Saturday, 17 December 2016

პროზა, პოეზია

 


                                         გურულები და დანარჩენები...


  ,,მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა – გურულები და დანარჩენი’’- ასე იწყება  ბოლო დროის ყველაზე პოპულარული წიგნი ,,გურული დღიურები’’, რომელიც წლის ეროვნულ ბესტსელერად დასახელდა და რომლის ავტორია პოეტი და ესეისტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.  ჩვენი ინტერვიუც ბიბლიოთეკაში შენდგა. ჩემი რესპონდენტი ერთი შეხედვით უშუალო, გულწრფელი, თუმცა საკმაოდ თავშეკავებული და თვითდაჯერებული აღმოჩდა. თავდაპირველად, საუბარი  ჩვენს მშობლიურ  კუთხეზე - გურიაზე დავიწყეთ, შემდეგ კი ,,გურულ დღიურებზე’’.. ინტერვიუს მიზანიც ეს იყო...

-გიორგი, მოგვიყევით თქვენი ბიოგრაფია, როგორ ოჯახში გაიზარდეთ, როგორი ბავშვობა გქონდათ?

 -დავიბადე და გავიზარდე ოზურგეთში  ოთხმოციან წლებში, მაგრამ ცხადია, ჩემი მეხსიერება არ გულისხმობს იმ პერიოდს, რადგან მაშინ ძალიან პატარა ვიყავი... ამ თვალსაზრისით ათვლა, ძირითადად,  90-იანი წლებიდან იწყება. დავიბადე ჩვეულებრივ ოჯახში, ჩემი მშობლები მუშაოდნენ  ტიპიურ სამსახურებში, ხოლო ბებია და ბაბუა იყვნენ პედაგოგები და შესაბამისად, წიგნთან ახლო გარემოში მიხდებოდა ცხოვრება, რაც ერთი მხრივ, გარკვეული იძულებაც კი იყო იმისა, რომ მე დავახლოვებოდი წიგნს და წიგნიერ საამყაროს, მეორე მხრივ, ალბათ  მეც მქონდა რაღაც მიდრეკილებები. დრო იყო ძალიან რთული, 90- იანი წლები, მთელი თავისი ,,მომხიბვლელობით...’’ მე ეს ყველაფერი ,,გურულ დღიურებში’’ დაკვირვებისა და ანალიზის ფონზე არ გადამიტანია, რადგან მაშინ პატარა ვიყაავი, მაგრამ შემდგომ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ტრავმული იყო ჩემთვის და თავისთავად,  წიგნის ფურცლებზეც აისახა..

 -როდის შექმენით პირველი ლიტერატურული ნაწარმოები?

  -პირველი ლიტერატურული ნაწარმოები სკოლაში ყოფნის დროს შევქმენი, თუმცა, ,,ოჯახური ლეგენდა” მომაწერს, რომ  პირველი ლექსი დავწერე 3 წლის ასაკში.

 ,,ჭრიჭინა და წვიმა მიყვარს
ქარია და ქარი,
ბავშვებო, არ გამოხვიდეთ,
არ გააღოთ კარი”.
  
 ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ბებიაჩემმა დაწერა და მე მომაწერეს. სერიოზულად კი, პოეზიით დავინტერესდი სკოლის ბოლო წლებში და სტუდენტობისას. პროზისკენ კი, მხოლოდ  ახლა ვდგამ ნაბიჯებს.

 -თქვენს შემოქმედებაზე რომელმა პოეტმა ან პროზაიკოსმა მოახდინა გავლენა?

 -თითქმის ყველა ქართველმა პოეტმა, რომელიც ითვლება დიდი და მნიშვნელოვან ავტორად. ეს გავლენები დღემდე რჩება ჩემში, რადგან არ არსებობენ ადამიანები გავლენების გარეშე. თვითონ ის ავტორებიც კი, არ არსებობენ გავლენების გარეშე, ადამიანები და ტექსტები, გარკვეულწილად, ერთმანეთის გამოძახილნი, საკუთარი ინდივიდუალიზმით ბუნებრივია...

-რამდენი წიგნის ავტორი ხართ?


თუ სერიოზულ წიგნებს გადავხედავთ ( და არა იმას, რაც სიყმაწვილეში პატარა კრებულებად იკინძებოდა), გამოსულია ლექსების კრებული - ,,ოდები’’ და 2012 წელს მაი ლაშაურთან ერთად გამოიცა ალბომი: ,,მხატვრობა+პოეზია= მინიატურები’’,ასევე, პოეტური კრებული ,,2008-2013’’ და ესეების კრებული - ,,გურული დღიურები.

