Saturday, 1 April 2017

ბაგა–ბაღი

                                                                          პატარებს მუდამ ემახსოვრებათ


                      თბილისის 131 –ე ბაგა- ბაღში სტუმრობისას საოცრად თბილი და მყუდრო გარემო დამხვდა. ყვავილებითა და სხვადასხვა თვალსაჩინოებებით მორთული დერეფნები და ოთახეები, მშვიდ და კომფორტულ სიტუაციას ჰქმნის და პატარებს კარგ განწყობაზე აყენებს. ამ საბავშვო დაწესებულებაში ესთეტიკას და სილამაზეს ყოველთვის დიდი ყურადრება ექცეოდა და დღესაც ასეა. ამჟამად, ბაღს ხელმძღვანელობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამილა ნინიაშვილი, რომელიც გამოცდილი და კვალიფიციური კადრია და მანმადე, 64-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე გახლდათ.

                     ქალბატონმა თამილამ გულთბილი მასპინძლობა გამიწია, დამათვალიერებინა ბაღის ყველა კუთხე-კუნჭული და გამაცნო თითოეული თანამშრომელი, რომლებიც თავდაუზოგავად იღწვიან პატარების აღზრდა-განვითერებისთვის. ამიტომაც არის, რომ მშობლებისგან მადლობას და შექებას იმსახურებენ. ბაღი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც ერთ გუნდად არიან შეკრულნი და მუდამ მეგობრული ატმოსფერო სუფევს. განსაკუთრებით გამახარა ჩემი კოლეგის, ჟურნალისტ მარინე გურასპაშვილის ხილვამ, რომელიც ბაღში სპეც. პედაგოგად მუშაობს და დარწმუნებული ვარ იგი, ისეთივე წარმატებით უძღვება თავის ამჟამინდელ საქმიანობას, როგორც არის ჟურნალისტიკაში.

                  რაც შეეხება ბაღის ინფრასტრუქტურას, იგი მთლიანად მოწესრიგებულია, გარემონტებულია სველი წერტილები, სამზარეულო და დარბაზი... საბავშვო ოთახები და დერეფნები მორთულ-მოკაზმულია პატარების შენოქმედებით, ნახატებით, აპლიკაციებით და გამოძერწილი ზღაპრის გმირებით. ბაღის მოპირკეთებულია და დამშვენებულია ატრაქციონებითა და სხვადასხვა მწვანე ნარგავებით. ბაღი აღჭურვილია თამანედროვე ინვენტარით, სათამაშოებითა და ლიტერატურით.

               ბაღში ამჟამად, 256 ბავშვია, სულ 6 ჯგუფია და 31 თანამშრომელი. აქ ძირითადი ყურადღება ეთმობა ცუგრუმელების შემოქმედებითი უნარების განვითერებას და მთელი კოლექტივი მოწოდებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი საინტერესო ღონისძიებები ჩაატარონ. წარმატებით ხორციელდება ,,სასკოლო მზაობის’’ პროგრამა, სისტემატურად იმართება სეზონური ზეიმები და სხვადასხვა აქტივობები. თვალხატულა გოგო-ბიჭები, სტუმრებს თავიანთი შემოქმედებით ხიბლავენ.Pპატარების გამხირულებაზე ზრუნავს მუსიკის პედაგოგები მედეა ქინქლაძე.

            ბაღის ხელმძღვანელი მაღალ შეფასებას აძლევს მისი მოადგილის ნინო ქევხიშვილი და მეთოდისტის გულნარა სალუქვაძის საქმიანობას, რომელებიც თავისი საქმის მაღალი პროფესიონალები არიან. ასევე, აღნიშვნის ღირსია ფსოქოლოგ ქეთევან მაჭავარიანის, მნე-ს მაია თევდორაძის, საქმის მწარმოებლების მაია მჭედლიშვილის საქმიანობა.

             ბავშვების სისუფთავესა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი ირმა მაისურძე..

          უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ძალისხმებით, დედაქალაქის ყველაა საბავშვო დაწესებულებაში პატარების კვება მაღალ დონეზეა და მრავალფეროვანია, სადაც დაცულია ცხიმებისა და ცილების თანაფარდობა. 131-ე ბაღშიც განსაკუთრებული ყურადღება კვებას ექცევა და პატარებს გემრიელ კერძებს უმზადებს მზარეული ნატო მახარაშვილი და მისი თანაშემწე ლელა შალამბერიძე.

          აღსაზრდელებს განსაკუთრებით ეპყრობიან, დედასავით ზრუნავენ და მათ სულს უფაქიზებენ ჩინებული აღმზრდელები: ნაირა ხუციშვილი, ნანა თორდია, ბელა ხადური, მაია ტონია, თამილა სიგუა და ლია ჯაფარიძე. მათ გვერდში უდგანან თანაშემწეები: თამარ სულაძე, ნინო ბაჯელიძე, თამარ გველესიანი, ნინო მირგატია, მარინე მაყაშვილი და ეკატერინე ქვაჩახია.

          მშობლები კმაყოფილებას გამოთქვანენ ბაღის სისუფთავესა და სანიტარეულ მდგომარეობაზე, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ტექნიკურ პერსონალსაც. ესენია: ნათია სირაძე, ელენე გრიგოლია, ნინო ქარსელაძე, სირანუმ კაპანიანი, ეკა ორაგველიძე, ანა ნასყიდაშვილი, თამარ ელიაშვილი და დავით ჭინჭარაძე.

           შეიძლება ითქვას, რომ 131-ე ბაგა-ბაღი დღითიდღე ვითარდება, ინერგება სიახლეები და წარმატებით მიიწევს წინ, რაც აქაური მესვეურების თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მთელი კოლექტივი, ძალ-ღონეს არ იშურებს იმისთვის, რომ ეს საბავშვო დაწესებულება იყოს სანიმუშო და პატარებს შეუქმნან ისეთი პირობები, რომ აქ გატარებული ლამაზი დღეები მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეთ.

                 მზია გოგოძე

No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...