Saturday, 3 October 2026

 

თბილისობა ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა...ამ სახალხო დღესასწაულს თავისი განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა — შემოდგომის მზე, თბილისური ქუჩების ფერები, რეგიონებიდან ჩამოტანილი ნობათი, ადამიანების ჟრიამული და ის განცდა, რომ მთელი ქალაქი ერთად აღნიშნავდა და ზეიმობდა.დღეს კი, რატომღაც, თბილისობას ისეთი ხალისიანი აღარ ახლავს, ყოველ შემთხვევაში მე ვეღარ ვგრძნობ...ალბათ იმიტომ, რომ ქალაქიც შეიცვალა და ჩვენც.ქალაქის ხმაურში, ქაოსურ განაშენიანებასა და ყოველდღიურ ფუსფუსში თითქოს ის თბილისი დაიკარგა, რომლის დღესასწაულიც ასე გვიყვარდა....და მაინც, დღეს ჩემს თბილისს ყველაზე მეტად ვუსურვებ — სიმშვიდეს, სილამაზეს, სიმწვანეს, ადამიანურობას და იმ ძველი სიხარულის დაბრუნებას, რომელიც თბილისობას განსაკუთრებულ დღესასწაულად აქცევდა.

 ⚪️ 

#თბილისობა

No comments:

Post a Comment

Mzia Gogodze - Blog News :  პოეტის ხსოვნა და პოეზიის ძალა         — ნომადი ბა...

Mzia Gogodze - Blog News :  პოეტის ხსოვნა და პოეზიის ძალა         — ნომადი ბა... :  პოეტის ხსოვნა და პოეზიის ძალა          — ნომადი ბართაი...