Thursday, 8 January 2015

გიორგი კეკელიძე









გურულები და დანარჩენებ   

     ,,მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა - გურულები და დანარჩენი''- ასე იწყება ბოლო დროის ყველაზე ,,გურული დღიურები'', რომელიც წლის ეროვნულ ბესტსელერად დასახელდა და რომლის ავტორია პოეტი და ესეისტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე. ჩვენი ინტერვიუც ბიბლიოთეკაში შენდგა. ჩემი რესპონდენტი ერთი შეხედვით უშუალო, გულწრფელი, თუმცა საკმაოდ თავშეკავებული და თვითდაჯერებული აღმოჩდა. თავდაპირველად, საუბარი ჩვენს მშობლიურ What  about ? წლებში, მაგრამ ცხადია, ჩემი მეხსიერება არ გულისხმობს იმ პერიოდს, რადგან მაშინ ძალიან პატარა ვიყავი... ამ თვალსაზრისით ათვლა, ძირითადად, 90-იანი წლებიდან იწყება. დავიბადე ჩვეულებრივ ოჯახში, ჩემი მშობლები მუშაოდნენ ტიპიურ სამსახურებში, ხოლო ბებია და ბაბუა იყვნენ პედაგოგები და შესაბამისად, წიგნთან ახლო გარემოში მიხდებოდა ცხოვრება, რაცერთი მხრივ, გარკვეული იძულებაც კი იყო იმისა, რომ მე დავახლოვებოდი წიგნს და წიგნიერ საამყაროს, მეორე მხრივ, ალბათ მეც მქონდა რაღაც მიდრეკილებები. დრო იყო ძალიან რთული, 90- იანი წლები, მთელი თავისი ,,მომხიბვლელობით...'' მე ეს ყველაფერი ,,გურულ დღიურებში'' დაკვირვებისა დაანალიზის ფონზე არ გადამიტანია, რადგან მაშინ პატარა ვიყაავი, მაგრამ შემდგომ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ტრავმული იყო ჩემთვის და თავისთავად, წიგნის ფურცლებზეც აისახა..  -როდის შექმენით პირველი ლიტერატურული?   -პირველი ლიტერატურული ნაწარმოები სკოლაში ყოფნის დროს შევქმენი, თუმცა, ,,ოჯახური ლეგენდა” მომაწერს, რომ პირველი ლექსი დავწერე 3 წლის ასაკში.  
, ,ჭრიჭინა და წვიმა მიყვარს, 
ქარია და ქარი,
​ბავშვებო , არ გამოხვიდეთ,
არ გააღოთ კარი .”
   ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ბებიაჩემმა დაწერა და მე მომაწერეს. სერიოზულად კი, პოეზიით დავინტერესდი სკოლის ბოლო წლებში და სტუდენტობისას. პროზისკენ კი, მხოლოდ ახლა ვდგამ ნაბიჯებს.
 -თქვენს შემოქმედებაზე რომელმა პოეტმა ან პროზაიკოსმა?
 -თითქმის ყველა ქართველმა პოეტმა, რომელიც ითვლება დიდი და მნიშვნელოვან ავტორად. ეს გავლენები დღემდე რჩება ჩემში, რადგან არ არსებობენ ადამიანები გავლენების გარეშე. -
  ​პირველი კრებული როდის გამოეცით და რამდენი What about?
 - თუ სერიოზულ წიგნებს გადავხედავთ ( და არა იმას, რაც სიყმაწვილეში პატარაკრებულებად იკითხებოდა), გამოსულია ლექსების კრებული ,,ოდები'' და 2012 წელს მაი ლაშაურთან ერთად გამოიცა ალბომი: ,,მხატვრობა-პოეზია- მინიატურები''; ასევე, - ,,გურული დღიურები.  
 -წარმატება როდის მოვიდა, როდის გახდი პოპულარული?
 -ვერ გეტყვით რითი იზომება ჩვენს ქვეყანაში პოპულარობა. ეს ცოტა რთულად დასადგენი საკითხია და არა მგონია, რომ სუპერ პოპულარული ვიყო.. ისე ხალხმა უფრო გამიცნო მაშინ, როცა დავიწყე ელექტრონული ბიბლიოთეკის ლიბ.ჯეს lib.ge კეთება და შემდეგ კი, როცა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გავხდი.
