საქართველოს მხოლოდ გონიერებით შევინარჩუნებთ!
აფხაზეთის თემაზე და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ სახითხებზე გვესაუბრება: საქართველოს პატრიოტთა ალინსის თავჯდომარე დავით თარხან-მოურავი -აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ სამოკავშირეო ხელშეკრულება, კიდევ უფრო აახლოებს და ხელს უწყობს აფხაზეთის ინტეგრაციას რუსეთთან. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სამომავლოდ შეიქმნება საერთო შეიარაღებული რუსულ-აფხაზური ძალები და რომელიც, ფაქტობრივად, იქნება რუსული შეიარაღება. ამაჟამად, რუსეთი აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აცხადებს და ასევე გააგრძელებს, თუმცა, რეალურად ინტეგრირებული იქნება რუსეთთან. Eეს, რა თქმა უნდა, არის საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა, მაგრამ ეს არც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთს არ ანაღვლებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთში ხალხი უკვე გამოფხიზლდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკვე ღიად გამოხატავს თავის პროტესტს, იქ ბევრი უხუცესია, რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთი გახდება რუსეთის ნაწილი.. მართალია, მათ არც ის მოსწონდათ საქართველოს ნაწილი რომ იყვნენ. Aფხაზებს,Eაღნიშნული პრობლემები 7 წლის წინათაც ესმოდათ. Aაქ არის საკითხები, რომელიც მენტალობასთან არის დაკავშირებული... ' -კონკრტულად, რას გულისხმობთ?
-კერძოდ, მხედველობაში მაქვს ის, რომ აფხაზები და ქართველები საერთო წინაპრის მქონე ხალხია. ამას ვერავინ ვერ უარყოფს. ქართველები არ ვართ ის ხალხი, ვინც მივიდა და დაიპყრო ის მიწა, რომელსაც ჰქვია აფხაზეთი, ის ჩვენი საერთო მიწაა. ჩვენ ვართ ძირძველი ანუ აბორიგენი მოსახლეობა. ქართველებს და აფხაზებს ჰყავდათ ერთი საერთო წინაპარი და ერთად ცხოვრობდნენ ყოველთვის. ისტორიას რომ გადავხედოთ, საუკუნეების განმავლობაში აფხაზთა სამთავრო, ქართულ სამთავროდ მოიხსენიებოდა ყველა წყაროში. აფხაზური თავად-აზნაურობა კი, თავის თავს ქართველად მიიჩნევდა და დამწერლობაში ქართულ ანბანს იყენებდა. ჩვენს შორის გახვლეჩვა მოხდა ბოლო 70 წლის განმავლობაში, ბევრმა არც კი იცის, რომ ადრე ეს პრობლემა არ არსებობდა. Gგასული საუკუნის 60-იან წლებში, ნიკიტა ხრუშოვის მართველობის პერიოდში, რუსეთში დაიწყო ეს მოძრაობა და რუსმა მეცნიერებმა დაიწყეს ლაპარაკი, რომ აფხაზები ქართველები არ არიანო. ამგვარ,Kკომუნისტურ პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდნენ ქართველები. 1958 წლის შემდეგ, ქართველები გამოდიოდნენ დამოუკიდებლობის მოთხოვნით, სადაც ხალხი მოკლეს... ცხადია, რომ რუსთში Aშეიქმნა ისეთი პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა აფხაზების გონებაში აზრის დანერგვას, რომ ისინი არ არიან ქართველები და არიან სხვა ერი... სამწუხაროდ, აღნიშნული პოლიტიკა, უკვე განხორციელდა, რადგან ერონვულობა, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური საკითხია, ადამიანი შინაგანად უნდა თვლიდეს, რომ ის ქართველია. ფაქტია, რომ დღეს აფხაზების უმრავლეესობა თვლის, რომ ის არ არის ქართველი და ქართველებთან ნათესაობაზეც უარყოფენ. თუმცა, არიან ისეთი აფხაზებიც, რომლებიც თვლიან რომ ქართველები არიან, მაგალითად, ადა მარშანია, გია Aშერვაშიძე, ვახტანგ ყოლბაია და სხვები. არავინ არ აქცევს ყურადღებას (მათ შორის რუსეთიც) იმას, რომ აფხაზეთიდან დევნილი ქართველი არის 250 ათასიდან 300 ათასამდე. დღესაც კი, ქართველების რაოდენობა აფხაზეთში არანაკლებია, ვიდრე აფხაზებისა, ისინი სულ 75 ათასი არიან. სხვათაშორის, იქ უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს (80ათასი), ვიდრე აფხაზი. ქართველების რაოდენობის შესახებ სხვადასხვა მონაცემებია. მინიმალურ ციფრად სახელდება 55 ათასი, ხოლო სხვა ინფორმაციით 120 ათასი. Nნებისმიერ შემთხვევაში, დღესაც კი, აფხაზეთში ქართველები არის გადამწყვეტი ძალა, მაგრამ მათი უფლებები საერთოდ არ არის დაცული, აღარაფერს ვამბობ დევნილებზე...
