Tuesday, 16 April 2019

კულტურა

                                   დედაენის  დღე ისტორიულ ციხე-ქალაქში                                                                     


სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების დელეგაცია, კულტურული მისიით თურქეთში, ისტორიულ ყარსა და ანისს სტუმრობდა, სადაც  დედაენის დღე - 14 აპრილს, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ქართული ტაძრის ეზოში აღნიშნა. ღონისძიების ინიციატორი გახლდათ  ჟურნალ ,,ანეული''-ს რედაქტორი თამარ შაიშმელაშვილი, ხოლო კულტურული ექპედიციას ხელმძღვანელობდა  რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი. დე

ლეგაციის შემადენლობაში იყვნენ ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, ხელოვანები, ჟურნალისტები...
        დავით შემოქმედელი, რუსთაველი საზოგადოების პრეზიდენტი: ქართული ენა
არის ის ციხესიმაგრე, რაც უფალმა შემოარტყა საქართველოს, დიდი ილიას სამი ჰიპოსტაზიდან ქართული ენა არის ერთ-ერთი უმთავრესია, სავსებით ვეთანხმები  იმ აზრს, რომ  ენა იგივე ერია. ის, რომ საქართველო დღეს მძიმე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ასეთი აგრესიული მტრების გარემოცვაში გადარჩა, უმთავრესი მისი დამცველი იყო ქართული ენა, იგივე ლაზარე. ამ ენას, ჩვენს დიდ სიმდიდრეს, საგანძურს კიდევ მეტი მოფრთხილება სჭირდება. საგულისხმოა, რომ სწორედ ანისში, მართლმადიდებლურ ტაძარში,  წმინდა ნინოს უძველეს უნიკალურ ფრესკასთან ვლაპარაკობთ ქართულ ენაზე…რუსთაველის საზოგადოების მიზანია საქართველოს ისტორიული კუთხეების მონახულება. ამ მიზნით, ჩვენ ვიმყოფებოდით ტაო-კლარჯეთში, ჰერეთში და სამომავლოდაც ვაპირებთ ისტორიული ადგილების მონახულებას.
   გიორგი გოგოლაშვილი, პროფესორი: ეს ქართული ენისადმი მიძღვნილი  ჩვენი
ყველაზე ლამაზი გამოხატულებაა. ჩვენი პატივისცემისა და მოკრძალებული წვლილისა,  იმისა, რომ არ დავივიწყოთ და არ დავკარგოთ ის, რამაც შექმნა ჩვენი ისტორია, ქართული ენის ისტორია…ეს ტაძარი მოწმობს, სანამდე სწვდებოდა დიდი საქართველოს ხმა და დავითის ძალა და უნარი დიდი საქართველოს მართვისა და შემდეგ თამარ მეფისა, ეს თამარ მეფის დროინდელი ტაძარი გახლავთ.
  ღონისძიებაზე,  დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს ქართლი ენის მინიშვნელობაზე, მის სიდიადეზე და ჩვენი წინაპრების ღვაწლზე. დაასრულს კი, რეჟისორმა მარინა კოლხიდაშვილმა და  ჯგუფის წევრებმა ქართული საგალობელი შეასრულეს..   
  დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ანისში დასამახსოვრებელი იყო, შემეცნებითმა მოგზაურობამ ძალიან შთამბეჭდავი, ემოციური და საინტერესო მოგონება დაგვიტოვა, რომელიც მუდამ გვემახსოვრება და ლამაზ მოგონებად დაგვრჩება…
                                                 
                                     მზია გოგოძე

No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...