Friday, 11 March 2016

პოლიტიკა

პოლიტპატიმარი სტატუსის გარეშე..

,,მედიატორის’’სტუმარია  საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი.

-ბატონო ემზარ, რა მოხდა მაშინ კოდორში?

 - რა მოხდა 2006 წლის ივლისში? –ამ კითხვაზე პასუხი 2008 წლის 8 -13 აგვისტომ გასცა, მაშინ როდესაც სააკაშვილმა, თავის ნაციონალ ბანდასთან ერთად, მოახერხა ჩვენი 14 წლის ნაწვალები, ნასისხლარი ხეობა გადებარებინა მოწინააღმდეგე მხარისთვის, ჩვენივე რჩეული დასავლეთის დავალებით. 2003 წელს, სწორედ ამისთვის მოიყვანეს სააკაშვილი  ხელისუფლებაში,  უცხოურმა სპეცსამსახურებმა - რუსეთმა და დასავლეთმა. ყოველი ავანტურა, რომელიც განახორციელა სააკაშვილმა, შესრულებულია უცხოური სპეცსამსახურების მიერ.. ოღონდ, ისევ ქართველების ხელით. ამის ერთ-ერთი მაგალითია: კოდორის ხეობა…  სწორედ, ასეთმა მოვლენებმა  ჩამოხსნა ნიღაბი  ყველა აგენტს (სხვადასხვა სფეროში) და ნებისმიერი გზა გამოიყენეს მიზნის მისაღწევად, ოღონდაც კოდორი წაეღოთ და გაეტანებინათ უსისხლოდ. ეს ყველამ კარგად დაინახა.

-რატომ გახდით პოლიტპატიმარი?

-2006 წელს სააკაშვილმა და მისმა ბანდამ დაარღვია კონსტიტუცია და შემოიჭრა კოდორში, საქართველოს შეიარაღებული ძალების და ყველა სამართალდამცავი თუ სპეცსამსახურების გამოყენებით, მათ შორის უცხოურიც. კოდორის დამცველი მეომრები კი, მოგვაშორა ხეობას, რათა უმტკივნეულოდ გადაეცა საქართველოს ტერიტორიები შემდგომ რუსებისთვის, მაგრამ ეს არხდებოდა ამერიკელების თანხმობის გარეშე. ამიტომაც, გავხდი პოლიტდევნილი და შემდგომ პოლიტპატიმარი, ოღონდ, სტატუსის გარეშე, რადგან უცხოელმა სპეცსამსახურებმა ასე გადაწყვიტეს..  მე კი, როცა საქართველოს მთლიანობას ვიცავდი, არც გენერლობა და არც რაიმე ჯილდო სახელმწიფოსგან არ უნდა მიმეღო და შავი პიარით იოლი ყოფილიყო ჩემი განადგურება. რომ არ ვყოფილვიყავით  კოდორელები მომავალი თაობებისთვის სამაგალითო, ისე როგორც კამანელი გმირები იყვნენ ჩვენთვის კოდორეელებისთვის სამაგალითო, მოკლეთ, როგორც ხდება დღევანდელ მსოფლიოში პატრიოტიზმის განადგურება და ყველანაირი ეროვნულობისა თუ ტრადიციების

-რა იყო სააკაშვილის მთავარი შეცომა?
 

 -სააკაშვილის შეცდომა არის ის, რომ საერთდ, გაჩნდა  ამ ქვეყანაში... დანარჩენი  შეცდომა მას არ დაუშვია, მან შეასრულა  უცხოელი სპეცსამსახურების მიერ დაკისრებული ყველა დავალება, და დღემდე ასეა, ახლა უკვე უკრაინაში. სააკაშვილს  ვერავინ ვერ გააჩერებს, სანამ მას რუსულ- ამერიკული სპეცსამსახურები იცავენ (ერთობლივ რეჟიმში). სააკაშვილი არის ტესტი იმისა, თუ ვინ ყიდის საქართველოს უცხო ქვეყნებზე. საერთოდ, ვინც სააკაშვილს უდგას გვერდით, ყველა არის უცხო ქვეყნის აგენტები (პირდაპირი ან ირიბი)

-რას არ აპატიებდით ,,ნაცებს’’?
. რას არ ვაპატიებდი? სამშობლოს გაყიდვას და არამარტო ნაცებს, არამედ ყველა იმ მახინჯ ქმნილებას მათთან ერთად, ვინც დღემდე ღალატობს ჩვენს ეროვნულ  და ტრადიციულ ქვეყანას, ვინც, დემოკრატიის სახელით, ისევე როგორც სააკაშვილი, დემოკრატიას ,,გვიბანძებს’’, ვინც არჩევნებს გვიყალბებს ისევ და ისევ უცხოელი სპეცებისდავალებით.

-    როგორ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი?

