Wednesday, 16 October 2019

მოგზაურობა ისტორიულ საქართველოში


სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ინიციატვით, კვლავ გრძელდება ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის მონახულება და ამჯერად, მწერლების, მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი 17 კაციანი დელეგაცია ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. იგი, საუკუნეების მანძილზე ქართველი და სომეხი მართველობის ხელიდან ხელში გადადიოდა. ახლა სომხეთს ეკუთვნის თუმცა, ისტორიულად საქართველოს პროვინცია იყო. ამაზე მეტყველებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქართული მატერიალური, კულტურული ძეგლები და საფლავები. ექსპედიციის ხელმძღვანელის დავით შემოქმედელის ინიციატივით, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ქართული ძეგლები : ლორე, ქობერი და ახტალა. ეს უკანასკნელი მოქმედი გრიგორიანული ტაძარია, გულსატკენია იქაური სასულიერო პირების უხეში დამოკიდებულება საქართველოდან ჩასული სტუმრებისადმი, რისი მოწმეც თავად გახლდით.. ლორე- ტაშირის ტაძარების უნიკალური ფრესკები, ჩვენი წინაპრების საფლავები, წარწერები, ორნამენტები ქართული კულტურული მემკვიდრეობის უტყუარი მტკიცებულებაა, რომლებიც დღემდე ინარჩუნებელ ქართულ სულს... უცხოეთში არსებული ქართული ძეგლების შესახებ, რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით, იგეგმება დოკუმენტური ფილმის გადაღება და ფოტოილუსტრირებული წიგნის გამოცემა.

No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...