Tuesday, 9 September 2014

ინტერვიუ












საია-ს პოზიცია არ არის კატეგორიული...

   მაღალჩინოსანთა სასამართლლო პროცესებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე  კახა კოჟორიძე

  - მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესები არის ისეთი თემა, რომელსაც დეტალური შესწავლა ჭირდება..საქართველოსAახალგაზრდა იურისტთა ასოსციაციას (საია-ს) სისხლის სამართლებრივი საქმის შესწავლის და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დიდი ხნის პრაქტიკა აქვს. ჩვენს ორგანიზაციას, 2011 და 2012 წლებში ჰქონდა კვლევები, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებულ პირებთან დაკავშირებით, მაგრამ მანამ, სანამ ჩვენი იურისტები დასკვნას გააკეთებდნენ (ამა თუ იმ კონკრეტული პირის საქმე, შეიძლება პოლიტიკური მოტივებით ყოფილიყო განპირობებული), ჩვენ თვეების განმავლობაში, ვსწავლობდით მასალებს და მხოლოდ, ამის შემდეგ ვაძლევდით თავს უფლებას გარკვეულ დასკვნამდე მივსულიყავით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საია-ს მანამდელი და ახლანდელი პოზიციები არ არის კატეგორიული, ჩვენ არ ვამბობთ, რომ რომელიმე კონკრეტული პირი არის პოლიტიკუტრი პატიმარი, არამედ გამოვთქვამთ მხოლოდ ვარაუდს. საერთოდ, კატეგორიული პოზიციების დაფიქსირების მანდატი ჩვენ არ გვაქვს. როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა საქმეს არსობრივი შეფასება და საქმის სრულყოფილი შესწავლა ჭირდება.Y მართალი გითხრათ, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ყველა საქმე, ნამდვილად არ გვაქვს შესწავლილი და შესაბამისად, მთლიანი სურათის დახატვა ამ კუთხით, ჩვენი მხრიდან შეუძლებელია. თუმცა, არის საქმეები რომელზეც ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული და ამას მოკლეთ მოგახსენებთ.
მაგალითად, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით.. როგორც ცნობილია, უგულავას რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული და სასამართლოს გადაწყვეტილებები თუ პროკურატურის პოზიციები გარკვეულ კითხვებს ბადებს. ერთ-ერთ საქმეზე, 2013 წლის დასაწყისში, როდესაც პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობის გამოყენება, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა ანუ არც პატიმრობა, ან სხვა სახის აღმკვეთი ღონისძიება არ გამოიყენა და მაშინ, გაჩნდა ეჭვი იმისა, რომ ხომ არ არის სასამართლო ლოიალური ყოფილი მაღალი თანამდებობის სააქმეებთან დაკავშირებით?

- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლო მონიტორინგის კვლევას თუ აწარმოებს ?

 -ჩვენი ორგანიზაცია, ყოველ 6 თვეში ატარებს სასამართლო მონიტორინგის კვლევას, თუმცა, ეს არ ეხება მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების საქმეებს, ჩვენთან ზოგადად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხდება საქმეების არჩევა. თავდაპირველმა კვლევამ, გარადამავალ ეტაპზე - 2012-2013 წელს, ასეთი სურათი წარმოაჩინა: სასამართლო, ყოფილ მაღალჩინოსანთა საქმეების მიმართ, უფრო მეტ ლოიალურობას იჩენდა, ვიდრე რიგითი მოქალაქეების მიმართ. მაგალითად, გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი იყო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, როცა სასამართლომ მას არცერთი აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა. ჩვენი კვლევები, 2012 წლის არჩევნებამდე, აჩვენებდა იმ რეალობას, რომ პროკურატურის ყველა შუამდგომლობ,ა ეს ეხებოდა გორაოს, პატიმრობას და აშ ზუსტად ისე სრულდებოდა, როგორც ამას პროკურატურა ითხოვდა. საია-ს კვლევების შედეგად, არ გამოვლენილა არცერთი შემთხვევა, რომ სასამართლოს მიეღოს პროკურატურის მოთხოვნისა და შუამდგომლობისაგან განსხვავებული განჩინება... ეს ცხადია, დიდი პრობლემა იყო...

