საგარეო პოლიტიკის წარმატებები მოკრძალებულია
საგარეო პოლიტიკა ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს. საქართველოსთვის, როგორც პატარა და რთული გეოპოლიტიკის მქონე სახელმწიფოსთვის, მწყობრი საგარეო პოლიტიკა გადამწყვეტია უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად. სოსო ცინცაძე
.ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება ესქპერტი
-ბატონო სოსო, როგორია საქართველოს საგარეო კურსი?
-საგარეო კურსი პროდასავლურია, ევრო-ატლანტიკური მიმართულების. ჩვენი კურსი მრავალ ვექტორიანი არ არის, ანუ ერთ ვექტორიანია. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კონცეფცია, , განხილული აკადემიურ წრეებში არ გვაქვს. მეზობლებთან ურთიერთობა არ არის გარკვეული და გვაქვს საზღვრების პრობლემა. ოკუპირებული ტერიტორიები, კაზუისტიკური- იურიდიული ტერმინოლოგიით, რუსეთს არ წაურთმევია ანუ ის უფრო სეპატარისტულად არის დაპყრობილი. ცუდი ის არის, რომ ჩვენ არცერთ მეზობელ ქვეყნებთან არ გვაქვს დადგენილი საზღვარი. მართალია, საბჭოთა პერიოდში თურქეთთან გაკეთდა საზღვარი, მაგრამ ახლა მდინარემ ტერიტორია რომ შეიცვალა რამდენ ჰექტარი მიწა ტურქეთმა წაიღო, ხელისუფლება კი ამბობს კეთილი ნება გამოვიჩინეთო, რაც აბსურდად მიმაჩნია. საშაინაო და საგარეო პოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ის ფაქტი, რომ 12 აგვისტო დიდგორის ბრძოლის დღე უქმედ გამოეცხადებინა პარლამენტს, მეორედ აღარ განიხილეს, რადგან ელჩიც არ იყო მომხრე თურქ-სელჩუკებზე გამარჯვების დღე გვეზეიმა. აქ ორი პრინციპი დაუპირისპირდა ერთმანეთს:. პირველი: საქართველო სუვენერული ქვეყანაა და სრული უფლება აქვს, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს დრესასწაულების დაწესება და მეორეც, თურქეთი ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა რეალურად ჩვენი პარტნიორი არასოდეს არცერთი ქვეყანა არ ყოფილა. არვის არ უომია ჩვენთვის.
-რა მდგომარეობაა ამჟამად, თურქეთში, დამყარდა თუ არა იქ დიქტარურა?
-თურქეთში, პრაქტიკულად, უკვე არის დიქტარურა, რადგან ამდენი უფლებები რაც ერდოღანს აქვს, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული , სულთანსაც კი არ ჰქონია.იგი ერთპიროვნული მართველობისკენ ისწრაფვის. იქ პარლამენტი და სასამართთლოც ვერაფერს ვერ წყვეტს და არის რეპრესიები, მასიურად დაითხოვეს სამსახურიდან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები და ინტელიგენცია. რეფერენდუმუში ორნახევარი პროცენტით გაიმარჯვა., გამოდის რომ მოსახლეობის ნახევარიც არ უჭერს მხარს პრესიდენტს, თუმცა ტრამპმა დიდი ზარ-ზეიმით მიულოცა გამარჯვება.თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობაც კითხვის ქვეშ დგას. საქარათველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოფიციალურად კი უჭერს მხარს, მაგრამ აჭარასთან მიმართებაში თავის ინტერესები აქვს. ისლამის მცოცავი გავრცელებაც რეალურია. მართალია, თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ ერდოღანის ერთადერთი მოკავშირე დრეს რუსეთია. თუმცა, თურქეთმა პრეტენზია რომ განაცხადოს ბათუმზე, ამას რუსეთი არ დაუშვებს, რადგან ამ უკანასკნელს თავისი ინტერესები აქვს. რუსეთი შავ ზღვაში ნატოს არ შემოუშვებს. რუსეთს და თურქეთს შორის იმდენი ისტორიული და ორგანული წინააღმდეგობაარსებობს, რომ მათი მეგობრობა და კავშირი მტკიცე ვერასოდესვერასოდეს გახდეება.
-რაც შეეხება საქართველოს უსაფრთხოების საკითხს?
