Saturday, 11 December 2021

ფსიქო-რეაბილიტაცია

                                                                                              მედიატური  გრემის ცენტრშ

      თერაპია დამოკიდებილების წინააღმდეგ
         

         

 იმედის კუნძული დამოკიდებული ადამიანებისთვის - სწორედ, ასე უწოდებენ გრემის სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც წამალდამოკიდებული   ადამიანები ფსიქოთერაპიისა და სარეაბილიტაციო კურსს გადიან. ცენტრი, 2015 წელიდან ფუნქციონირებს, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის ,,თანადგომა’’- ინიციტივით და მისი მიზანია ნივთიერებებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებზე ზრუნვა, რათა ისინი დაუბრუნდნენ ოჯახს და  საზოგადოებას. ცენტრის ინსტრუქტორები, ფსიქოლოგები და არტ თერაპევტები ეხმარებიან ბენეფიციარებს სიფხიზლის შენარჩუნებაში, სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში, საკუთარი თავის მიმართ დაკარგული კონტროლის აღდგენაში.

     გრემის ფსიქო-სოაციალური რეაბილიტაციის ცენტრის მიმართ ინტერესი ყოველთვის იყო - ის პირველი ქალაქგარეთა, სადღეღამისო დაწესებულებაა, რომელიც მრავალი წელი სრულიად უფასო სერვისებს სთავაზობდა წამალდამოკიდებულ ადამიანებს. სამწუხაროდ, ევროკავშირის პროექტის  დაფინანსების დასულების შემდეგ კი, ბენეფიციარებს თავად უწევს საფასურის გადახდა.   პანდემიის პერიოდში, ცნეტრის ფუნქციონირება შეფერხდა,  მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა განახლებული ინფრასტრუქტირითა და კეთილმოწყობილი გარემოთი კვლავ ელიან ბენეფიციარებს. აქ მიღება გასაუბრების საფუძველზე ხდება, მთავარია სურვილი დამოკიდებულების დაძლევისა და იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც სარეაბილიტაციო ცენტრი სთავაზობს წამალ და ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანებს.  ცენტრი ზრუნავს და ქმნის პირობებს მათი სიფხიზლის შენარჩუნებისთვის.ცენტრის ბენეფიცირები, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით, ნაბიჯ-ნაბიჯ გადიან არტ და შრომითი თერაპიას. ასეთი დახმარება 2016 წლიდან მოყოლებული მრავალმა ადამიანმა მიიღო.    ახლახან, ,,თანადგომის“ ინიციატივით, თბილისში მომუშავე მასმედიის წარმომადგენლებისთვის კახეთის რეგიონში, სოფელ გრემში მედია-ტური მოეწყო. ჟურნალისტებს საშუალება გვქონდა მოგვენახულებინა გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, გავცნობოდით იქაურ სიტუაციას, გავსაუბრებოდით ცენტრის თანამშრომლებსა და ბენეფიციარებს.  მასმედიის მხრიდან დაინტერესებამ, კეთილგანწყობამ და ცენტრის ბენეფიციართა პრობლემების გათავისებამ, დადებითად იმოქმედა თითოეულ ადამიანზე, ვინც ფსიქოთერაპევტის, ფსიქოლოგისა თუ არტთერაპიის მეშვეობით ცდილობს დაუბრუნდეს ჯანსაღ და ჩვეულ ცხოვრების რიტმს.   მასმედიის წარმომადგენლებისთვის   ,,ლოპოტა სპა რეზორტი’’-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სემინარი, სადაც  გრემის  სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბენეფიციარებთან მუშაობის შედეგებზე, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

    


   თავდაპირველად,   სარეაბილიტაციო ცენტრის  პროგრამულმა მენეჯერმა ვაჟა კასრელიშვილმა, საგულდაგულოდ დაგვათვალიერებინა ცენტრი, რომლიც ღჭურვილია თანამედროვე, საჭირო ინვენტარით და გათვლილია 12 ბენეფიცირზე და მათ აქ ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი, რათა თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნონ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათ ცენტრში საშუალება აქვთ, წამალზე არ იფიქრონ და ხელსაქმით დაკავდნენ. ბენეფიციარებს საშუალება აქვთ იმუშაონ ბოსტანში, თიხის საამქროში, სადაც თავინათი ხელით შექმნიან სხვადასხვა ნაკეთობებს.  ცენტრში წარმოდგენილია მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთობანი, რომელთა შინაარსსაც  სიმბოლური დატვირთვა აქვს.

