   არ არის -  ამბობს   რეჟსორი და  დასძენს,  რომ  სწორედ, ამ  ორმოცი წლის მანძილზე ვითარდებოდა, იხვეწებოდა   პროფესიული   ოსტაობა და  გული მაყურებლის   სიყვარულით   ივსებოდა. რეჟისორისთვის სცენა მხოლოდ  განათებული     სივრცე   არ   არის არამედ,  ის  არის   ადგილი,   სადაც ადამიანის   შრომა, ნიჭი ემოცია   და    წლების   გამოცდილება   მაყურებლამდე   მიდის...  მალხაზ გაბადაძისთვის სცენა იყო და არის ცხოვრების ნაწილი, შემოქმედებითი ენერგიის გამოხატვის და ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული სივრცე.                       

საღამო მუსიკალურად გააფორმა თავად რეჟსორმა და მისმა მეგობრებმა: ქართული ესტრადის მომღერლებმა რამაზ როინიშვილმა , მაგდალინა ავაქიშვილმა , ბიძინა გამრეკელმა, თამარ ბოჭორიშვილმა და გია საყვარელიძემ. ღონისძიებას უძღვებოდა პოეტი თინა სტეფლიანი.

 საღამოს განსაკუთრებული ხალისი და იუმორი შემატა, ცირკისა და ქართული ესტრადის მსახიობმა, ილუზიონისტმა ილია გაბუნიამ.                  

  დასასრულს, რეჟისორმა მადლობა გადაუხადა თითოეულ სტუმარს და მონაწილეს, მისი შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღის გაზიარებისთვის. 


         

 40 წელი სცენაზე - ეს არის ხელოვნებასთან და მაყურებელთან ერთგლების ისტორია, რომელიც მალხაზ გაბადაძემ საკუთარი შემოქმედებით, შრომით, ენეგიითა და სიყვარულით შექმნა.


                                 მზია    გოგოძე

 

თეატრალური ფესტივალი

     თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „საჩუქარი“ გაიხსნა. მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 29-ე სეზონი მაყურებელ...