Thursday, 27 February 2025

 


⚪📚 მწერალთა სახლში, ლიტერატურულ პარალელებსა და მსოფლიო მწერლობის ურთიერთკავშირზრზე ისაუბრა ლიტერატურის კრიტიკოსმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ლევან ბრეგაძემ .📝⚪📚ბატონო ლევანის ლიტერატურული მიმოხილვა და შეფასება, მწერლური ოსტატობის საკითხებზე მისი კომპეტენტური ანალიზი - ძიებანი ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ლიტერატურის მოყვარულთათვის და არა მხოლოდ მათთვის...📖   ⚪📚შეხვედრა გაიმართა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტის დავით შემოქმედელის ინიციატივით.🧾📚

Saturday, 15 February 2025

ანა კალანდაძე-100

  ქართული პოეზიის დედოფალს ანა კალანდაძეს და მის ჭეშმარიტ პოეზიას დრო  ვერაფერს აკლებს,  პირიქით,  უფრო და უფრო   ღირებულს ხდის, რამეთუ, მისი უკვდავი შემოქმედება დიდი, მრავალფეროვანი და ღრმაა,  ისევე როგორც ქართული ცა ,,შენ ისე ღრმა ხარ ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ... სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შენოსულმა ვერავინ ნახა"...  სადაც პოეტი, პატრიოტრიოტიზთან ერთად,  ერის არსებით თვისებას -სიდიადეს, ქედუხრელობას,  შემწყნარებლობას  გადმოსცემს. მის პოეზიაში სიყვარული რომანტიკული - სევდანარევია, იგრძნობა ინტიმი. ,,ლამის სახლში  შემოიჭრას თუთა, ლამის წელზე შემომხვიოს ხელი", სწორედ, რომ  სიყვარულზე დაწერილა... რეალურ ცხოვრებაში  კი, ღრმა გრძნობებს გავურბოდიო - უთქვამს  პოეზიის  დედოფალს, რომელიც ფაქიზი  ბუნებით და ხასიათის თავისებურებებით  გამოირჩეოდა.

ქართველი  კლასიკოსი სიცოცხლეშივე იყო აღიარებული  სახალხო  პოეტად,  მისი ლექსები  კი, ჩვენს ბავშვობას ლამაზ რითმებად გასდევდა. ანას პოეტური სტილი სისადავითა და ჰარმონიული  ფორმებით გამოირჩევა, დაუვიწყარი სიტყვებით, რითმებით, ფრაზებით. თითოეული მისი  ლექსი ულამაზეს ფერწერად იშლება და პოეტის საოცრებათა სამყაროში  გამოგზაურებს.  ამ დიდებული პოეტის  პოეზია უპირველესად,  ყურადღებას   იპყრობს ლექსის  სინატიფითა და პოეტური  აზროვნების  მაღალი კულტურით.  ანას შემოქმედების ყველა თემა თუ მოტივი, ლირიკული  თვითგამოხატვით ცხადდება და  ინტიმურობის ელფერს იძენს ... იგი,თავისი ლექსებით  ამშვენებს ქართულ პოეზიას და თითოეული ქართველისთვის გამორჩეული შემოქმებდია. ანას პოეზია  უხვად აისახა მუსიკალურ ხელოვნებაში,  მის ლექსებზე დაიწერა  შესანიშნავი სიმღერები

***

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ანა კალანდაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა., რომელსაც უძღვებოდა  აკადემიკოსი  როინ მეტრეველი.  საღამოს ესწრებოდნენ მწერლები, მეცნიერები, პოეტის ოჯახის წევრები  და ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. 

ავთანდილ არაბული, აკადემიკოსი:  - ანა კალანდაძის  სახელი,  პოეზია,  მისი ყოველი ხსენება, ყველა ქართველის ოჯახში  ნამდვილი დღესასწაულია. პირველივე  დღიდან,  როდესაც ანამ, ჯერ კიდევ  სტუდენტმა, საჯაროდ  ლექსები წაიკითხა1946 წლის 25 მაისს, ომის  შემდგომ ეს იყო  ნამდვილი დღეობა  საქართველოში,  რომელმაც  დიდი  ფურორი  მოახდინა. მას შემდეგ ანას სახელი დიდი პოეზიის  თანავარსკვლავედში  ბრწყინავს შეუდარებლად. ის არის განსაკუთრებული  და დიდი  მნიშვნელობის პოეტი, რომლის ჭეშმარიტ პოეზიას დრო  ვერც ფერებს მოაკლებს და ვერც  ჟღერადობას, პირიქით, უფრო დიდ მნიშვნელობას შესძენს.

