Saturday, 5 October 2024

გურამ შარაძე - ჩემი პირველი რესპონდენტი

ჩემს ჟურნალისტურ ბიოგრაფიაში,  პირველი ინტერვიუს ასაღებად გურამ შარაძესთან მომიწია მისვლა და  ეროვნულ თემატიკასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართე.  მახსოვს იანვარის სუსხიანი დღე იყო, საკმაოდ ციოდა... ჩემმა პირველმა რესპონდენტმა ძალიან თბილად მიმიღო, თუმცა ზედმეტი ღელვისგან ხელები ისე მიკანკალებდა, რომ კალამს ძვლივს ვიმორჩილებდი, დიქტოფონი კი მაშინ არ მქონდა... ბატონ გურამს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და მითხრა: ,,თქვენ ეტყობა ძალიან გცივათ და ხელები გაყინული გექნებათ ". შემდეგ გამომართვა  საწერ-კალამი და ჩემს წიგნაკში შეკითხვებს თავად მიუწერია პასუხები...

ბატონი გურამის  ასეთმა თბილმა დამოკიდებულებამ  განუმეორებელი და დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

  ერთი წლის შემდეგ, კვლავ მივაკითხე ბატონ გურამს ინტერვიუს ასაღებად. ამჯერად, ივანე მაჩაბლის სახლმუზეუმთან დაკავშირებით... სამწუხაროდ ამ ინტერვიუს მიმდინარეობის დროს მოუკლეს მას შვილი. ამის შესახებ თავად ბატონმა გურამმა მითხრა საკუთარი შვილის პანაშვიდზე.

   შემდეგ უკვე მესამედ მოვინდომე მასთან ინტერვიუზე მისვლა,  მაგრამ არ დასცალდა. დღისით, მზისით, ქალაქის  ცენტრში დემონსტრაციულად მოკლეს ღირსეული მამულიშვილი გურამ შარაძე.  

***

  ,,ძველი  გურია" - ასე ეწოდებაა კადემიკოს გურამ შარაძის წიგნს, რომელიც შარშან საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა. ორტომეული შეიცავს გურამ შარაძის მიერ მომზადებულ უნიკალურ მასალას და საძიებლებს.


  

No comments:

Post a Comment

ანა კალანდაძე-100

  ქართული პოეზიის დედოფალს ანა კალანდაძეს და მის ჭეშმარიტ პოეზიას დრო  ვერაფერს აკლებს,  პირიქით,  უფრო და უფრო   ღირებულს ხდის, რამეთუ, მის...