🇮🇹სამხრეთ იტალიაში მოგზაურობა მართლაც, დაუვიწყარი თავგადასავალია.ეს იყო ახალი ემოციების და შთაბეჭდილებების აღმოჩენა, იტალიური ცხოვრების სტილის და იმ რიტმის შეგრძნება, რომელიც ამ საოცარ ქვეყანას ახასიათებს. ზღვის სანაპიროსთან გაზრდილს, ზღვის პეიზაჟი, მზის ჩასვლის სცენა და არც ციტრუსის სურნელი მაოცებს, მაგრამ ყველა ქვეყანაას ხომ თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს. ამ საოცარმა მხარემ, ჩემში თავისი ფერადოვნებით, ისტორიით, კულტურით, ადამიანური სითბოთი მართლაც, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ეს იყო ემოციებით დახუნძლული გზა -ნეაპოლის ხმაურიდან კაპრის ლურჯ სიჩუმემდე, პომპეის უძველესი ქვებიდან მატერას კლდეებამდე, ალბერობელოს ზღაპრული სახლებიდან ამალფის სანაპიროს საოცარ ხედებამდე.აქ ყოველი ადგილი თავის ისტორიას გვიყვება.
საოცარია ზღვისპირა ქალაქი - ბარი, მისი უბრალო და მაგრამ მომხიბვლელი ცხოვრების სტილით. პოზიტანოს სოლამაზე კი, გულგრილს ვერავის ტოვებს. თვალისმომჭრელია კლდეზე შეფენილი ფერადი სახლები, ზღვის ლურჯი სივრცე და გზები, რომელების ყველა მოსახვევში ახალ სილამაზეს გვიჩვენებს.
ასე რომ, დასრულდა ჩემი სამხრეთ იტალიური მოგზაურობა-გზა, რომელიც სილამაზით, ისტორიით და დაუვიწყარი ემოციებით იყო სავსე.
#travel #italia #vecotravel #mziagogodze