 - რამდენად თანმიმდევრული იყო პროკურატურა და სასამართლო გიგი უგულავასათან დაკავშირებით?

 -გიგი უგულავას საქმეს რაც შეეხება, გამოძიების პროცესში და შემდეგ, სასამართლოს მოქმედებებში, უკვე საპირისპირო მხრიდან გაჩნდა ეჭვები. მანმადე თუ ვფიქრობდით, რომ სასამართლო ლოიალურობას იჩენდა, მერე, უკვე გაჩნდა კითხვები მისი თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით. Bბუნდოვან სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გვიჩენს კითხვებ, თუ რამდენად ობიექტური იყო სასამართლო? ხომ არ არსებობდა ზეწოლის ფაქტები? საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ის ნორმა, რითაც უგულავა თანამდებობიდან გადააყენეს, შემდეგ მან მიმართა სასამართლოს - თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით, სადაც წარმოჩინდა სასამართლოს მიდგომის ხარვეზიანობა.

 - სასამართლოს ხარვეზები, კონკრეტულად, რაში გამოიხატებოდა?

  - ჩვენი შეფასებით, პროკურატურა და სასამართლოც ხელოვნურად ცდილობდა საქმის განხილვის გაჭიანურებას, რათა გიგი უგულავა თანამდებობაზე არ დაბრუნებულიყო - 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე. მაგალითად, რამდენიმე პროცესზე ასეთი შემთხვევა მოხდა, როცა პროკურორები ყველა ერთდოულად წავიდნენ ბათუმში (საპროცესო ზედამხედველობის განსახოეციელებლად) და ითხოვეს საქმის განხილვის გადადება... შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდებოდა, რაშიც სასამართლოც მონაწილეობდა. Aამ უკანასკნელს შეეძლო, რომ საპატიოდ არ ჩაეთვალა პროკურატურის შუამდგომლობა - საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით და მათი მონაწილეობის გარეშე ჩაეტარებინათ სასამართლო პროცესი, რაც სასამართლომ არ გააკეთა. Aასე რომ, კითხვები რამდენად თანმიმდევრული იყო პროკურატურა და სასამართლო გიგი უგულავასათან დაკავშირებით არსებობს.
A ასევე, შევეხები ბაჩო ახალაიას საქმეს.. აქაც ერთის მხრივ, პრობლემური იყო ის, რომ როცა სასამართლომ ბაჩო ახალაიას გამამყტუნებელი განაჩენი გამოუტანა, მაშინდელმა პრეზიდენტმა იგი ისე შეიწყალა, რომ არც დაელოდა ზემდგომი ინსტანციების გადაწყვეტილებებს.. აი, აქაც გამოჩნდა სუბიექტური მიდგომა მიხეილ სააკასვილის მხრიდან. ჩვენი შეფასებით, პრობლემურია ის საკითხი, რომ დღევანდლამდე (თუ არ ჩავთლით იმ გამამტყუნებელ განაჩენს, რაზეც პრეზიდენტს უკვე შეწყალების აქტი აქვს მიღებული), გამამტყნებელი განაჩენი ბაჩო ახალაიასთან მიმართებაში, კანონიერ ძალაში შესული არ არის და ის იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, როცა ერთ საქმეზე გადის ვადა, შემდეგ სხვა ბრალს წარუდგენს პროკურატურა და ახლიდან უფარდებეს წინასწარ პატიმრობას.
   საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია წინასწარი პატიმრობის ვადა და იგი უნდა იყოს 9 თვეზე მეტი, მაგრამ გავიდა ვადა... პრაქტიკაში ეს ასე განისაზღვრება: 9 თვე ერთ საქმეზე და პროკურატურაც ამ ლოგიკით მიდის...Aამიტომ, ჩნდება ეჭვი, რომ ახალი ბრალდებების წარდგენა ხდება იმიტომ, რომ ბაჩო ახალაია პატიმრობიდან არ გათავისუფლდეს. როცა სამართლებრივ შეფასებაზეა საუბარი, ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ გვარსა და სახელს. Aანუ წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივი პერიოდი ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, ჩვენ პრობლემატურად მიგვაჩნია. თუმცა, ფორმალური თვალსაზრისით, კანანთან წინააღმდეგობა არ გვაქვს.

