Thursday, 6 November 2025

იტალიელი მწერლის ვიზიტი

შეხვედრა ცნობილ იტალიელ  მრავალმხრივ შემოქმედთან დაჩა მარაინთან 

 📚ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ცნობილ იტალიელ მწერალს, პოეტს, დრამატურგს, რეჟისორს, სცენარისტს, პუბლიცისტს, კინოდოკუმენტალისტს, ჟურნალისტსა და მთარგმნელს - დაჩა მარაინს. შეხვედრას  ესწრებოდნენ იტალიის ელჩი  მასიმილიანო დ' ანტუონო, თსუ- სტუდენტები და სხვები. 

📚,,წერის  სიყვარული" - ასე ეწოდება  წიგნს, რომელიც  ღონისძიებაზე დაჩა მარაინიმ, მთარგმნელ ნუნუ გელაძესთან ერთად   წარადგინა. წიგნი თსუ-ს გამომცემლობაში დაისტამბა და    წერის, კითხვისა და თარგმნის ხელოვნებას ეძღვნება.

🖋️წიგნი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს როგორც  ჟურნალისტებში , ისე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებში. გამოცემაში მასში თავმოყრილია მწერლის პირადი გამოცდილება და იმ ავტორთა ხედვები, რომელთა ტექსტებიც წიგნში გაერთიანდა - საუბარია შემოქმედებით პროცესზე, ენის სიღრმეზე და იმ ემოციურ ინტენსივობაზე, რაც სიტყვას აზრს და ძალას ანიჭებს.


იტალიელი მწერლის ვიზიტი

შეხვედრა ცნობილ იტალიელ  მრავალმხრივ შემოქმედთან დაჩა მარაინთან   📚ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლ...