Wednesday, 9 December 2015

სემინარი

                                                  
 სემინარი –ცხობრების გასაუმჯობესებლად..


        დედაქალაქში მიმდინარე  მშენებლობებზე და ქალაქის იერ-სახის ცვლილებაზე, არერთხელ ითქვა და დაიწერა, მაგრამ ეს პროცესი მაინც გრძელდება... სპეციალისტების თქმით,  მაღალსართულიანი შენობები  და ,,ცათამბჯენები’’ სრულიად არ შეეფერება ადგილობრივ ლანდშაფტს და არღვევს თბილისისთვის  დამახასიათებელ არქიტექტურულ სივრცეს. სწორედ, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელს Rooms Hotel Tbilis-ის  საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა და ჰოლანდიელმა სპეციალისტებმა.
  -ცხოვრების ხარისხი და არქიტექტურის გააზრება  მდგრადი მომავლისთვის – ასეთი იყო თემა სემინარისა, რომელის ინიციატორი გახლდათ ნიდერლანდბის სამეფოს საელჩო საქართველოში და რომელსაც ესწრებოდნენ: ელჩი – ჰანს ჰორბახი, ჰოლანდიელი არქიტექტურის კურატორი, მოდერატორი  კრის ლუტი, unstudio-ს თანადამფუძნებელი კარლონ ბოსი, THNK  კრეატიული ლიდერობის სკოლის გენერალური მენეჯერი მარკ ვერნოი, ABT Engeering- ის წარმომადგენელი იერუნ ტერ ჰაარ, თბილისის სამხატვრო აკადემიის თანამშრომელი ლენა კილაძე,  Art Studio-ს დამფუძნებელი გოგი სულაბერიძე, არქიტექტორები, სტუდენტები და სხვები.
 სემინარის, ძირითადი, მიზანი იყო არქიტექტურის სფეროში,  ქართველ და ჰოლანდიელ სპეციალისტებს შორის, საკუთარი გამოცდილების გაზიარება. ასევე,  ეკრანზე ნაჩვენები იყო ვიდეო-კოლაჟი, სადაც ასახული იყო თბილისში, ბოლო დროს აშენებული დამახინჯებული შენობები, მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა და გადატვირთული საგზაო მოძრაობა
 შეხვედრაზე ითქვა, რომ არქიტექტურა არ არის მხოლოდ შენობები, იგი ჩვენი ცხოვრების, ისტორიის ნაწილია. მათავარია, სწორად აღვიქვათ და თუ როგორ ქალაქს ვაშენებთ. აუცილებელია სწორად გავიაზროთ, რა არის მნიშვნელოვანი - ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად... მიზანშეწონილია, ისტორიული იმიჯის შენარჩუნება,  მდინარის სათანადოდ გამოყენება, სარეკრიაციო ზონების დაცვა, ინფრასტრუქტურის განახლება და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება.  სამწუხაროდ, დედაქალაქში მოუწესრიგებელია მშენებლობის სისტემა.. ისტორიული ნაწილზე ზრუნვა კი, უმნიშვნელოვანია ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.
ჰოლანდიელმა არქიტექტორებმა სურვილი გამოთქვეს, ქართველ სპეციალიტებს გვერდში დაუდგნენ, საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ და ერთად შექმნან ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებას.

                     
                  მზია გოგოძე

No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...