-ეს აქსიომაა, ყველაზე საიმედო საზღვრები ის არის, რომელსაც შენი მრზობლები აღიარებენ. ეს დიპლომატიის წესია. ჩვენ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და რუსეთთან საზღვარი არა გვაქვს, შავ ზღვაზეც კი, 220 კილომეტრი დაუდგენელია. გამოდის, რომ გვაქვს მხოლოდ, თურქეთთან საბჭოთა პერიოდიდან მიღებული საზღვარი. Eეს საქართველოს დიპლომატიას ღირსებას არ მატებს. დიპლომატიაში და პოლიტიკაში პროცესი კი არა, შედეგია მთავარი. ცუდი ფაქტია, ის, რომ ტრამპმა იუსაიდის ფარგლებში შეამცირა უცხო ქვეყნებისადმი დახმარება, საქართველოს კი გაუნახევრა. ჩვენი საგარეო სამინისტრო კი, საჯაროდ არ არაფერს აცხადებს. ამერიკის პრეზიდენტს, არცერთ თავის გამოსვლაში საქართველო არც უხსენებია. სოჩაში მერკელის ვიზიტის დროს, პუტინმა და გერმანიის კანცლერმა ბევრ საკითხზე ისაუბეს, მათ შორის უკრაინაზე, მაგრამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა. სამწუხაროდ, მერკელს არც უხსენებია ოსეთის რეფერენდულმი, მავთულხლართების საკითხი, ენგურის ხიდზე მიმდინარე პროცესები და გალში მცხოვრებ ქართველები, რომელთა უფლებები ირღვევა. საერთაშორისო არენაზე, როცა იხსენიებენ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინის მაგალითი მოჰყავთ და საქართველო არც ახსენდებათ.
-ვიზა ლიბერალიზაცია არ არის ერთი წინგადადგმული ნაბიჯი?
-კი რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს არის უვიზო მიმოსვლა, რეალურად კი, ვიზა ლიბერალიზაციაა. ვინც მოგზაურობდა , ის ისევ იმოგზაურებს. ევროპაში ძალიან მაღალი ფასებია და სამი თვე რომელი ტურისტი შეძლებს იქ სეირნობას? ან ვის სჯერა, რომ საქართველოდან მასობრივად დაიძრება მოსახლეობა ეიფელის კოშკის სანახავად? სამუშაოდ წასვლის უფლება კი არა აქვთ. ასე რომ, საგარეო პოლიტიკის წარმატებები ძალიან მოკრძალებულია. მართალია, იოჰანეს ჰანის ვიზიტის დროს, ასეოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დასაფინანსებლად 35 მილიონი ევრო გამოუყვეს საქართველოს, მაგრამ კონკრეტულად სად წავა ეს თანხა არავინ იცის.
-საკოკონსტიტუციო ცვლილებები თუ იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზე?
- საკონსტიტუციო ცვლილებები არაფერ კარგს არ შემატებს ქვეყნის იმიჯს. პირველი შემთზვევაა კომსტიტუციონალიზმის ისტორიაში, როცა ასეთი მასობრივი წინააღმდეგობა ხვდება ოპოზიციის მხრიდან კომსტიტუციას. სააკაშვილის დროს კონსტიტუციაც პრეზიდენტზე იყო მორგებული, მაგრამ მაშინ ასეთი ორგანიზებული და ღია წინააღმდეგობა არ ყოფილა. Fფაქტია, რომ ახლა შიში ნაკლებად არის და ხალხი სარგებლობს იმ თავისუფლებით, რაც წინა ხელისუფლების დროს არ ჰქონდათ. კამათია იამზე, თუ ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი ხალხმა თუ პარლამენტმა. ფაქტია, რომ პარლამენტარების მიმართ საზოგადოებას ნდობა არა აქვს. ეს მიმდინარე განხილვებიც არაფრის მთქმელია.. საერთოდ, საგარეო პოლიტიკა მაშინ არის წარმატებული, როცა მას ძლიერი საშინაო პოლიტიკა უმაგრებს ზურგს. ზოგიერთებს რატომღაც ფოქრობს, რომ თავარია ევროპაში შევიდეთა ისე ვიცხოვრებთ, როგორც გერმანელები და ფრანგები, მაგრამ ეს ასე არის. ევროპაში შრომა, პასუხისმგებლობა და კანონის პატივისცემაა მთავარი. ჩვენ სადამდე მივედით, სასამართლო წარმომადგენელს ზედმეტი კითხვაც არ უნდა დავუსვათ და არ უნდა ვაკრიტიკოთ. ნუთუ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისეთი კრიზისია, რომ ემენტარულ ჭეშმარიტებას ვერ ხვდებიან, საზოგადოებაში ავტორიტეტს ასე ვერ აიმაღლებენ თუ ვინმეს კითხვის დასმას აუკრძალეავენ. მოსამართლემ ისე უნდა მოიქცეს, რომ არ აკრტიტიკონ და პატივისცემა მოიპოვოს.
