Monday, 8 December 2014

პოლიტიკა

 
    

  ქვყანაში მომდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,თავისუფალი თაობის’’ერთ-ერთი დამფუძნებელი Lლადო სადღობელაშვილი.

 -ლადო, რა არის თქვენი ორგანიზაციის მიზანი?

 -ჩვენი ორგანიზაცია სამი თვეა რაც შეიქმნა და ჩვენი მიზანია ჩვენი პოზიციის დაფიქსირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ. უნდა გითხრათ, რომ ბოლო სამი წელიწადი ემიგრაციაში ვიმყოფებოდი და როცა ჩამოვედი გადავწყვიტე აღნიშნული ორგანიზაციის დაარსება, რადგან მე და ჩემს მეგობრებს გაგვიჩნდა პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ, მიმდინარე პროსესის და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომელთაც ხმა არა აქვთ ამოსაღები. ჩვენ ვაკვირდებოდით სხვადასხვა არასამთავრობო სტრუქტურების საქმიანობას, მას შემდეგ რაც ბიძინა ივნიშვილს მთავრობა მოვიდა სათავეში, ძალიან გააქტიურდნენ ე.წ. ნაც-არასამთავრობოები. ნაციონალების ხელშეწყობით შეიქმნა მაგალითად: თავისუფალი ზონა, პიკასოს კლუბი, დრონი სამართლიანი თაობა და ა.შ.. მათ ასე იმიტომ მოვიხსენიებ, რომ ისინი ფინანსდებიან ნაციონალური ორგაანიზაციიდან. Gგასაკვირია, როგორ უნდა იღებდეს ის პოლიტიკური ძალა ხმას, რომელიც 9 წელიწადი საათავეში იყო და ქვეყანა ,ამოატრიალა’’ და წაიყვანა სხვა მიმართულებით, Aახლა კიGგამოდიან პატრიოტული ლოზუნგებით და თავიანთ აზრებს გვავხვევენ თავდ... მათი შემხედვარე ჩამოგვიყალიბდა აზრი, შეგვექმნა ჩვენი ორგანიზაცია ,,თავისუფალი თაობა’’, სადაც გაწევრიანებულია საკმაოდ აქტიური ახალგაზრდები.

  -როგორ შეაფასებთ 15 ნოემბრს გამართულ აქციას?

 - დღეს, დემოკრატიაა და ყველას აქვს აქციის გამართვის უფლება, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასაც.. თუმცა, თუ ისინი სისტემატურად აქციის გამართვას დაიწყებენ, მაშინ, ჩვენც გავმართავთ მათ საწინააღმდეგო აქციას. სიმართლე რომ გითხრათ, აქციაზე ხალხის უფრო მეტ რაოდენობას ველოდი. თუმცა, ჩვენ მივიღეთ სახეზე ძალიან დაბალი მაჩვენებელი. შეიძლება ამაზე ხმამაღლა არავინ არ საუბრობს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ აქციის მომაწილეები დააფინანსეს, მაგრამ საინტერესოა ვისი ჯიბიდან? Nნაციონალებმა,Aაქცია ისეთი ლოზუნგით ჩაატარეს, რომ იქ მილიონი ადამიანი უნდა მოსულიყო. სინამდვილეში კი, აქციაზე იყო 7- დანE 8-ათასამდე ადამიანი იყო. ეს იყო ტიპიური პარტიული შეკრება ანუ ნაც-შეკრება და ამას არაფერი არ ჰქონდა საერთო ოკუპაციასთან და ანტი-ოკუპაციურ ქმედებებთან.
Nპარადოქსია, მაგრამ ფაქტია ნაციონალები გამოდიან და აპროტესტებენ ძალადობას, აგრესიას, ოკუპაციას, მაშინ როცა წლების განმავლობაში თავად უსამართლობას ჩადიოდნენ. თითქოს არ ახსოვთ, რომ სწორედ მათმა ,,ბელადმა’’ სააკაშვილმა ლანგრით მიართვა ოკუპანტს კოდორი და სამაჩაბლო.
 გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც აფინანსებს ნაციონალური მოძრაობა, ცდილობენ რაღაც თემების წამოწევას და ამით მანიპულირებას. შეიქმნა დარკვული ჯგუფი ქალბატონების, რომლებიც გაიძსხიან: ,,არა ძლადობას’’. Eეს კეთდება იმისთვის, რომ შექმნან გარემო და ტელევიზიის საშუალებით პიარი ააგორონ, რათა შემდეგ, უცხოეთიდან მოიპოვონ გრანტები. ამიტომ ამახვილებენ ყურადღებას სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვასა და რელიგიურ საკითხზეც. იცით, რატომ ჩაატარეს ქალთა ძალადონის წინააღმდეგ აქცია? იმიტომ, რომ ,,დაარტყან’’ შინაგან საქმეთა სამისისტროს და მთავრობას, რომ თურმე ძალოვანი უწყებები სათანადოდ, ვერ მუშაობენ და ვერ უზრუნველყოფენ პრევენციულ ზომებს - ძალადობის წინააღმდეგ. საქართველოში, ოჯახში ძაალადობის ფაქტები ყოველთვის იყო.
  ასეთი აქციები იმიტომ იმართება, რომ სოციუმი ამუშავდეს მთავრობის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცუდ ქმედებებს არ ჩადის, ტერიტორიებს არ კარგავს, ქუჩაში ბიჭებს არ კლავს, ჯანდაცვის სფეროში გარკვეული წარმატებებია, ამიტომ, ახალა ასეთი ,,თითიდან გამოწოვილი’’ თემები წამოსწიეს. Gგვაქვს ინფორმაცია, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლების თანამშრომლობენ ნაციონალურ ორგანიზაციბთან ისევ აპირებენ აქციების ტალღის აგორებას ,,ლგპტ’’ ორგანიიზაციიდან, მას ,,ინკლუზივი’’ ეწოდება და ხელმძღვანელობს ირაკლი ვაჭარაძე, რომელიც არის ნაციონალი და ბოკერია- ჩორგოლეიშვილის აღზრდილი. ერთი რამ ფაქტია, სანამ იარსებეს ნაციონალები და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, ქვეყანაში სტაბილურობა არ იქნება. 

 -თქვენი აზრით, როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი?
-მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეჩერდა და გადაიდო სამომავლოდ და არ ვიცი რატომ?... სამართლიანობის აღსადგენად, მხოლოდ ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას დაჭერა არ არის საკმარისი. Eესენი არიან დიდი კრიმინალური ბანდ-ფორმირების მხოლოდ ნაწილი, მაგრამ ,,ბოსები’’ ჯერ კიდევ თავისუფლად დაპარპაშებენ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში... წინა რეჟიმის მთავარი დამნაშავეები: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და დათა ახალაიაა, რომლებიც თავს აფარებენ უცხო ქვეყნებს. დათო ახალაის საბერძნეთმა მისცა თავშესაფარი. ფაქტია, რომ ჩვენი სააგარრო საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა სათანადოდ არ მუშაობდა, რათა ვერ ჩამოყავდათ ეს ადამიანი. Mმიმაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა გაგრძელდეს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. საერთოდ, მოღალატეების თარეში უნდა დამთავრდეს და თუ ხელისუფლება არ დაამთავრებს მათ თვითნებობას, მაშინ ქართული საზოგადოების ღირსეული ნაწილი იძულებული გახდება თავად აღასრულოს სამართალი და ქვეყნის მოღალატეების თავისი ადგილი მიუჩინოს.

 -თქვენ მიხეილ საკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისათვის სახელის გადარქმევას ითხოვს, რატომ?
-,,ნაციონალების მეორე ბუდედ’’ წოდებული სააკაშვილის ბიბლიოთეკა გვიდგას აქ ქალაქის ცენტრში და საერთოდ, საკითხავია რა დატვირთვას ატარებს? სინამდვილეში ეს ბიბლიოთეკა არის, კიდევ ერთი, ,,ნაციონალების’’ ოფისი და ბიბლოთეკის ,,მანტია’’აქვს მოსხმული. Eეს არის ნაცების ,,ბუდე’’. Kკრიმინალი პრეზიდენტის, დიქტატორის სახელობის ბიბლიოთეკა როგორ ავიტანო, როცა ბიბლიოთეკა ჩემთვის განათლებასტან და სიწმინდესთან ასოცირდება.

-ლადო, აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით რა გამოსავალი უნდა იპოვოს ხელისუფლებამ?

 -მე როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ვთვლი, რომ აუცილებელია ყველანაირი გზით, როგორმე აღდგეს ურთიერთობა აფხაზ და ქართველ ხალხს შორის. ჩემთვის ცნობილია ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ჩატარდა საპროტესტო აქცია რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერის წინაარმდეგ. Aაფხაზებს არ უნდათ რუსეთის ფედერაციაში შესვლა.Aეს რომ მოხდეს, მაშინ წერტილი დასემება ყველაფერს და ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ დამოკიდებულებაზე საუბარიც ზედმეტია. საერთოდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველანაირად უნდა ეცადოს და შეაჩეროს ეს პროცესი და გახსნას მიმოსვლა აფხაზ და ქართვრლ ხალხს შორის.

 -კვიციანის დაპატიმრებასთან დაკავშირებით რას გვეტყოდით?
'
 - რა თქმა უნდა, ყოფილი მაღალჩინოსნების სასჯელის ფონზე ემზარ კვიციანისთვის მისჯილი 12 წელი უსამართლობაა. ჩემთვის, როგორც რიგითი ადამიანისთვის უხერხულია მერაბიშვილს და ახალაიას გაცილებით ნკლები ქონდეს მისჯილი და ემზარ კვიციანს 12 წელი? მე არ ვიცნობ საქმის მასალებს, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას ვაბრალებ სასამართლოს მიერ არასწორად გამოტანილ განაჩენს. აქ პროვოკაციის მცდელობას აქვს ადგილო.Eეს არ არის ახლანდელი მთავრობის პოზიცია. Fფაქტია, რომ კოტე კუბლაშვილის ხელდასმულმა, რიგითმა მოსამართლემ გამოიტანა ასეთი განაჩენი.სამწუხაროდ, სასამართლო ჯერ კიდევ ნაციონალების ხელშია. კუბლაშვილს როცა გადაირჩევენ აი, მაშინ უნდა ველოდოთ სამართლიან გადაწყვეტილებას და სამართლიანობის აღდგენას.


                მზია გოგოძე
  

No comments:

Post a Comment

ყოველ გაზაფხულს მახსენენდება

 ვერის პარკში ვსეირნობდი მეგობართან ერთად. უჩვეულოდ ხალხმრავლობა იყო. აპრილის თბილი დღეები იდგა. სიო ნაზად უბერავდა და არხევდა  აკვირტულ  ხე...