  მაყვალა გონაშვილი,მწერალთა კავშირის თავჯდომარე: ანა ის პოეტი  იყო, სიცოცხლეშივე დიდი აღიარება  ხვდა წილად. მისი ლექსები სიმღერებად მოეფინა ქართულ სულს., რომლის შემოქმედებას დაბერება არ უწერია. ბედნიერი ვარ რომ  ვიცნობდი ამ მაღალთავმდაბალ პოეზიის დედოფალს. 

  თინა ყანდარელი, ანა კალანდაძის ძმის ცოლი: -ანასთან 45 წელი   ერთ ჭერქვეშ  ვიცხოვრე. ის ჩემზე 15 წლით უფროსი იყო, მაგრამ  ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად,  მალევე  დავმეგობრდით და ერთმანეთისთვის უახლოესი ადამიანები გავხდით. ბედნიერი ვარ, ასეთი  სიყვარული გააყოლა  ხალხმა და მას არასოდეს დაივიწყებს ქართველი  ერი..

  ღონისძიებაზე, ანა კალანდაძის ცხოვრებასა და  შემოქმედებაზე ისაუბრა მწერალმა მაკა ჯოხაძემ,  პუბლიცისტმა იოსებ ჭუმბურიძემ ჟურნალისტმა პაატა  ნაცვლიშვილიმა, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა დავით  შემოქმედელმა,   ჭიათურის და საჩხერის  მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა და სხვებმა.  პოეტის  ლექსები  წაიკითხეს თბილისის  მე-20  სკოლის მოსწავლეებმა .საიუბილეო საღამოზე, ნაჩვენები იყო მაკა ჯოხაძის  დოკუმენტი ფილმი  - ,,იდუმალება ანას პოეზიაში ".


მზია გოგოძე 













Thursday, 6 February 2025

მოგზაურობა ვარშავაში

ვარშავა - ეს არის ქალაქი ზედმეტი ხმაურის გარეშე, მოწესრიგებული გზებით  და სატრანსპორტო სისტემით, ესტაკადებით, არარსებული  საცობებით,  ტროტუარზე ქვეითის  უფლებების დაცვით  - ადაპტირებული და მოსახლეობის კომფორტზე მორგებული. პოლონეთის  დედაქალაქი,  სანიმუშო ეკოლოგიური  მდგომარეობითაც გამოირჩევა, რადგან ავტომანქანები ტექნიკური მდგომარეობით,  ნამდვილად  შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს,  აქ გამონაბოლქვი და მტვერი ნაკლებად არის.  კომფორტს ანიჭებენ უპირატესობას და  ავტომობილსაც ამ პრინციპით ირჩევენ, ამიტომაც ვარშავაში ძირითადად,   ფურგონის ტიპის მანქანები სჭარბობს. ამას გარდა,  ჯანსაღ ეკოლოგიურ სიტუაციას  ქმნის  ის სიმწვანე და ბაღ-სკვერები, რაც უხვადაა ქალაქში. აქ ვერ შეხვდებით უპატრონო ცხოველს ან  ტროტუარზე მოსეირნე ძაღლს ალიკაპის გარეშე. აქაური  მაცხოვრებლები,  ისევე იცავენ სადარბაზოსა და  ქუჩის სისუფთავეს,  როგორც  საკუთარ კარ-მიდამოს. უფრთხილდებან სიწმინდეებს, წინაპართა სახელებს და საკუთარ ენას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სავაჭრო  ობიექტებზე წარწერები ძირითადად, პოლონურ ენაზეა. პოლონელები ძალიან ამაყობენ სახელოვანი თანამემამულეებით და   არ ივიწყებენ ისტორიულ  გმირებს,   წარსულ ტკივილს, ფაშიზმის მიერ მიყენებულ სისასტიკეს...  ქალაქში  არსებული,  არაერთი  მონუმენტი, ძეგლი  თუ მუზეუმი ასახაბს მეორე მსოფლიო ომის თემატიკას ...
მძიმე წარსულის და რთული ისტორიული კატაკლიზმების მიუხედავად,  ვარშავა  ახლა ევროპული,  მშვიდი, წყნარი  და  კომფორტული ქალაქია.
****
ვარშავის კულტურისა და მეცნიერების სასახლე,  შეიძლება ითქვას,  ქალაქის სიმბოლოა და იქ ყველაზე მაღალი შენობაა. საათიანი კოშკის სიმაღლე  187  მეტრია და მას ვარშავის  ნებისმიერ  კუნჭულიდან დაინახავთ. სასახლე საბჭოთა კავშირს უჩუქებია
პოლონეთისთვის.  იგი სტალინის  ბრძანებით  აშენებულა და მასზე 3500 - მდე  საბჭოთა  მშენებელს უმუშავია.  მაღალ  კოშკს ოთხი  საათი ამშვენებს  და მთელ  ვარშავას გადაჰყურებს. კოშკიდან კი,  ქალაქის  მთელი  პანორამა მოჩანს .
******
 
