Thursday, 18 September 2014

პრობლემა

                               
         

gazgasamarTi sadguri axalgazrduli centris nacvlad... 


   TbilisSi gaCaRebuli kanonieri Tu ukanono mSenebloba, araerTxel gamxdara mosaxleobis davis sagani. Mdidi protestis miuxedavad,  dedaqalaqSi kvlav grZeldeba iseTi obieqtebis mSenebloba, romelic  Tbiliselebis did ukmayofilebas iwvevs. erT-erTi aseTi mSenebloba igegmeba iv. javaxiSvilis saxelobis Tbilisis saxelmwifo universitetis, maRlivi korpusis mimdebare teritoriaze. gavrcelebuli informaciiT, maRliv korpusTan gazgasamarTi sadguris mSeneblobas ewinaRmdegeba Tsu-s professor-maswavleblebi da tudentebi. Seqmnili situaciidan gamomdinare, axlaxan, Tsu-s reqtorma vladimer papavam gancxadebiT mimarTa Tbilisis merias da sakrebulos, raTa aRniSnul teritorize gazgasamarTiE obieqtis mSenebloba SeCerdes.
 Lvladimer papava, Tsu-s reqtori:  ..,,mivmarTav saqarTvelosmTavrobas, Tbilisis sakerebulos da dedaqalaqis merias, maqsimalurad gamoiyenon maT xelT arsebuli, moqmedi kanonmdeblobiT dadgenili uflebamosilebebi, raTa ar moxdes universitetis, sauniversiteto sazogadoebis, studentebis interesebis ugulebelyofa’’..
   vladimer papava Tavis gancxadebaSi, im saafrTxeebzec saubrobs, romelic obieqtis mSeneblobas SesaZloa mohyves.
 aRsaniSnavia, rom  Tus-s maRliv korpusTan ukve SemoRobilia teritoria da samSeneblo samuSaoebi mimdinareobs. Uuniversitetis quCaze, 2000 kv. miwis farTobi, erTi wlia kompania ,,gazivilis’’ kuTvnilebaa.
iq ukve,  specialuri abraa gakruli, sadac aRniSnulia, rom samuSaoebis dasawyebad kompanias  nebarTva Tbilisis meriis arqiteqturis samsaxurma  misca. maRliv korpussa da mSenebare obieqts Soris manZili, daaxloebiT, 250 metria, standartebiT es dasaSvebia, magram universitetis mesveurebi amas mainc ewinaaRmdegebian, radgan acxadeben, rom im teritoriaze axalgazrduli centri unda aSenebuliyo.
      


 winaaRmdegobisMmiuxedavad, teritoria SemosazRvrulia da mSenebloba ukve, ramdenime dReSi daiwyeba.  rogorc Cans,Ddedaqalaqis meria mSeneblobis nebarTvis Sesaxeb, gadawyvetilebis Secvlas ar apirebs. Aarqiteqturis saqalaqo samsaxurSi ganmartaven, rom gazgasamarTi sadguri aranair safrTxes ar warmoadgens. igives amtkiceben kompaniis warmomadgenlebic...

Aaluda gogliCiZe, Tbilisis meris moadgile:  obieqtis  mSeneblobis nebarTva gacemulia usafrTxoebis da yvelanairi teqnikuri moTxovnebis dacviT da is, araviTar problemas ar uqmnis sxva obieqtebs.
 universitetis maRlivi korpusis mimdebare teritoria, kompania ,,gazivilma’’ auqcionis wesiT SeiZina. Eekonomikis saministros informaciiT, gazgasamarTi sadguris aSenebisas, usafrTxoebis zomebi maqsimalurad iqneba daculi.

  M            mzia gogoZe


















Thursday, 11 September 2014

პოლიტიკა


  


     -   უკრაინა თუ დამარცხდა, ეს საქართველოსთვისაც მარცხი იქნება!
                                       
 
    მართალია, ნატოს უელსის სამიტზე საქართველომ MAP: აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ექსპერტების შეფასებით,N ჩრდილ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული, ახალი გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი, საქართველოს საშუალებას მისცემს, ნატოს წევრობისთვის მომზადების პროცესში, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს.. ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ანალიტილური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ექსპერტი შოთა უტიაშვილი.
  



     - ბატონო შოთა, როგორ შეაფასებდით ნატოს უელსისსამიტს? როგორც Pპეზიდენტმა განაცხადა სამიტზე, ჩვენი ქვეყნისთვის მიღებულია მაქსიმუმი, თქვენ როგორ What?
  
