ლიდერობის კონფერენცია
სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია''–ში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორებისთვის „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა. ღონისძიებას 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და განათლების სპეციალისტი ესწრებოდა. დირექტორებმა თავიანთ კოლეგებს მათ მიერ ჩატარებული ტრენინგების შედეგად მიღებული გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, გაეცნენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. ასევე მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, რადგან ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ერთმანეთის გამოცდილებას და პრაქტიკას, სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. კონფერენციის მონაწილეებს, მოწვეულმა ექსპერტებმა გააცნეს განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილება, მიღწევები და თანამედროვე ტენდენციები.
ასევე, გაიმართა დისკუსია შემდეგ თემებზე: სკოლის დირექტორის როლი მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემის შექმნაში, 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები და გამოწვევები, სკოლის ეფექტური და ეფექტიანი მართვა, სასკოლო სერვისების განვითარება, სკოლაში ინოვაციების დანერგვა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვნების მნიშვნელობა.მონაწილეებმა, ბრიტანეთიდან და აშშ-იდან მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად, იმსჯელეს სკოლის ლიდერის როლზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაძლიერებაში, სკოლის განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრასა და რესურსების განაწილებაზე.
როგორც უკვე აღინიშნა, სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია გაიმართა „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითრების პროექტის“ ფარგლებში, რომი მიხედვითაც გათვალისწინებულია არაერთი ღონისძიების ჩატარება.
მზია გოგოძე
სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია''–ში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორებისთვის „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა. ღონისძიებას 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და განათლების სპეციალისტი ესწრებოდა. დირექტორებმა თავიანთ კოლეგებს მათ მიერ ჩატარებული ტრენინგების შედეგად მიღებული გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, გაეცნენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. ასევე მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
ასევე, გაიმართა დისკუსია შემდეგ თემებზე: სკოლის დირექტორის როლი მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემის შექმნაში, 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები და გამოწვევები, სკოლის ეფექტური და ეფექტიანი მართვა, სასკოლო სერვისების განვითარება, სკოლაში ინოვაციების დანერგვა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვნების მნიშვნელობა.მონაწილეებმა, ბრიტანეთიდან და აშშ-იდან მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად, იმსჯელეს სკოლის ლიდერის როლზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაძლიერებაში, სკოლის განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრასა და რესურსების განაწილებაზე.
როგორც უკვე აღინიშნა, სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია გაიმართა „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითრების პროექტის“ ფარგლებში, რომი მიხედვითაც გათვალისწინებულია არაერთი ღონისძიების ჩატარება.
მზია გოგოძე
No comments:
Post a Comment