,,ეროვნული ფორუმის’’ გზავნილი ამომრჩეველს
მოახლოებულ არჩევნებზე და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე გვესაუბრება პარლამენტის წევრი და ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე.
-ქალბატონო ანი, ,,ეროვნული ფორუმი’’ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩვნებში, ეს დიდი გამოცდა და პასუხისმგებლობაა, რა შედეგს ელოდებით?
-ეს გადაწყვეტილება, დიდი ფიქრის შემდეგ მივიღეთ... ჩვენ არამარტო ვიმსჯელეთ, არამედ დავითვალეთ და შეიძლება ითქვას, ,,ინვენტარიზაცია’’ გავაკეთედ ჩვენი შესაძლებლობების. ასევე, გადავამოწმეთ, კიდევ ერთხელ, იმ ადამიანების პოზიციები და განწყობები, რომლებიც წლების განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ და ჩვენთან ერთად იყვნენ გამარჯვებისთვის ბრძოლაში, დაწყებული 2006 წლიდან დღემდე. ამ ყველაფრის შეფასების, გადაფასების და შეჯერებული პოზიციის შემდეგ, გავიტანეთ საკითხი ყრილობაზე და ამის შემდეგ, გადაწყდა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ კოალიციურ რეჟიმში ,,ეროვნულმა ფორუმ-‘’მა თავისი გასაკეთებელი, მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა; ამასთან, პარტიას უკვე აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი ძალები დამოუკიდებლად გამოსცადოს. ასევე, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი გვიჭერს მხარს და რა რაოდენობის ამომრჩეველი გვყავს. ასე რომ, პარტიამ უნდა იცოდეს მისი რეიტინგი, რომელიც იზომება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების დროს. ჩვენ გვექნება მკაფიო გზავნილები ამომრჩევლისთვის.
-თქვენი პარტიის ახალი ინიციატივაა - საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმა.. როგორ ფიქრობთ, რა მდგომარეობაშია დღეს სასამართლო და რა ცვლილებების განხორციელებაა საჭირო?
-მიგვაჩნია, რომ დღეს, საკმაოდ მძიმე ვითარებაა სასამართლოში და არა იმიტომ, რომ იქ არის მურუსიძე, თუმცა, ეს კიდევ სხვა პრობლემაა, ზოგადად, სისტემაში რთული სიტუაციაა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავიწყეთ ადეიშვილის ,,ჯიბის სასამართლოს’’ რეფორმირება, რომლის დროსაც გადაწყვეტილებები მის კაბინეტში იწერებოდა და შემდეგ, ამას მოსამართლეები ახმოვანებდნენ.. დღეს კი, რეფორმირების მიუხედავად, მაინც არის ხარვეზები. ეს პროცესი თუ ასე გაგრძელდა, ,,ეროვნულ ფორუმს’’ მიაჩნია, რომ სისტემა ჩაიკეტება და ქაოსი შეიქმნება, ამას კი მოსახლეობის პროტესტი მოყვება. ამიტომ, სასამართლო უნდა გადავარჩინოთ ახლა და მოსახლეობას ვთავაზობთ ჩვენს ხედვას.
-კონკრეტულად?
-ჩვენი კონკრეტული ხედვა ასეთია: მოსამართლეები, პირველ და მეორე ინსტანციაზე უნდა იყვნენ არჩეულები მოქალაქეების მიერ. მაგალითად, 1017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, უნდა მოხდეს მოსამართლეების არჩევა რეგიონებისა და თბილისის რაიონული მასშტაბით.
-მსგავსი გამოცდილება სხვა ქვეყანაშიც არსებობს?
-რა თქმა უნდა, თუმცა, პირდაპირ მორგებული და სტანდარტული არ არის.. უახლოეს პერიოდში, საქართველოში, მოსამართლეებს სამ წლიანი გამოსაცდელი ვადა გაუვათ და შემდეგ სამუდამოდ დაინშნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის უზენაესობა, ქვეყანაში არ იქნებ უზრუნველყოფილი. მოსახლეობას კი, საშუალება არ მიეცემა ეს მახინჯი პრაკტიკა რაიმეთი შეცვალოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვიდრე ჯერ კიდევ, შესაძლებელია, მოქალაქეებს შევთავაზოთ არჩევანის საშუალება, რათა თვითონ აირჩიოს ისეთი პიროვნება, ვისაც ანდობს სამართალს. ვინაიდან, სამართალი ანდო ადამიანს, ეს არის დიდი პასუხისმგებლოც, მაღალი ლეგიტიმაციაც და ჩართულობაც.. თუ გვინდა, რომ სასამართლოში იყოს ობიექტური მოსამართლე, მაშინ სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოდ.