-ჯერ უნდა ვიზრუნოთ გენოფონდის გამდიდრებაზე, რომ ვეყოთ იმ ტერიტორიებს, რაზეც გვაქვს პრეტენზია, შემდეგ კი, უნდა ვიფიქროთ აფხაზების დაბრუნებაზე, ჯერ გულში და შემდგომ ოჯახში, აი, მერე უკვე, ტერიტორიებიც თავად მიებმება ამ ყველაფერს. უცხოელების მიერ მართული, ვითომ ქართველები კი, პირიქით, აბხაზებს აგინებენ, რათა მათ არასოდეს გაუჩნდეთ ნოსტალგია ჩვენთან თანაცხოვრების. ამიტომაც, ვამბობ ყოველთვის პირველ რიგში,  რეფორმები სპეცსამსახურებში უნდა ჩატარდეს, რათა  საქართველოს უშიშროება მთლიანად ემსახურებოდეს საქართველოს უშიშროებასა და უსაფრთხოებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა პოლიტიკაზე და ბიზნესზე. ჩვენს ქვეყანაში, ყველა თანხმდება, რომ  აბხაზეთი გაიყიდა, მაგრამ არავინ დასჯილა დამცველის გარდა. რატომ? რატომ არ დასჯილა ვინმე სპეცსამსახურებიდან, ვინც ვერ უზრუნველყო სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება, ვისაც ეს ევალებოდა? იმ პერიოდში, როდესაც ტერიტორიები იკარგებოდა, დაინტერესდით  ჟურნალისტები?   ვინმემ იკითხა, რომ იმ ტერიტორიაზე ხელმძღვანელ პირებს რა მედლები და  წოდებები აქვთ მირებული? დღეს, როგორ,, ამაღლებულ პირობებში’’ ცხოვრობენ და პრივილეგიებში, განსხვავებით ნამდვილ მეომრებისაგან, რომლებმაც არაფერი დაიშურეს სამშობლოსათვის!? აი, როცა ამ ყველაფერს დავალაგებთ მერე ხალხიც დაგვიბრუნდება და ტერიტორიებიც.

-ბატონო ემზარ, როგორ გესახებათ რუსეთი და ჩვენი ევროპული არჩევანი?

-რაც შეეხება არჩევანს… როდის ჩატარდა არჩევნები კურსთან დაკავშირებით?  2008 წელს? საქართველოს მოსახლეობა მისი არჩევნები ჩათვალა გაყალბებულად და რომელ არჩეულ კურსზე მეკითხებით? ჯერ რა ავადმყოფობაა ეს კურსი? უნდა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც უნდა მოაშორო ყველანაირი ,,პრო’’... და თუ, მაინც უნდათ იყოს ,,პრო’’, მაშინ, ჩაატარდეს რეფერენდუმი - სამართლიანი და თავისუფალი. აი, შემდეგ ილაპარაკონ არჩეულ კურსზე. არ უნდა ქონდეს საქართველოს მოსახლეობას განცდა, რომ ცხოვრობს ვიღაცის კოლონიაში და მონობაში, ამას ჰქვია დამოუკიდებლობა და არა იმას, რაც დღეს გვიჭირავს ხელში.         

  ამერიკის   ელჩი წყვეტს, ვის უნდა მიენიჭოს პოლიტდევნილისა თუ პოლიტპატიმრის სტატუსი, ვინ უნდა მოხვდეს პარლამენტში და ვინ გარეთ არასაპარლამენტო ვითარებაში. ხალხი ითხოვს რატომ არ ვატარებთ რეფერენდუმს? იმიტომ, რომ ვიღაცას არ აწყობს, რატომ? იმიტომ, რომ დადგინდება საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება დასავლეთზე. რატომაა, რომ დასავლეთს უკვე, მხოლოდ პოლიტიკოსთა უმრავლესობა უჭერს მხარს? იმიტომ, რომ დასავლეთმა თავად იზრუნა ამაზე, თავისი ნაცებით, რესპებითა და ალასანიათი. ამ სუბიექტებმა ხალხს შეაძულეს დასავლეთი.. დავიჯერო? ეს გამოეპარა დასავლეთის სპეცებს, არამგონია... მრჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთის სპეცები , რუსეთთან ერთად ,,ძოვენ ბალახს’’. ეს არის ჩემი, როგორც ერთი ქართველის აზრი  და არ ვახმოვანებ   პოლიტიკური პარტიის  შეხედულებას.  ეს გაითვალისწინეთ ბატონებო! თუ რაიმე შურისძიების სურვილმა შეგიპყროთ, იმ შემთხვევისთვის გაფრთხილებთ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია და სხვა დანარჩენი საზოგადოების გადასაწყვეტია, ვინ ამბობს სიმართლეს.

-რა მიგაჩნიათ ოცნების ნაკლად და ღირსებად?

-ოცნების ნაკლი არის უღელი, რომელიც უცხოური წარმოშობისაა. დანარჩენი კი, ყველაფერი არის ამაზე მიბმული. სამართლიანობის აღდგენაც, უმუშევრობაც და საერთოდ, ყველა უბედურება რაც გვჭირს.

-რა  მიგაჩნიათ განუხორციელებელ ოცნებად?

-განუხორციელებელი ოცნებად მიმაჩნია თავისუფლება!

   -როგორი იქნება საქართველოს მომავალი?


-სამომავლოდ, ყველაფერს ზემოთხსენებულს გამოვასწორებთ და გავბრწყინდებით, ისე როგორც ამას ქადაგებს ჩვენი უწმინდესი, უნეტარესი და უსაყვარლესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II დიდება ღმერთს!

         მზია გოგოძე
     ,,მედიატორი''


No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...