Friday 30 August 2024

 


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, სადა წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული ექსკლუზიური მასალები. ასევე, გაიმართა საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი გამოცემის „ასი წელი აჯანყებიდან“ და ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების მიერ მომზადებული ბიბლიოგრაფიის „1924 წლის აჯანყება საქართველოში“ პრეზენტაცია. 

 _ აჯანყება 28 აგვისტოს ჭიათურაში დაიწყო და 14 სექტემბერს სვანეთში დასრულდა. ჩვენი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ელიტა - სულიერად და ფიზიკურად ლამაზი ადამიანები შეეწირნენ ამ მოვლენას. ეს დღე დიდი დაფიქრების დღეა. დიდება გმირებს - განაცხადა  ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

   1924 წლის აჯანყება იყო ინტერპარტიული მოვლენა. მასში სხვადასხვა პოლიტიკური ფრთისა და სოციალური ფენის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საბჭოთა საოკუპაციო სისტემამ 1924 წლის აჯანყება სისხლში ჩაახშო. მას ასობით ადამიანი შეეწირა, ზოგი ციხის, ზოგი კი გადასახლების გზას გაუყენა.  მიუხედავად მარცხისა, ქართველმა ერმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა. ამდენად, ამ თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის.


No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...