 - მიხეილ სააკასვილის საქმეზე რას გვეტყოდით, რამდენად დასაბუთებული იყო მის მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდება?

 -ამ და სხვა საქმეებსაც აქვს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება. ჩვენი ორგანიზაცია კი, მხოლოდ სამართლებრივ შეფასებას აკეთებს. თუ რატომ თქვა უარი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მოწმის სახით, დაკითხვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებაზე, სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს. ის ვალდებული იყო, თავის დროზე, პასუხი გაეცა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პროკურატურამ შესთავაზა დისტანციური დაკითხვა - სკაიპის მეშვეობით. რატომ თქვა მან უარი ასეთ შეთავაზებაზე, გაუგებარია და როგორც აღვნიშნე, ამის შესახებ სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს, ის ვალდებული იყო ჩვენება მიეცა . ასეთი ქმედებით ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია.
  რაც შეეხება აღმკვეთი ღონისძიების სახით მის მიმართ პატიმრობის შეფარდებას.. საია-ს იურისტი ესწრებოდა იმ სასამართლო პროცესს, როდესაც სააკაშვილი პატიმრობის შეფარდება მოხდა... ჩვენ გამოვითხოვეთ სასამართლოს განჩინება და იგი საფუძვლიანად შევისწავლეთ, რის შემდეგაც ამ საქმესთან დაკავშირებით გავაკეთედ შეფასება. მიგვაჩნია, რომ პროკურატურის პოზიცია და არგუმენტები, რომელიც შემდეგ სასამართლოს მიერ იქნა გაზიარებული, ნამდვილად არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, დაუსაბუთებელი განჩინება იქნა მიღებული წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს. Pპროკურატურას ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი არგუმენტი რაც სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ასახა და მთლიანობაში, წინასწარი პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი არ ყოფილა.

 -როგორ ფიქრობთ, უნდა გამოცხადდეს თუ არა საერთაშორისო ძებნა ყოფილ პრეზიდენტზე?

 -ჩვენ ვერ გეტყვით უნდა გამოცხადდეს თუ არა სააკაშვილზე, ან ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნა.. თუ როგორ ცხადდება ანუ რა პროცედურებია გამოცხადების, ამაზე შემიძლია პასუხის გაცემა. როგორც უკვე აღვნიშნე, Aახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შეუძლია, მხოლოდ,Pპროცედურების განმარტება.

 -,,ჩვილ ბავშვთა საქმეები''-ზე რა ინფორმაცია გაქვთ? Gგავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ ბავშვებს საზღვარგარეთ აშვილებენ...

 -ამ სახითხზე მირჩევნია იმ ადვოკატმა ისაუბროს, ვინც უშუალოდ ამ საკითხზე მუშაობდა. Aამიტომ,Dდეტალებს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ის ინფორმაცია, რაც ჩვენთვის იქნა მოწოდებული მიგვანიშნებდა, რომ ამ საქმეში ნამდვილად იყო კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც, სავარაუდოდ, მიუთითებდა დანაშაულის ჩადენაზე და შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება ვისურვებდით, რომ უფრო ეფექტური ყოფილიყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

 - პრემიერ მინისტრმა რომ უსაყვედურა არასამთავრობო ორგანიზაციებს და არაობიექტურობაში დასდო მათ ბრალი, ამასთან დაკავშირებით რა აზრის ხართ?

