Monday, 23 March 2026

 

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა... ამ პროფესიასთან დიდი სიყვარული და უამრავი მოგონება მაკავშირებს.

***

ჩემს ჟურნალისტურ ბიოგრაფიაში, პირველი ინტერვიუს ასაღებად აკადემიკოს გურამ შარაძესთან მომიწია მისვლა, მაშინ იგი პარლამენტის წევრი იყო და ეროვნულ თემატიკასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართე. მახსოვსიანვრის სუსხიანი დღე იყო, საკმაოდ ციოდა...

  ჩემმა პირველმა რესპონდენტმა ძალიან თბილად მიმიღო, თუმცა ზედმეტი ღელვისგან ხელები ისე მიკანკალებდა, რომ კალამს ძვლივს ვიმორჩილებდი (მაშინ დიქტოფონი არ მქონდა სტუდენტი ვიყავი)... ბატონ გურამს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და მითხრა: ,,თქვენ ეტყობა ძალიან გცივათ და ხელები გაყინული გექნებათ.’’ შემდეგ გამომართვა საწერ-კალამი და ჩემს წიგნაკში თავად მიუწერა შეკითხვებს პასუხები...

   ბატონი გურამის ასეთმა თბილმა დამოკიდებულებამ განუმეორებელი და დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

   გაზეთ ,,თბილის’’-ში მუშაობის პერიოდში, კვლავ მივაკითხე ბატონ გურამს ინტერვიუს ასაღებად. იმხანად, ივანე-მაჩაბლის სახლმუზეუმთან დაკავშირებით აჟიოტაჟის გამო. სამწუხაროდ, თურმე,ამინტერვიუს მიმდინარეობის დროს მოუკლეს მას შვილი. ამის შესახხებ ბატონმა გურამმა მითხრა საკუთარი შვილის პანაშვიდზე.

   შემდეგ, უკვე მესამედ ვაპირებდი გურამ შარაძესთან ინტერვიუზე მისვლას, მაგრამ არ დამცალდა, რადგან ეს ღირსეული მამულიშვილი, უმოწყალოდ გამოასალმეს სიცოცხლეს...


P.S. ეს მოგონება ,,საერთო გაზეთში’’ დაიბეჭდა 2007წელს, რედაქტორის და პოეტის ვახტანგ ხარჩილავას თხოვნით.


გურამ შარაძის საზოგადოება 

 საერთო გაზეთი

 

ეპოქალური პიროვნება და დიდი სასულიერო მოღვაწე იყო.. გალაკტიონის  გარდაცვალების დღეს წავიდა პატრიარქიც.დიდი ძალა ჰქონდა მის სიტყვას და სიმშვიდესაც, ნათქვამსაც და სიჩუმესაც.... საზოგადოების გარკვეულ ნაწილში,  არაერთგვაროვანი  აზრია მის შესახებ,  მაგრამ  უდავოდ, მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ერის  სულიერების ამაღლების,, მართმადიდებელი ეკლესიის აღორძინების-აღმშენებლობის საქმეში. იგი სულ სიკეთეზე და სიყვარულზე საუბრობდა, ოცნებობდა საქართველოს  გამთლიანებაზე, რასაც   ვერ მოესწრო, მაგრამ სათქმელი ბოლომდე თქვა ,   დატოვა სწორად გაკვალა გზა მომავლისკენ,  სულიერების  სამყაროში.. 

კვირას, 2026 წლის 22 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს








  21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა... ამ პროფესიასთან დიდი სიყვარული და უამრავი მოგონება მაკავშირებს. *** ჩემს ჟურნალისტურ ბიოგრაფიაში,...