 -მაქსიმუმის მღება იქნებოდა მაშინ, თუ MAP-ს მივიღებდით, მაგრამ რამდენად შესაძლებელი იყო ეს, ძნელი სათქმელია. Yყველაზეახლოს ნატოში პროგრესის მიღწევასთან ვიყავით 2012 წლის შემდეგ, როცა მოიხსნა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ ორგანიზაციაში ინტეგრაციას უშლიდა ხელს, ეს იყო არჩევნები და არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებების გადაბაარება. Eეს მოხდა, მაგრამ ხელისუფლებას, რომ პრიორიტრტად აერჩია დასავლური ინტეგრაცია და ქვეყნის ეროვნული ინტერესები და არ დაეწყო შურისძიებაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება, გვქონდა შანსი, რომ უფრო ახლოს ვყოფილიყავით ნატოსთან. ნატოს დეკლარაციაშიAარის რამდენიმე კარგი ჩანაწერი, მაგრამ არის ისეთი, რომელიც ყველას გვაშფოთებს, მაგალითად, კონფლიქტების ნაწილზე გაკეთებული ჩანაწერი. ეს შეეხება იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები, კონფლიქტების გამო, ვერ შეძლებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველა სარგებლის მიღებას, ეს ცოტა უცნაურია, რაც აქამდე არ თქმულა.. ჯეიმს აპატურაის ზეპირი განმარტება, რომ ამაში ცუდი არაფერია არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს და ევროკავშირის დოკუმენტებიდან ეს ჩანაწერი ამოვარდეს, რადგან ვიცით, რომ არის ევროკავშირში და ნატოში ქვეყნები, რომელთაც უნდათ საქართველოს ინტერესების პროგრესის დაბლოკვა, სწორედ ამ კონფლიქტების საშუალებით. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოდ იმისთვის, რომ მომავალში, ასეთი ჩანაწერები ნატოს დეკლარაციაში აღარ იყოს. Aამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. დღევანდელი პოლიტიკის ფონზე, რაც ქვეყნის შიგნით და გარეთ არის, ვფიქრობ, მეტნაკლებად ხელსაყრელი შედეგი მივიღეთ. Yes შემდეგ პროგრესს ნატოსთან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინამ მოახერხა და არ დაუშვა აღმოსავლეთში ახალი გაჭიანურებული კონფლიქტის შექმნა, როგორც ეს აფხაზეთში მოხდა 90-იან წლებში და წარმატებით გამოვიდა რთული ვითარებიდან, მაშინ, საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება, ხოლო თუ უკრაინა დამარცხდა, ეს საქართველოსთვისაც მარცხი იქნება..

 -როგორ აფასებთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების?

 -ასოცირების ხელშეკრულება დიდი სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ღირსებაის არის, რომ შეგვეძლება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესება და ა.შ. ცუდი ის არის, რომ ევროკავშირმა გააუქმა გაფართოების კომისარის თანამდებობა. Aმაგრამ, ვთვლი, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია და იმედია, უახლოეს მომავალში დღის წესრიგში დადგება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხიც. How to use: შევაფასო აღნიშნული ხელშეკრულება. Eეს მნიშვნელოვაი მოვლენა, საქართველოს მოსახლეობის მხრიდანაც სრული მხარდაჭერით სარგებლობს.

 - ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უცხოელ მოქალაქეებს გაუმკაცრდათ საქართველოში ყოფნის ვადა. What about?

 -ხელისუფლების გადაწყვეტილება უცხოეთის მოქალაქეებზე ვიზების გამკაცრებასთან დაკავშირებით, სრულიად გაუმართლებელია. ასეთი გადაწყვეტილებები მართლაც დააზიანებს საქართველოს. ჩვენთვის არავის არ აუხსნია, თუ რატომ გახდა საჭირო ახალი სავიზო პოლიტიკის შემოღება. Uგაუგებარია, რა პრობლემას ქმნიდნენ უცხო ქვეყნიდან შემოსული ტურისტები თუ ინვესტორები?.. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, ასეთი გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ ეს არის ევროკავშირის მოთხოვნაო. Mმაგრამ, შეუძლებველია ევროკავშირის მოთხოვნა იყოს ის, რომ თავის მოქალაქეებს გაუმკაცროს საქართველოში ყოფნის რეჟიმი. ყოველი ახალი ტენდენციას და არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს (რეცეპტების შეემოღება, მანქანებზე დაზღვევის დაწესება და ა. შ.), თუ ევროკავშირს დავაბრალეთ არ იქნება მართებული... 

