ჯემალ აჯიაშვილის გახსენება
„ხრმალი წარმიხდა, გაცვდა ბექთარი,
მაგრამ კვლავ მომდევს შენი ნათება,
თაფლად მეღვრება ბაგის ნექტარი,
სიტკბო პირისა მეშარბათება,
ისევ გიგალობ, ჩემი სასო ხარ,
სისხლის ტბორი ხარ, ცრემლის - მორევი,
მაინც შენ გიმღერ, ყოვლად ქებულო,
შენს საკურთხევლებს ვეამბორები...“
ამ სტრიქონების ავტორის, მთარგმნელის, მეცნიერისა და პოეტის ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის საღამოს უმასპინძლა მწერალთა სახლმა, რომელსაც ეწსრებოდნენ ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები შესანიშნავი სონეტების ავტორი, კლასიკური ებრაული პოეზიისა და ბიბლიური ფსალუმენების ბრწყინვალედ მთარგმნელი რამდენიმე წლის წინ - 69 წლის ასაკში - გარდაიცვალა. საღამოზე ჯემალ აჯიაშვილის მეგობრებმა და კოლეგებმა შემოქმედის განვლილი გზა და მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა გაიხსენეს. წარმოდგენილი იყო ასევე პოეტისა და მთარგმნელის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ „ოქროს ფონდში“ ინახება. ჯემალ აჯიაშვილის პირველი ტექსტები ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში გამოქვეყნდა „პირველ სხივში“, შემდეგ კი მისი თარგმანები ვახტანგ ჭელიძის „ხომლში“ იბეჭდებოდა. ცნობილია,რომ ჯემალ აჯიაშვილი, როგორც მთარგმნელი და ავტორი, საოცარი ოსტატობით იყენებდა ქართული ენის შესაძლებლობებს.
საღამოზე, პოეტი სონეტი დიდი მხატვრული ოსტატობით წაიკითხა ელდინო საღარაძემ.
აღსანიშნავია, რომ ეს იყოჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მოგონებების საღამო და არა სამეცნიერო კონფერენცია ან შემოქმედებითი საღამო. საღამოს ესწრებოდნენ ისრაელის პარლამენტის(ქნესეთის) თავმჯდომარის მოადგილე , ჰილიკ ბარი, ისრაელის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, შაფთაი ცური, ისრაელ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების პრეზიდენტი იციკ მოშე.მოგონებებით გამოვიდნე მწერლის უახლოესი მეგობრები და კოლეგები. ქართული კულტურისა და ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები. ქართულ და ებრაულ ენაზე სიმღერები შეასრულებს, ირმა სოხაძემ, ენრიკო ჯანელიძემ, ასევე საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებულმა ბარბარე ჯინჭარაძემ. სარამოს ორგანიზატორები გახლდათ ჟურნალისტი ლეილა ნოდია და რუსთაველის საზოგადოების ტავჯდომარე, პოეტი დავთ შემოქმედელი.

დავით შემოქმედელი: მაინც საიდან იღებს ამ საოცარი ქართველი ებრაელი გენიალური მთარგმნელის ფენომენი სათავეს. ჩვენი აზრით, ეს მდგომარეობს შემდეგში: თავისუფლებადაკარგული ქართველი ერისთვის დატყვევებული იუდეველების გოდება ბაბილონის მდინარესთან, იერემიას ფსალმუნი, ქართველი მუზის მსახურთა შთაგონების წყაროდ იქცა. ებრაული მთარგმნელობითი სკოლის ტრადიციას კი საქართველოში უხსოვარ წარსულში აქვს ფესვები გადგმული. როცა ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის მიწასთან გასწორების შემდეგ, ებრაელები მოადგნენ საქართველოს, მათი პირველი მისიონერული მოღვაწეობა სწორედ მთარგმნელობითი საქმიანობა გახლდათ. აი, საიდან მოდის, როგორი სულიერი ენერგიისა და დიდი გენეტიკური მეხსიერების მატარებელი შემოქმედი გახლდათ ჯემალ აჯიაშვილი.
იგი თითქოს ბიბლიიდან მოსული სინათლისა და ჭეშმარიტების მაძიებელი მოგვი იყო ჩვენ შორის. ამიტომაც მიიბარა და მიითბო გულში სიყვარულით წმინდა მიწამ.
საღამო მოიწონეს და საქებარი სიტყვები თქვეს: მთარგმნელმა, გივი შაჰნაზარმა, პოეტმა და მთარგმნელმა, ნომადი ბართაიამ, კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა. აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა, ომარ მხეიძემ. თუმცა, ჟურნალისტმა იოსებ ჭუბურიძემ საღამო უარყოფითად შეაფასა და სოციალურ ქსელში კრიტიკული სტატუსი გამოაქვეყნა, რასაც შემდეგ არაერთი კომენტარი მოჰყვა...
მზია გოგოძე
No comments:
Post a Comment