Wednesday, 18 November 2015

ნარკვევი

     

          ღირსეული ქალბატონი


  -ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და უფლის წყალობით, სწორედ იქ აღმოვჩნდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი– ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი, თბილისის  142-ე საჯარო სკოლის დირექტორმა შორენა ცნობილაძემ, რომელიც მართლაც სანიმუშო დირექტორია და ღირსეულად აგრძელებს სკოლის ტრადიციებს.
     
  ცოტა რამ მისი ბიოგრაფიიდან...


  შორენა ცნობილაძე დაიბადა ტყიბულში  1966 წელს და  ამავე ქალაქში გაიარა დაწყებითი განათლების პირველი საფეხური, ხოლო მე-7 კლასიდან სწავლა განაგრძო  თბილისის 132-ე (ახლანდელი 32-ე) სკოლაში, რომლის დირექტორი გახლდათ საამაყო პიროვნება  - ოთარ თეთვაძე, რომელიც  მუხჩლჩაუხრელად იღწვოდა მომავალი თაობის აღზრდა - განათლებისთვის.
შორენა ცნობილაძეA  გაიზარდა ისეთ ოჯახში, რომელიც  სიწმინდით და სისპეტაკით გამოირჩეოდა. Mმამა გახლდათ დემურ ცნობილაძე ინჟინერ-მექანიკოსი, თავისი საქმის პროფესიონალი და არაჩვეულებრივი პიროვნება,  ღირსეული ვაჟკაცი, რომელიც 29 წლის ასაკში გარდაიცვალა და დააკლდა არამარტო ოჯახს, არამედ  ქალაქს.. ოჯახის გაძღოლა და 3 ობლის გაზრდა დედამ – ცირა გულაღაშვილმა იტვირთა, რომელიც ბავშვებს მზრუნველობასა და ყურადღებას არ აკლებდა. იგი, ძალიან განსწავლული, განათლებული ქალბატონი იყო. მუშაობდა ტრავმატოლოგიის  ინტიტუტში რენტგენო-ლაბორანტად.  ბავშვებს კარგი განათლებაც მისცა და ფეხზე დააყენა.  სამწუხაროდ, ისიც ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან...      
    

       ოჯახი...


  ქალბატონი შორენა, 1986 წელს,  დედა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე  ჩაირიცხა და იმავე წელსვე გათხოვდა, სიყვარულით შექმნა ოჯახი. მისი მეორე ნახევარი ნუგზარ ხუსიაურია., რომელიც ამჟამად, კერძო ბიზნესით არის დაკავებული,  კარგი მეოჯახე,  წესიერი ადამიანი და მზრუნველი მამაა.
 - 30 წელიწადია ერთად ვცხოვრობთ და ერთად  ვეწევით ცხოვრების ჭაპანს, კარგი ადამიანია, უყვარს ოჯახი, -ამბობს ქალბატონი შორენა, - გვყავს  3 შვილი... ანა პროფესიით მსახიობი, სალომე დიზაინერი, ხოლო ვაჟი – მიშო თეატრალია. ანა და მიშო უფრო დედას გვანან, ლაღები და კომუნიკაბელურები არიან, ხოლო შუათანა – სალომე მამის ასლია,  ძალიან გულწრფელი, სამართლიანი, მოსიყვარულე და დამოუკიდებელია.. სამივე დაოჯახებულია და ჰყავთ შესანიშნავი მეგზურები, სიძეები: ლადო დოლიძე და ირაკლი გურგენიძე, ხოლო რძალი-  ნათია სეხნიაშვილია. ამ არაჩვეულებრივ ოჯახს კიდევ უფრო ალამაზებს ორი შვილიშვილი: თათული და ანიტა. სულ მალე კი, მათ მესამე პატარაც შეემატებათ.
   
              ბავშვობის მოგონებები...

               ბავშვობა ყველაზე ბედნიერი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც მთელი ცხოვრება ლამაზ მოგონებად რჩება და იმ პერიოდში განცდილი ბედნიერი წუთები თუ მძაფრი განცდები, სამუდამოდ აღიბეჭდება ხოლმე თითოეული ჩვენგანის. მეხსიერებაში.. ასე მოხდა ჩვენი რესპონდენტის ცხოვრებაშიც..  ქალბატონ შორენას ბავშვობა უკავშირდება მის მშობლიურ კუთხეს – ტყიბულს, სადაც იზრდებოდა  დიდი სიყვარულის გარემოცვაში. მას ბებიები, ბაბუები და ბიძები განსაკუთრებული მზრუნველობით ზრდიდნენ, ასწავლიდნენ სიკეთის კეთებას და მოყვასის სიყვარულს. სწორედ, ამიტომაც  სიამაყით აღნიშნავს ხოლმე, თუ რაიმე კარგი თვისება გამაჩნია, ეს მათი დამსახურებაა, რადგან ძალიან კარგი ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდიო. ლამაზი  მოგონებების გარდა, იგი იხსენებს იმ პერიოდს როცა 6 წლის ასაკში მამა დაკარგა. დღემდე არ განელებია ის ტკივილი და თვალცრემლინი ყვება ოჯახის ტრაგედიას.. ქალბატონი შორენა, ახლაც, ხშირად სტუმრობს თავის მშობლიურ კუთხეს, სადაც მისი მშობლების საფლავია და ის ხალხი ცხოვრობს, ვინც მას  ბავშვობის სასაიმოვნო შთაბეჭდილება დაუტოვა.. იქაურობას, მაინც სულ სხვა ეშხი, სურნელი აქვს და მეამაყება, რომ ტყიბულელი ვარო, – ამბობს იგი..


              კარიერული წინსვლა..


   ქალბატონი შორენამ, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში თსუ –ს გამომცემლობაში დაიწყო მუშაობა, მერე კერძო სექტორში გადაინაცვლა. მოგვიანებით,  მუშაობდა 32-ე სკოლაში, ეთიკისა და ესთეტიკის პედაგოგად. შემდეგ, მისმა ყოფილმა მასწავლებელმა გულიკო ლებანიძემ,  თავისი  ქართული ენისა დალიტერატურის საათები დაუთმო, ხოლო 2007-2011 წლებში  იყო ამავე  სკოლის დირექტორის მოადგილე..   ხოლო 2011 წელს, კონკურის გავლის შემდეგ დაინიშნა 142-ე საჯარო სკოლის დირექტორად. მისი მოსვლის დღიდან სკოლაში არაერთი სიახლე და წარმატებული პროექტი განხორციელდა, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა.
   უაღრესად კეთილშობილი, ენერგიული და შრომისმოყვარე,  სამართლიანი და თავდაუზოგავი - ასე ახასიათებენ მას კოლეგები. ქალბატონი შორენა, იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთანც  ურთიერთობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს ყველას,  დიდსა თუ პატარას.  ძალიან უყვარს ბავშვები,  სკოლა, თავისი კოლექტივი და მუშაობის პროცესში თითოეული თანამშრომლის აზრს ითვალისწინებს. წარმატებებს ვუსურვებთ ამ ღირსეულ ქალბატონს თავის პირად  და პროფესიულ საქმიანობაში.


                         მზია გოგოძე

No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...