19 ოქტომბერს თბილისში, პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება და მას მსოფლიოს უმაღლესი კატეგორიის მსაჯები დაესწრებიან. ამის შესახებ განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა ლიზი მორიმ, ,,Sheraton Metchi Grand Hotel''- საკონფერენციო დარბაზში გამართულ პრესკონფერენსიაზე. ფესტივალი, საქართვლოს კულტირის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი და ადგილობრივი მოცკვავე წყვილები.ფესტივალის, მიზანია - მსოფლიო ცეკვების საბჭოს ყურადღების ცენტრში მოხვედრა და მასში მონაწილე ადგილობრივ მოცეკვავეთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, რათა სამომავლოდ ახალგაზრდა თაობისთვის შესაძლებელი გახდეს საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი ადგილის მოპოვება.
ლიზი მორი: - ფესტივალი საგულდაგულოდ მზადდებოდა და მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი მოცეკვავე ბავშვების განვითარებისთვის, უფრო ფართო მასშტაბით ასპარრეზობისთვის და საერთაშორისო კონტაქტებისთვის.
მასმედიასთან შეხვედრისისას, ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა მსოფლიო ცეკვის ლეგგენდამ, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონმა ვიქტორ დასილვამ და ფესტივალის დირექტორმა ანი ლაღიძემ. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ფესდტივალი ყოგველწლიურად გაიმართება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
მისწერეთ მზია მზეა
No comments:
Post a Comment