 -თუმცა, მანმადეც გქონდათ ძალიან საინტერესო საქმიანობა...
  -მართალია საინტერესო ცხოვრება მქონდა, მაგრამ ეს არ განაპირობებდა პოპულარობაას. ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან, გამოვცემდით
ლიტერატურულ გაზეთს ჩემს მეგობარ ზაალ ჩხეიძესთან ერთად, რომელიც შემდეგ გადაკეთდა ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-თ.
 -რატომ გაგიჩნდათ ელექტრონული ბიბლიოთეკის What about?  
 -ეს იდეა იმიტომ დამებადა, რომ ვფიქრობ ელექტონული ბიბლიოთეკა ზოგადად, აუცილებელი ატრიბუტია განვითარებული ქვეყნისთვის. ელექტრონული საიტი Lib. ge 2006 რეფორმირებას საჭიროებს. მალე ახალი ვერსია გაეშვება საიტზე. ამჟამად, რახან მე ეროვნულ ბიბლიოთეკააში ვმუშაობ Lib.ge -ს სათავეში უდგას ზაალ ჩხეიძე.
 -თქვენ ბრძანდებით ლიტერატურული კონკურსის ,,საბა''-ს ნომინანტი, რომელი ნაწარმოების თვის მოგენიჭათ პრემია?
 -,,საბას'' პრემია მომენიჭა 2008 წელს, ლექსების კრებულისთვის ,,ოდები'', იგი შეაფასეს როგორც საუკეთესო დებიუტი. მაშინ 25 წლის გახდლით და ეს მართლაც, მნიშვნელოვანი წარმატება იყო.  მისასალმებელია, რომ მსგავსი ტიპის კონკურსები არსებობს გარკვეულწილად, ეს ნამდვილად განაპირობებს ავტორის პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში.  -
 -თუმცა, ლიტერატურულ ხარისხს ვერ განსაზღვრავს მსგავსი ტიპის კონკურსები...   
 -გეთანხმებით, ლიტერატურულ ხარისხს კონკურსები, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ განსაზღვრავენ, რადგან დამოკიდებულნი არიან ლიტერატურულ პროდუქციაზე... თუმცა, თქვენ თუ გულისხმობთ სუბიექტურობას და ობიექტურობას, ამ თვალსაზრისით, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას აქვს პრობლემა. 
-- თქვენი ესეების კრებული - ,,გურული დღიურები'' ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, სოციალურ ქსელებში, ერთგვარ მოდად იქცა ფოტოს განთავსება წიგნით ხელში... საიდაან დაგებადათ იდეა დაგეწერათ ,,გურული დღიურები”?     
- ეს განაპირობა სათქმელის სიმრავლემ, გამოცდილებამ და ზოგადად სურვილმა, რომ მომესინჯა ძალები პროზის მიმართულებითაც. მე დავიბადე და გავიზარდე გურიაში და შესაბამისად, მქონდა მთელი რიგი ემოციები და განცდები, რომელიც ,,გურულ დღიურებში'', რა თქმა უნდა, არ დატეულა... სამომავლოდ, სხვა მიმართულებით ვაპირებ ამ No matter what. 
  წიგნის დაწერა როცა გადავწყვიტე, ბევრი ვიმოგზაურე სხვადასხვა სოფლებში და შევაგროვე რეალური ისტორიები. ეს არ გახლავთ კრიტიკულ- პუბლიცისტური ტიპის წიგნი, არამედ არის მხატვრულად გაფორმებული ესეების კრებული.  
  -როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა ,,გურული დღიურების'' პოპულარობა?  
  -ამ კითხვაზე მე ვერ გიპასუხებთ.. წიგნში, წიგნში ალბათ, ყველა საკუთარი პოულობს... ,,გურული დღიურები "არ არის მხოლოდ გურულებზე,   იგი არის 90-იანი წლების საქართველოზე და წიგნში მოთხრობილი ამბები, გარკვეულწილად, ზოგადდება და შეიძლება ბევრი რამ ახლობელი იყოს კახელისთვის, მეგრელისთვის და სხვა კუთხის წარმომადგენლისთვის. ,,გურული დღიურები”-ში გადმოვეცი ის, რასაც ვგრძნობდი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმას, თუ ასეთი პოპულარული გახდებოდა.
