,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!’’
14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება. 38 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ ენას - სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა. ქართველი ხალხი, საპროტესტო აქციით წინ აღუდგა საბჭოთა იმპერიიის გადაწყვეტილებას და მთვარობა იძულებული გახდა ქართული სახელმწიფო ენად გამოეცხადებინა.
დედაენის დღე ტრადიციულად, საქართველოს ყველა სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში აღინიშნება. ეს ღირშესანინავი თარიღი საზეიმოდ აღინიშნა თბილისის 106-ე საჯარო სკოლაში, რომელაც ესწრებოდნენ: საკრებულოს წევრი გულიკო ზუმბაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლია ჯახველაძე, სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ავთანდილ დიასამიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ია მაკასარაშვილი, რესუსცენტრის უფროსი მეგი როსტიაშვილი-წიკლაური, გამგეობის წარმომადგენელი მერი აფციაური, რაიონის პროფკავშირის თავჯდომარე გულიკო ამილიძე და სხვადასსხვა სკოლის დირექტორები.
ღონიძიებაზე, დირექტორმა თენგიზ გულორდავამ საზეიმოდ გახსნა დაწყებითი კლასების კორპუსი, რომელიც ახლახან გარემონტდა და აღიჭურვა შეაბამისი ინვენტარით. ამიერიდან, აქ 6 პირველი კლასი იქნება. პატარებითვის სკოლაში, მართლაც, ზღაპრული სამყაროა შექმნილი. ოთახებს და დერეფნებს ამშვენებს ხვადასხვა ნახატები და მონუმენტური პანო. ილუსტრაციების ავტორია მხატვარი დათო ასლანიშვილი.
საღამოს ორგანიზატორი გახლდათ, ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი პედაგოგი ლია ზურაბიშვილი. იგი არაერთი ღონისძიების ავტორია და მოსწავლეებს ცოდნასთან ერთად, სამშობლოსა და დედაენის სიყვარულს ასწავლის. ღონიძიების მომზადებაში, ქალბატონ ლიას გვერდში ედგნენ სკოლის დამრიგებლები: დარეჯან კონტრიძე, რიტა ყიფშიძე, მარინე კუპატაძე და სხვები.
ზეიმზე, ბავშვებმა თეატრალიზებული სანახაობა წარმოგვიდგინეს. წაიკითხეს დედაენიადმი მიძღვნილი პოეტთა ლექსები და ამონარიდები ქართული ენის მნიშვნელობის შესახებ. ასევე, შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები. განაკუთრებით დიდი მოწონება დაიმახურა სალომე ხუჯაძის და რეზი დიდებაშვილის შესრულებულმა სიმღერებმა. უნდა აღინიშნოს, რომ რეზი ,,ახალი ხმის’’ გამარჯვებულია.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ , 106-ე სკოლი ლიტერატურული კლუბის წევრები: მე-9 კალსის მარიამ ცუხიშვილი, მე-8 კლასის მოსწავლეები: ანა კუტუბიძე, მარიამ ჩიქოვანი, მარიამ სართანია, გვანცა ჩხეტიანი, რეზი დიდებაშვილი, სალომე ხმალაძე, სალომე ხუჯაძე, ვაჟა ლუტიძე, გუგა ცუხიშვილი; ასევე, მე-5 მეორე კლასის მოსწავლეები: ნინო მესროფაშვილი, გიორგი ჭიღლაძე, ლუკა კურტანიძე, გიორგი ნაცვლივილი, საბა კირკიტაძე, ანა მაკარიძე, ლიზი გულბანი, ნინო დევნოზაშვილი, ანა ანთიძე, ლიზი გამეზარდაშვილი, ლიზი გარსევანიშვილი, მარიამ დავითაშვილი, ნია კილასონია, სესილი მგალობლიშვილი, ანასტასია სიჩევსკი, გიორგი ცუცქირიძე და მარიამ ჯაიანი.
დიდ ეკრანზე ნაჩვენები იყო უძველესი ხატები, სამონასტრო კომპლექსი, საქართველოს გეოგრაფიული რუკა და ტაძრებზე არმოჩენილი უძველესი წარწერები.
საინტერესო იყო პირველ კლასელების მიერ შესრულებული, პატარა ეპიზოდი გურამ მაისურაძის მოთხრობიდან ,,სადღეგრძელო’’. ბავშვებმა გააცოცხლეს პერსონაჟები იაკობ გოგებაშვილის ,,დედაენიდან’’ და კოსტუმირებული, მშვენიერი სანახაობა წარმოგვიდგინეს. სტუმრები მოიხიბლნენ მოსწავლეების არტისტიზმით და გამართული მეტყველებით, რისთვისაც შექება დაიმსახურეს.
ლია ზურაბიშვილი: ,,ო, ენავ ჩემო’’- ასე ქვია დღევანდელ ღონისძიებას, სადაც ბავშვებმა წარმოგვიდგინეს ქართული ენის თავგადასავალი. მოსწავლეები საგანგებოდ მოემზადნენ და სერიოზულად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას. საერთოდ, ღონისძიება არის გაკვეთილის გაგრძელება, სადაც ცოდნის თვალსაწიერი ფართოვდება და იძენენ სხვადასხვა უნარ-ჩვევებს. ბავშვები შეეცადნენ, კარგად წარმოეჩინათ თავიანთი შესაძლებლობები და მოწვეული სტუმრებისთვის საინტერესო სანახაობა ეჩვენებინათ. აღნიშნული ღონისძიებით, პატივი მივაგეთ მშობლიურ ენას და ეს დღე ბავშვებს არაოდეს დაავიწყდებათ.
სამწუხაროდ, დარბაზი უქონლობის გამო, ღონიძიება ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჩატარდა. კარგი იქნება თუ შეასბამისი ორგანოები, ყურად იღებენ აღნიშნულ პრობლემას და სკოლას დაეხმარებიან დარბაზის მშენებლობაში.
მზია გოგოძე
No comments:
Post a Comment