-ბატონო დავით, როგორც ვიცით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ადგილობრივმა მოსახლეობამაც გააპროტესა... როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მათი უკმაყოფილება?
-აფხაზი საზოგადოების დიდი ნაწილი იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა... შეუძლებელია აფხაზებს არ ესმოდეთ ის, თუ რა პროცესები მიმდინარეობს აფხაზეთში, ეს არ არის დამოუკიდებლობა. ათასწლეულობის განმავლობაში, საქართველოს შემადგენლობაში როცა იყვნენ, ისინი შენარჩუნდნენ როგორც აფხაზები და არ გამქრალან, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მეტნი ვიყავით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სრულიად სხვა დამოკიდებულება იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის. Aაფხაზები და ქართველები ძმები არიან და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ამას ადასტურებს მრავალ ათასწლიანი ურთიერთობა. საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, იყო მტრობა, მაგრამ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, მაინც არ დაგვიკარგავს. აფხაზეთი თუ რუსეთის ნაწილი გახდება, მაშინ მათ ეროვნებას გაქრობა ემუქრება და ეს ესმით მათ, ამიტომაც აპროტესტებენ მიმდინარე მოვლენებს.მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს თუ რისი პასუხია ეს? -ეს არის პასუხი იმისა, რომ ჩვენ სრულიად არასწორად ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროპისა და დასავლეთისაკენ. Aაქ სულ სხვა ფენომენთან და კავშირთან გვაქვს საქმე. Eეს პროცესები, უშუალო კავშირშია იმასთან, თუ რა პოლიტიკას აწარმოებს, წლების განმავლობაში, აშშ პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია. ყველა ნაბიჯი, რომელიც ბარაკ ობამამ გადადგა დასავლეთისთვის დასრულდა მარცხით. მაგალითად, ისრაელში, ლიბიაში, ეგვიპტეში და სირიაში დაიწყო მოქმედებები და სიტუაცია კატასტროფამდე მიიყვანა. Aუკრაინაში დაიწყო მოქმედება და იქაც სრული კატასტროფაა - ქვეყანა სამად დაიყო... ჩვენ კიდევ გვაქვს იმედი, რომ დაგვეხმარება დასავლეთი და ამერიკა ცხინვალის და აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში? -ამის საფუძველს არაფერი არ გვაძლევს. ჩვენ მივესალმებით ნატოს, ვითანამშრომლოთ და ვახორციელებთ კიდეც ,,წვრთნისა და აღჭურვის’’ პროგრამას, გვაქვს მოსამზადებელი საწვრთნელი ცენტრები და ეს ძალიან კარგია... მაგრამ, ახლა დგას ახალი ამოცანა ანუ ახალი ცნტრების გახსნის... გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში უნდა გაიწრვთნას სირიელი მეამბოხეები. მოგეხსენებათ, რომ ადრე ობამას ადმინისტრაციამ სირიაში დაიწყო პროექტი, რომლის