 -უნდა გამოცხადდეს თუ არა ყოფილ პრეზიდენტზე საერთაშორისო?

 - ვფიქრობ არა... ინტერპოლი არ აპირეს სააკაშვილი ჩასმას წითელ ცირკულარში, თორემ ჩვენი მთავრობა აქამდე გამოაცხადებდა მასზე საერთაშორისო ძებნას. A

 -რა უნდა გააკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გაუმჯობესდეს.?

 -ამ ეტაპზე, მგონი არც არაფერი არ შეიცვლება.. ის მოთხოვნა, რომ საქართველოს მთავრობამ რაიმე გააკეთოს რუსეთეთთან ურთიერთობის გამოსასწორებლად არ არსებობს. რუსეთი, როგორც ჩანს, მდგომარეობის გაუმჯობესებას ხედავს იმაში, რომ საქართველოს წარმომადგენლებს მოაგებინა იურმალას კონკურსი და მხიარულთა და საზრიანთა გუნდს შეჯიბრი, ეს არაფერს არ ნიშნავს. საკითხი - ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, იმდენად პრობლემატურია,რომ მისი გადადება შეუძლებელია. საქართველო, სანამ ტერიტორიებს არ დაიბრუნებს, მანამდე რუსეთთან ურთიერთობას ვერ მოაგვარებს. არ ვეთანხმები ჩვენი მთავრობის პოლიტიკას უკრაინასთან დაკავშირებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ იქ მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის მეორეხარისხოვანია, იმ ილუზიის ხარჯზე, რომ რუსეთთან ურთიერთობას გავაუმჯობესებთ.Mმიმაჩნია, რომ ჩვენ მათ უნდა დავუჭიროთ მხარი, ვინც ნამდვილი მეგობრები არიან.

 -როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული?

 -დანაშაულის გახშირება, პირველ რიგში, გამოიწვია ამინისტიამ.. . . ციხიდან, როცა 17,000 კაცს უშვებ და მათ სამუშაოს არ თავაზობ, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობა იმისა, რომ მან განმეორებით ჩაიდინოს დანაშაული..

-ფაქტია, რომ გახშირდა ოჯახური ძალადობის ფაქტები.. . როგორ უნდა მოხერხდეს ასეთი სახის დანაშაულისპრევენცია?
-ოჯახური ძალადობის პრევენცია ყველაზე ადვილია. ოჯახში როცა კონფლიქტებია, პირველ ჯერზე იარაღს არავინ არ იყენებს. ასეთ ოჯახებში, წლების განმავლობაში გრძელდება დავები, რაც ცნობილია მეზობლების და ნათესავებისთვისაც, საქმის კურსშია უბნის ინსპექტორიც, რომლის უშუალო მოვალეობაა აღნიშნული კონფლიქტების მოგვარება... უბნის ინსპექტორი, ერთხელ რომ ჩაერიოს ოჯახურ დავებში და მეზობლებს შორის კონფლიქტში, ჩვენ თავიდან ავიცილებთ ტრაგიკულ შედეგებს...

-როგორ ფიქრობთ, საპოლიციო კონტროლი რამდენად გამოასწორებს?
-ეწ რეიდები არის იმიტაცია იმისა, რომ მთავრობა, თითქოს რაღაცას აკეთებ დანაშაულის პრევენციისთვის. გახშირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით, იმდენად დიდა საზოგადოების მღელვარება და შეშფოთება, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა რაღაც ღონისძიება მოეფიქრებინა. გაუგებარია ხელისუფლების განცხადება, დანაშაული განახევრდაო და თან უნდა გავამკაცროდ სასჯელებიო. Aაბსურდია, თუ დანაშაული განახევრდა, მაშინ სასჯელი უნდა შემსუბუქდეს და არა პირიქით. სართოდ, შსს-მ უნდა შეწყვიტოს დანაშაულის დაფარვა და საზოგადოებას გააცნოს რეალური სტატისტიკა. 2010-2012 უსაფრთხო ქალაქად - მთელს მსოფლიოში. დღეს კი, სულ სხვა სურათია. Aამიტომ, ხელისუფლებამ უნდა ებრძოლოს დანაშაულს და თუ ცვლილებებია საჭირო, მაშინ დროზე გატაროს და თუ კარგ საქმეს გააკეთებს ჩვენც გვერდში დავუდგებით. დანაშაული პოლიტიკური თემა არ არის და მისი აღმოფხვრა უნდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, პოზიციას და ოპოზიციასაც.. სიტუაციის გამოსასწორებლად ყველანაირი ბერკეტი ხელისუფლებას აქვს და ეს უნდა გამოიყენოს. საჭიროა, ქვეყანაში მკაცრი ანტიკრიმინალური პოლიტიკის გატარება და დამნაშავე უნდა დაისაჯოს...