 - წარმატება როდის მოვიდა, როდის გახდი პოლულარული?

 -ვერ გეტყვით რითი იზომება ჩვენს ქვეყანაში პოპულარობა. ეს ცოტა რთულად დასადგენი საკითხია და არა მგონია, რომ სუპერ პოპულარული ვიყო.. ისე ხალხმა უფრო გამიცნო მაშინ, როცა დავიწყე ელექტრონული ბიბლიოთეკის ლიბ.გე კეთება და  შემდეგ კი, როცა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გავხდი.

 -თუმცა, მანმადეც გქონდათ ძალიან საინტერესო  საქმიანობა..

  -მართალია საინტერესო ცხოვრება მქონდა, მაგრამ ეს არ განაპირობებდა პოპულარობაას. ვთანამშრომლობდი სხვადასხვა  ჟურნალ-გაზეთებთან, ვუშვებდი ლიტერატურულ გაზეთში ჩემს მეგობარ ზაალჩხეიძესთან ერთად, რომელიც შემდეგ გადაკეთდა ელექტრონულ ბიბლიოთეკა ლიბ.გე-თ.

 -რატომ გაგიჩნდათ ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნის სურვილი?

 -ეს იდეა იმიტომ დამებადა, რომ  ვფიქრობ ელექტონული ბიბლიოთეკა ზოგადად, აუცილებელი ატრიბუტია განვითარებული ქვეყნისთვის. ელექტრონული საიტი 2006 წელს შევქმენით და ახლა უკვე, რეფორმირებას საჭიროებს და მალე ახალი ვერსია გაეშვება საიტზე.  ამჟამად,  რახან მე ეროვნულ ბიბლიოთეკააში ვმუშაობ ლიბ.გე -ს სათავეში უდგას  ზაალ ჩხეიძე.

 -თქვენ ბრძანდებით ლიტერატურული კონკურსის ,,საბა’’-ს ნომინანტი, რომელი ნაწარმოებისთვის მოგენიჭათ პრემია?

 -,,საბას’’ პრემია მომენიჭა 2008 წელს, ლექსების კრებულისთვის ,,ოდები’’, იგი შეაფასეს როგორც საუკეთესო დებიუტი. მაშინ 25 წლის გახდით და ეს მართლაც, მნიშვნელოვანი წარმატება იყო ჩემთვის. მისასალმებელია, რომ მსგავსი ტიპის კონკურსები არსებობს გარკვეულწილად, ეს ნამდვილად განაპირობებს ავტორის პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში.

 -თუმცა, ლიტერატურულ ხარისხს ვერ განსაზღვრავს მსგავსი ტიპის კონკურსები..

-გეთანხმებით, ლიტერატურულ ხარისხს კონკურსები, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ განსაზღვრავენ, რადგან დამოკიდებულნი არიან ლიტერატურულ პროდუქციაზე... თუმცა, თქვენ თუ გულისხმობთ სუბიექტურობას და ობიექტურობას, ამ თვალსაზრისით, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას აქვს პრობლემა.

-თქვენი ესეების კრებული - ,,გურული დღიურები’’ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, სოციალურ ქსელებში, ერთგვარ მოდად იქცა ფოტოს განთავსება წიგნით ხელში... საიდაან დაგებადათ იდეა დაგეწერათ  ,,გურული დღიურები”?

 - ეს განაპირობა სათქმელის სიმრავლემ, გამოცდილებამ და ზოგადად სურვილმა, რომ მომესინჯა ძალები პროზის მიმართულებითაც. მე დავიბადე და გავიზარდე გურიაში და შესაბამისად, მქონდა მთელი რიგი ემოციები და განცდები, რომელიც ,,გურულ დღიურებში’’, რა თქმა უნდა, არ დატეულა...  სამომავლოდ, სხვა მიმართულებით ვაპირებ ამ ყველაფრის საზოგადოებისთვის გაზიარებას. წიგნის დაწერა როცა გადავწყვიტე, ბევრი ვიმოგზაურე სხვადასხვა სოფლებში და შევაგროვე რეალური ისტორიები. ეს არ გახლავთ კრიტიკულ- პუბლიცისტური ტიპის წიგნი, არამედ არის მხატვრულად გაფორმებული  ესეების კრებული.

 -როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა ,,გურული დღიურების’’პოპულარობა?

