Tuesday, 9 September 2014

კულტურა

               

       ,, ქობულეთი-2014 ''
 
   -,, ქობულეთი 2014''- ასეთი სახელწოდებით გაიმართა სპექტაკლების ჩვენება ზღვისპირ ქალაქში, რომელის ინიციატორები გახლდათ ,,კარის თეატრი'' და სპექტაკლების გარდა, ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებული იყო სხვადასხვა საცეკვაო და გასართობი შოუების გამართვა. 
   
   ლალი ლატარია, კარის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი:    
 -თეატრალური ფესტივალი 2010 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური სტუდიების აღსაზრდელები. უნდა გითხრათ, რომ კარის თეატრი ყოველი ფესტივალდან სხვადასხვა პრიზებითა და გრანპრით ბრუნდება.
   : ,,ნეტავი ოდესმე გვეშველება რამე'' (დავით კლდიაშვილის -,,სოლომან მორბელაძის'' მიხედვით). 23-ე საჯარო სკოლის მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც შასანიშნავად გაართვეს თავი თავიანთ როლებს და მაყურებელთა დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურეს.
 
ვეფხვია გორგოძე, ახალგაზრდული თეატრი ,,ფიროსმანი''- ს რეჟისორი:  -ჩვენთვის მთავარი იყო ფესტივალში მონაწილეობა და მართლაც, ლამაზი დღეები ვაჩუქეთ ქობულეთის დამსვენებლებს. ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა სპექტაკლმა: ,,ნატვრის ხე'', რომელიც გიორგი ლეონიძის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა და რომლის ინსცენირება გვეკუთვნის მე და ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელს თამარ სამხარაძეს. თეატრი ,,ფიროსმანი'' -ის მსახიობები არიან სკოლის მოსწავლეები და 25 წლამდე ახალგაზრდები. 





 ქობულეთში,,,კარის თეატრის" პატარა სხვა გასართობ შოუებში და მოაწყვეს იმპროვიზირებული სანახაობა, რაც ძალიან სახალისო იყო. თეატრალურ ფესტივალში აქტიური მონაწილეობისათვის, პატარებმა სიგელები და პრიზები დაიმსახურეს.

                     
                                   მზია გოგოზე







No comments:

Post a Comment

ყოველ გაზაფხულს მახსენენდება

 ვერის პარკში ვსეირნობდი მეგობართან ერთად. უჩვეულოდ ხალხმრავლობა იყო. აპრილის თბილი დღეები იდგა. სიო ნაზად უბერავდა და არხევდა  აკვირტულ  ხე...