                            მზია გოგოძე




























Tuesday, 9 September 2014

კულტურა

               

       ,, ქობულეთი-2014 ''
 
   -,, ქობულეთი 2014''- ასეთი სახელწოდებით გაიმართა სპექტაკლების ჩვენება ზღვისპირ ქალაქში, რომელის ინიციატორები გახლდათ ,,კარის თეატრი'' და სპექტაკლების გარდა, ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებული იყო სხვადასხვა საცეკვაო და გასართობი შოუების გამართვა. 
   
   ლალი ლატარია, კარის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი:    
 -თეატრალური ფესტივალი 2010 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური სტუდიების აღსაზრდელები. უნდა გითხრათ, რომ კარის თეატრი ყოველი ფესტივალდან სხვადასხვა პრიზებითა და გრანპრით ბრუნდება.
   : ,,ნეტავი ოდესმე გვეშველება რამე'' (დავით კლდიაშვილის -,,სოლომან მორბელაძის'' მიხედვით). 23-ე საჯარო სკოლის მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც შასანიშნავად გაართვეს თავი თავიანთ როლებს და მაყურებელთა დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურეს.
 
ვეფხვია გორგოძე, ახალგაზრდული თეატრი ,,ფიროსმანი''- ს რეჟისორი:  -ჩვენთვის მთავარი იყო ფესტივალში მონაწილეობა და მართლაც, ლამაზი დღეები ვაჩუქეთ ქობულეთის დამსვენებლებს. ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა სპექტაკლმა: ,,ნატვრის ხე'', რომელიც გიორგი ლეონიძის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა და რომლის ინსცენირება გვეკუთვნის მე და ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელს თამარ სამხარაძეს. თეატრი ,,ფიროსმანი'' -ის მსახიობები არიან სკოლის მოსწავლეები და 25 წლამდე ახალგაზრდები. 





 ქობულეთში,,,კარის თეატრის" პატარა სხვა გასართობ შოუებში და მოაწყვეს იმპროვიზირებული სანახაობა, რაც ძალიან სახალისო იყო. თეატრალურ ფესტივალში აქტიური მონაწილეობისათვის, პატარებმა სიგელები და პრიზები დაიმსახურეს.

                     
                                   მზია გოგოზე







ინტერვიუ












საია-ს პოზიცია არ არის კატეგორიული...

   მაღალჩინოსანთა სასამართლლო პროცესებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე  კახა კოჟორიძე

  - მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესები არის ისეთი თემა, რომელსაც დეტალური შესწავლა ჭირდება..საქართველოსAახალგაზრდა იურისტთა ასოსციაციას (საია-ს) სისხლის სამართლებრივი საქმის შესწავლის და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დიდი ხნის პრაქტიკა აქვს. ჩვენს ორგანიზაციას, 2011 და 2012 წლებში ჰქონდა კვლევები, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებულ პირებთან დაკავშირებით, მაგრამ მანამ, სანამ ჩვენი იურისტები დასკვნას გააკეთებდნენ (ამა თუ იმ კონკრეტული პირის საქმე, შეიძლება პოლიტიკური მოტივებით ყოფილიყო განპირობებული), ჩვენ თვეების განმავლობაში, ვსწავლობდით მასალებს და მხოლოდ, ამის შემდეგ ვაძლევდით თავს უფლებას გარკვეულ დასკვნამდე მივსულიყავით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საია-ს მანამდელი და ახლანდელი პოზიციები არ არის კატეგორიული, ჩვენ არ ვამბობთ, რომ რომელიმე კონკრეტული პირი არის პოლიტიკუტრი პატიმარი, არამედ გამოვთქვამთ მხოლოდ ვარაუდს. საერთოდ, კატეგორიული პოზიციების დაფიქსირების მანდატი ჩვენ არ გვაქვს. როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა საქმეს არსობრივი შეფასება და საქმის სრულყოფილი შესწავლა ჭირდება.Y მართალი გითხრათ, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ყველა საქმე, ნამდვილად არ გვაქვს შესწავლილი და შესაბამისად, მთლიანი სურათის დახატვა ამ კუთხით, ჩვენი მხრიდან შეუძლებელია. თუმცა, არის საქმეები რომელზეც ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული და ამას მოკლეთ მოგახსენებთ.
მაგალითად, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით.. როგორც ცნობილია, უგულავას რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული და სასამართლოს გადაწყვეტილებები თუ პროკურატურის პოზიციები გარკვეულ კითხვებს ბადებს. ერთ-ერთ საქმეზე, 2013 წლის დასაწყისში, როდესაც პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობის გამოყენება, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა ანუ არც პატიმრობა, ან სხვა სახის აღმკვეთი ღონისძიება არ გამოიყენა და მაშინ, გაჩნდა ეჭვი იმისა, რომ ხომ არ არის სასამართლო ლოიალური ყოფილი მაღალი თანამდებობის სააქმეებთან დაკავშირებით?

- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლო მონიტორინგის კვლევას თუ აწარმოებს ?

 -ჩვენი ორგანიზაცია, ყოველ 6 თვეში ატარებს სასამართლო მონიტორინგის კვლევას, თუმცა, ეს არ ეხება მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების საქმეებს, ჩვენთან ზოგადად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხდება საქმეების არჩევა. თავდაპირველმა კვლევამ, გარადამავალ ეტაპზე - 2012-2013 წელს, ასეთი სურათი წარმოაჩინა: სასამართლო, ყოფილ მაღალჩინოსანთა საქმეების მიმართ, უფრო მეტ ლოიალურობას იჩენდა, ვიდრე რიგითი მოქალაქეების მიმართ. მაგალითად, გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი იყო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, როცა სასამართლომ მას არცერთი აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა. ჩვენი კვლევები, 2012 წლის არჩევნებამდე, აჩვენებდა იმ რეალობას, რომ პროკურატურის ყველა შუამდგომლობ,ა ეს ეხებოდა გორაოს, პატიმრობას და აშ ზუსტად ისე სრულდებოდა, როგორც ამას პროკურატურა ითხოვდა. საია-ს კვლევების შედეგად, არ გამოვლენილა არცერთი შემთხვევა, რომ სასამართლოს მიეღოს პროკურატურის მოთხოვნისა და შუამდგომლობისაგან განსხვავებული განჩინება... ეს ცხადია, დიდი პრობლემა იყო...

 - რამდენად თანმიმდევრული იყო პროკურატურა და სასამართლო გიგი უგულავასათან დაკავშირებით?

 -გიგი უგულავას საქმეს რაც შეეხება, გამოძიების პროცესში და შემდეგ, სასამართლოს მოქმედებებში, უკვე საპირისპირო მხრიდან გაჩნდა ეჭვები. მანმადე თუ ვფიქრობდით, რომ სასამართლო ლოიალურობას იჩენდა, მერე, უკვე გაჩნდა კითხვები მისი თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით. Bბუნდოვან სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გვიჩენს კითხვებ, თუ რამდენად ობიექტური იყო სასამართლო? ხომ არ არსებობდა ზეწოლის ფაქტები? საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ის ნორმა, რითაც უგულავა თანამდებობიდან გადააყენეს, შემდეგ მან მიმართა სასამართლოს - თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით, სადაც წარმოჩინდა სასამართლოს მიდგომის ხარვეზიანობა.

 - სასამართლოს ხარვეზები, კონკრეტულად, რაში გამოიხატებოდა?