 - გურულ დღიურებში ბევრი საიტერესო ისტორიაა მოთხრობილი, ზოგი სევდიანი ამბავიც.. და რა თქმა უნდა, გურული ხუმრობებიც, კურიოზები... 
გურიაში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ,,გურული დღიურებიდან'' გავიგე, პირველად რომ სექსს ,,აჯიბაკური" ეწოდება... ყურადღებას იპყრობს ფრაზები: ,,გურია პარადოქსების მხარეს'',,,გურულები და დანარჩენები''.. ეს როგორ გავიგოთ?   
 -ეს ხუმრობანარევი ფრაზაა, თორემ გურულებს, ისევე როგორც სხვა კუთხის წარმომადგენლებს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებთ და აერთიანებთ, უბრალოდ, გურულები მაინც რაღაცით გამორჩეული ხალხი ვართ, შეიძლება კარგითდა ცუდითაც... და ეს გამორჩეულობა სიმბოლურად, - სხვა დანარჩენ სამყაროსთან, ცხადია ხუმრობით... გურიაში ცხოვრობდით და არ იცით, რომ Is it okay? შეიძლება სასაცილოა, მაგრამ ეს ასეა..
 ​- გიორგი თუ გეგმავთ ,,გურული დღიურები" უცხოურად თარგმნოთ?
 - ბევრი ქართველი ემიგრანტი ითხოვს წიგნი გაუგზავნოთ, მაგრამ ეს გამომცემლობამ უნდა გადაწყვიტოს, რადგამ მისი კომპეტენციაა. რაც შეეხება უცხოურად თარგმნას, კულტურის სამინისტროს შესაბამისი უწყება დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და ვნახოთ, სამომავლოდ რა გამოვა.
 -ეროვნულ ბიბლიოთეკაში თქვენი მოსვლის შემდეგ ბევრი სიახლე და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.. გთხოვთ, უფრო კონკრეტულად მოგვიყვეთ თქვენს მიერ ჩატარებული სამუშაოების What?     
 -ბიბლიოთეკაში, ძალიან ბევრი მიმართულებით წარვმართეთ მუშაობა, მაგალითად, დიგიტარიზაციის კუთხით, რაც გულისხმობს ელექტროონულ ფორმატში წიგნების გადატანას, ელექტრონული ბიბლიოთეკების შექმნას, ფოტოების გაციფრებას და ა.შ. გავაკეთეთ სხვადასახვა დარბაზები, გავხსენით საბავშვო კუთხე, ღვინის ბიბლიოთერკა, რეპრესირებული წიგნის მუზეუმი, თანამედროვე საბიბლიოთეკო ცენტრი, დიდი ელექტეონული დარბაზი; აგრეთვე, დაწყებულია პირველი კორპუსის რემონტი და მალე გაიხსნება. უცხოეთში გავხსენით ბიბლიოთეკები. ვაპირებთ ბიბლიოთეკების, როგორც კულტურული ბრენდის შექმნას, წიგნადი ფონდის გაძლიერებას, მუზეუმების გაკეთებას, კერძო ინვესტიციებს მოზიდვას, რომელმაც უკვე 200 ათასს გადააჭარბა. ჩვენ გვინდა, რომ ბიბლიოთეკა იყოს ღია, აქტიური სივრცე, რომელიც მის ფარგლებს გარეთ გავა.. ჩვენ სოფლებშიცვხსნით ბიბლიოთეკებს წიგნების ვაუჩერის გადაცემას ვაპიურებ სოფელ სურევის ბიბლიოთეკისთვის (საიდანაც, გურული დღიურების წერა დავიწყე).. სულ მალე, ოზურგეთის რაიონში, კერძოდ, სოფელ შრომაში ვაპირებთ წიგნების ჩატანას.
 -გიორგი, თქვენ ახორციელებთ საინტერესო პროექტს, რომლის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა What's wrong?