გრემის რეაბილიტაციის ცენტრი არის სათემო-სარეაბილიტაციო დაწესებულება, სადაც დასაქმებული არიან ყოფილი მომხმარებლები. აქ მოქმედ სარეაბილიტაციო პროგრამას უძღვებიან ადამიანები, ვინც დამოკიდებულება დაამარცხა, ჩვენ მათ ინსტრუქტორებად გადამზადებაში ვეხმარებით,“ – განგვიმარტა ვაჟა კასრელიშვილმა.


ცენტრში ბენეციფიარებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, შეუძლიათ დაჰყონ   სამი თვე. აქ მოსახვედრად აუცილებელია ადამიანი (ცენტრში არ დაიშვებიან არასრულწლოვნები) იყოს რემისიაში და ჰქონდეს სიფხიზლის შენარჩუნების ნამდვილი სურვილი.ცენტრს აქვს თავისი რეჟიმი და წესები. აქ მუშაობს 12 ნაბიჯის პროგრამა. მომავალში იგეგმება სხვა, ალტერნატიული სარეაბილიტაციო პრაქტიკების შემოღება.

         დარგის სპეციალისტთა აზრით, ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება პრობლემას ვერ აგვარებს, ამით ნარკოტიკების მომხმარებელი ვერ გამოჯანმრთელდება. ამიტომ მნიშვნელოვანია სხვა, ალტერნატიული მეთოდების გამოყენება, მათ შორის ფსიქოთერაპიისა და სარეაბილიტაციო კურსის გავლა, რომელიც წარმატებით არის აპრობირებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ მხრივ აღსანიშნავია საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრთანადგომასსაქმიანობა. ცენტრი კარგა ხანია ზრუნავს ნივთიერებებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული პირების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვს.

      ამდენად,  მისასალმებელია, რომ არსებობს გრემის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ეხმარებიან ადამიანებს დაძლიონ ნივთიერებაზე დამოკიდებულება, შეინარჩუნონ სიფხიზლე და დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.


                             მზია გოგოძე

 


 









 

 

Tuesday, 4 May 2021

 დილით ადრე გაღვიძებულს აქვე, სკვერიდან ჩიტების სასიამოვნო ჟღურტული შემომესმა... აი, ისეთი  გურიაში ყოველ გაზაფხულზე რომ იცის ხოლმე, ჭიკჭიკებენ, ჭიკჭიკებენ თან აყვავებულ ბალის და ტყემლის ხეებზე  გადაფრინდ-გადმოფრინდებიან და თითქოს ისმის საოცარი ჰანგები, ტრიალებს ბუნების სურნელი და იქმნება საუცხოო ჰარმონია... რომ იცოდეთ როგორი  საოცარი სანახავი იყო აყვავებული არემარე აკაციები, მანდარინები, მსხლები, ბუშმალა, თითქმის მილეული იები და ენძელები, მაისის ვარდის კოკრებიც  ნელნელა იფურჩქნებიან და ჰაერში  კი სასიამოვნო სურნელი და
სითბო ტრიალებს. ამ ყველაფერს პერიოდულად თან ერთვის  ძროხის ბღავილი, გოჭების ჭყვიტინი და ქათმების კრიახი, ახლო მდებარე მთიდან გუგულის ხმა თითქოს, ყველას სამუშაოდ მოუხმობს ,,კაფე-თესე, კაფე-თესე""-ო და ყველანი მინდორ- ველში თუ საკარმიდამო ნაკვეთში თავისთვის ფუსფუსებს და არის ერთმანეთთან ხმამაღალი გადაძახილი, ბუხრიდან კვამლი ამოდიოდა, ფეჩი ენთო და ხაჭაპრურიც ცხვებოდა...

ეს იყო სოფლის ცხოვრება.. ყოველი გაზაფხული თითქოს ერთფეროვანი და მაინც განუმეორებელი.. 

დედაჩემს უყვარდა გაზაფხული და  ეს  ,,ქალაქელი''ჩიტების ჭიკჭიკი ყოველთვის ბავშვობაში მაბრუნებს და მახსენებს იმ  დროს, რომელიც ჩემს თვალწინ კინოკადრივით გაიელვებს ხოლმე,  მაგრამ სამწუხაროდ,  ბავშვობის სურნელს ვერაფრით მიბრუნებს.














#გურია #ოზურეგეთი #ბავშვობა #ჩემისოფელი #საქართველო


მოგზაურობა

  🇮🇹სამხრეთ იტალიაში  მოგზაურობა მართლაც,    დაუვიწყარი თავგადასავალია.ეს იყო ახალი ემოციების და    შთაბეჭდილებების    აღმოჩენა,  იტალიური...