-რაც შეეხება სხვა პროგრამულ შეთავაზებებს..… რატომ უნდა მოგცეთ ამომრჩეველმა ხმა?
- ვაპირებთ ჩვენი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის გავმართვას, სადაც წარმოდგენილი იქნება, ეკონომიკური და სოციალური საკითხების მოგვარების ჩვენეული ხედვა. ჩვენს წინადადებებს, ფართო განსჯისთვის ვთავაზობთ საზოგადოებას და მზად ვართ, ნებისმიერი არგუმენტირებული შენიშვნა გავითვალისწინოთ. ,,ეროვნულ ფორუმს’’ აქვს თავისი ხედვა ქვეყნის ფუნქციასთან და მის როლთან დაკავშირებით, მის უსაფრთხოებასთან მიმართებაში როგორც რეგიონის მასშტაბით, ისე ქვეყნის შიგნით და ა.შ. ამის შემდეგ შეგვვიძლია დავასკვნათ, თუ როგორ მიდის ,,ეროვნული ფორუმი’’ 8 ოქტომბრის არჩევნებზე.
-,,ეროვნული ფორუმი’’ პარლამენტში, მხოლოდ ზოგადი განცხადებებით... გამოირჩევა..
-ამ ეტაპზე ასეა, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ჩევნი ხედვების საზოგადოებისთვის გაცნობა.. პარტიას საინტერესო წინადადებები აქვს ტერიტორიული მთლიანობის, საფინანსო და საგადასახადო კუთხითაც..
-თქვენმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ, თავისი მოუზომავი კომენტარებით არაერთი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია... თქვენ რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?
-თქვენ არ მოგეწონათ, გუბაზ სანიკიძის კომენტარი, ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით?
-ქალბატონო ანი, საზოგადოების უმრავლესობას არ მოეწონა და არც მე ვარ გამონაკლისი... ასევე, თავის დროზე, მოსახლეობაში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია გუბაზ სანიკიძეზე ფარულმა ჩანაწერმა... საინტერესოა, თქვენი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით?
-დავიწყოთ იმით, რომ გუბაზ სანიკიზე თავად არის ფარული ჩანაწერების მსხვერპლი და ეს, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა ბნელ ქვეყანაში ვცხოვრობდით, რაგდან ადამიანებს საკუთარ ,,სამზარეულოში’’ უსმენდნენ. თუმცა, ეს სხვა თემაა. რაც შეეხება გუბაზ სანიკიძეს, ადამიანმა შეიძლება რაღაც თქვა, მაგრამ რეალურად, მას არავისთვის არაფერი დაუშავებია, არავისთვის ფული არ წაურთმევია, არვინ დაუზიანებია და ქვეყნისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია. საერთოდ, ,,ეროვნული ფორუმის’’ არცერთ წევრს არავისი ვალი არა აქვს. ცალკე სალაპარაკო თემაა ეს გახმაურებული ამბავი, მაგრამ თუ იმასაც შევაფასებთ, რომ ეს ადამიანი მოიქცა თუ არა ისე..… ვფიქრობ, ყველა ადამიანი, საკუთარი ქმედების მიხედვით უნდა შეფასდეს. პოლიტიკოსი კი, საკუთარი განცხადებების გაკეთების დროს, ყურადღებით უნდა იყოს... რაც შეეხება ყოფილი პრემიერის წერილის შეფასებას, გუბაზ სანიკიძემ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ეს მას დაუწერეს გარემოცვის წარმომადგენლებმა, რომლებიც ბატონ ბიძინას არ აწვდიან სწორ ინფორმაციას - ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, რაშიც აბსოლუტურად, ვეთანხმები. არადა, ადამიანმა უნდა იცოდეს თუ რა ხდება ქვეყანაში და ინფორმაციულ ვაკუუმში არ უნდა იყოს. საწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობა შიმშილობს, ეს