 -ეს ეხებოდა ჩვენს მიერ წამოწყებულ კამპანიას ,, ეს შენ გეხება'' ... ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მოთხოვნა იყო ის, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო დიდი პრობლემები -ადამიანის უფლებების სფეროში და მათ შორის, უკანონო მოსმენების და ფარული თვალთვალის სახით, ვალდებული იყო ამ კუთხით სისტემური რეფორმები განეხორციელებინა. Mსამწუხაროა, რომ ხელისუფლება არათუ გამოვიდა აღნიშნული რეფორმების ინიციატორად, არამედ ავტორთა ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც სისტემურ რეფორმას ისახავდა მიზნად ( ჩვენს კანონმდებლობაში ევროპული სტანდარტების დანერგვას, თუ როგორ უნდა განხოეციელებულიყო ფარული საგამოძიებო მოქმედებები), პარლამენტში, თვეების განმავლობაში დაიდო თაროზე და მისი რეალური განხილვა არ დაწყებულა, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ, გვეწარმოებინა სამოქალაქო კამპანია ,,ეს შენ გეხება'' - ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, რათა დაგვერწმუნებინა ხელიუსუფლება, რომ ეს კანონპროექტი იყო მისაღები და ამ სისტემური რეფორმების გატარება იყო აუცილებელი. წარმოუდგენელია, Qქვეყანამ, რომელმაც მემკვიდრეობით 20 000 მეტი უკანონო ჩანაწერი მიიღო და ამის გამო, არავინ არ დასაჯა. ამ დანაშაულრბრივ ქმედებაში ალბათ, სამართალდამცავი ორგანოებიდან ათეულობით ადამიანი იყო ჩართული.Aამ ფონზე, აღნიშნული კამპანიის დაწყება აბსოლუტურად გამართლებული იყო და ჩვენი მთავარი მიზანი იყო ხელისუფლების დარწმუნება იმაში, რომ ეს იყო დიდი პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარებულიყო. თუმცა, შედეგად მივიღეთ პრემიერის მხრიდან აბსოლუტურად დაუმსახურებელი კრიტიკა, რაც ძალიან საწყენია. სახიფათო და არა სწორია, როცა მაღალი თაქნამდებობის პირი საკუთარ მოქალაქეებს, ფაქტობრივად, ღალატს აბრალებს.
 ,,მიზანმიმართული, ძირგამომთხრელი საქმიანობა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ''- აი, ასეთი სიტყვები თქვა პრემიერ მინისტრმა არასამთავროების მიმართ, ასეთ საქმიანობას ხომ მხოლოდ მტერი და მოღალატე აწარმოებს!. შეიძლება ვიღაცას რაღაცა შეეშალოს, მაგრამ ეს მიზანმიმართული, ძირგამომთხრელი საქმიანობა არ იქნება! ჩვენ ყველაფერს გაცნობიერებულად და კანონის ფარგლებში ვაკეთებდით და თქმა იმისა, რომ კატასტროფული კანონპროექტი და ძირგამომთხრელ საქმიანობას ვეწეოდით ცხადია, დასაბუთებული არ იყო. პრემიერ მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა მაშინ, როცა ჩვენი კანონპროექტი, პარლამენტს პირველი მოსმენით, უკვე მიღებული ქონდა. კანონპროექტი მოიწონა არამარტო საკანონმდებლო ორგანომ, არამედ იუსტიციის მინისტრმაც. სხვათაშორის, შემდეგ პრემიერმა აღნიშნა, რომ გადააჭარბა თავის შეფასებებში და მიხვდა, რომ არასწორი განცხადება გააკეთა.

 - ასოცირების ხელშეკრულების ღირსება და ნაკლი რა არის?

 -ნაკლზე ნამდვილად არ გვიფიქრია და ასოცირების ხელშეკრულებას მხოლოდ, პოზიტიურად ვაფასებთ. Eეს არის ხელშეკრულება, რომელიც ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ასპექტებს ეხება - ეკონომიკური თუ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რათა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა აამაღლოს, გაზარდოს და მიუსადაგოს ევროპულ სტანდარტებს. Aასოცირების ხელშეკრულება და დღის წესრიგი, უკვე განსაზღვრავს თითოეულ მნიშვნელოვან საქმეს, თუ რომელმა სამინისტრომ რა შედეგი უნდა აჩვენოს, რა რეფორმა უნდა გაატაროს, რაც ცხადია პოზიტიურად აისახება ადამიანის უფლებების დაცვაზე. ცუდია ის, რომ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული. Mმოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ რას ნიშნავს ასოცირების ხელშეკრულება, რა შედეგების მომტანია და მომავალში, როგორ გაუმჯობესდება მათი ცხოვრება.