მიზანი იყო ბაშარ ალ ასადის ჩამოდგება - როგორც დიქტატორის. Gგეგმის მიხედვით, საქმე ასე დაიწყეს: ობამას ადსმინისტრაცია დაეყრდნო ისეთ ადამიანებს, რომლებიც ბუნებით იყვნენ ტერორისტები. Aანალოგიურად იქცევა აშშ-ს ადმინისტრაცია საქართველოშიც, ისინი ეყრდნობიან ნაც-მოძრაობას, რომლებიც ბუნებით ტერორისტები არიან. რაც შეეხება სირიას, იქ შექმნა დიდი არმია, მისცა მათ ფული. მართალია, დიქტატორი ვერ ჩამოაგდო, მაგრამ დაიპყრო სირიის და ერაყის რაიონი, დასახლებული პუნქტები, შეუერთდა ალქაიდას და სხვა რაღაც რადიკალურ და ექსტრემისტულ ორგანიზაციებს...შემდეგ კი, თავისი თავი გამოაცხადა ახალ სახელმწიფოდ და დაირქვა ისლამური სახელმწიფო – ხალიფატი. საზღვრები დაუწესა თავის ე.წ. სახელმწიფოს და საქრთველო და კავკასიაც შიგ შეიყვანა (სხვათაშორის, იქ 4 ქართველი გენერალია). Eეს, ფაქტობრივად, არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელის უზარმაზარ ტერიტორიას აკონტროლებს, აქვთ ნავთობი და დიდი შემოსავალი.
-ბატონო დავით, აშშ-ს ადმინისტრაციის ხელშეწყობით შეიქმნა აღნიშნული ორგანიზაცია?
-– რა თქმა უნდა, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ხელშეწყობით. თუმცა, ამ უკანასკნელმა ახლა ბრძოლა ხალიფატს გამოუცხადა... მაგრამ, სახმელეთო-საომარ ოპერაციაში მონაწილეობაზე უარი თქვა ნატოს ყველა სახელმწიფომ. Aამიტომ გადაწყდა, რომ მომიჯნავე ქვეყნებმა მიიღონ მონაწილეობა საომარ პროცესებში, რომელთა შორის საქართველოა. ასეთ ვითარებაში ირკვევა, რომ ჩვენ უნდა გავხსნათ ახალი საწრთვნელი ბაზები, სადაც მოვამზადებთ სირიელ მეამბოხეებს. Eეს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ჯერ თავდაცვის მინისტრმა გააჟღერა, მერე საგარეო საქმეთა და ევრო-ინტეგრაციის მინისტრებმა და ამას მოჰყვა ის, რომ ხალიფატის წარმომადგენლები გამოვიდნენ და თქვეს, რომ ჩვენ საქართველოში წესრიგს დავამყარებთო.. სწორედ, ასეთ განცხადებას მოჰყვა ის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა: აფხაზეთთან გავაფორმებთ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებასო, ამასთან, აღნიშნა, რომ საწრთვნელი ბაზების შექმნა სინამდვილეში არის ნატოს ფარული გეგმა რუსეთზე თავდასასხმელადო. Aაი, სწორედ ასეთ უგუნურ განცხადებას მოჰყვა აფხაზეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნულ სიტუაციაში, მოქმედების მხოლოდ ერთადერთ გეგმას ვხედავ, რომელსაც ხელისუფლებას გავუზიარებ, მაგრამ საჯაროდ ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ.
-საინტერესოა თქვენი მოსაზრება ემზარ კვიციანის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანია მის მიმართ 12 წლიანი განაჩენის გამოტანა?
