,,ქართველები - ეს არის ხალხი, რომელთა უჯრედები ატარებს შუმერების, ურარტუელების, კოლხების , იბერების, ხალიბების, არიელების და სხვა პირველი ცივილიზაციების და კულტურების შემოქმედთა გენეტიკას...." - წერდა ავსტრიელი ქართველოლოგი ჰუგო ჰეპერტი.
მასალები ქვეყნდება პერიოდულ პრესაში/ ავტორი ჟურნალისტი მზია გოგოძე / Mzia Gogodze
მწერალთა სახლში, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით,
სახელოვანი ქართველი ტენორის თემურ გუგუშვილის საღამო გაიმართა, სადაც მუსიკოსებმა, პროფესორებმა და კონსერვატორიის წარმომადგენლებმა, ბატონი თემურის დიდ შემოქმედებასა და საოპერო მოღვაწეობაზე ისაუბრეს. ოპერის მომღერლებმა და სოლისტებმა კი , შესრულეს სხვადასხვა საოპერო არიები. დიდებული საოპერო მომღერლების თემურგუგუშვილისა და ელდარ გეწაძის ბრწყინვალე დუეტმა საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინეს და დაუვიწყარი ემოცია გამოიწვიეს.ჩემს ჟურნალისტურ ბიოგრაფიაში, პირველი ინტერვიუს ასაღებად გურამ შარაძესთან მომიწია მისვლა და ეროვნულ თემატიკასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართე. მახსოვს იანვარის სუსხიანი დღე იყო, საკმაოდ ციოდა... ჩემმა პირველმა რესპონდენტმა ძალიან თბილად მიმიღო, თუმცა ზედმეტი ღელვისგან ხელები ისე მიკანკალებდა, რომ კალამს ძვლივს ვიმორჩილებდი, დიქტოფონი კი მაშინ არ მქონდა... ბატონ გურამს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და მითხრა: ,,თქვენ ეტყობა ძალიან გცივათ და ხელები გაყინული გექნებათ ". შემდეგ გამომართვა საწერ-კალამი და ჩემს წიგნაკში შეკითხვებს თავად მიუწერია პასუხები...
ბატონი გურამის ასეთმა თბილმა დამოკიდებულებამ განუმეორებელი და დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
ერთი წლის შემდეგ, კვლავ მივაკითხე ბატონ გურამს ინტერვიუს ასაღებად. ამჯერად, ივანე მაჩაბლის სახლმუზეუმთან დაკავშირებით... სამწუხაროდ ამ ინტერვიუს მიმდინარეობის დროს მოუკლეს მას შვილი. ამის შესახებ თავად ბატონმა გურამმა მითხრა საკუთარი შვილის პანაშვიდზე.
შემდეგ უკვე მესამედ მოვინდომე მასთან ინტერვიუზე მისვლა, მაგრამ არ დასცალდა. დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში დემონსტრაციულად მოკლეს ღირსეული მამულიშვილი გურამ შარაძე.
***
,,ძველი გურია" - ასე ეწოდებაა კადემიკოს გურამ შარაძის წიგნს, რომელიც შარშან საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა. ორტომეული შეიცავს გურამ შარაძის მიერ მომზადებულ უნიკალურ მასალას და საძიებლებს.
_ აჯანყება 28 აგვისტოს ჭიათურაში დაიწყო და 14 სექტემბერს სვანეთში დასრულდა. ჩვენი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ელიტა - სულიერად და ფიზიკურად ლამაზი ადამიანები შეეწირნენ ამ მოვლენას. ეს დღე დიდი დაფიქრების დღეა. დიდება გმირებს - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
1924 წლის აჯანყება იყო ინტერპარტიული მოვლენა. მასში სხვადასხვა პოლიტიკური ფრთისა და სოციალური ფენის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საბჭოთა საოკუპაციო სისტემამ 1924 წლის აჯანყება სისხლში ჩაახშო. მას ასობით ადამიანი შეეწირა, ზოგი ციხის, ზოგი კი გადასახლების გზას გაუყენა. მიუხედავად მარცხისა, ქართველმა ერმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა. ამდენად, ამ თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის.
ვერის პარკში ვსეირნობდი მეგობართან ერთად. უჩვეულოდ ხალხმრავლობა იყო. აპრილის თბილი დღეები იდგა. სიო ნაზად უბერავდა და არხევდა აკვირტულ ხე...