Thursday, 6 November 2025

იტალიელი მწერლის ვიზიტი

შეხვედრა ცნობილ იტალიელ  მრავალმხრივ შემოქმედთან დაჩა მარაინთან 

 📚ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ცნობილ იტალიელ მწერალს, პოეტს, დრამატურგს, რეჟისორს, სცენარისტს, პუბლიცისტს, კინოდოკუმენტალისტს, ჟურნალისტსა და მთარგმნელს - დაჩა მარაინს. შეხვედრას  ესწრებოდნენ იტალიის ელჩი  მასიმილიანო დ' ანტუონო, თსუ- სტუდენტები და სხვები. 

📚,,წერის  სიყვარული" - ასე ეწოდება  წიგნს, რომელიც  ღონისძიებაზე დაჩა მარაინიმ, მთარგმნელ ნუნუ გელაძესთან ერთად   წარადგინა. წიგნი თსუ-ს გამომცემლობაში დაისტამბა და    წერის, კითხვისა და თარგმნის ხელოვნებას ეძღვნება.

🖋️წიგნი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს როგორც  ჟურნალისტებში , ისე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებში. გამოცემაში მასში თავმოყრილია მწერლის პირადი გამოცდილება და იმ ავტორთა ხედვები, რომელთა ტექსტებიც წიგნში გაერთიანდა - საუბარია შემოქმედებით პროცესზე, ენის სიღრმეზე და იმ ემოციურ ინტენსივობაზე, რაც სიტყვას აზრს და ძალას ანიჭებს.


Friday, 17 October 2025

ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი

     

 
     19  ოქტომბერს  თბილისში,  პროფესიონალ   და   მოყვარულ   მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი   გაიმართება, რომელიც  საქართველოში  პირველად   ჩატარდება და მას  მსოფლიოს  უმაღლესი კატეგორიის მსაჯები დაესწრებიან.   ამის შესახებ განაცხადა   ფესტივალის  დამფუძნებელმა და  ორგანიზატორმა   ლიზი  მორიმ,   ,,Sheraton  Metchi Grand  Hotel''- საკონფერენციო   დარბაზში გამართულ   პრესკონფერენსიაზე. 
ფესტივალი, საქართვლოს კულტირის  სამინისტროსა  და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით   გაიმართება   და  მასში მონაწილეობას  მიიღებენ  უცხოელი   და ადგილობრივი მოცკვავე წყვილები.ფესტივალის, მიზანია - მსოფლიო ცეკვების საბჭოს ყურადღების ცენტრში მოხვედრა და მასში მონაწილე ადგილობრივ მოცეკვავეთა  პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, რათა სამომავლოდ   ახალგაზრდა თაობისთვის შესაძლებელი გახდეს საერთაშორისო ასპარეზზე  მნიშვნელოვანი   ადგილის მოპოვება. 
   ლიზი   მორი:  -  ფესტივალი   საგულდაგულოდ    მზადდებოდა   და   მას დიდი   მნიშვნელობა   აქვს  ქართველი  მოცეკვავე  ბავშვების  განვითარებისთვის, უფრო ფართო მასშტაბით  ასპარრეზობისთვის და   საერთაშორისო კონტაქტებისთვის.
მასმედიასთან შეხვედრისისას,  ფესტივალის მნიშვნელობაზე  ისაუბრა მსოფლიო  ცეკვის ლეგგენდამ,   ოთხგზის  მსოფლიო  ჩემპიონმა   ვიქტორ დასილვამ  და     ფესტივალის   დირექტორმა   ანი   ლაღიძემ.   როგორც   პრესკონფერენციაზე   აღინიშნა, ფესდტივალი  ყოგველწლიურად   გაიმართება  და  უფრო  მასშტაბურ  სახეს  მიიღებს.



მისწერეთ მზია მზეა


იტალიელი მწერლის ვიზიტი

შეხვედრა ცნობილ იტალიელ  მრავალმხრივ შემოქმედთან დაჩა მარაინთან   📚ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლ...