Friday, 17 October 2025

ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი

     

 
     19  ოქტომბერს  თბილისში,  პროფესიონალ   და   მოყვარულ   მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი   გაიმართება, რომელიც  საქართველოში  პირველად   ჩატარდება და მას  მსოფლიოს  უმაღლესი კატეგორიის მსაჯები დაესწრებიან.   ამის შესახებ განაცხადა   ფესტივალის  დამფუძნებელმა და  ორგანიზატორმა   ლიზი  მორიმ,   ,,Sheraton  Metchi Grand  Hotel''- საკონფერენციო   დარბაზში გამართულ   პრესკონფერენსიაზე. 
ფესტივალი, საქართვლოს კულტირის  სამინისტროსა  და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით   გაიმართება   და  მასში მონაწილეობას  მიიღებენ  უცხოელი   და ადგილობრივი მოცკვავე წყვილები.ფესტივალის, მიზანია - მსოფლიო ცეკვების საბჭოს ყურადღების ცენტრში მოხვედრა და მასში მონაწილე ადგილობრივ მოცეკვავეთა  პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, რათა სამომავლოდ   ახალგაზრდა თაობისთვის შესაძლებელი გახდეს საერთაშორისო ასპარეზზე  მნიშვნელოვანი   ადგილის მოპოვება. 
   ლიზი   მორი:  -  ფესტივალი   საგულდაგულოდ    მზადდებოდა   და   მას დიდი   მნიშვნელობა   აქვს  ქართველი  მოცეკვავე  ბავშვების  განვითარებისთვის, უფრო ფართო მასშტაბით  ასპარრეზობისთვის და   საერთაშორისო კონტაქტებისთვის.
მასმედიასთან შეხვედრისისას,  ფესტივალის მნიშვნელობაზე  ისაუბრა მსოფლიო  ცეკვის ლეგგენდამ,   ოთხგზის  მსოფლიო  ჩემპიონმა   ვიქტორ დასილვამ  და     ფესტივალის   დირექტორმა   ანი   ლაღიძემ.   როგორც   პრესკონფერენციაზე   აღინიშნა, ფესდტივალი  ყოგველწლიურად   გაიმართება  და  უფრო  მასშტაბურ  სახეს  მიიღებს.



მისწერეთ მზია მზეა


Monday, 1 September 2025

                  დაცარიელებული  სოფლები...

             რა უნდა გააკეთოს  ხელისუფლებამ?

                                      

         ფაქტია,   რომ   საქართველოში   სოფლები    ნელ-ნელა   იცლება. გავერანებული ეზოები და გაუკვალავი   ბილიკები  მიგვანიშნებენ, რომ იქ ადამიანები აღარ ცხოვრობენ.  დაკეტილი სახლები, ცარიელი ფანჯრები თითქოს, სევდიანად გიყურენ  და გვიყვბიან წარსულის ისტორიებს .საქართვლოში ათასობით სოფელია და ყველას თავისი  განუმეორებელი   ხიბლი,  სურნეელი  და კოლორიტი  აქვს, მაგრამ ჩემი  სოფელი გურიაში   განსაკუთრებულია.  სიმწვანეში   ჩაფლული სოფელი   შრომა ათეული წლის წინ აღორძიბელი და აყვავებული  ყოფილა, მდიდარი  ციტრუსით, თხილით და ჩაის  პლანტაციბით. დღეს  სულ სხვა რეალობაა, სადაც  იგრძნობა დიდი  ეკონომიკური  სიდუხჭირე. სოფელში  სულ  უფრო მცირდება  ბავშვთა რაოდენობა და  მატულობს  მიტოვებულ სახლთა   რიცხვი. ერთ დროს  აქტიური სოფელი  შრომა,  დღეს   გადაიქცა     ნახევრად   დაცარიელებულო   სივრცედ. აქ სიარულისას სიჩუმე  იგრძნობა. არა იმიტომ, რომ სოფელი მკვდარია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ხმა გაქრა — წავიდნენ ისინი, ვინც ვეღარ გაუძლო ეკონომიკურ წნეხს. ზოგმა ემიგრაციაში მოძებნა გზა, ზოგმა ქალაქში იპოვა დროებითი სამსახური, ზოგმა კი უბრალოდ დატოვა ძველი სახლ-კარი, რომელიც დღეს ბალახში და სიჩუმეშია ჩამალული.