-ემზარ კვიციანი არის ის კაცი, რომელიც თავის გუნდთან ერთად, ათწლეულების განმავლობაში იცავდა კიდორის ხეობას. ისინი არიან ნამდვილი პატრიოტები, ვაჟკაცები და მამულიშვილები. Fფაქტია, რომ ისე იცავდნენ კოდორს იქ ვერავინ შედიოდა. Pპარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ კაცი რომელიც კოდორის დამცველი იყო ჩასვეს ციხეში 12 წლით და ხოლო, ვინც ჩააბარა რუსეთს, ის თავისუფლად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში და გვმოძღრავს ხან ამერიკიდან და ხან კიევიდან. Mმე თუ მკითხავთ,Yყველაზე მეტი რუსეთის აგენტი მიხეილ სააკაშვილია. წინა ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი განმსჭვალული იყო იმ იდეით, რომ რუსეთისთვის ჩაებარებინათ კოდორი და ახალგორი და გააკეთეს კიდეც ეს. Aამის გამო, ისინი უნდა დაისაჯონ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ქართველების ბედი ამერიკელმა კი არა, ქართველებმა არ უნდა გადაწყვიტოს... თუ ვინმეს ჰგონია, რომ სოხუმი და ცხინვალი დარჩება რუსეთს და დანარჩენი ამერიკას, ეს დიდი შეცდომაა. თუმცა, მსოფლიოში დიდი იმპერიები რუსეთი, ამერიკა და ევროპა გავლენებს ინაწილებენ, მაგრამ სინამდვილეში არავინ არაფერს არ თმობს! ჩვენც არაფერს არ დავთმობთ და საქართველოს შევინარჩუნებთ მხოლოდ გონიერებით.! -როგორია ქვეყნის საგარეო კურსი? ირაკლიAალასანიას განცხადებასთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებთ? -ქვეყნის კურსი დღეს არის პროდასავლური. დღავანდელიAპრემიერ მინისტრის კურსი არის დასავლური. სწორედ, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას. ფაქტია, ღარიბაშვილის მოქმედებები უფრო გონივრული, ჭკვიანური და ფრთხილია, ვიდრე იყო სააკაშვილის. ნაცმოძრაობა ყველას ყველაფერს აბრალებს, თითქოს ქვეყნის კურსი შეიცვალა და ა.შ. მაგრამ ამ ცრუ ბრალდებებს არავინ არ უნდა აჰყვეს, მითუმეტეს ირაკლი ალასანია, რომლის განცხადება ქვეყნის კურსთან დაკავშირებით, არ იყო ობიექტური. ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ რომელიმე მინისტრი გადადგა. ნორმალური პროცესია ის, რომ თავისუფალი დემოკრატები გამოვიდა კოალიციიდან და ჩამოყალიბდა, კიდევ ერთი, ოპოზიციური პარტია. ახლა უფრო საღი პროცესი შეიქმნება. რაც შეეხება, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ის მაშინაც ვერ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას...
-თქვენი პარტია აქციისთვის ემზადება.. რატომ გადაწყვიტეთ ბათუმში აქციის ჩატარება?
' -აქცია ჩატარდება 14 დეკემბერს, დღის 3 საათზე ერას მოედანზე, ,,მედეას’’ ძეგლთან. პირველ რიგში, აქცია ეძღვნება იმათ, ვინც თავს შეურაცხყოილად გრძნობდა წინა რეჟიმის დროს. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა 300 ათასი ადამიანი ციხეში გამოამწყვდია და მათ აწამებდა. წინა რეჟიმის დროს დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20% და ახლა ეს გუნდი თავად გვმოძღრავს და აწყობს აქციას ანექსიის წინააღმდეგ. ისინი, ახლაც აგრძელებენ ქვეყნაში სიტუაციის არევას. Aამიტომ, ვმართავთ აქციას კოჰაბიტაციის წინააღმდეგ, რათა დროულად დაისაჯოს დამნაშავეები. Gგვინდა, რომ ქართული პოლიტიკა გატარდეს ყველგან, ვაშინგტონში, ბრიუსელში და რუსეთშიც. ქართველ ხალხს აქვს ღირსება და ჩვენ არ მივიღებთ დამნაშავე ხელისუფლებას. ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს თუ რაოდენ ბევრნი ვართ და გავაგებინოთ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ საქართველო ჩვენი სამშობლოა, ვართ ქართველები და ჩვენ უნდა ვმართოდ ქვეყანა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს დაცული..
