Saturday, 26 August 2017

პოლიტიკა

     
         ,,რაც კარგია ვუვლით, რაც ცუდია ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით”-ასეთია ლოზუნგი ,,შენების მოძრაობი’’-სა, რომელიც პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჩამოაყალიბა.
   უსუფაშვილის თქმით, ,,შენების მოძრაობა“ - იქნება თანამონაწილეობაზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას.
 ჩვენ ძალიან მტკიცე ვიქნებით ჩვენს გეგმაში, კალაპოტიდან ვერ ამოგვაგდებს მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელმაც არა ერთ პოლიტიკურ წამოწყებას შეუშალა ხელი საქმის კეთებაში, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა “შენების მოძრაობის” პრეზენტაციაზე განაცხადა.
  პოლიტიკური მოძრაობის ინიციატორთა შორის არიან სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, ახალი თაობის ქართველი ბიზნესმენები.
  პოლიტოლოგების აზრით ქვეყანაში პოლიტიკური ფიგურები საკმაოდ დეფიციტურია, შესაბამისად, უსუფაშვილს დიდი არჩევანის საშუალება არ ჰქონდა. ამიტომაც არის, რომ მის პარტიაში როგორც „რესპუბლიკური“ პარტიის, ასევე „ეროვნული ფორუმის“ წევრები არიან წარმოდგენილები.
  
 -რა არის ახალი მოძრაობის ძირითადი მიზანი? რა  შანსები აქვს ახალ პოლიტიკურ ძალას?  რა იდეებით შემოდიან უსუფაშვილი და მისი გუნდის წევრები ქართულ პოლიტიკაში? ამის შესახებ ,,ეროვნული ფორუმისა’’ და ,,შენების მოძრაობა" წევრ  გურამ მჭედლიძეს ვესაუბრეთ.
     
      -პირველ რიგში ეს მოძრაობა ეტაპობრივად უნდა გარდაიქმნას პოლიტიკურ ძალად, სადაც  თავს მოიყრის ადამიანები, რომლებიც ვთანხმდებით იმ სახელისუფლებო მართვის სისტემის შეცვლის აუცილბლობაზე, რის გამოც ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებას, ხშირ შემთხვევაში, აზრი ეკარგება. იმ სისტემის შეცვლაზე რომლის მთავარი დევიზი არის "მე" და მხოლოდ "მე". მოძრაობის მთავარი მიზანიც ესაა, მოვიპოვოთ გავლენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რათა დავიწყოთ არსებული სისტემის სწორად ფუნქციონერიბის შენება, რის შემდეგ მიეცემა აზრი ყველაფერის შენებას. დღეს, თითქოს რაღაც შენდება, რაღაც კეთდება, მაგრამ სამწუხაროდ ამ ყველაფერს ჯამური ეფექტი არის ნული. ყოველივე იმის შემდეგ, იქნება შესაძლებელი  ყველა იმ სიკეთის მიტანა თითოელ მოქალაქემდე, როდესაც სახელისუფლებო სისტემა არ იმუშავებს მხოლოდ საკუთარ თავზე.

 -თქვენი პოლიტიკური მოძრაობა რით განსხვავდება სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებისგან და სახელწოდებიდან გამომდინარე, რის აშეანებას აპირებთ?
     
  - ჯერ არ გახლავთ პოლიტიკური ორგანიზაცია, როდესაც ჩამოყალიბდება ამის შემდეგ, უფრო ფართოდ წარვსდგებით საზოგადების წინაშე -კონკრეტული გეგმებით და განსხვავებებით. ,,შენების მოძრაობის’’ მთავარი ამოცანაა: ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც ისტორიის საუკეთესო გამოცდილებას, ძლიერ დემოკრატიული ინსტიტუტებს და ევროატლანტიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს დაეფუძნება. მოძრაობის საბოლოო ფორმირება და პარტიად დაფუძნების პროცესი  2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
       
 პოლიტოლოგების აზრით,  ,,შენების მოძრაობამ’’ქართულ პოლიტიკაში ფეხის მოსაკიდებლად, მნიშვნელოვანი სიახლეები უნდა შემოიტანონ და ანგარიშგასაწევ ძალად უნდა ჩამოყალიბდნენ, ამისათვის, მათ საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი იდეების შეთავაზება მოუწევთ. 
     თუ რა   არა დგილს დაიკავებს ,,შენების მოძრაობა’’ ახალ პოლიტიკურ სივრცეში, ამას მომავალი გვჩვენებს.

               მზია გოგოძე
                




No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...