,,ჩემი სკოლა – სიბრძნის გასაღებია’’
ახალ სასწავლო წელს დიდი სიხარულითა და იმედებით შეხვდნენ, აჭარის ულამაზეს კუთხეში შუახევში, სოფელ ცხემლისში. სოფლის სკოლა, მართლაც გამოირჩევა სწავლის ხარისხით, პედაგოგთა პროფესიონალიზმითა და მოსწავლეების მომზადების მაღალი დონით. აქაური კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ, კვლავ მშობლიურ კერას უბრუნდებიან და ღირსეულად განაგრძნობენ თავიანთი წინაპრების ტრადიციებს.
ცხემლისის საჯარო სკოლის ახალი შენობა, რამდენიმე წელიწადია რაც აშენდა და ამ ფაქტმა, დიდად გაახარა სოფლის მოსახლეობა, რადგან ბავშვებს კომფორტულ და თანამედროვე ინტერიერით აღჭურვილ გარემოში უწევთ სწავლა-განათლების მიღება. სკოლის დირექტორი გახლავთ უაღრესად ერუდირებული, თავისი საქმის პროფესიონალი და კეთილშობილი პიროვნება მერაბ ბოლქვაძე. იგი, პროფესიით მათემატიკოსია და ამ სოფლის მკვიდრია. უყვარს თავისი კუთხე და სიამაყით ყვება თავისი სოფლის მთა-ბარზე, ტრადიციებზე... ბატონ მერაბს ცხემლისელები პატივსცემენ და აფასებენ როგორც კარგ პედაგოგს, შესანიშნავ დირექტორსა და ღირსეულ მამულიშვილს. დაე, ყველა ისეთი პატრიოტი იყოს როგორიც ბატონი მერაბი გახლავთ.
მერაბ ბოლქვაძე:
- ჩემი სკოლა – მადლის დედა და სიბრძნის გასაღებია... მეამაყება, რომ ჩვენი სკოლის მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციები განაპირობა უნატიფესმა ფოლკლორმა და ეთნოგრაფიულმა ყოფამ. სოფლის ულამაზეს ბუნებას კიდევ უფრო ამშვენებს, 2 აათსი წლის წინანდელი სალოცავების ნანგრევები და ბზის ბუჩქები, ნიშნად იმისა, რომ აჭარაა პირველი ქრისტიანული კუთხე საქართველოსი. როგორც ჩვრნმა პატრიარქმა ილია - || ბრძანა: ,,კურთხეულ არს აჭარა, სადაც პირველად დაინთო ლამპარი ქრისტეს სიყვარულისა და იქცა განმანათლრბლად სრულიად საქართველოსი’’. ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ტრადიციულად სოფლის ახალგაზრდებთან ერთად, ყოველი წლის 1 ივნისს, წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. რიტუალი ასეთია: შეიკრიბებიან და გვანცას მთაზე ადიან - ბიბლიის, ,,ქართლის ცხოვრების’’ და ,,ვეფხისტყაოსნის’ თანხლებით. ახალგაზრდები წმიდა წიგნზე ფიცულობენ და საქართველოს მაცხოვარს ავედრებენ.
ცხემლისის სკოლის მესვეურებს კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ განათლება დიდი მადლია და ის, ერთადერთი გზა წინსვლისა და წარმატებისა. ჩვენი სკოლა კი, ის ადგილია, სადაც ცოდნისა და სამშობლოს სიყვარული სუფევს.
მოკლე ისტორიული ექსკურსი: ცხემლისში პირველი დაწყებითი სკოლა 1931-1932 წლებში გაიხსნა და პირველი მასწავლებელი იყო ოზურგეთელი ახალგაზრდა პედაგოგი – ავთანდილ სიხარულიძე. 1964 წელს კი, რვაწლიანი სკოლა გაიხსნა და მისი დირექტორი გახლდათ ღვაწლმოსისლი პიროვნება აკაკი ქათამაძე. აი, ასე ნელ-ნელა მივიწევდით წინ..
ამჟამად, სოფელს ამშვენებს მშვენიერი სკოლის შენობა, რომელიც 2005 წელს აშენდა. სკოლა დაკომპლექტებულია შესანიშნავი პედაგოგებით, რომლებიც არიან სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები. სწორედ, ჩვენი პედაგოგების დამსახურებაა, რომ ცხემლისის საჯარო სკოლა ერთ-ერთი მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებაა.
ესენია: ირინე აბუსერიძე, რაული და ავთანდილ ბოლქვაძეები, სოფიკო ბრეგვაძე, მარინე დუმბაძე, ნინო მოსიძე, ნატო, მზევინარ, ელდარი, აკაკი და რევაზი ქათამაძეები, ზურაბ შარაშიძე, ციური და ნუგზარი ციციანები. სკოლას ჰყავს ძალიან კარგი ადმინისტრატორი და საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტი ელდერ ქათამაზე, რომლიც თავდაუზოგავად იღწვის პედაგოგების პროფესიული განვითარებისთვის. ასევე, დადებით შეფასებას იმსახურებენ სამეურვეო საბჭოს თავჯდომარე, სპორტის მასწავლებელი ზურაბ აბაშიძე და მისი მოადგილე, ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წარმატებული პედაგოგი მარინე დუმბაძე.
ჩვეენს სკოლაში სულ 43 მოსწავლეა. აქედან ბევრი წარჩინებულია გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს: გოგიტა ბერიძე (რომელიც მშვენიერ ლექსებს წერს), სალომე ბერიძე, ცოტნე ბოლქვაე, ნინელი და მიგელი დუმბაძეები, ნიკა და გიგა კილაძეები, გიორგი, დიანა და ცოტნე მგელაძეები, ანუკი და თორნიკე მჟავანაძეები, მარი მიქელაძე, გოჩა ქათამაძე და არმაზ ციციანი.
საგულისხმოა, რომ სკოლაში ხშირად იმართება შემოქმედებითი თუ ინტელექტუალური ღონისძიებები. ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობენ ოლიმპიადებში და კონფერენციებში, საიდანაც სიგელებით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან.
ჩვენი მიზანია ვიყოთ ერთ-ერთი სანიმუშო საგანმანათლებლო- სასწავლო დაწესებულება და აღვზარდოთ წარმატებული და ღირსეული ახალგაზრდები, რომლებიც გამოადგებიან არამარტო ჩვენს სოფელს, არამედ მთელ საქართველოს.
გვჯერა, ასეც იქნება, რადგანაც ბატონი მერაბი სიტყვის კაცია – სიტყვისა და საქმისა.
მზია გოგოძე
გაზეთი ,,სახალხო განათლება+''

No comments:
Post a Comment