  ეს ყველაფერი   შემთხვევით   არ მომხდარა.  სოფლებიდან  მიგრაციიის   პროცესი ეკონომიკური   კრიზისის, უყურადღებობის,  არასწორი და უგეგმო   პოლიტიკის შედეგია.  რატომღაც,   არცერთი   ხელისუფლებისთვს   სოფელი არ აღმოჩნდა  პრიორიტებული, ამიტომაც შედეგი   სახზეა. მთელ  საქართველოში დაცარიელებული   სოფლების   სტატისტიკა  მკვეთრად  იზრდება.  ეს  პროცესი  უკვე   გასცდა    სოციალურ ფენომენს,,   რადგან   დგას    ეროვნული    უსაფრთხოების,   კულტურული   დადემოგრაფიული   უსაფრთხოების    საკითხი.

 ახლა  უმნიშვნელოვანესია  ხელისუფლების   სათანადო  რეაგირება   და    სოფლების აღორძინებისთვის  გონივრული  პოლიტიკის   შემუშავება.    სპეციალისტების აზრით,   აუცილებელია  სოფლის მეურნეობის  ხელშეწყობა,   გზების და  იფრასტრუქტურის   მოწესრიგება,  ფერმერებისთვის   სუბსიდიებით  და ტექნიკით    უზრუნველყოფა. ემიგრაციიდან  დაბრუნნებულთა მხარდაჭერა, აგროტურიზმის განვითარება, ადგილობრივი რეწვის და ფოლკლორის ხელშეწყობა, ახალგაზრდებისთვის მეტი   მოტივაციისთვის  ციფრული  ტექნოლოგიების,  კულტურული, საგანმანათლებლო  სივრცეების შექმნა,   ამბულატორიული მომსახურებისა და სხვა სტაბილური  სერვისების   ამოქმედება. 

    დროა,  სახელმიფომ  მეტად იზურნოს სოფლებზე,  რადგან   მხოლოდ   ქალაქზე    ორიენტირებული   პოლიტიკა  ვერ მოტანს   ეკონომიკურ სტაბილურობას.მინდა  ისეთი  ქვეყანა გვქონდეს, სადაც სოფელი  გახდება   ცხოვრების საუკეთესო ალტერნატივა, სადაც ადამიანებს  ექნებათ  შემოსავალი,  განათლება, ჯანმრთელობა და მომავალი .  არ მინდა ჩემი სოფლის  გზა  ბალახით იყოს  დაფარული,  მინდა  სახლებიდან  ხალხის  ჟრიამული ისმოდეს  და  ბუხრიდან  კვამლი ამოდიოდეს.

           



                                         




Saturday, 28 June 2025

 📜 - როდის იწყება ქრისტიანული მწერლობა საქართველოში?

 - პირველი ქართული ქრისტიანული ნაწარმოები „შუშანიკის წამებაა“ თუ „წმინდა ნინოს ცხოვრება“ სწორედ, ამ საკითხზე იმსჯელეს მწერალთა სახლში, რუსთაველის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც მეცნიერები, ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები და სხვები ესწრებოდნენ.

ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიის უმნიშვნელოვანეს სახითხზე და ქართული ქრისტიანული მწერლობის დასაწყისზე, საინტერესო კვლევა წარმოადგინა ფილოლოგიიის დოქტორმა ლალი ურდულაშვლმა.

სადაც აღინიშნა, რომ მეცნიერთა დიდი ნაწილისა და პროფესორ რევაზ სირაძის კვლევის საფუძველზე, შეგვიძლია ვიგულიხმოთ, რომ სალომე უჯარმელისა და პეროჟავრი სივნიელის მიერ ჩაწერილი ,, წმინდა ნინოს ცხოვრება'' არის ქართული ქრისტიანული მწერლობის დასაწყისი და არა დღემდე მიჩნეული ,, შუშანიკის წამება''.    

     გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ასეთი ეროვნული მნიშვნელობის საკითხი ფართო მსჯელობას და გააქტიურებას მოითხოვს არამხოლოდ ლიტერატურათმცოდნეების, არამედ სახელმწიფოს მხრიდან.

ღონისძიებას უძღვებოდა სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი

Tuesday, 17 June 2025

ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის შესახებ


ირანი და ისრაელი — ძველი დაპირისპირება ახალი საფრთხის წინაშე.  

           ანალიზი თანამედროვე გეოპოლიტიკური კონტექსტით

     

 უკანასკნელ წლებში ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობა საგრძნობლად გამწვავდა. თუმცა 2024 წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისში ეს დაპირისპირება გადაიზარდა ღია სამხედრო შეტაკებებისა და კიბერუსაფრთხოების შეტევების ახალ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ირანი და ისრაელი ერთმანეთის მეზობლები არ არიან, ისინი მრავალი წელია იბრძვიან გავლენისთვის ახლო აღმოსავლეთში — პოლიტიკური, რელიგიური და სტრატეგიული მიზნებით.
ისტორიული ფესვები და რელიგიური კონტექსტი:
ირანს (ისლამური რესპუბლიკა) და ისრაელს შორის ურთიერთობა თავდაპირველად ნეიტრალურიც კი იყო, განსაკუთრებით შაჰის მმართველობის დროს. მაგრამ 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ თეირანმა ისრაელი "დამპყრობელ და არალეგიტიმურ რეჟიმად" გამოაცხადა. იმ დროიდან მოყოლებული, ირანის ხელმძღვანელობა ღიად უჭერს მხარს ანტი-ისრაელურ დაჯგუფებებს — ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლას" და ღაზაში განლაგებულ "ჰამასს".
ახლო აღმოსავლეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლა

ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამას თავის ეროვნულ საფრთხედ მიიჩნევს. თეირანი კი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული მიზნები მშვიდობიანია. ამ ფონზე, ისრაელი აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა საიდუმლო და ღია ოპერაციებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე, მათ შორის მკვლელობებს მეცნიერებზე და კიბერშეტევებს, როგორიც იყო Stuxnet.

2024 წელს ირანმა გააქტიურა თავისი რეგიონული პარტნიორები, დაახლოებული დროის განმავლობაში დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმები ისრაელის ტერიტორიაზე სირიიდან, ერაყიდან და იემენიდან. საპასუხოდ, ისრაელმა განახორციელა ავიადარტყმები სირიაში და ირანის წინაამღდეგ ქურთისტანში. ეს პროცესი აჩენს საფრთხეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყებისა, რომელშიც შეიძლება ჩაერთოს ამერიკაც.

2025 წლის კონტექსტი — რა შეიცვალა?

ამჟამად, ირანი ცდილობს გააძლიეროს თავისი რეგიონული გავლენა ჩინეთთან და რუსეთთან თანამშრომლობით. პარალელურად, ისრაელი იღებს მხარდაჭერას აშშ-სგან, ხოლო ევროკავშირი ცდილობს იყოს მედიატორის როლში. უკრაინის ომმა და ენერგეტიკულმა კრიზისმა გავლენა იქონია დასავლეთის პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რის გამოც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს აქტიურობა შემცირდა — ეს კი ირანს მეტ მანევრის საშუალებას აძლევს.

რისკები საქართველოსთვის და კავკასიის რეგიონისთვის

როგორც გეოპოლიტიკურად სტრატეგიულ ადგილას მყოფი ქვეყანა, საქართველო ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს ირან-ისრაელის დაპირისპირებას. რეგიონში ნებისმიერი ესკალაცია ენერგეტიკულ დერეფნებს, საინვესტიციო ინტერესებსა და უსაფრთხოებას შეეხო. ასევე, შესაძლოა, გაიზარდოს ემიგრაციის ტალღა ახლო აღმოსავლეთიდან, რაც საქართველოსთვის ჰუმანიტარულ გამოწვევად გადაიქცეს.

