Thursday, 15 March 2018

შემოქმედებითი საღამო

                                                             

                    ფილმი ხელოვანის შემოქმედებაზე

                 ორი მუზის მსახური – ასე აფასებენ მხატვარსა და მწერალს ნიკო ხერკელაძეს, რომლის შემოქმედება და მოღვაწეობა ცნობილია არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. შთამბეჭდავია, ხელოვანის ფერწერული ნამუშევრები, პუბლიცისტური და ისტორიული ნაწარმოები, ასევე, წიგნი ,,ცრემლში ნალესი ხმალი’’ - გიორგი სააკაძის პიროვნებასა და მისი მოღვაწეობის შესახებ.


            პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პუბლიცისტის, მწერლის, მკვლევარის და მრავალი პრემიის ლაურეატის ნიკო ხერკელაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომლის ინიციატორი გახლდათ ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა აკადემია  და ჟურნალ ,,ათინათი’’-ს რედაქტორი, პოეტი და ჟურნალისტი გულნაზ ხარაიშვილი.  ღონისძიებას ესწრებოდნენ  მხატვრები, მწერლები, სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. ღონისძიება დალოცეს სასულიერო პირებმა: მამა ამირან (ამირანაშვილმა) და მამა მერაბ(დეკანოიძემ).
საღამოზე, ვრცლად ისაუბრეს ნიჭიერი მხატვრის, პუბლიცისტის, მწერალის, მკვლევარის ღმაწლზე და მაღალ დონეზე შესფასეს მისი შემოქმედება.
           ღონისძიებაზე, ნაჩვენები იყო კინორეჟისორ ნიკო ბაღაშვილის საავტორო ფილმი-ჩანახატი ნიკო ხერკელაძეზე - ,,ცრემლში ნალესი ხმალი’’, რომელმაც დიდი მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.
                 ფილმი-ჩანახატი,  გადაღებულია მარტყოფის ისტორიულ ადგილებში, ასევე, გამოყენებულია კადრები მიხეილ ჭიაურელის ფილმიდან ,,გიორგი სააკაძე’’. ფილმში, ვიზუალური მასალის ჩვენების ფონზე კი, ნიკო ხერკელაძე გვიყვება საინტერესო ისტორიას  დიდ მოურავზე. მკვლევარის მონათხრობიდან ირკვევა, რომ მარტყოფის აჯანყების გამრჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი სააკაძეს, რომლის დამსახურება განუსაზღვრელია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროს წინაშე. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა ხელოვნურად არის გაყალბებული საქართველოს ისტორიაში, რომელიც ხდებოდა ბაგრატიონთა დინასტიისა და თავადიშვილ-ფეოდალთა ზეწოლიდან გამომდინარე, რაც სხვადასხვა ისტორიულ წყაროებთან ანალიზის შედეგად დასტურდება. ისინი ცდილობდნენ თავიანთი ღალატი სამშობლოს წინაშე, უნიათობა და უგერგილობა გადაებრალებინათ გიორგი სააკაძისათვის, რაზედაც არსებობს ხელოვნურად გაყალბებული, ურთიერთგამომრიცხავი ისტორიული მასალები და ამ მასალებზე დაყრდნობით დაწერილი არაერთი ლექსი თუ ისტორიული ცნობა.
           როგორც საღამოზე ითქვა, ნიკო ხერკელაძე დაეყრდნო მის მიერ მოკვლეულ უტყუარ მასალებს. მრავალი წიგნია დაწერილი გიორგი სააკაძეზე, სადაც ამ პიროვნების როლი უარყოდითადაც არის შეფასებული, თუმცა ნიკო ხერკელაძემ თავის წიგნში, დიდი მოურავი  - გიორგი სააკაძე ცალსახად დადებით პიროვნებად წარმოაჩინა. ვფიქრობ, სერიოზული ყურადღების ღირსია ნიკი ხერკელაძისეული მოსაზრებანი გიორგი სააკაძის შესახებ.
             ნიჭიერი ხელოვანის შემოქმედება, ფერწერული ტილოები თუ პუბლიცისტური ნამუშევდები გაჟღენთილია პატრიოტული სულისკვეთებით, ისტორიის პატივისცემით და რელიგიური თემატიკით, როგორც თავად ხელოვანი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს: ,,ჩემი ნამუშევრები არის რელიგიურ, ისტორიულ თემებზე. ყველა ქართველი ჩვენი ისტორიით არსებობს. ჩვენი წარსულით, აწმყოთი და მომავლით არსებობა, აუცილებლობაა’’.
           საღამოზე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავჯდომარე მაყვალა გონაშვილი, რომელმაც  საქებარი სიტყვები არ დაიშურა ხელოვანის მისამართით და ნაყოფირი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, ნიკო ხერკელაძეს ,,ღვაწლმოსილის’’ წოდება მიანიჭა. მხატვართა კავშირის თავჯდომარემ გურამ ცერცვაძემ კი, ხელოვნებაში და მხატვრობაში შეტანილი განსაკუთრებული წვილისთვის, ნიკო ხერკელაძე სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა.
     ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა შალვა ილურიძის ხალხური ანსამბლი. საღამოზე ასევე, გაიმართა პატრიარქისადმი მიძღვნილი, გულნაზ ხარაიშვილის ლექსზე დაწერილი სიმღერის პრემიერა.

                                        მზია გოგოძე

No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...