არის რეალობა. ასეთ დროს, რთულია არ გააკეთო სწორი შეფასება და თქვა, ყველაფერი კარგად არის. არადა, ყველამ კარგად იცის, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში და რა პერსპექტივა აქვს, თითოეული ოჯახის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასე რომ, გუბაზ სანიკიძიმ, განცხადება გაკეთა ივანიშვილის გარემოცვის მისამართით და თქვა, რომ ასეთი ტიპის წერილები ყოფილი პრემიერის სახელით არ უნდა ქვეყნდებოდეს. ვფიქრობ, ამაში შეურაცხმყოფელი არაფერია, პირიქით დამაფიქრებელი... მიმაჩნია, რომ ყოფილი პრემიერი, რომელსაც საზოგადოებაში დიდი რეიტინგი აქვს, არ უნდა იყოს ინფორმაციულ ვაკუუმში. ეს კი, იწვევს გაუცხოებას საზოგადოებისა და ადამიანის, რომელსაც დიდი ნდობა აქვს და რომელსაც გაჰყვა მოქალაქეების უმრავლესობა, 2012 წლის არჩევნებზე. აი, სწორედ ეს ღნიშნა გუბაზ სანიკიძემ და გამოყენებული სიტყვების გაშიფვრა არ უნდა დავიწყოთ.. თუ, მაინც და მაინც, გვინდა გამოვეკიდოთ სიტყვებზე, უნდა ეთქვა: ,,საშუალო დონის თამადის დაწერილია’’ ან ,,უნიჭო ადამიანის დაწერილია’’ .. ეს, შეფასების საკითხია..
-ვის მიიჩნევთ თქვენს მთავრ კონკურენტად?
-ჩვენი პარტნიორი არის ხალხი, ხოლო კონკურენტია ყველა პოლიტიკური ძალა, ,,ნაციონალები’’-სა და მასთან დაკავშირებული პარტიების გარდა. ,,ნაციონალურ მოძრაობასთან’’ ჩვენ, ვერ გვექნება ჯანსაღი კონკურენცია, რადგან იგი არის წარსულის პარტია და დღეს, ამ რაოდენობითაც არ უნდა იყვნენ პარლამენტში წარმოდგენილნი, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის არჩევანი...
-ეროვნული ფორუმი ამბიციური სახელია, რა გააკეთა თქვენმა პარტიამ ეროვნული თვალსაზრისით?
-ჩვენ, არც ერთი ეროვნული მნიშვნელობის საკითხი არ დაგვიტოვებია რეაგირებისა და მკაფიო განცხადებების გარეშე. ჩვენ ყოველთვის გაგვაჩნია მკაფიო პოზიცია, მაგალითად, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში არაფერი არ იქნება კარგად, თუ ეს საკითხი არ მოგვარდა. ,,ეროვნულ ფორუმს’’ მიაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. ასევე, მიგვაჩნია, რომ ეროვნული მნიშვნელობის საკითხი და ქვეყნის უსაფრთხოება არის, საქართველოს ფუნქციის დაფიქსირების საკითხი რეგიონში. სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია. ამისათვის კი, ქვეყანა უნდა იყოს ეკონომიურად ძლიერი, წელში გამართული და რაც მთავარია, დაცული უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხოება და ის ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებულია....
- ფორუმის საგარეო კურსი როგორია?
-ჩვენ, ყვოველთვის მიგვაჩნდა და ახლაც ასე ვფიქრობთ, რომ უალტერნატივო გზა არის - საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება და არა შესვლა. ჩვენ ისტორიულად, ევროპული ოჯახის წევრი ვართ. საქართველოს ბევრი აქვს გაკეთებული მსოფლიო ისტორიისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აქვს თავისი ბუნებრივი ოჯახი, საიდანაც ხელოვნურად გამოგლიჯეს. ამიტომ, ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება, აუცილებლად მოხდება.. ალტენატივა არა აქვს კურსს, რომელიც ჩვენ დაგვაბრუნებს ევროპულ ოჯახში.