  - ჩვენი შეფასებით, პროკურატურა და სასამართლოც ხელოვნურად ცდილობდა საქმის განხილვის გაჭიანურებას, რათა გიგი უგულავა თანამდებობაზე არ დაბრუნებულიყო - 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე. მაგალითად, რამდენიმე პროცესზე ასეთი შემთხვევა მოხდა, როცა პროკურორები ყველა ერთდოულად წავიდნენ ბათუმში (საპროცესო ზედამხედველობის განსახოეციელებლად) და ითხოვეს საქმის განხილვის გადადება... შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდებოდა, რაშიც სასამართლოც მონაწილეობდა. Aამ უკანასკნელს შეეძლო, რომ საპატიოდ არ ჩაეთვალა პროკურატურის შუამდგომლობა - საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით და მათი მონაწილეობის გარეშე ჩაეტარებინათ სასამართლო პროცესი, რაც სასამართლომ არ გააკეთა. Aასე რომ, კითხვები რამდენად თანმიმდევრული იყო პროკურატურა და სასამართლო გიგი უგულავასათან დაკავშირებით არსებობს.
A ასევე, შევეხები ბაჩო ახალაიას საქმეს.. აქაც ერთის მხრივ, პრობლემური იყო ის, რომ როცა სასამართლომ ბაჩო ახალაიას გამამყტუნებელი განაჩენი გამოუტანა, მაშინდელმა პრეზიდენტმა იგი ისე შეიწყალა, რომ არც დაელოდა ზემდგომი ინსტანციების გადაწყვეტილებებს.. აი, აქაც გამოჩნდა სუბიექტური მიდგომა მიხეილ სააკასვილის მხრიდან. ჩვენი შეფასებით, პრობლემურია ის საკითხი, რომ დღევანდლამდე (თუ არ ჩავთლით იმ გამამტყუნებელ განაჩენს, რაზეც პრეზიდენტს უკვე შეწყალების აქტი აქვს მიღებული), გამამტყნებელი განაჩენი ბაჩო ახალაიასთან მიმართებაში, კანონიერ ძალაში შესული არ არის და ის იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, როცა ერთ საქმეზე გადის ვადა, შემდეგ სხვა ბრალს წარუდგენს პროკურატურა და ახლიდან უფარდებეს წინასწარ პატიმრობას.
   საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია წინასწარი პატიმრობის ვადა და იგი უნდა იყოს 9 თვეზე მეტი, მაგრამ გავიდა ვადა... პრაქტიკაში ეს ასე განისაზღვრება: 9 თვე ერთ საქმეზე და პროკურატურაც ამ ლოგიკით მიდის...Aამიტომ, ჩნდება ეჭვი, რომ ახალი ბრალდებების წარდგენა ხდება იმიტომ, რომ ბაჩო ახალაია პატიმრობიდან არ გათავისუფლდეს. როცა სამართლებრივ შეფასებაზეა საუბარი, ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ გვარსა და სახელს. Aანუ წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივი პერიოდი ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, ჩვენ პრობლემატურად მიგვაჩნია. თუმცა, ფორმალური თვალსაზრისით, კანანთან წინააღმდეგობა არ გვაქვს.

 - მიხეილ სააკასვილის საქმეზე რას გვეტყოდით, რამდენად დასაბუთებული იყო მის მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდება?

 -ამ და სხვა საქმეებსაც აქვს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება. ჩვენი ორგანიზაცია კი, მხოლოდ სამართლებრივ შეფასებას აკეთებს. თუ რატომ თქვა უარი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მოწმის სახით, დაკითხვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებაზე, სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს. ის ვალდებული იყო, თავის დროზე, პასუხი გაეცა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პროკურატურამ შესთავაზა დისტანციური დაკითხვა - სკაიპის მეშვეობით. რატომ თქვა მან უარი ასეთ შეთავაზებაზე, გაუგებარია და როგორც აღვნიშნე, ამის შესახებ სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს, ის ვალდებული იყო ჩვენება მიეცა . ასეთი ქმედებით ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია.
  რაც შეეხება აღმკვეთი ღონისძიების სახით მის მიმართ პატიმრობის შეფარდებას.. საია-ს იურისტი ესწრებოდა იმ სასამართლო პროცესს, როდესაც სააკაშვილი პატიმრობის შეფარდება მოხდა... ჩვენ გამოვითხოვეთ სასამართლოს განჩინება და იგი საფუძვლიანად შევისწავლეთ, რის შემდეგაც ამ საქმესთან დაკავშირებით გავაკეთედ შეფასება. მიგვაჩნია, რომ პროკურატურის პოზიცია და არგუმენტები, რომელიც შემდეგ სასამართლოს მიერ იქნა გაზიარებული, ნამდვილად არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, დაუსაბუთებელი განჩინება იქნა მიღებული წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს. Pპროკურატურას ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი არგუმენტი რაც სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ასახა და მთლიანობაში, წინასწარი პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი არ ყოფილა.

 -როგორ ფიქრობთ, უნდა გამოცხადდეს თუ არა საერთაშორისო ძებნა ყოფილ პრეზიდენტზე?

 -ჩვენ ვერ გეტყვით უნდა გამოცხადდეს თუ არა სააკაშვილზე, ან ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნა.. თუ როგორ ცხადდება ანუ რა პროცედურებია გამოცხადების, ამაზე შემიძლია პასუხის გაცემა. როგორც უკვე აღვნიშნე, Aახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შეუძლია, მხოლოდ,Pპროცედურების განმარტება.

 -,,ჩვილ ბავშვთა საქმეები''-ზე რა ინფორმაცია გაქვთ? Gგავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ ბავშვებს საზღვარგარეთ აშვილებენ...

