ეპოქალური პიროვნება და დიდი სასულიერო მოღვაწე იყო.. გალაკტიონის გარდაცვალების დღეს წავიდა პატრიარქიც.დიდი ძალა ჰქონდა მის სიტყვას და სიმშვიდესაც, ნათქვამსაც და სიჩუმესაც.... საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, არაერთგვაროვანი აზრია მის შესახებ, მაგრამ უდავოდ, მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ერის სულიერების ამაღლების,, მართმადიდებელი ეკლესიის აღორძინების-აღმშენებლობის საქმეში. იგი სულ სიკეთეზე და სიყვარულზე საუბრობდა, ოცნებობდა საქართველოს გამთლიანებაზე, რასაც ვერ მოესწრო, მაგრამ სათქმელი ბოლომდე თქვა , დატოვა სწორად გაკვალა გზა მომავლისკენ, სულიერების სამყაროში..
კვირას, 2026 წლის 22 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს


No comments:
Post a Comment