სცენა, მეგობრობა და ოთხი ათეული წელი
მრავალფეროვანი და ნაყოფიერია რეჟისორის
შემოქმედებითი ცხოვრება.
40 წელის განმავლობაში მან სცენას
არაერთი საინტერესო ნამუშევარი და შთამბეჭდავი სახე შესძინა.
მისი პროფესიული გზა გამორჩეულია კრეატიული
პროექტებით, შემოქმედებითი ძიებებით
და ხელოვნებისადმი ერთგულებით. მალხაზ
გაბადაძემ, თვისი მოღვაწეობის უდიდესი
ნაწილი ქუთაისის კულტურის სფეროს განვითარებას მიუძღვნა. იგი,მრავალი წელი ფილარმონიიის დირექტორი
გახლდათ და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეიტანლი იქაური შემოქმედებითი ცხოვრებისა
და სააკონცერტო საქმიანობის
განვითარებაში.
-40
წელი ეს მხოლოდ
კალენდარული თარიღი არ არის -
ამბობს რეჟსორი და დასძენს,
რომ სწორედ, ამ წლებში იხვეწებოდა პროფესიული
ოსტაობა და გული მაყურებლის სიყვარულით
ივსებოდა. სცენა მხოლოდ განათებული სივრცე
არ არის არამედ, ის არის ადგილი,
სადაცბ ადამიანის შრომა, ნიჭი ემოცია და წლების გამოცდილება
მაყურებლამდე მიდის.
მალხაზ გაბადაძისთვის სცენა იყო და
არის ცხოვრების ნაწილი, შემოქმედებითი ენერგიის გამოხატვის და ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული სივრცე.
საღამო მუსიკალურად
გააფორმეს თავად რეჟსორმა და მისმა მეგობრებმა,
ქართული ესტრადის მომღერლებმა რამაზ როინიშვილა, მაგდალინა ავაქიშვილა, ბიძინა გამრეკელმა, თამარ ბოჭორიშვილმა და გია საყვარელიძემ. ღონისძიებას უძღვებოდა პოეტი თინა სტეფლიანი.
საღამოს განსაკუთრებული ხალისი
და იუმორი შემატა, ცირკისა და ქართული ესტრადის
მსახიობმა, ილუზიონისტმა ილია გაბუნიამ.
დასასრულს,
რეჟისორმა მადლობა გადაუხადა თითოეულ სტუმარს და მონაწილეს, მისი შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღის
გაზიარებისთვის.
40 წელი სცენაზე - ეს არის ხელოვნებასთან და მაყურებელთან ერთგლების
ისტორია, რომელიც მალხაზ
გაბადაძემ საკუთარი შემოქმედებით, შრომით, ენეგიითა და სიყვარულით შექმნა.
მზია გოგოძე

No comments:
Post a Comment