მედიატური გრემის ცენტრში
თერაპია დამოკიდებილების წინააღმდეგ
იმედის კუნძული დამოკიდებული ადამიანებისთვის - სწორედ, ასე უწოდებენ გრემის სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც წამალდამოკიდებული ადამიანები ფსიქოთერაპიისა და სარეაბილიტაციო კურსს გადიან. ცენტრი, 2015 წელიდან ფუნქციონირებს, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის ,,თანადგომა’’-ს ინიციტივით და მისი მიზანია ნივთიერებებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებზე ზრუნვა, რათა ისინი დაუბრუნდნენ ოჯახს და საზოგადოებას. ცენტრის ინსტრუქტორები, ფსიქოლოგები და არტ თერაპევტები ეხმარებიან ბენეფიციარებს სიფხიზლის შენარჩუნებაში, სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში, საკუთარი თავის მიმართ დაკარგული კონტროლის აღდგენაში.
გრემის ფსიქო-სოაციალური რეაბილიტაციის ცენტრის მიმართ ინტერესი ყოველთვის იყო - ის პირველი ქალაქგარეთა, სადღეღამისო დაწესებულებაა, რომელიც მრავალი წელი სრულიად უფასო სერვისებს სთავაზობდა წამალდამოკიდებულ ადამიანებს. სამწუხაროდ, ევროკავშირის პროექტის დაფინანსების დასულების შემდეგ კი, ბენეფიციარებს თავად უწევს საფასურის გადახდა. პანდემიის პერიოდში, ცნეტრის ფუნქციონირება შეფერხდა, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა განახლებული ინფრასტრუქტირითა და კეთილმოწყობილი გარემოთი კვლავ ელიან ბენეფიციარებს. აქ მიღება გასაუბრების საფუძველზე ხდება, მთავარია სურვილი დამოკიდებულების დაძლევისა და იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც სარეაბილიტაციო ცენტრი სთავაზობს წამალ და ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანებს. ცენტრი ზრუნავს და ქმნის პირობებს მათი სიფხიზლის შენარჩუნებისთვის.ცენტრის ბენეფიცირები, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით, ნაბიჯ-ნაბიჯ გადიან არტ და შრომითი თერაპიას. ასეთი დახმარება 2016 წლიდან მოყოლებული მრავალმა ადამიანმა მიიღო. ახლახან, ,,თანადგომის“ ინიციატივით, თბილისში მომუშავე მასმედიის წარმომადგენლებისთვის კახეთის რეგიონში, სოფელ გრემში მედია-ტური მოეწყო. ჟურნალისტებს საშუალება გვქონდა მოგვენახულებინა გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, გავცნობოდით იქაურ სიტუაციას, გავსაუბრებოდით ცენტრის თანამშრომლებსა და ბენეფიციარებს. მასმედიის მხრიდან დაინტერესებამ, კეთილგანწყობამ და ცენტრის ბენეფიციართა პრობლემების გათავისებამ, დადებითად იმოქმედა თითოეულ ადამიანზე, ვინც ფსიქოთერაპევტის, ფსიქოლოგისა თუ არტთერაპიის მეშვეობით ცდილობს დაუბრუნდეს ჯანსაღ და ჩვეულ ცხოვრების რიტმს. მასმედიის წარმომადგენლებისთვის ,,ლოპოტა სპა რეზორტი’’-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სემინარი, სადაც გრემის სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბენეფიციარებთან მუშაობის შედეგებზე, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
თავდაპირველად, სარეაბილიტაციო ცენტრის პროგრამულმა მენეჯერმა ვაჟა კასრელიშვილმა, საგულდაგულოდ დაგვათვალიერებინა ცენტრი, რომლიც ღჭურვილია თანამედროვე, საჭირო ინვენტარით და გათვლილია 12 ბენეფიცირზე და მათ აქ ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი, რათა თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნონ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათ ცენტრში საშუალება აქვთ, წამალზე არ იფიქრონ და ხელსაქმით დაკავდნენ. ბენეფიციარებს საშუალება აქვთ იმუშაონ ბოსტანში, თიხის საამქროში, სადაც თავინათი ხელით შექმნიან სხვადასხვა ნაკეთობებს. ცენტრში წარმოდგენილია მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთობანი, რომელთა შინაარსსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს.
გრემის რეაბილიტაციის ცენტრი არის სათემო-სარეაბილიტაციო დაწესებულება, სადაც დასაქმებული არიან ყოფილი მომხმარებლები. აქ მოქმედ სარეაბილიტაციო პროგრამას უძღვებიან ადამიანები, ვინც დამოკიდებულება დაამარცხა, ჩვენ მათ ინსტრუქტორებად გადამზადებაში ვეხმარებით,“ – განგვიმარტა ვაჟა კასრელიშვილმა.
ცენტრში ბენეციფიარებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, შეუძლიათ დაჰყონ სამი თვე. აქ მოსახვედრად აუცილებელია ადამიანი (ცენტრში არ დაიშვებიან არასრულწლოვნები) იყოს რემისიაში და ჰქონდეს სიფხიზლის შენარჩუნების ნამდვილი სურვილი.ცენტრს აქვს თავისი რეჟიმი და წესები. აქ მუშაობს „12 ნაბიჯის“ პროგრამა. მომავალში იგეგმება სხვა, ალტერნატიული სარეაბილიტაციო პრაქტიკების შემოღება.
დარგის სპეციალისტთა აზრით, ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება პრობლემას ვერ აგვარებს, ამით ნარკოტიკების მომხმარებელი ვერ გამოჯანმრთელდება. ამიტომ მნიშვნელოვანია სხვა, ალტერნატიული მეთოდების გამოყენება, მათ შორის ფსიქოთერაპიისა და სარეაბილიტაციო კურსის გავლა, რომელიც წარმატებით არის აპრობირებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ მხრივ აღსანიშნავია საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრ „თანადგომას“ საქმიანობა. ცენტრი კარგა ხანია ზრუნავს ნივთიერებებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული პირების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვს.
ამდენად, მისასალმებელია, რომ არსებობს გრემის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ეხმარებიან ადამიანებს დაძლიონ ნივთიერებაზე დამოკიდებულება, შეინარჩუნონ სიფხიზლე და დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.
No comments:
Post a Comment