 -ამ სახითხზე მირჩევნია იმ ადვოკატმა ისაუბროს, ვინც უშუალოდ ამ საკითხზე მუშაობდა. Aამიტომ,Dდეტალებს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ის ინფორმაცია, რაც ჩვენთვის იქნა მოწოდებული მიგვანიშნებდა, რომ ამ საქმეში ნამდვილად იყო კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც, სავარაუდოდ, მიუთითებდა დანაშაულის ჩადენაზე და შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება ვისურვებდით, რომ უფრო ეფექტური ყოფილიყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

 - პრემიერ მინისტრმა რომ უსაყვედურა არასამთავრობო ორგანიზაციებს და არაობიექტურობაში დასდო მათ ბრალი, ამასთან დაკავშირებით რა აზრის ხართ?

 -ეს ეხებოდა ჩვენს მიერ წამოწყებულ კამპანიას ,, ეს შენ გეხება'' ... ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მოთხოვნა იყო ის, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო დიდი პრობლემები -ადამიანის უფლებების სფეროში და მათ შორის, უკანონო მოსმენების და ფარული თვალთვალის სახით, ვალდებული იყო ამ კუთხით სისტემური რეფორმები განეხორციელებინა. Mსამწუხაროა, რომ ხელისუფლება არათუ გამოვიდა აღნიშნული რეფორმების ინიციატორად, არამედ ავტორთა ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც სისტემურ რეფორმას ისახავდა მიზნად ( ჩვენს კანონმდებლობაში ევროპული სტანდარტების დანერგვას, თუ როგორ უნდა განხოეციელებულიყო ფარული საგამოძიებო მოქმედებები), პარლამენტში, თვეების განმავლობაში დაიდო თაროზე და მისი რეალური განხილვა არ დაწყებულა, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ, გვეწარმოებინა სამოქალაქო კამპანია ,,ეს შენ გეხება'' - ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, რათა დაგვერწმუნებინა ხელიუსუფლება, რომ ეს კანონპროექტი იყო მისაღები და ამ სისტემური რეფორმების გატარება იყო აუცილებელი. წარმოუდგენელია, Qქვეყანამ, რომელმაც მემკვიდრეობით 20 000 მეტი უკანონო ჩანაწერი მიიღო და ამის გამო, არავინ არ დასაჯა. ამ დანაშაულრბრივ ქმედებაში ალბათ, სამართალდამცავი ორგანოებიდან ათეულობით ადამიანი იყო ჩართული.Aამ ფონზე, აღნიშნული კამპანიის დაწყება აბსოლუტურად გამართლებული იყო და ჩვენი მთავარი მიზანი იყო ხელისუფლების დარწმუნება იმაში, რომ ეს იყო დიდი პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარებულიყო. თუმცა, შედეგად მივიღეთ პრემიერის მხრიდან აბსოლუტურად დაუმსახურებელი კრიტიკა, რაც ძალიან საწყენია. სახიფათო და არა სწორია, როცა მაღალი თაქნამდებობის პირი საკუთარ მოქალაქეებს, ფაქტობრივად, ღალატს აბრალებს.
 ,,მიზანმიმართული, ძირგამომთხრელი საქმიანობა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ''- აი, ასეთი სიტყვები თქვა პრემიერ მინისტრმა არასამთავროების მიმართ, ასეთ საქმიანობას ხომ მხოლოდ მტერი და მოღალატე აწარმოებს!. შეიძლება ვიღაცას რაღაცა შეეშალოს, მაგრამ ეს მიზანმიმართული, ძირგამომთხრელი საქმიანობა არ იქნება! ჩვენ ყველაფერს გაცნობიერებულად და კანონის ფარგლებში ვაკეთებდით და თქმა იმისა, რომ კატასტროფული კანონპროექტი და ძირგამომთხრელ საქმიანობას ვეწეოდით ცხადია, დასაბუთებული არ იყო. პრემიერ მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა მაშინ, როცა ჩვენი კანონპროექტი, პარლამენტს პირველი მოსმენით, უკვე მიღებული ქონდა. კანონპროექტი მოიწონა არამარტო საკანონმდებლო ორგანომ, არამედ იუსტიციის მინისტრმაც. სხვათაშორის, შემდეგ პრემიერმა აღნიშნა, რომ გადააჭარბა თავის შეფასებებში და მიხვდა, რომ არასწორი განცხადება გააკეთა.

 - ასოცირების ხელშეკრულების ღირსება და ნაკლი რა არის?