     -ეს გახლავთ ჩემი და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით, ოჯახებში სიარულს და ფოტომატიანეს შექმნას. აღნიშნული პროქტით, ჩვენ შევძლებთ ძალიან მალე ქვეყნის ისტორიის გარკვეული ვიზუალური ნაწილი შევავსოთ
 - როგორ შეაფასებთ თანამედროვე ლიტერატურულ?   
 -ლიტრერატურული პროცესები მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს ანუ ფრაგმენტულად. დომინანტი მიმდინარეობა, რომელიც წინა საუკუნეებში არსებობდა, უკვე აღარც უნდა იყოს... ყველა წერს ისე, როგორც ეწერება. წიგნის პოპულარობასა და ხარისხს კი განსაზღვრავს მკითხველი.
 -ბოლო დროს, ახალგაზრდებში მოდური გახდა ლექსის ე.წ. ,,ძველ ბიჭური'' ტონით წაკითხვა, რაც ძალიან გამაღიზიანებელია.. თქვენ რა აზრის ხართ აღნიშნულ What about?   
 - მეც არ მომწონს ეს ე.წ. ,,Youtube პოეზია'' და არ ვუსმენ, მაგრამ ვისაც მოსწონს წაიკითხოს... მთავარია, კაცს ნუ მოკლავსდა What
 about ?  
 - მე როგორც ეროვნული ბოიბლიოთეკის ხელმძღვანელი, თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან, რადგან აქ შემოდის ყველა ავტორის წიგნი და შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ თუ არ მომეწონა, შეიძლება რომელიმე მათგანი ურნაში ჩავაგდო, ცხადია ეს არ მოხდება...
 -კლასიკოსებიდან What about?  
  -ძალიან მომწონს შოთა რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა, ჯალა ლედინ რუმი, არტურ რემბო. მწერლებიდან კი მომწონს ჰერმარ მერვილი, მარკ ტვენი, ჰომეროსი და მიხეილ ჯავახიშვილი.
 -ახლა გადავიდეთ პირად თემებზე.. რა ადგილი What's wrong?  
 -ძალიან დიდი.. სიყვარული არის მთავარი მამოძრავებელი და იმპულსი ნებისმიერი შემოქმედისთვის და ჩემთვისაც, რის გამოც სხვა დანარჩენ საქმეებს ვაკეთებ.
 - კიდევ რა არის თქვენი ინტერესის სფერო, ჰობი...როგორმუსიკას უსმენთ?
 -ძალიან მიყვარს ფეხბურთის ყურება და ვარ სერიოზული გულშემატკივარი მაჩესტერ იუნაიტეტის, რომელიც ცოტა მოძლიერდა, მაგრამ მაინც რთული პერიოდი გადაიტანა. ასევე, მიყვარს მუსიკა, სხვადასხვა ჟანრს ვუსმენ და ვთვლი, რომ მეტნაკლებად, მელომანი ვარ.
 - What?  
 -ბრწყინვალედ. საკუთარ თავზე ბევრი ჭორი მომისმენია, მაგალითად, ის რომ ვარ მასონი და თითქოს მაქვს ორგიები სტუდენტ გოგოებთან და მისთანანი...ეს რა თქმა უნდა, სრული სიცრუეა..
 -როგორია თქვენი სამომავლო What? 
    -ჩემი სურვილია, ეროვნული ბიბლიოთეკა შევქმნა როგორც ერთ-ერთი წარმატებული და პრესტიჟული ბრენდი. სამომავლოდ, ვაპირებ ამერიკაში სწავლის გაგრძელებას.
  -რაც შეეხება ბებოს სურვილს? ცნობილია, რომ ერთერთ სატელევიზიო გადაცემაში თქვენმა ბებიამ, თქვენი დაოჯახების სურვილი საჯაროდ გამოთქვა?
  - ეს ბებოს სურვილია მხოლოდ... მაგრამ, მე საკმაოდ ახირებული და ჯიუტი ადამიანი ვარ და ჩემი პირადი ცხოვრების საკითხებს თავად ვწყვეტ...

                   ესაუბრა მზია გოგოძე

#გიორგი კეკელიძე #გურული დღიურები 









No comments:

Post a Comment

წიგნის ჩუქების დღე

 📚 23 აპრილს, წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით, კომპანია ბიბლუსმა , სითი მოლის საგამოფენო  სივრცეში მკითხველებისთვის სხვადასხვა ღონისძიე...