 - ახალ სავიზო პოლიტიკაზე რა აზრის ხართ?

-ალბათ, ვიზების გაცემის გამკაცრებას გულისხმობთ? Eეს საკითხიც უკავშირდება ევროკავშირთან ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებას. ქვეყანაში, მოწესრიგებული უნდა იყოს ვიზების გაცემის საკითხი და იგი, უნდა დარეგულირდეს სათანადოდ. რიგ შემთხვევაში, პროცედურები ან კანონმდებლობაა დასახვეწია. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უფრო გამკაცრებული რეჟიმი დაარღვევს იმ ადამიანის უფლებებს, ვისაც საქართველოსი შემოსვლის სურვილი აქვს..

 - როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული ფონის გააქტიურება?

 -Eეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ბოლო დროს, სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ ინფორმაციას, სხვადასხვა მძიმე დანაშაულებების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-ს აქვს ასეთი პოზიცია, რომ კრიმინოგენული ვითარება არ მძიმდება და ამის დასადასტურებლად მოჰყავს ადრინდელი და ახლანდელი სტატისტიკა, რომელსაც ერთმანეთს ადარებს და აქედან გამომდინარე აკეთებს დასკვნას. ჩვენ მეტი ინფორმაცია გტვჭირდება იმისთვის, რომ ეს დავიჯეროთ, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ადრე რა მეთოდით აწარმოებდნენ და ახლა როგორ ადგენენ სტატისტიკას. თუ ერთი და იგივე მეთოდოლოგიაა, მაშინ შედარების საშუალება იქნება, მაგრამ თუ განსხვავებულია, ან ყველა მონაცემი შეტანილი არ არის, ასეთ შემთხვევაში სტატისტიკა არ იქნება ობიექტური. მე არ მაქვს მტკიცებულება და სათანადო საფუძველი იმისა, რომ აღვნიშნო შსს საზოგადოებას არასწორ სტატისტიკურ მონაცემებს აწვდის. არსებობს არგუმენტები, რომ წლების მანძილზე, მსგავსი ინფორმაცია არ შუქდებოდა, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს ვერაფერი ნუგეშია. Aამდენი მკვლელობა მართლაც საგანგაშო სტატისტიკაა და ცალსახად, მიუთითებს ხელისუფლების ვალდებულებაზე. Fფაქტია, რომ დანაშაულის პრევენციის თვალსაზრისით გადამჭრელი ზომებია მისაღები. ერთ გარემოებას მინდა გაუსვა ხაზი, პროფესიონალიზმი და კვალიფიციური კადრები ნებისმიერ სფეროშია საჭირო. მითუმეტეს, როცა მაღალი თანამდებობის პირია, ის კიდევ უფრო მეტად პროფესიონალი უნდა იყოს. Mსამწუხაროდ, დღევანდელი შსს მინისტრი არ არის იმ კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმით აღჭურვილი, რომელსაც მე ვისურვებდი ამ თანამდებობაზე. ჭიკაიძე შეიძლება იყოს კარგი ადამიანი, ან კარგი პოლოციის მუშაკი, მაგრამ ჩემთვის ამ თამამდებობაზე მისაღები კანდიდატი არ არის. ქვეყანაში, როცა შსს-ს მინისტრეზე მიმდინარეობს ქილიკი, ეს რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება მთლიანად სისტემაზე. Mმინისტრს აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ის უნდა იყოს სამინისტროს სახედა უწყებაში ყველაზე დიდი პროფესიონალი...

                    მზია გოგოძე

No comments:

Post a Comment

ყოველ გაზაფხულს მახსენენდება

 ვერის პარკში ვსეირნობდი მეგობართან ერთად. უჩვეულოდ ხალხმრავლობა იყო. აპრილის თბილი დღეები იდგა. სიო ნაზად უბერავდა და არხევდა  აკვირტულ  ხე...