-კახა შარტავა აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება, მისი დივიდენტები, ჯერჯერობით, მხოლოდ მამამისის სახელია.. თქვენს გუნდთან ერთად, რა მიზნები გაქვთ მომავალში, საქართველოს საკეთილდღეოდ?
-კახა შარტავა პოლიტიკიდან არ წასულა და ისევ, აქტიურ პოლიტიკაში შემოდის. ჩვენ, როდესაც კოალიციაში ვიყავით, მან ერთადერთმა თქვა უარი ყველანაირ თანამდებობაზე და გადაწყვიტა პარტიული საქმიანობის გაგრძელება და საკამოდ წარმატებით, რადგან შეინარჩუნა მრავალრიცხოვანი პარტია. იგი, საკმაოდ ჭკვიანი და გამოცდილი პოლიტიკოსია და არის ჩვენი სარჩევნო სიის პირველი ნომერი. კახა შარტავა, იქნება იმ პოლიტიკური პროცესების ხელმძღვანელი, რომელსაც საარჩევნოდ ,,ეროვნული ფორუმი’’ ჩაატარებს..
- ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რას გვეტყვით, გავრცელდა ინფორმაცია, მისი პოლიტპატიმრად ცნობის შესახებ?
-არა, ეს არ არის სიმართლე. აქ საუბარი იყო, სასამართლო პროცესების დროს, არსებულ ხარვეზებზე, კონკრეტულად, მის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს ჩემთვის არაფერს არ ცვლის, რადგან ვანო მერაბიშვილი არის დამნაშავე და იყო მონაწილე იმ რეჟიმისა, რომელიც ერჩოდა საკუთარ ხალხს, არბევდა მშვიდობიან მომიტინგეებს, ადამიანი, რომელიც გვამებს ითხოვდა და ამაში პრემიებს არიგებდა და ა.შ. ჩემთვის იყო, არის და იქნება დამნაშავე, რომელი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და როგორი კითხებიც არ უნდა იყოს, გამოძიების პროცესთან დაკავშირებით. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ ჩემთვის ის არის ცალსახად, მაგრამ ასევე, ცალსახად არ უნდა დაირღვეს მისი უფლებები, პატიმრობის დროს.
-,,ეროვნული ფორუმის’’ პროგრამულ ნაწილზე ისაუბრეთ, მაგრამ რაც შეეხება სიებს და მაჟორიტარებს.. რა ნიშნის მიხედვით აკომპლექტენთ სიებს?
- ეს საკითხი, საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, დედაქალაქის და რაიონების მასშტაბით, 20 მაჟორიტარ კანდიდატთან დაკავშირებით და ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ, მალე გავაცნობთ მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებიც დაიცავენ ეროვნული ფორუმის ინტერესებს - სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ რაც შეიძლება ბევრი წარმატებული და პროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ადამიანი იყოს ჩვენს გვერდით. ვინაიდან, ვფიქრობ, რომ საქართველოში იწყება სრულიად ახალი ეტაპი.
-ქალბატონო ანი, რა ეტაპს გულისხმობთ?
-ჩვენ უნდა ჩავატაროთ რევოლუციური არჩევნები... საერთოდ, ვთვლი, რომ 2012 წელსაც არ იყო ჩვენთან არჩევნები დემოკრატიული.. 2013-14 წლებში, ჩვენ მოვახერხეთ, მეტნაკლებად, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება... 2016 წლის არჩვენების მიმართ, საკმაოდ მაღალი ინტერესია. ჩვენ უნდა გავაკეთოდ განაცხადი, ვთქვით თუ არა უარი ჩამორჩენილობაზე, სადაც იგულისხმება ქვების სროლა, გაყალბება და ა.შ. სწორედ, 8 ოქტომბერს გავიგებთ, მზად არის თუ არა ქვეყანა საფუძველი ჩაუყაროს დემოკრატიულ არჩევნებს, სადაც ადამიანებს აღარ მოპარავენ არჩევანს, აღარ მოახდენენ მასზე ზეწოლას და არავის არ გაუჩნდება კითხვები, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.…
ესაუბრა მზია გოგოძე
ინტერვიუ გამოქვეყნდება ჟურნალ ,,მედიატორში''

No comments:
Post a Comment