ყველამ ვიცით, მზე სამყაროსა და პლანეტების ცენტრია, დედამიწა კი მის გარშემო ბრუნავს, მაგრამ ეს აღმოჩენა, პირველად რომ გააჟღერა პოლონელმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა ნიკოლაი კოპერნიკმა, კათოლიკური ეკლესიიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. მეტიც, სამეცნიერო ნაშრომი, რომლის გამოცემასაც ვერ მოესწრო ავტორი, აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანეს....
  შემდეგ კი... რენესანსის ეპოქის მეცნიერი პოლონეთის სიამაყე გახდა. დღეს, ვარშავაში კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს უამრავი ადამიანი სტუმრობს.

          
      ********
შოპენი პოლონეთის  სიამაყეა, ამიტომაც არ მიკვირს ყველგან  გენიალური მუსიკოსის გვარს რომ ვხედავდი ... რაღა  დაგიმალოთ და მეც შოპენის ,,წვიმის  ვალსი"-ს ფანი  ვარ.

                *****
 
ვილანოვის სამეფო სასახლე - ვარშავის ერთ-ერთი  მთავარი ღირშესანიშნაობაა.  სასახლე-მუზეუმი, ისრორიული შენობაა და შთამბეჭდავია  არქიტექტურით, ქანდაკებებითა და ულამაზესი ბაღებით. 



Thursday, 16 January 2025

მოგონება...

მონუსხულივით შევჩერებივარ ჩემი ბავშვობის უღრუბლო მოგონებების, გაცრეცილ, მაგრამ გაუხუნარ და დაუვიწყარ თავშესაფარს, ჩემი ბავშვობის სახლს. 

  ჩვენი გურული ოდა სოფლის სხვა სახელების განაპირას, ობლად დგას და უსასრულოდ გველოდება. მას ისეთი ძლიერი სითბოს და განუმეორებელი სინაზის ელფერი დაჰკრავს ადამიანს გულგრილს რომ ვერ დატოვებს.     

ჩემთვის მშობლებიური სახლი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც სავსეა ბავშვობის თბილი, დაუვიწყარი მოგონებებით....

     ყოველი გაზაფხულის მოახლოება და ჩიტების ჭიკჭიკი ჩემს სოფელს მაგონებს, იქ ხომ სხვანაირი გაზაფხული იცის, დღეც განსაკუთრებულია და ღამეც. აისიც და დაისიც. საოცარი სურნელით, აყვავებული მონდორ-ველებით, ცვრიანი ბალახით, ცაზე მოჭედილი უთვალავი ვარსკვლავით.... იქ ჩიტებიც ლაღად გალობენ , მზეც ისეთი თბილია, რომ ჩვენს ობლად დარჩენილ ოდასაც ათბობს და ამხნევებს ...

  ⚪📚 მწერალთა სახლში, ლიტერატურულ პარალელებსა და მსოფლიო მწერლობის ურთიერთკავშირზრზე ისაუბრა ლიტერატურის კრიტიკოსმა, ფილოლოგიის მეცნიერე...