--ბატონო დავით, რატომ დაარაქვით თქვენს პარტიას პატრიოტთა ალიანსი? ' -იმიტომ, რომ ვინც პატრიოტია გაწევრიანდეს ,,პატრიოტთა ალიანსში’’. თქვენც გირჩევთ მობრძანდეთ და ჩვენი პარტიის წევრი გახდეთ.
-ახლახანს, თქვენ აგირჩიეს თავადაზნაურთა საკრებულოს წინამძღოლათ.. მოგვიყევით თქვენი წარმომავლობის შესახებ?
-მე გახლავართ ქართლ-კახეთის ბოლო მეფის - გიორგი მეთორმეტის, ასევე, ერეკლე მეორის, გიორგი სააკაძის, დადიანების შთამომავალი. თუ რამე მაქვს საუკეთესო ეს არის წარმომავლობა. თავად-აზნაურობამ ამირჩია საკრებულოს წინამძღოლად, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი, მაგრამ არ ვთვლი, რომ რაიმე განსაკუთრებული თვისებებით ვარ დაჯილდოებული, თუმცა, მადლობა ღმერთს, წარმომავლობა და გვარიშვილობა კარგი მაქვს. ვფიქრობ, რომ ერს და ქვეყანას როცა უჭირდა თავად-აზნაურობა, ყოველთვის იდგა ბრძოლის წინა ხაზზე. თუნდაც მხეიძეთა გვარი გავიხსენოთ, სწორედ ხალიფატი რომ ჩამოყალიბდა და მერვან მეორე რომ შემოვიდა, რომელსაც მურმან ყრუს სახელით ვიცნობთ. სინამდვილეში ის ყრუ არ იყო, მაგრამ ასე იმიტომ ეძახდნენ, რომ ხალხის ტირილი არ ესმოდა. იგი ძალიან სასტიკი ადამიანი იყო, ქალაქს რომ დაემუქრებოდა და ის არ ჩაბარდებოდა და შემდეგ, მას როცა აიღებდა, გამოყავდა 1000 კაცი და თავისი ხელით თავს აჭრიდა. Mმურმან ყრუმ აწამა არგვეთის მთავარი მხეიძეები დავითი და კონსტანტინე. ქუთაისში არის მოწამეთა მონასტერი, სადაც ორი დიდმოწამის – დავითის და კონსტანტინეს წმიდა ნაწილებია დასვენებული. საერთოდ, მსოფლიოში მილიონი წმინდანია, მაგრამ დიდმოწამე სულ ოცდაშვიდი მამაკაცია და თოთხმეტი მანდილოსანი. Aაქედან ოთხი ქართველია. ერთ-ერთი ჩემი წინაპარია: დიდმოწამე ქეთევან დედოფალი. ქართველეებს გვყავს ასიათასი მოწამე. რუსები არიან 150 მილიონიანი ერი, ჰყავთ ბევი წმინდანი, მაგრამ და არცერთი დიდმოწამე. ჩვენდა საბედნიეროდ კი, ოთხი დიდმოწამე გვყავს. ჩვენ ამით უნდა ვიამაყოთ. Aასე რომ, ქართველი თავად აზნაურობა ყოველთვის ,,ფრონტის’’ წინა ხაზზე იყო. დღეს, როცა ქვეყანს დაშლა ემუქრება, როცა მსოფლიოში მიდის უმძიმესი პოროცესი და ხდება ზნეობრივი გარდატეხა, კანონებს აღებინებენ ქვეყნებს ერთსქესიან ქორწინებაზე და ა.შ. ასეთ დროს, თავად-აზნაურობამ თავისი სიტყვა უნდა თქვას და მას საზოგადოებამ უნდა მოუსმინოს. ვიცი, რომ თავად-აზნაურობა გააქტიურდება, თავის სათქმელს იტყვის და ქვეყნის წინსვლაში დადებით წვლილს შეიტანს.
ესაუბრა მზია გოგოძე