 -ამ კითხვაზე მე ვერ გიპასუხებთ.. წიგნში, ალბათ,   საკუთარს პოულობს.. ,,გურული დთიურები’’ არ არის მხოლოდ გურულებზე, იგი არის  90-იანი წლების საქართველოზე და წიგნში მოთხრობილი ამბები,  გარკვეულწილად, ზოგადდება და შეიძლება ბევრი რამ ახლობელი იყოს კახელისთვის, მეგრელისთვის და სხვა კუთხის წარმომადგენლისთვის. ,,გურული დღიურები”-ში გადმოვეცი ის, რასაც ვგრძნობდი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმას, თუ ასეთი პოპულარული გახდებოდა.

 - გურულ დღიურებში ბევრი საიტერესო ისტორია  მოთხრობილი, ზოგი სევდიანი ამბავიც.. და რა თქმა უნდა გურული ხუმრობებიც, კურიოზები... გურიაში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ,,გურული დღიურებიდან’’ გავიგე,  პირველად რომ სექსს აჯიბაკური ეწოდება.. წიგნში, ასევე,  ყურადღებას იპყრობს  ფრაზები: ,,გურია პარადოქსების მხარეს’’,,,გურულები და დანარჩენები’’.. ეს როგორ გავიგოთ?

-ეს ხუმრობანარევი ფრაზაა, თორემ  გურულებს, ისევე როგორც სხვა კუთხის წარმომადგენლებს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებთ და აერთიანებთ, უბრალოდ, გურულები მაინც რაღაცით გამორჩეული ხალხი ვართ, შეიძლება კარგით და ცუდითაც... და ეს გამორჩეულობა სიმბოლურად, შეიძლება რაღაც საზღვრადაც მივიჩნიოთ  - სხვა დანარჩენ სამყაროსთან, ცხადია ხუმრობით... გურიაში ცხოვრობდით და არ იცით, რომ გურულები სექსს აჯიბაკურს უწოდებენ?  შეიძლება სასაცილოა, მაგრამ ეს ასაეა..

 - გიორგი, თუ გეგმავთ ,,გურული დღიუერები’’ უცხოურად თარგმნოთ?

 - ბევრი ქართველი ემიგრანტი ითხოვს წიგნი გაუგზავნოთ, მაგრამ ეს  გამომცემლობამ უნდა გადაწყვიტოს, რადგამ მისი კომპეტენციაა. რაც შეეხება  უცხოურად თარგმნას,  კულტურის სამინისტროს შესაბამისი უწყება დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და ვნახოთ, სამომავლოდ რა გამოვა.

 -ეროვნულ ბიბლიოთეკაში თქვენი მოსვლის შემდეგ ბევრი სიახლე და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა..  გთხოვთ, უფრო კონკრეტულად მოგვიყვეთ თქვენს მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ?

 -ბიბლიოთეკაში, ძალიან ბევრი მიმართულებით წარვმართედ მუშაობა, მაგალითად, დიგიტარიზაციის კუთხით, რაც გულისხმობს ელექტროონულ ფორმატში წიგნების გადატანას, ელექტრონული ბიბლიოთეკების შექმნას, ფოტოების გაციფრებას და ა.შ. გავაკეთედ სხვადასახვა დარბაზები,გავხსენით საბავშვო კუთხე, ღვინის ბიბლიოთერკა, რეპრესირებული წიგნის მუზეუმი, თანამედროვე საბიბლიოთეკო ცენტრი, დიდი ელექტეონული დარბაზი; აგრეთვე, დაწყებულია პირველი კორპუსის რემონტი და მალე გაიხსნება. უცხოეთშიც გავხსენით ბიბლიოთეკები. ვაპირებთ ბიბლიოთეკების, როგორც კულტურული ბრენდის შექმნას, წიგნადი ფონდის გაძლიერებას, მუზეუმების გაკეთებას, კერძო ინვესტიციებს მოზიდვას, რომელმაც უკვე 200 ათასს გადააჭარბა. ჩვენ გვინდა, რომ ბიბლიოთეკა იყოს ღია, აქტიური სივრცე, რომელიც მის ფარგლებს გარეთ გავა.. ჩვენ  სოფლებშიც ვხსნით ბიბლიოთეკებს. წიგნების ვაუჩერის გადაცემას ვაპიურებ სოფელ სურევის ბიბლიოთეკისთვის (საიდანაც, გურული დღიურების წერა დავიწყე).. სულ მალე, ოზურგეთის რაიონში, კერძოდ, სოფელ შრომაში ვაპირებთ წიგნების ჩატანას.