რეზიუმე: ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი მხოლოდ ამ ორ ქვეყანას არ ეხება — ის არის გლობალური უსაფრთხოების საკითხი, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება მსოფლიო ენერგეტიკას, საერთაშორისო დიპლომატიას და რეგიონულ სტაბილურობას. ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის ის, რომ მხარეები ხშირად მოქმედებენ ემოციაზე და იდეოლოგიაზე დაყრდნობით, რაც რეალური დიალოგის დაწყებას ართულებს.

დღევანდელი მსოფლიო საჭიროებს არა ახალი ომების კერებს, არამედ დეესკალაციასა და დიალოგს — თუნდაც ყველაზე რთულ პოლიტიკურ სისტემებში.

                   მზია გოგოძე 

Saturday, 14 June 2025

პრეზენტაცია

 

📚 ,, ბიბლუსის" ვაკის ფილიალში, მწერალ გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის ,, სიკვდილის გაუქმება" წარდგენა გაიმართა. წიგნი ნახევრად მხატვრულია და ნაწილობრივ დოკუმენტური. ავტორის თქმით, წიგნი კიბოთი დაავადებულ პაციენტებს ეძღვნება და მთავარი პერსონაჟი არსენ გვენეტაძეა, ცნობილი რეპროდუქტოლოგი, რომელმაც უმძიმესი სენი დაამარცხა და ფაქტობრივად, ,, სიკვდილი გააუქმა ".
📚 პრეზენტაციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ონკოპაციენტებიც ესწრებოდნენ.
⚪️ წიგნი ,, სიკვდილის გაუქმება" - მეტაფორული სათაურით თუ შინაარსთ, მწერლის მხრიდან ერთგვარი თანადგომის ჟესტია - კიბოთი დაავადებული ადამიანების მიმართ. მთავარი პერსონაჟის მძიმე ისტორია, სიცოცხლისთვის ბრძოლა და საბოლოოდ განარჯვება, დიდი სტიმული და იმედია თითოეული ონკოპაციენტისთვის... და მაინც, სიცოცხლისთვის ბრძოლას აქვს აზრი და კიბო განაჩენი არ არის! #ბიბლუსი #მწერალი #წიგნი #გიორგიკეკელიძე Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L #GIORGIKEKELIDZE


ლევან გოთუა - 120

 


,, კალამს ქარქაში არ გააჩნია, იგი ან ბასრად ცხოველმყოფელია ან გატეხილი" -

ლევან გოთუა
____________________________
📚 რუსთაველის თეატრში ლევან გოთუასადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
📚 ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი გამორჩეული მწერლის 120 წლის საიუბილეო თარიღი, მწერალთა კავშირისა და გამომცემლობა ,,მერანი"-ს ინიციატივით გაიმართა 🫟


Friday, 6 June 2025

წიგნის საზაფხულო ფესტივალ

📚,,ბიბლუსის'' მიერ ორგანიზებულ წიგნის საზაფხულო ფესტივალს, ყველასათვის საყვარელი პოეტი, დიდებული ტარიელ ხარხელაური ეწვია.
📚 შეხვერა დიალოგის ფორმატში წარიმართა და მას უძღვებოდა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი კეკელიძე


📚,,ბიბლუსის'' მიერ ორგანიზებულ წიგნის საზაფხულო ფესტივალს, ყველასათვის საყვარელი პოეტი, დიდებული ტარიელ ხარხელაური ეწვია.
📚 შეხვერა დიალოგის ფორმატში წარიმართა და მას უძღვებოდა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი კეკელიძე


 

მოგზაურობა

  🇮🇹სამხრეთ იტალიაში  მოგზაურობა მართლაც,    დაუვიწყარი თავგადასავალია.ეს იყო ახალი ემოციების და    შთაბეჭდილებების    აღმოჩენა,  იტალიური...