Thursday, 6 November 2025

იტალიელი მწერლის ვიზიტი

შეხვედრა ცნობილ იტალიელ  მრავალმხრივ შემოქმედთან დაჩა მარაინთან 

 📚ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ცნობილ იტალიელ მწერალს, პოეტს, დრამატურგს, რეჟისორს, სცენარისტს, პუბლიცისტს, კინოდოკუმენტალისტს, ჟურნალისტსა და მთარგმნელს - დაჩა მარაინს. შეხვედრას  ესწრებოდნენ იტალიის ელჩი  მასიმილიანო დ' ანტუონო, თსუ- სტუდენტები და სხვები. 

📚,,წერის  სიყვარული" - ასე ეწოდება  წიგნს, რომელიც  ღონისძიებაზე დაჩა მარაინიმ, მთარგმნელ ნუნუ გელაძესთან ერთად   წარადგინა. წიგნი თსუ-ს გამომცემლობაში დაისტამბა და    წერის, კითხვისა და თარგმნის ხელოვნებას ეძღვნება.

🖋️წიგნი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს როგორც  ჟურნალისტებში , ისე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებში. გამოცემაში მასში თავმოყრილია მწერლის პირადი გამოცდილება და იმ ავტორთა ხედვები, რომელთა ტექსტებიც წიგნში გაერთიანდა - საუბარია შემოქმედებით პროცესზე, ენის სიღრმეზე და იმ ემოციურ ინტენსივობაზე, რაც სიტყვას აზრს და ძალას ანიჭებს.


სტურუასეული ,,ვეფხისტყაოსანი"

   რუსთაველის თეატრში სპექტაკლის სანახავად მისულს, თავში სხვადასხვა  აზრი მიტრიალებდა. განწყობა  მქონდა არა ჩასაფრებულის  და არა  კრიტიკოსი ...