 -გიორგი, თქვენ ახორციელებთ საინტერესო პროექტს, რომლის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში აგროვებთ ციფრულ ფოტოებს... იქნებ უფრო დეტალურად გვითხარათ ამის შესახებ?

 -ეს გახლავთ ჩემი და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით, ოჯახებში სიარულს და ფოტომატანეს შექმნას. აღნიშნული პროქტით, ჩვენ შევძლებთ  ძალიან მალე ქვეყნის ისტორიის გარკვეული ვიზუალური ნაწილი შევავსოთ

 - როგორ შეაფასებთ თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს?

 -ლიტრერატურული პროცესები მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს ანუ ფრაგმენტულად. დომიინანტი მიმდინარეობა, რომელიც წინა საუკუნეებში არსებობდა, უკვე აღარც უნდა იყოს... ყველა წერს ისე, როგორც ეწერება.  წიგნის პოპულარობასა და ხარისხს კი განსაზღვრავს მკითხველი.

 -ბოლო დროს, ახალგაზრდებში მოდური გახდა ლექსის ე.წ. ,,ძველ ბიჭური’’ ტონით წაკითხვა, რაც ძალიან გამაღიზიანებელია.. თქვენ რა აზრის ხართ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

 - მეც არ  მომწონს ეს ე.წ. ,,Youtube პოეზია''და არ ვუსმენ, მაგრამ ვისაც მოსწონს წაიკითხოს... მთავარია, კაცს ნუ მოკლავს და დანაშაულს ნუ ჩაიდენს...

 -თანამედროვე პოეტებისდან ვის მიიჩნევთ ყველაზე ნიჭიერად?

 -მე როგორც ეროვნული ბოიბლიოთეკის ხელმძღვანელი, თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან, რადგან აქ შემოდის ყველა ავტორის წიგნი და  შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ თუ არ მომეწონა, შეიძლება რომელიმე მათგანი ურნაში ჩავაგდო, ცხადია ეს არ მოხდება...

 -კლასიკოსებიდან  რომელი  პოეტი და მწერალი მოგწონთ?

 -ძალიან მომწონს შოთა რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა, ჯალა ლედინ რუმი, არტურ რემბო. მწერლებიდან კი მომწონს ჰერმარ მერვილი, მარკ ტვენი,  ჰომეროსი და მიხეილ ჯავახიშვილი.
 -ახლა გადავიდეთ პირად თემებზ.. რა ადგილი უკავია სიყვარულს თქვენს შემოქმედებაში?

 -ძალიან დიდი.. სიყვარული არის მთავარი მამოძრავებელი და იმპულსი ნებისმიერი შემოქმედისთვის და ჩემთვისაც, რის გამოც სხვა დანარჩენ საქმეებს ვაკეთებ.

 - რა არის თქვენი ჰობი, როგორ მუსიკას უსმენთ?

 -ძალიან მიყვარს ფეხბურთის ყურება და ვარ სერიოზული გულშემატკივარი მაჩესტერ იუნაიტეტის, რომელიც ცოტა მოძლიერდა, მაგრამ მაინც რთული პერიოდი გადაიტანა. ასევე,  მიყვარს მუსიკა,  სხვადასხვა ჟანრს ვუსმენ და ვთვლი, რომ მეტნაკლებად, მელომანი ვარ.

 -ჭორებზე როგორ რეაგირებთ?

 -ბრწყინვალედ. საკუთარ თავზე ბევრი ჭორი მომისმენია, მაგალითად, ის რომ ვარ მასონი და თითქოს მაქვს ორგიები სტუდენტ გოგოებთან და მისთანანი...ეს რა თქმა უნდა, სრული სიცრუეა..

 -როგორია  თქვენი სამომავლო გეგმები?

 -ჩემი სურვილია, ეროვნული ბიბლიოთეკა შევქმნა როგორც ერთ-ერთი წარმატებული და პრესტიჟული ბრენდი . სამომავლოდ, ვაპირებ ამერიკაში სწავლის გაგრძელებას.

-რაც შეეხება ბებოს სურვილს? ცნობილია, რომ ერთერთ სატელევიზიო გადაცემაში თქვენმა ბებიამ, თქვენი დაოჯახების სურვილი  საჯაროდ გამოთქვა?

-ეს ბებოს სურვილია მხოლოდ... მაგრამ, მე საკმაოდ ახირებული და ჯიუტი ადამიანი ვარ და ჩემი პირადი ცხოვრების საკითხებს თავად ვწყვეტ...


                   ესაუბრა მზია გოგოძე

No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...