Saturday, 30 September 2017

ტაო–კლარჯეთი

     
       საოცარი შეგრძნება და უდიდესი სიამაყის განცდაა, როცა უძველეს ტაძრებს, ეროვნულ– კულტურული მენკვიდრეობის უნიკალურ ნიმუშებს მოვინახულებთ, ხელით ვეხებით, სანთლებს დავანთებთ და ჩვენი ხილვით თითქოს გამოვაცოხლებთ.... და რაოდენ სამწუხაროა, რომ მათი მოვლა, დაცვა და გაფრთხილება არ ძალგვიძს, არ შეგვიძლია... არადა, ,,ბებერი ტაო'' – ჩვენი კულტურა და ისტორია შველას ითხოვს!!!
ტაო–კლარჯეთში სულ 400–მდე ეკლესია და სამლოცველოა, მოქმედი არცერთი ტაძარი არ არის. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე (ხანძთის,ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის, ხახულის, ოთხთავის, ოშკის, იშხანის, ბანას და სხვა სამონასტრო კომპლექსები,ასევე, ქაჯეთის, შავშეთის, კავკასიძეების ციხეები) მოვინახულეთ.

ტაო–კლარჯეთში მოგზაურობამ, კიდევ ერთხელ დამრაწმუნა ,,თუ რაოდენ დიდი ყოფილა საქართველო''. ეს არის უზარმაზარი ტერიტორია, საოცარი ბუნებით, ლამაზი პეიზაჟებით და ცამდე აზიდული მთებით. აქ ყოფნისას, ისეთი განცდა გვქონდა თითქოს ჩემს მშობლიურ საქართველოში ვიმყოფებოდით და ეს არც არის გასაკვირი. აქ თითოეულ მცენარეს, ხეს, ბუჩქს, ბალახს, ყველაფერს ქართული სურნელი ასდის...
ჩვენს მოგზაურობას, კიდევ უფრო მეტი ელფერი შესძინა საოცარმა ჯგუფმა, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ ჩვენი საზოგადოების თვალსაჩნო წარმომადგენლები. ეროვნულ საკრავზე შესრულებული ქართული ჰანგების ფონზე კი, ჩვენი ეკსკურსია ორმაგად შთამბეჭდავი იყო.
მადლობას ვუხდი პოეტს და რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტს – დავით შემოქმედელს ჩვენი მოგზაურობის ორგანიზებისთვის, ასევე, ჩვენი გიდს ნიკა ცხომელიძეს საინტერესო და შინაარსიანი ტურისთვის.
რუსთაველის საზოგადოების დაკვეთით, მზადდება დოკუმენტური ფილმი, სადაც ტაო–კლარჯეთში მოგზაურობის ვიდეო–კადრები იქნება ასახული.

No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...