-საქართველოს ელჩები რას აკეთებენ ქვეყნის ავტორიტეტის ასამაღლებლად?
- ცივილიზებულ ქვეყნებში, პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. ჩენთან პარლამენტში შემთხვევითი ხალხია მოხვედრილიელი. ელჩები კი ქუჩიდან ინიშნებიან, რომელთაც არც დიპლომატიური სკოლა და შესაბამისი განათლებაც არა აქვთ მიღებული. პარლამენტის საგარეო პოლიტიკის საქმიანობა, საერ|თოდა არ ჩანს.
-სირიაში მიმდინარე პროცესები როგორია?
- პუტინი როგორც ჩანს ითვალისწინებს საბჭოთა კავშირის შეცდომას ავღანეთში, ხოლო ამერიკელების ვიეტნამში და ერაყში და ცდილობს გამოიყვანოს ჯარები სირიიდან. თუმცა, ეტყობა ამას ვეღარ ახერხებს.. რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი მიზანიც ეს საკითხი იყო, თუ როგორ გამოვიდეს სირიიდან. ამ საკითხში, პუტინს თუ პარტნიორად თურქეთი უნდა ეს არ გამოუვა, რადგან ერდოღანი ვერ იტანს ასადს. რუსეთის პრეზიდენტის მთავარი მიზანი ასადის შენარჩუნებაა. ერდოღანი იცავს იმათ, ვისაც რუსები ბომბავს ოპოზიციას და სახალხო არმიას. ასე რომ, მათ შორის წინააღმდეგობრივი შეუთანხმებლობაა, რითაც სარგებლობს ისლამური სახელმწიფო დაიშე, რომელსაც ამერიკელები ებრძვიან. პუტინმა ერთ რამეს კი მიაღწია ანუ ახლო აღმოსვლეთში ფეხი ჩადგა საფუძვლიანად და მსოფლიოში გლობალურ მოთამაშედ იქცა. საქართველო მისთვის წვრილმანია, უკრაინაა დარჩა პრობლემად, მაგრამ იქაც თავისას მიაღწია. ახლო აღმოსავლეთში შესვლით, თანაც სირიაში - საკვანძო ქვეყანაში, რუსეთი მსოფლიო არენაზე გავიდა. ასადის დაცვა როგორ შეიძლება, როც ქიმიურ ომს უცხადებს საკუთარ მოსახლეობას, ასეთ რამეს ვრც ერთი ევროპელი ლიდერი და ტრამპი ვერ გააკეთებდა. თუმცა, პუტინი აცხადებს, რომ ასადს კი არა კანონიერ ხელისუფლებას ვიცავო. რუსეთს შეუძლია ჯარი შეიყვანოს სხვა ქვეყნებში და საომარი მოქმედებები აწარმოოს და ჯარისკაცების ბედზე პასუხს არ აგებს. ამერიკაში ასე არ არის, იქ ერთი ჯარისკაცის სიკვდილი, პრეზიდენტის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს. გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთს მაინც მოუწევს სირიის დატოვება ისეთივე სირცხვილით, როგორც ეს მოხდა საბჭპოთა კავშირის დროს. ახლო აღმოსავ;ლეთი ისეთი ,,კრაზანას ბუდეა’’, რომ იქ ან დიქტატურა უნდა იყოს ან გაუთავებელი ომი. ამას ისტორია გვასწავლის, იქ არცერთი რეჟიმის დროს არ ყოფილა დემოკრატია. გამოდის, რომ არაბები არ არიან მზად დემოკრატიისათვის. მაგალითად, ისრაელში სამოქალაქო საზოგადოება, ქვეყანა იმართება დემოკრატიული პრინციპებით.
-ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ მიმდინარე პოლიტიტიკურ პროცესებს?
-მძიმე ეკონომიური მდგომარეობაა, დაპირებების უმრავლესობა არ შესრულდა. ქუჩის მოვაჭრეების ყოფა უმძიმესია. Eვროპსკენ კი მივისწრაფით, მაგრამ ევროპული ღირებულებებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. ევროპაში საარჩევნო დაპირებების არ ჯერა ხალხს, ჩვენთან კი პირიქით და სულ მოტყუებული ვრჩებით. საყოველთაო არჩევნების ეშინია ოცნებას, იცის რომ მართველი პარტიის რეიტინგი დღითი დღე ეცემა. საერთოდ, პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს და არა სამასმა კაცმა..
მზია გოგოძე
No comments:
Post a Comment