 -ნაკლზე ნამდვილად არ გვიფიქრია და ასოცირების ხელშეკრულებას მხოლოდ, პოზიტიურად ვაფასებთ. Eეს არის ხელშეკრულება, რომელიც ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ასპექტებს ეხება - ეკონომიკური თუ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რათა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა აამაღლოს, გაზარდოს და მიუსადაგოს ევროპულ სტანდარტებს. Aასოცირების ხელშეკრულება და დღის წესრიგი, უკვე განსაზღვრავს თითოეულ მნიშვნელოვან საქმეს, თუ რომელმა სამინისტრომ რა შედეგი უნდა აჩვენოს, რა რეფორმა უნდა გაატაროს, რაც ცხადია პოზიტიურად აისახება ადამიანის უფლებების დაცვაზე. ცუდია ის, რომ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული. Mმოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ რას ნიშნავს ასოცირების ხელშეკრულება, რა შედეგების მომტანია და მომავალში, როგორ გაუმჯობესდება მათი ცხოვრება.

 - ახალ სავიზო პოლიტიკაზე რა აზრის ხართ?

-ალბათ, ვიზების გაცემის გამკაცრებას გულისხმობთ? Eეს საკითხიც უკავშირდება ევროკავშირთან ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებას. ქვეყანაში, მოწესრიგებული უნდა იყოს ვიზების გაცემის საკითხი და იგი, უნდა დარეგულირდეს სათანადოდ. რიგ შემთხვევაში, პროცედურები ან კანონმდებლობაა დასახვეწია. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უფრო გამკაცრებული რეჟიმი დაარღვევს იმ ადამიანის უფლებებს, ვისაც საქართველოსი შემოსვლის სურვილი აქვს..

 - როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული ფონის გააქტიურება?

 -Eეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ბოლო დროს, სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ ინფორმაციას, სხვადასხვა მძიმე დანაშაულებების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-ს აქვს ასეთი პოზიცია, რომ კრიმინოგენული ვითარება არ მძიმდება და ამის დასადასტურებლად მოჰყავს ადრინდელი და ახლანდელი სტატისტიკა, რომელსაც ერთმანეთს ადარებს და აქედან გამომდინარე აკეთებს დასკვნას. ჩვენ მეტი ინფორმაცია გტვჭირდება იმისთვის, რომ ეს დავიჯეროთ, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ადრე რა მეთოდით აწარმოებდნენ და ახლა როგორ ადგენენ სტატისტიკას. თუ ერთი და იგივე მეთოდოლოგიაა, მაშინ შედარების საშუალება იქნება, მაგრამ თუ განსხვავებულია, ან ყველა მონაცემი შეტანილი არ არის, ასეთ შემთხვევაში სტატისტიკა არ იქნება ობიექტური. მე არ მაქვს მტკიცებულება და სათანადო საფუძველი იმისა, რომ აღვნიშნო შსს საზოგადოებას არასწორ სტატისტიკურ მონაცემებს აწვდის. არსებობს არგუმენტები, რომ წლების მანძილზე, მსგავსი ინფორმაცია არ შუქდებოდა, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს ვერაფერი ნუგეშია. Aამდენი მკვლელობა მართლაც საგანგაშო სტატისტიკაა და ცალსახად, მიუთითებს ხელისუფლების ვალდებულებაზე. Fფაქტია, რომ დანაშაულის პრევენციის თვალსაზრისით გადამჭრელი ზომებია მისაღები. ერთ გარემოებას მინდა გაუსვა ხაზი, პროფესიონალიზმი და კვალიფიციური კადრები ნებისმიერ სფეროშია საჭირო. მითუმეტეს, როცა მაღალი თანამდებობის პირია, ის კიდევ უფრო მეტად პროფესიონალი უნდა იყოს. Mსამწუხაროდ, დღევანდელი შსს მინისტრი არ არის იმ კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმით აღჭურვილი, რომელსაც მე ვისურვებდი ამ თანამდებობაზე. ჭიკაიძე შეიძლება იყოს კარგი ადამიანი, ან კარგი პოლოციის მუშაკი, მაგრამ ჩემთვის ამ თამამდებობაზე მისაღები კანდიდატი არ არის. ქვეყანაში, როცა შსს-ს მინისტრეზე მიმდინარეობს ქილიკი, ეს რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება მთლიანად სისტემაზე. Mმინისტრს აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ის უნდა იყოს სამინისტროს სახედა უწყებაში ყველაზე დიდი პროფესიონალი...

                    მზია გოგოძე

ყოველ გაზაფხულს მახსენენდება

 ვერის პარკში ვსეირნობდი მეგობართან ერთად. უჩვეულოდ ხალხმრავლობა იყო. აპრილის თბილი დღეები იდგა. სიო ნაზად უბერავდა და არხევდა  აკვირტულ  ხე...