Sunday, 21 May 2017

ფესტივალი

                               


                                        ქორეოგრაფიული ფესტივალი
   
             "შევკრათ კამარა" – ასე ეწოდებოდა რესპუბლიკურ ფესტივალს, რომელიც პროფკავშირების კულტურის ცენტრში გაიმართა და რომლის ინიციატორია ფოლკლორული საერთაშორისო ფესტივალი "ერთსულოვნება"  და მისი ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი გიორგი კენკებაშვილი.    აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ყოველ წლიურად იმართება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II _ ის ლოცვა კურთხევით და  მიზნად ისახავას ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაციას.
               ფესტივალს ტრადიციულად უძღვებოდა ჟურნალისტი ზაზა ალექსიძე, რომელმაც დიპლომები და სიგელები გადასცა კონცერტში მონაწილე, წარმატებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს. შემდეგ კი, სცენაზე მოიხმო თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ლუკა ბურდული, რომელმაც შთამბეჭდავად წაიკითხა ვაჟა-ფშაველას ლექხი ,,ხარს ვგევარ ნაიალაღარს’’.
       ფესტივალში მონაწილე ანამბლები: ,,კახაბერი’’ (ქორეოგრაფი კახა ცინცაძე), ,,ივერიონი’’ (ქორეოგრაფი ლევან სუთიაშვილი), ,,მთაწმინდა’’ (ქორეოგრაფები: გიორგი კენკებაშვილი და ნელიკო სტურუა) და სხვები ღირსეულად წარსდგნენ მაყურებლის წინაშე და დიდი ოვაციები და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
        ჟიურის წევრების შექება დაიმსახურა ცეკვა ,,სიმდი’’-მ ანსამბლ ,,კახაბერი’’-ს შესრულებით, რომლის პრემირა ფესტივალზე გაიმართა და მაყურებელზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სოლისტების: ანანო სამელიას და ნიკოლოზ სოფრომაძის ცეკვის დახვეწილი მანერა და საშემსრულებლო ტექნიკა.
        ,,შევკრათ კამარა’’-ს ჟიურის თავჯდომარე გახლდათ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღვაწლმოსისლი ქორეოგრაფი და პროფესორი რეზო ჭანიშვილი. ბატონმა რეზომ დადებითად შეაფასა ფესტივალი და წარმატება უსურვა მონაწილე კონკურსანტებს.

                                 მზია გოგოძე

No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...